Home რუბრიკები საზოგადოება საქართველო, უპირველეს ყოვლისა!

საქართველო, უპირველეს ყოვლისა!

1260

საუკუნეები ზოგჯერ ისე ახლოს მოდიან, რომ გეჩვენება, თითქოს შენს ცხოვრებაში შემოიჭრნენ და, თუ კარგად დააკვირდები, მიხვდები, რომ, წარსულთან შედარებით, ბევრი არაფერი შეცვლილა, ფასადის ცრუდემოკრატიით მოპირკეთებისა და ცირკის ჟონგლიორის ოსტატობით ხალხის მოტყუების მდიდარი გამოცდილების გამოყენების გარდა.


ყველა ქართველს უნდა ახსოვდეს, რომ მისი უპირველესი და უსპეტაკესი მოვალეობა სამშობლოს კეთილდღეობაზე ზრუნვაა. კუჭის კარნახით გაზულუქება, ერისა და ქვეყნის დაკნინების ხარჯზე საკუთარი არსებობის უზრუნველად მოწყობა არის ღალატი და ამ ცდუნებას აყოლილი ადამიანი ბოლოს ხალხის საძულველ მუხთალთა სანაგვეში ამოყოფს თავს.

ჩვენი დღევანდელი ფსევდოდამოუკიდებლობა მონღოლთა ბატონობის პერიოდს წააგავს, საქართველოს მეფე რომ დაუტოვეს და ყველა უფლება ჩამოართვეს, ევალებოდათ მონური მორჩილება და მონღოლთა ბრძანებების განუხრელად შესრულება; მათ დაპყრობით ომებში ქართველი მეფეები ქართული ჯარით მონაწილეობდნენ; პირველი სისხლიც ქართველებისა იღვრებოდა; იტანჯებოდა, იძარცვებოდა და ნადგურდებოდა ხალხი; უამრავი მედროვე სამშობლოს ღალატის საფასურად იხვეჭდა ქონებას; ვინ ჩამოთვლის სადუნ მანკაბერდელისა და უთლუ ბუღას მსგავსთ, საქართველოს ორგანიზმს მკბენარივით რომ ესეოდნენ?!

დიმიტრი თავდადებულსაც მეფე ერქვა, მაგრამ მონღოლთა სამსახურში მყოფს ფრთები ჰქონდა შეკვეცილი, ხალხმა კი არ იცოდა, როგორ იყო შებოჭილი უამრავი მოღალატითა და მონღოლთა მსტოვრებით გარემოცული. მისი ამქვეყნად ყოფნა და მეფობა შეიძლებოდა, უფერულად დამთავრებულიყო, ბედს მკაცრი გამოცდა რომ არ მოეწყო. მანაც ხალხს დაანახა, სამშობლოსა და ერის სიყვარულით როგორი ანთებული გულის მფლობელი იყო და ამის გამო უკვდავების შარავანდედით შეიმოსა.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. ქართველმა ერმა მუხთალთა და გამყიდველთა მრავალი მწარე კბენა იგემა, მაგრამ ფიზიკური მოსპობის მცდელობათა მკაცრი წლები ერთგულ მამულიშვილთა თავდადებით გადაიტანა. სისხლისღვრისა და ძალების უკიდურესი დაძაბვით ყოფნა-არყოფნის გზაჯვარედინზე მდგომმა საქართველომ პოლიტიკური გამჭრიახობით, გადარჩენის და აღორძინების სწორი მიმართულების არჩევით მსოფლიოს უძველესი კულტურის მქონე ხალხთა შორის საპატიო ადგილი დაიკავა, რაც ყველა ქართველისთვის ისეთი საამაყოა, რომ ამ ერს არ ეკადრება, ევროპულ ან სხვა გაერთიანებას მიეტმასნოს. დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებმა ცოტა ხნის წინათ დინების საწინააღმდეგოდ ცურვის გამო შევაშფოთეთ დასავლეთი და ამის გამო კეთილისმყოფელად შემოგვასაღეს ქართველი ერის უბედურებად შობილი, მუხთლობითა და ვერაგობით სატანადქცეული შევარდნაძე, რომელმაც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა უბედურებად გვიქცია _ ისეთი საშინელება გაწვრთნა “ნაციონალურ მოძრაობად” წოდებულ მუხთალთა სახით, რომ წარსული საზარელი დღეები გაახუნა.

დღევანდელ მსოფლიოში კი ბობოქრობენ თანამედროვე მონღოლები, რომელთათვისაც არასასურველი ხელისუფლების მაიდნის მეთოდით დამხობა პრობლემა არ არის, რადგან გაუსაძლის პირობებში მცხოვრები და იდეოლოგიური დივერსიით მოწამლული ადამიანების გადაბირება არ უჭირთ. მაიდნელებსაც ურემს გამობმული გოშიასავით ეგონათ, რომ ურემს ისინი მიაგორებდნენ და გამარჯვების შემდეგაც განაგრძობდნენ მაიდნელობას დასავლეთისგან ორცხობილებისა და ამერიკული დოლარების კვლავ მიღების სურვილით, მაგრამ ვერ გათვალეს, რომ საჭირონი აღარ იყვნენ და ერთი ხელის აქნევით ბეღურებივით დააფრთხეს ყოფილმა მფარველებმა. უკრაინელებს ნეოფაშისტი ვანდალების პარპაშად დაუჯდათ ანტირუსულ-ანტიმართლმადიდებლური ფსიქოზი. ჯერ კიდევ არავინ იცის, რა ძალის ბუმერანგად დაუბრუნდებათ მათი მფარველობა ევროატლანტიკურ ელ-გე-ბე-ტე დემოკრატებს.

ზოგს მართლა ჰგონია, რომ დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრობს და ხელისუფლებისგან იმაზე მეტს ელოდება, რაც მას შეუძლია. იმას კი ვერ ამჩნევენ, რომ მონღოლთა ნოინივით ჩამომჯდარი ამერიკის ელჩი ხელისუფლების სამზარეულოს ყველა ქვაბში უბოდიშოდ ყოფს ცხვირს, რათა მისი გემოვნებისთვის შეუფერებელი კერძი არ მოამზადონ და ნამდვილი ქართული, მადლიანი და გემრიელი სიკეთით სავსე ქვაბი არ შემოდგან მამაპაპურ შუაცეცხლზე.

ეს ის ამერიკაა, რომლის პრეზიდენტი თავის ყველაზე დიდ მიღწევად ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას რომ თვლის. ჩვენ კი ამ ქვეყანას სტრატეგიულ პარტნიორს ვეძახით და, თუ ხელი ჩამოგვართვა, სიხარულით საკუთარ თავს ვახტებით.

კალიგულამ ერთ სენატორს ჰკითხა: შენს დასთან სქესობრივი კავშირი ხომ გაქვსო? დიდად შეწუხებულმა სენატორმა უპასუხა, _ ჯერ არაო. ჰოდა, თუ ობამა ხელის ჩამორთმევისას შეგეკითხებათ, ერთსქესიანთა ქორწინება თუ დააკანონეთო, რომაელი სენატორივით სირცხვილი რომ არ ჭამოთ, ჰომოსექსუალიზმის მომხრეები ერთმანეთზე დაქორწინდით, მათი აღლუმიც მოაწყვეთ, რომელსაც სიამოვნებით დაესწრება ბარაკ ობამა და ყველა ევროატლანტიკური პედერასტი მინისტრი.

ამ ადამიანების მორალურ, ზნეობრივ, სულიერ და სქესობრივ გადაჯიშებაში ბოლომდე რომ გავერკვეთ, გავიხსენოთ რომის პაპისა და მისი კარდინალების მიერ ჰომოსექსუალების შესახებ მიღებული უფლისმაგინებელი და სატანისმადიდებელი კანონი ერთსქესიანთათვის ქორწინების უფლების მიცემაზე: “მათ აქვთ ღვთისგან მინიჭებული განსაკუთრებული მადლი, რომელიც ქვეყნიერებას გამოადგება”. ამის შემდეგ ლესბოსელთა და პედერასტთა გარყვნილების ამბავს რომ მოვისმენთ, უნდა ვთქვათ, თქვე მადლიანებოო.

ამ კანონის მიღებით რამხელა შვებას იგრძნობდა სული რომის პაპის _ სიქსტ მეოთხისა, თავისი დალაქის თოთხმეტი წლის ბიჭს რომ ყვარობდა და ბრალი ედებოდა თავის ვაჟთან უზნეო კავშირში. მიუხედავად იმისა, რომ რომის კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობელნი ჰომოსექსუალურ სიბინძურეში ღრმად იყვნენ ჩაფლულნი, მაინც ცდილობდნენ, საზოგადოებისთვის დაემალათ თავიანთი გარყვნილება, რადგან ეს ხალხისთვის ფრიად მიუღებელი იყო. ახლა კი, რომის პაპისა და მისი კარდინალების აზრით, ეს თურმე ღვთისგან მინიჭებული განსაკუთრებული მადლი ყოფილა, რომელიც ქვეყანას გამოადგება.

ზუსტად არავინ იცის, ასოცირების ხელშეკრულებით ჩვენგან რას მოითხოვენ ევროატლანტიკელი “მეგობრები”, მაგრამ ერთი რამ ცხადია: თვითონაც გაკვირვებული იქნებიან, _ დიდი ბრიტანეთი გასვლას აპირებს ევროკავშირიდან, ამ ქართველებმა კი ისეთი რა დაინახეს, ამ გაერთიანებაში შემოსვლას რომ აპირებენო. ამერიკელთა ელჩი ჩვენ მიერ დამოუკიდებლობად წოდებულ ფაფხურს მოხეტიალე ცირკის წარმოდგენად აღიქვამს. “თქვენი კულტურა არ მაინტერესებს!” _ გაიძახის აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი. იეღოველებს ავიწროვებთო, _ გვაჯარიმებენ. არადა, მაგათმა ნებიერმა “ნაცებმა” მართლმადიდებელ ეკლესიას ავტომობილით რომ შეუნგრიეს კარი და მრევლს ცხვირპირი უჟეჟეს, ყურიც არ შეუბერტყავთ.

დღეს ზოგი ვერ ხვდება, რომ მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ნათქვამი თუ დემოკრატიულობის ნიღაბს ამოფარებული კბენის მცდელობა ქართველი ერის საამაყო ტრადიციებით შედუღაბებული ერთიანობის მძლავრი საძირკვლის დაშლის სურვილია, რადგან ყოველივე წმინდა, რაც ამშვენებს ქართველ ერს, მართლმადიდებლობის ფესვებიდან მოდის.

მართლმადიდებლური ეკლესიის როლზე ახლა ალაპარაკდა უცხოეთს თავშეფარებული სააკაშვილი, რომელმაც მისი მუხთალი არსებობისთვის დამახასიათებელი ღალატი ჩაიდინა _ ყველა კონფესიას იურიდიული სტატუსი მიანიჭა და მართლმადიდებლობას გაუთანაბრა.

დღეს, როცა ქვეყანას მუმლივით დასევია უცხოეთიდან დაპროგრამებული პარტიები თუ ევროატლანტიკურ ტურზე მოჭიდებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებად წოდებული ზომბირებული დემაგოგები, ქართველ ერს იმედად ჰყავს სულიერი წინამძღოლი _ უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქი, რომელიც ეროვნული სიწმინდეების დაცვის ბურჯად დგას და ყველა ქართველთმოძულეს სულშიჩამწვდომი მართალი სიტყვის ძალით თვალს უბრმავებს. არც აჟივჟივებული, ქართველ პოლიტიკოსებში ქვეყნის ნამდვილი ერთგულის გამორჩევა ეშლება. ამიტომაა, რომ ნდობას უცხადებს ქართველი ერის საკეთილდღეოდ შიშველი მახვილივით შემართულ ახალგაზრდა პრემიერს, რომელსაც ხალხიც ესოდენ ენდობა.

“ქართულ ოცნებას” კი რამდენი და რა სახის მუხთლობა ღრღნის, ბევრი რამ ჯერ კიდევ არ ამოტივტივებულა ზედაპირზე. ნაციონალურმა მოძრაობამხალხს ისე შეაძულა თავი, რომ ამერიკელებიც კი დარწმუნდნენ, ხელისუფლებაში მათი შენარჩუნებით საბოლოოდ ჩამოხეოდათ დემოკრატიის დამცველის ნიღაბი. სამაგიეროდ, ამერიკელებმა .. კოაბიტაციით გააკეთეს ის, რაც სურდათ _ “ქართულ ოცნებაში” “თავისუფალი დემოკრატების”, რესპუბლიკელებისა და მათი მსგავსი ნულოვანი რეიტინგის მქონე პარტიები დაყოვნებული მოქმედების ნაღმებივით შეალაგეს.

ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიმდინარეობს ქართველი ახალგაზრდების მოწამვლა ანტიეროვნულობის, ცრუდემოკრატიისა და გარყვნილების შხამით, ამას კი უცხოეთის ორცხობილაზე გაყიდული ქართველები აკეთებენ.

“ნაციონალთა” მიერ ჩადენილ ღალატზე, ქვეყნის დაქცევა-დაქუცმაცების მცდელობასა და ქართველი ერის გადაგვარებისთვის გაწეულ ღვაწლზე აღარაფრის თქმაა საჭირო, რადგან ყველაფერი ცნობილია. ახლა მათი ბოროტების ნაყოფები პარლამენტში სხედან და კვლავ უსირცხვილოდ ყრანტალებენ; ხელისუფლების ხელში ჩაგდება ელანდებათ ქართველი ერის საბოლოოდ გადასაგვარებლად.

უკვე ყოველგვარ ზღვარს გადასცდა სიბინძურის პარკუჭად ქცეული რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი. ვინ შეიძლება იყოს ილიას, აკაკის, ვაჟას, ლადო ასათიანის სპეტაკი ხსოვნის გასვრის მსურველი, თუ არა მუხთლის თესლი, რომელსაც ტრიბუნა არ მოჰკლებია არც შევარდნაძისა და სააკაშვილის პერიოდებში და არც ამჟამად?

ან როგორ მიეტმასნაქართულ ოცნებასალასანია? ეს ევროატლანტიკური ნაღმი ხელისუფლების დაშლას რომ იმედოვნებდა, აფეთქდა, მაგრამ, ალასანიას ამბიციების გარდა, ვერაფერი იმსხვერპლა. პულტი თვითონ ეჭირათ, მაგრამ ვერ მიხვდნენ, რომ ნაღმზე ისხდნენ. დაიწვეს კიდეც საჯდომები და მათი დასადები ადგილები მათთან უნდა მოიკითხონ, ვისი სამსახურითაც ესოდენ შეირცხვინეს თავი. არადა, ცრუპენტელობით, მეტიჩრობითა და თავხედობით აგვიკლეს. ალასანია პრეზიდენტობის იმედის გაქარწყლებამ გაანაწყენა. თავდაცვის მინისტრად თავი ერთპიროვნულ გამგებლად წარმოიდგინა და ენერგიულად ქექა ნაცარი. შემაღლებული ადგილი არ დატოვა შეხტომისა და ყვინჩილასავით დაყივლების გარეშე. საქართველო მზად არის სირიელი მეამბოხეების გასაწვრთნელადო, _ განაცხადა მთავრობის დაუკითხავად და ამით თავისი მფარველი ამერიკელებიც კი გააკვირვა.

საქართველოს საგარეო პოლიტიკის შერცხვენაში ხომ პირდაპირ მიგნება გამოდგა ქალბატონი ფანჯიკიძე. ჯერ იყო და, ბალტიისპირეთში ისეთი სისულელე ილაპარაკა, კინაღამ მეზობლები გადაგვკიდა, შემდეგ _ ნატოს საწრთვნელი ცენტრი უნდა შემოვიტანოთო. მოკლედ, ვერ გაარკვია, ხალხის მიერ არჩეული მთავრობის მინისტრი რომ იყო და არა _ ნაცისტების მსახური.

ალბათ, ერთადერთი ქვეყანა ვართ, ევროინტეგრაციის მინისტრი რომ გვყავს და ისიც შემოგვწყრა, _ ამერიკელთა მიერ გაპაპაჯორებული ალასანია რატომ მოხსენითო და გადადგა. ნეტა რის მაქნისი იყო ეს საცოდავი?!

ირაკლი ღარიბაშვილმა კი დაამტკიცა, რომ პირდაპირი, მართალი და უკომპრომისოა თავგასულთა მიმართ _ ალასანიას მოხსნითა და მისი ამალის გაბუნძულებით ყველა ჭეშმარიტ ქართველს მოფხანა გული; დაამტკიცა, რომ მას დესტაბილიზაციის მუქარის არ ეშინია, რადგან ხალხს მისი სწამს. დაე, დესტაბილიზაციის ჭაკზე გადაჯდომის ყველა მსურველმა იცოდეს, რომ ახალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ქართველი ერის ღირსეული მამულიშვილების გამარჯვებით დამთავრდება, რამეთუ უცხოეთის ლაქია პარტიებისა და პიროვნებების საქმენი ბოლომდე იშიფრება.

ანტიქართულ ბუკეტს როგორ შეიძლება გამოაკლდეს “თავისუფლების ინსტიტუტის” მიერ გამოზრდილი ფუმფლო, რომელსაც პრეზიდენტობა უწყალობეს _ რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის საკითხზე აღშფოთებულმა, არასამთავროებთან კონსულტაციებს გავმართავო. შე კაი ადამიანო, ხალხის დასანახად რომ ბობოქრობ, ერთი რუსეთის პრეზიდენტს დაელაპარაკე, არაფრისმომცემი კონსულტაციებით თავბრუს რომ გვახვევ. ისე კი, საეჭვოა, ფუმფლოს ვინმე ენდოს. აი, მისი აბდაუბდა გამოსვლიდან “ბრძნული” გამონათქვამი: “ვთხოვ საქართველოს პატრიარქს და სხვა კონფესიებს, მათ ხელს არსებული საშუალებით, არ დაუშვან მცირე ერების ასიმილაცია!” გასაკვირია პირდაპირ! ამ უპრობლემო საქართველოში ეს ერთადერთი პრობლემა როგორ გამოჩხრიკა?! მოკლედ, თუ ეს გზააბნეული დროზე არ ჩაბარდა პატრონს, გასართობი არ მოგვაკლდება.

საქართველოში პოლიტიკური ვნებათაღელვის დუღილის შედეგად ბევრი ქართველთმოძულე ამოტივტივდა და ბევრიც გამოჩნდება, მაგრამ მათ ქართველი ხალხი ადგილს მუხთალთა სანაგვეზე მიუჩენს. ახლა კი ყველა უდღეური დუჟმორეული ებრძვის “ქართული ოცნების” ჯანსაღ ნაწილს. განსაკუთრებული ღვარძლით უტევენ ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის შეუბღალავი ავტორიტეტი ისე უბნელებთ თვალს, როგორც უკუნეთში აგიზგიზებული კოცონი _ ბნელეთის მოციქულებს.

ორი წელი გავიდა და “ქართულ ოცნებას” დაპირებების შეუსრულებლობას ედავებიან ის ადამიანები, რომლებმაც საქართველო დააქციეს. ყოფილი და ახალი პრეზიდენტები, სასამართლო, ტელევიზიები, ძალოვანი სტრუქტურების ბევრი წარმომადგენელი და არასამთავრობო ორგანიზაციები შეფარულად თუ აშკარად “ნაციონალების” ყიყინზე როკავენ. სიცრუით, დემაგოგიით, ცილისწამებითა და თავხედობით იქაფებენ პირს. ხალხი კი ყველაფერს ვერ ხვდება, რა მძიმე და დაძაბულ ბრძოლას ეწევა “ქართული ოცნება” უცხოეთის მიერ განებივრებულ, მოღალატეებთან.

ფაშისტებისთვის ნიურნბერგის სასამართლო რომ არ მოეწყოთ და კაცობრიობის საზარელი ჭირი არ აეკრძალათ, ფაშიზმი ევროპას წალეკავდა. ჩვენთან კი ამ უბედურებას _ “ნაცმოძრაობასევროატლანტიკური მფარველები ისე ანებივრებენ, რომ, თუ მათი თავხედობა კვლავაც გაგრძელდა, ხალხი სამართალდამცავ ორგანოებს აღარ დაელოდება და მათ დამსახურებისამებრ მიუზღავს.

კუბლაშვილის სასამართლომ კოდორის ხეობის გმირი დამცველის _ ემზარ კვიციანისთვის თორმეტი წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯით კიდევ ერთხელ დაგვანახა კოაბიტაციით განებივრებულთა ზღვარგადასული თავხედობა, რომლებიც ხელისუფლების ავტორიტეტის დასამცრობად თემიდის მახვილს უკუღმართად იქნევენ.

ქართველ ხალხს კი აუხდენელ ოცნებად ექცა ერთიან, გამთლიანებულ საქართველოში ცხოვრება, რომელიც რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის აღდგენის გარეშე შეუძლებელია. ჩვენთვის გამთლიანების გზის მაჩვენებელი უნდა იყოს ის, რაც კათოლიკოს-პატრიარქმა “როსიისკაია გაზეტას” ჟურნალისტ ალექსანდრე იაროშენკოს უთხრა: ჩვენ, პირველ რიგში, სულიერად ერთი ხალხი ვართ, ერთი ეკლესიის წევრებიგადაეცით რუსეთს ჩემი საუკეთესო სურვილები და კეთილგანწყობა. დიახ, ლანძღვაგინებით კი არა, კეთილი სურვილებითაა საჭირო რუსეთის პრეზიდენტთან საერთო ენის გამონახვა”.

წლებია, პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია ბრძნული და ნათელი აზრებით გვიჩვენებს საქართველოს გამთლიანებისა და აღორძინების ჭეშმარიტ გზას, რომელზე დადგომაც საქართველოს აყვავებულ და განვითარებულ ქვეყნად აქცევდა. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მისი რჩევები ცხოვრებაში გამოეყენებინათ და ეს შესანიშნავად მოაზროვნე მამულიშვილი მხარში ამოეყენებინათ, მტრად მოეკიდნენ. შედეგად, დანაწილებულ-დაკნინებული საქართველო და გამთლიანებაზე ჰორიზონტივით მიუწვდომელი ოცნება შემოგვრჩა.

ამიტომაა საჭირო ალექსანდრე ჭაჭიას მსგავსი მამულიშვილების გაერთიანება, რომელთა დევიზი იქნება: საქართველო, უპირველეს ყოვლისა!

გივი სომხიშვილი

მწერალი, დავით აღმეშენებლის პრემიის

ლაურეატი, აკადემიააია”- ნამდვილი წევრი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here