Home რუბრიკები პოლიტიკა ზე-ქარხნები, ზე-კაცი და უმადური ქვე-ყანა

ზე-ქარხნები, ზე-კაცი და უმადური ქვე-ყანა

682

ასეთი სათაური ამ კვირაში ტელევიზორიდან მოსმენილმა ორმა ზე-აზრმა შთამაგონა. მართალია, ამ აზრთაგან ერთ-ერთის ავტორი ამ ორიოდე წლის წინათ ამტკიცებდა, “ცოლის ნათესავი ნათესავად არ ითვლებაო”, მაგრამ ფაქტია, რომ აზრებში მეტ-ნაკლებად მაინც გვანან ერთმანეთს ისა და მისი სიმამრი.


განსხვავება არის ის, რომ ერთი მათგანის აზრები უსულო საგნებს ეხება, ხოლო მეორისა _ კონკრეტულ სულიერს, მაგრამ შინაარსობრივად რომელი რომელს ჩამოუვარდება ან აღემატება, ამის განსაზღვრა არ არის იოლი.

სიძესიმამრული ზე-ფრაზების ესტაფეტა პრემიერმინისტრმა გახსნა:

ჩვენ ავაშენეთ 80-ზე მეტი ახალი ქარხანა, ხოლო დანარჩენი აღვადგინეთ ან გადავაიარაღეთ. ამ პროგრამით ისარგებლა 500-ზე მეტმა ქარხანამ. მათში 10 ათასი ადამიანია დასაქმებული!”

აი, ასე პირნათლად ჩააბარა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მოსახლეობას ანგარიში საარჩევნო დაპირებების შესრულების შესახებ  _ 100 შეგპირდით და 500 გავაკეთეთო!

აბა, რა! ქარხნები და მერე რა ქარხნები!.. ავ თვალს არ ენახვება, ალბათ! არა, პირადად არ მინახავს და არ დამითვალიერებია, მაგრამ ელემენტარული არითმეტიკაც დაგვეხმარება, რომ მივხვდეთ და გავიაზროთ, რაოდენ მნიშვნელოვან ქარხნებზე საუბრობდა პრემიერმინისტრი.

500 ქარხანაში დასაქმებული 10 ათასი ადამიანი ხომ იმას ნიშნავს, რომ თითოეულ ამმძლავრ”, “ინდუსტრიულზექარხანაში 20 (ოცი!) ადამიანი საქმიანობს!

აი, აქ დარწმუნებული ვარ, კომპარტიის ყველა თაობის აქტივი ერთდროულად გადაბრუნდა მიწაში… კომუნისტების მმართველობის პერიოდში აშენებულ თითოეულ ქარხანაში ხომ ათასობით ადამიანი მუშაობდა და ზოგჯერ საჭირო ხდებოდა ამა თუ იმ ქარხნის მუშა-მოსამსახურეებისთვის ცალკე  დასახლებების აშენებაც კი.

აკი, დღემდე არის დედაქალაქშიც და სხვა, მეტ-ნაკლებად მოზრდილ ქალაქებში შემორჩენილი “ამ ქარხნის დასახლება” “იმ ქარხნის დასახლება”…

ასეა, კომუნისტებს არც ამაში აღმოაჩნდათ “ნიჭი”, თორემ რა უშლიდათ ხელს? _ ჩაეთვალათ ყოველი 20-კაციანი კოლექტივი ერთ ცალკეულ დამოუკიდებელ ქარხნად და, არათუ საბჭოთა კავშირის, არამედ  საქართველოს მასშტაბითაც კი მილიონობით “ქარხანა” გამოუვიდოდათ აშენებული!

ამ დროს 20-კაციან კოლექტივსქარხნადკი არა, “ცეხად”, ანუ საამქროდაც კი არ მიიჩნევდნენ, იმხელა ამბიციაახრჩობდათ”!

აი, ამ “უნიჭო და ამბიციური” კომუნისტებისგან განსხვავებით, ჩვენი “ოცნების” მთავრობა და პრემიერი მოკრძალებულად იქცევიან და, თუკი სადმე სამოთახიანი ბინის ხელა ფართობში ოციოდე ადამიანი შეყარა, ქარხანას უწოდებს!

და რა პრობლემაა? ვინ შეგედავება? ვინ დაადგინა, რომ აუცილებელია, მაინცადამაინც მარტენის ღუმელი ან მანქანათსამშენებლო დანადგარები? დაუდგი ერთი “ლახანკა” იმ ოც ადამიანს, ჩააჭყლეტინე შიგნით პომიდორი და ჩამოასხმევინე მინის ბოთლებში! ანდა _ ჩააყრევინე ცელოფნებში უცხოეთიდან შემოტანილი შაქარი და დააფასოებინე!.. ჰოდა, დადექი და უძახე მერე ამ ყველაფერს “ქარხანა”, მე შენ გეტყვი, ვინმე შემოგედავება!

აი, სწორედ “შემომდავებელთა” სიმცირეს ან სულაც არარსებობას უნდა მივაწეროთ ბატონი სიმამრის მიერ სიძისგან უყოყმანოდ მიღებული ესტაფეტა “ზე-ფრაზების” დაბერტყების მიმართულებით.

ისეთი ინტელექტუალი, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, საქართველოს ილია ჭავჭავაძის მერე აღარ ჰყოლია!” _ განაცხადა თამაზ თამაზაშვილმა და იმ წამსმაგრადდამაინტერესა, დაიჯერა თუ არა ეს წარმოუდგენელი სისულელე ბიძინა ივანიშვილმა.

მესმის და თან ძალიან კარგადაც, რომ რეჟიმისგან უსამართლოდ დაჩაგრული და მერე “ადამიანების გამტაცებლად” მონათლული პატიმარი თამაზაშვილი დიდად მადლიერია ბატონი ბიძინასი, მაგრამ მადლიერებამ დათვურ სამსახურამდე არ უნდა მიიყვანოს.

ჩემს ცხოვრებაშიც არსებობს ორიოდე ადამიანი, რომელთა განსაკუთრებულად მადლლიერი ვარ და გამომიხატავს კიდეც ეს მადლიერება  საჯაროდაც…

მაგრამ  ჩემი მადლიერება გამოიხატებოდა სიტყვებით: კეთილი, სამართლიანი, ყურადღებიანი ან სხვა მსგავსი ეპითეტებით.

მაგრამ ინტელექტუალი? და თანაც _ ილია ჭავჭავაძის შემდეგ რომ არ გვღირსებია ისეთი დონის?..

რა ვიცი, ილია ჭავჭავაძის შემდგომი თაობებიდან სამიოდე (არადა, სამასიოდეც შემეძლო) ადამიანიც რომ ვახსენო, მაგალითად, ივანე ჯავახიშვილი, ნიკო მუსხელიშვილი და მერაბ მამარდაშვილი, სავსებით საკმარისი იქნება ამ ფრაზის, როგორც ავტორის, ასევე ადრესატის მასხრად ასაგდებად.

კი, მაგრამ “ადრესატი” რაღა შუაშიაო? _ იკითხავთ… მართალიც იქნებით. ადრესატი, პრინციპში, არაფერ შუაშია, მაგრამ საქმეც ეგ არის, რომ ასეთი მეხუტბე”-მლიქვნელები ყოველთვის ცუდ საქმეს უკეთებენხუტბისობიექტს ან სულაც ღუპავენ მას!

თუმცა სათქმელია ისიც, რომ, როგორც წესი, მსგავს დითირამბებს, ძირითადად, მაშინ წარმოთქვამენ, როდესაც ზუსტად იციან, რომ  ადრესატს ეს საოცრად სიამოვნებს!

მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ (აღარ ვლაპარაკობ, რა ხდებოდა ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოში არსებული სამი წინამორბედი “ბელადის” პირობებში) ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს არ არის პირველი შემთხვევა ამ ახალიბელადისასეთი განუზომელი და კომიკურობამდე არაადეკვატური ქებისა!

არა, რა თქმა უნდა, სულაც არ ვცდილობ იმის მტკიცებას, რომ ივანიშვილი ინტელექტთან მწყრალად არის, გაუნათლებელია ან რამე მსგავსი… მე მხოლოდ გადაჭარბებულ, შეუფერებელ და, პირდაპირ ვიტყვი, ერთობ საშიშ ქების ფორმაზე გელაპარაკებით!

რაც უნდა თქვას ბატონმა ბიძინამ, ჩვენ უნდა გვჯეროდეს, რომ ეს აუცილებლად სწორი იქნება,” _ ნინელი ჭანკვეტაძის ამ გაუგებრად მონური სენტენციის შემდეგ მართლა არ მეგონა, თუ გამაკვირვებდა რამე და ვერ წარმომედგინა, “კერპისთაყვანისცემის უფრომაღალმხატვრულნიმუშს თუ წარმოთქვამდა ვინმე

მაგრამ, როგორც ხედავთ, თამაზ თამაზაშვილმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და საქართველოში 25 წლის განმავლობაში ყველა “ბელადისადმი” (გამონაკლისის გარეშე!) ერთგვარი “მესიანური” მიდგომის გამომხატველი ფრაზები სრულიად ახალ სიმაღლეზე აიყვანა!

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ “მეხუტბეთა” რიგი გრძელია, ხოლო ტენდენცია _ აშკარად მზარდი, ამიტომ ერთიღა შემიძლია დავამატო: ასე თუ გაგრძელდა, ბატონ მილიარდერს შორეული ქვეყნიდან პინგვინების ჩამოყვანა მალე აღარ დასჭირდება…

ბაკურ სვანიძე

 

1 COMMENT

  1. ქარხნები რომ ააშენოს, მერე ნახეთ თქვენი სისინი ფულის საკეთებლად მოგვაშორა მიშაო!
    ისე პინგვინების ჩამოყვანა არ დასჭირდება! აბა "ექსპერტები" და ბაკურები რისთვის არიან!

  2. კაი, ხო ნუ გასკდით 🙂 ვისი კერპი და ბელადი არ გაუკრიტიკებიათ 🙂 ამდენი პინგვინები მართლა ბევრია ერთი ქვეყნისთვის 🙂 თქვენივე კომენტარებიდან გამოიტანეთ დასკვნა ბიძინას პინგვინად მე უფრო გამოვადგები თუ თქვენ 🙂 მიდით მიპინგვინდით უფრო ახლოს თქვენს ბელადთან 🙂 🙂 🙂 🙂

  3. მაინც ვერ მოითმინეს მეხოტბე-პინგვინებმა და აქაც ხოტბა-კომენტარების რიგი დააყენეს 🙂 🙂 სად გაქვთ მაინც ეს ამდენი ვაზელინი 🙂 🙂

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here