Home რუბრიკები პოლიტიკა ის, რასაც ქართული პრესა არ აქვეყნებს

ის, რასაც ქართული პრესა არ აქვეყნებს

7578

არადა, საჭიროა იცოდეს განათლებულმა მკითხველმა, თუ, რა თქმა უნდა, აქვს პრეტენზია იყოს ობიექტური და არ დაუკარგავს საღად განსჯის უნარი, რა იწერება მსოფლიო პრესაში, როგორ ფასდება ესა თუ ის მოვლენა, ფაქტი, რომლებზეც ჩვენ მხოლოდ ცალმხრივი წარმოდგენა გვაქვს.


ვინ ვინ არის

სწრაფი კვებით მოწამლული პრეზიდენტი

“ლიტვას არ ეშინია რუსეთის თავდასხმის, რადგან არის ნატოს წევრი, _ განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ კიევში ყოფნისას… _ დიახ, იმ ქვეყანას შეუძლია გადალახოს ნებისმიერი საერთაშორისო კანონი, უხეშია, აგრესიულია, მაგრამ არ გვეშინია, ჩვენ ვიცნობთ ამ მეზობელს. მისი ოკუპაციის ქვეშ ნახევარი საუკუნის განმავლობაში ვცხოვრობდით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არავის მივცემთ ჩვენი ოკუპირების უფლებას”.

სამწუხაროა, რომ გრიბაუსკაიტემ არ მოუთხრო უკრაინელებს, როგორ იჩაგრებოდა საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში თავისი ცხოვრების პირველი 45 წლის განმავლობაში.

ოკუპანტების ქუსლს ქვეშ მყოფმა დალიამ 1983 წელს დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტი და იმავე წელს შევიდა საბჭოთა კავშირის კომპარტიის რიგებში. მავანი იტყვის, რომ ეს იყო ახალგაზრდა ლიტველი პატრიოტი ქალის საიდუმლო გეგმა, რომელსაც გადაწყვეტილი ჰქონდა, შიგნიდან აეფეთქებინა საბჭოთა სისტემა. თუმცა საეჭვოა, რადგან შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის იმ ოფიცრის ოჯახიდან იყო, რომელიც სიცოცხლეს წირავდა ლიტველ ნაციონალისტებთან ბრძოლაში.

1983 წელს ვილნიუსში დაბრუნებული გრიბაუსკაიტე მუშაობას იწყებს უმაღლეს პარტიულ სკოლაში, კომუნისტებს ასწავლის პოლიტეკონომიას. სოციალისტური შეგნების ამაღლების მიზნით გრიბაუსკაიტემ 1988 წელს საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიაში, რომელიც მოსკოვში, სკკპ ცკ-სთან არსებობდა, დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. შემდეგ ნიჭიერი ქალიშვილი მუშაობდა საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიაში ლექტორად და ხელმძღვანელობა მას კარგი თვალით უყურებდა.

თავისუფლებისა და დემოკრატიის გამარჯვებას ლიტვაში დალიას ცხოვრება არ შეუცვლია. იგი დარჩა ლიტვის კომპარტიის რიგებში და გახდა სკკპ ცკ ვილნიუსის უმაღლესი პარტიული სკოლის მეცნიერიმდივანი. შემდეგ მუშაობდა ეკონომიკის ინსტიტუტში იგივე ჰიპოსტასით.

ყველა მისი კოლეგა აკადემიიდან თუ უნივერსიტეტიდან, ყველა მისი პარტიული ამხანაგი ერთხმად ამტკიცებდა, რომ აზრადაც არ მოსვლიათ, გრიბაუსკაიტეში სხვა ადამიანიც თუ იყო ჩასახლებული და იმ შინაგან ადამიანს გარეგანი ადამიანისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა.

გრიბაუსკაიტე ყოველთვის ტოვებდა სოციალისტური სამშობლოს შეგნებული დამცველის შთაბეჭდილებას. როცა დალია 1991 წელს ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის (ვაშინგტონი) საერთაშორისო კურსებიდან დაბრუნდა, ბევრმა არ დაიჯერა, რომ თვითმფრინავის ტრაპიდან ტვინგადაბრუნებული ქალი ჩამოვიდა.

გრიბაუსკაიტეს სიტყვებში მოულოდნელად რუსეთისადმი და ყველაფერ რუსულისადმი ისეთი სიძულვილი და დასავლეთის ინტერესებისადმი მსახურების ისეთი მზადყოფნა ჩანდა, რომ დაეჭვდნენ, უნივერსიტეტში ფასტფუდით კვებამ მსმენელის ჰორმონებზე ნეგატიური გავლენა ხომ არ მოახდინა, ამან კი, თავის მხრივ _ გონებაზე.

პრეზიდენტ პოროშენკოში თანამოაზრე რომ იპოვა, დალიამ მასთან ერთად მოსკოვის დასაშინებელი კავშირის შექმნა დაიწყო, რადგან სწორედ რუსეთი ემუქრება, თურმე, თავისუფლებისმოყვარე უკრაინელ და ლიტველ ხალხებს.

გრიბაუსკაიტე ლანძღავს და თათხავს რუსეთს როგორც ტერორისტ სახელმწიფოს. “უკრაინა, _ აცხადებს იგი, _ იბრძვის მშვიდობისათვის მთელ ევროპაში, იღვწის ყველა ჩვენგანის დასაცავად. თუ ტერორისტ სახელმწიფოს, რომელიც განახორციელებს აგრესიას თავისი მეზობლის წინააღმდეგ, არ შევაჩერებთ, მაშინ აგრესია შეიძლება გავრცელდეს ევროპაშიც და მას იქითაც”.

მაგრამ უკრაინა გრიბაუსკაიტესთვის მხოლოდ საბაბია. მთელი მისი ყურადღება რუსეთისადმია მიპყრობილი. ქალბატონი ცდილობს თავისუფლებისმოყვარე, მაგრამ უდარდელი ევროპელი ხალხები აამხედროს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად. “ვფიქრობ, რუსეთი არც ეცდება ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ გალაშქრებას, რადგან ჩვენ ნატოს წევრები ვართ. მაგრამ ჩვენ არ დაველოდებით, ვინმემ რომ დაგვიცვას. თუ ჩვენს საზღვრებზე რაიმე მოხდება, ჩვენ 24 საათში ვუპასუხებთ”, _ მრისხანედ აფრთხილებს რუსეთს დალია გრიბაუსკაიტე.

მარტო გაფიქრებაც კი შეგზარავს, როგორ უპასუხებს ლიტვის არმია რუსეთის აგრესიას “24 საათის განმავლობაში!” ეგებ, მართლა ასე ძლიერ იმოქმედა ამ ქალბატონზე ამერიკული ფასფუდით გაძლიერებულმა კვებამ?!

მრავალსახეობა კოლექტიური პორტრეტისა

ვიტალი კლიჩკო, მოკრივე, მაიდნის ყველაზე ცნობილი გმირი. ამჟამად კიევის მერი. როგორ მიაღწია მან წარმატებას, ბევრისთვის უცნობია.

კარიერა ძმებმა კლიჩკოებმა ქურდი ავტორიტეტის ვიქტორ რიბალკოს, მეტსახელად რიბკას, ხელშეწყობით დაიწყეს. იგი 1990-იანი წლების ერთ-ერთი უმსხვილესი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი იყო. დაიწყო დაკვეთილი მკვლელობებით, ქურდობითა და ძარცვით, და გარკვეული დროის შემდეგ თავისი კონტროლი დააწესა ნავთობისა და საბანკო ბიზნესზე. მალე რიბკამ შოუბიზნესს მოჰკიდა ხელი და თავისი მოკრივეები ამერიკაში წაასხა, პროდიუსერ დონ კინგს ჩააბარა. პრესა იტყობინებოდა, რომ კლიჩკოები თავიანთი შემოსავლის 50 პროცენტს რიბკას უტოვებდნენ, მაგრამ 2002 წელს მათ უარი თქვეს ამ ხარკის მიცემაზე, რითაც თავიანთი მფარველის 40-მილიონიან ვალი დაიდეს. ავტორიტეტი შეეცადა ამ ვალის მიღებას, მაგრამ ამაოდ. 2005 წელს რიბკა მოკლეს.

ახალი უკრაინის კიდევ ერთი გამორჩეული ლიდერი _ რადიკალური პარტიისხელმძღვანელი ოლეგ ლიაშკო. მისი რეპუტაცია ისეთია, რომ უარესს ვერც წარმოიდგენს ადამიანი. 1993 წელს დააპატიმრეს სახელმწიფო ქონების ქურდობისთვის, ხოლო 1994 წელს 6 წლით ჩასვეს ციხეში თაღლითობის ბრალდებით. კიევის გეითანამეგობრობაში ლიაშკო მთავარი ვარსკვლავია. პრესაში დაწერეს, რომ ლიაშკომ დეპუტატად ყოფნის დროს წამლით გააბრუა და გააუპატიურა 16 წლის ყმაწვილი.

არსენ ავაქოვი, შინაგან საქმეთა მინისტრი. უკრაინული პრესის მონაცემებით, გადიოდა მკვლელობებისა და მტაცებლობის საქმეებში. ავაქოვის გუბერნატორობისას ბიუჯეტის უკანონოდ ხარჯვის მოცულობამ 120 მილიონ გრივნას გადააჭარბა. სანაცვლოდ _ მისმა პირადმა ქონებამ 400 მილიონ დოლარს მიაღწია. გამოძიების ვერსიით, სახელმწიფო მიწები გაყალბებული დოკუმენტებით გადაეცა ავაქოვის კერძო ფირმებს. ციხისთვის თავი რომ დაეღწია, ავაქოვი იტალიაში გაიქცა.

არსენ ავაქოვი მალე კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი გადხა _ მცირეწლოვანთა გაუპატიურების ბრალი წარუდგინეს. მისი “მეგობარი” მაქსიმი ავაქოვის გაცნობის მომენტისთვის არასრულწლოვანი იყო. არსენა მისი “მომსახურებით” ორი წლის განმავლობაში სარგებლობდა, იტალიაში გაქცევის წინ კი მაქსიმი გადასცა პარტია “ბატკივშჩინიდან” თავის მეგობარს ალექსანდრ კირშუს.

უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის საქმეთა მინისტრი დიმიტრი ბულატოვი საზოგადოებისთვის ცნობილი თავისი ყურის წყალობით გახდა. ეს ყური თითქოს მოაჭრეს უცხო პირებმა, რომლებმაც თითქოს გაიტაცეს “ავტომაიდანის” ლიდერი წლევანდელი იანვრის ბოლოს. გამოძიებისთვის ჩვენების მიცემაზე ბულატოვმა უარი თქვა. “მოჭრილი” ყური თავის ადგილზე აღმოჩნდა, ხოლო “დაუნდობელი ცემის” კვალი მის სხეულზე პირწმინდად გაქრა. თავისი გამტაცებლები ოპოზიციონერმა ვერ დაიხსომა. ეს მინისტრი სულ რამდენიმე წლის წინათ ღამის კლუბის უბრალო ადმინისტრატორი იყო და პარასკევობით გეისაღამოების მოწყობით იყო დაკავებული.

ქვეყნები

საქართველო: ევროპული პერსპექტივა როგორც პერსპექტივის უქონლობა

მმართველი კოალიციიდან “თავისუფალი დემოკრატების” პარტიის გამოსვლამ და, კერძოდ, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას გაოპოზიციონერებამ აშშ-ისა და ევროკავშირის მმართველ წრეებში ერთგვარი დაძაბულობა გამოიწვია. თბილისში იჩქარეს, დაემშვიდებიათ ევროკავშირელი პარტნიორები: ბრიუსელში ნოემბრის ვიზიტის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა კვლავაც ერთგული დარჩება ნატოსა და ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების, რაც გამოიხატება, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე ახალი სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნასა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციაში.

რას უქადის ეს ყველაფერი საქართველოს?

ევროკავშირთან ასოცირებით საქართველო განწირულია შიდა წარმოების თანდათანობით გაქრობისა და ნეტოიმპორტიორის მდგომარეობაში უეჭველი გადასვლისთვის.

“ვარდების რევოლუციის” შემდეგ საქართველოს სამრეწველო სექტორი თანდათან დეგრადირდება. ოფიციალური სტატისტიკით, ადგილობრივმა მრეწველობამ გამოშვებული პროდუქციის ერთგვარად გაზრდა შეძლო (ძირითადად ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების წარმოებაში), მაგრამ მიწოდება მაინც დიდად ჩამორჩება მოთხოვნას, რომელსაც იმპორტი აკმაყოფილებს. უარყოფითი ტენდენციები ფიქსირდებოდა სოფლის მეურნეობაშიც. მაშინ, როცა ქვეყნის სამუშაო ძალის 54 პროცენტი აგრარულ სექტორშია დასაქმებული, ამ დარგის პროდუქციის როლი მშპ-ში 8 პროცენტზე ოდნავ მეტია. საქართველოსთვის, რომელიც გამორჩეულია ხელსაყრელი ბუნებრივ-კლიმატური პირობებით, ასეთი შეფარდება კრიზისის მაუწყებელია.

საქართველოს მომხმარებლის სასურსათო კალათის 80 პროცენტი იმპორტირებული პროდუქციით არის შევსებული. შრომის ევროპული განაწილება საქართველოს მომხმარებელ ქვეყნად გადააქცევს, ხოლო მისი საექსპორტო შესაძლებლობა რამდენიმე სახეობის საქონლის გადაყიდვამდე იქნება დაყვანილი.

ახალი საბაჟო წესების შემოღებით საქართველოს მოქალაქენი უშუალოდ იგრძნობენ ევროპული არჩევანის არაერთგვაროვნებას. საქართველოს პირობით ექსპორტში (უფრო ზუსტად, რეექსპორტში) 20 პროცენტი მსუბუქ ავტომანქანებს უკავია. ქვეყანა მსუბუქი, უპირველეს ყოვლისა, ევროპული მარკის ავტომანქანების გადატვირთვის და მეზობელ ქვეყნებში გაყიდვის პუნქტად იქცა.

საქართველოს ეკონომიკის მოხმარებაზე და არა წარმოებაზე ორიენტაციის პირობებში კერძო და სახელმწიფო მოხმარების ჯამური მოცულობა დაახლოებით 90 პროცენტს შეადგენს. 2013 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო 2,618 მილიარდი დოლარის საქონელი, მაშინ, როცა იმპორტმა 7,064 მილიარდი დოლარი შეადგინა. უკანასკნელი წლების განმავლობაში განსხვავება იმპორტსა და ექსპორტს შორის სულ უფრო იზრდება. 2009 წელს სავაჭრო უარყოფითმა ბალანსმა 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, 2013-ში კი უკვე 4,446 მილიარდი დოლარი იყო.

ამასთანავე, როგორც ქართველი ექსპერტები აღნიშნავენ, ყველაზე ნაყოფიერი ეკონომიკური ურთიერთობა დსთ ქვეყნებთან ჩამოყალიბდა. 2013 წლის მონაცემებით, საქონელბრუნვა ამ სივრცეში უდრიდა 3,368 მილიარდ დოლარს (ექსპორტი _ 1,465 მილიარდი დოლარი, იმპორტი _ 1,902 მილიარდი დოლარი). მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს საქართველო დსთ-დან გამოვიდა, მისი ექსპორტი 2013 წელს თანამეგობრობის ქვეყნებში წინა წელთან შედარებით 29 პროცენტით გაიზარდა. ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს სავაჭრო ბალანსი კი ფრიად არასასურველია: ექსპორტი _ 539 მილიონი დოლარი, იმპორტი _ 2,056 მილიარდი დოლარი. საბოლოო ჯამში, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2014 წლის იანვარ-ოქტომბერში 4,58 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის საგარეო საქონელბრუნვის 49 პროცენტია.

“ქართული ოცნების” მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყანას გამოიყვანს გაჭირვებული მდგომარეობიდან კონკურენტუნარიანი წარმოებისა და ექსპორტის გაზრდის სტიმულირებით. გაუგებარია მხოლოდ, როგორ დაეხმარება საქართველოს ევროასოცირება ამ ამოცანის გადაწყვეტაში მაშინ, როცა ღრმავდება დისპროპორცია ადგილობრივ წარმოებასა და მოთხოვნილებას შორის და როცა არსებობს უზარმაზარი დისპროპორცია იმპორტსა და ექსპორტს შორის. მხოლოდ აგრარულ კომპლექსში არის ერთგვარი საექსპორტო პოტენციალი, რომელიც, ამასთან, ორიენტირებულია რუსეთის ბაზარზე. ქართულ ღვინოებს და სოფლის პროდუქციას ევროპაში არავინ ელოდება. იმპორტზე დამოკიდებული, ადგილობრივი წარმოების არმქონე საქართველო, რომლის სამოქმედო არეალი შემოფარგლულია რეგიონთაშორისი სატრანსპორტო და ენერგეტიკული ნაკადების მომსახურებით, _ ასეთია საქართველოს ევროპული მომავალი.

ვარშავას ეშინია, რომ უკრაინული ღვეზელის ნარჩენიც არ ერგება

ცოტა ხნის წინათ პოლონეთის სეიმის სპიკერმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ მოსკოვმა ვარშავას შესთავაზა ერთმანეთს შორის უკრაინის განაწილება. მალევე გაირკვა, რომ ეს ჭორი თვითონ სპიკერის მიერ იყო შეთხზული და გავრცელდა იმ მიზნით, რომ გაერკვიათ, როგორი რეაქცია ექნებოდა მსოფლიოს უკრაინის შესაძლო დანაწევრების შემთხვევაში. საპარლამენტო ოპოზიციამ ამ სკანდალის კვალზე სპიკერის გადადგომა მოითხოვა, მაგრამ სეიმმა უმცირესობას მხარი არ დაუჭირა _ 434 დამსწრე დეპუტატიდან ამ წინადადებას მხარი მხოლოდ 146-მა დაუჭირა.

20 ნოემბერს ჰარვარდის უნივერსიტეტში გამოსვლისას სიკორსკიმ განაცხადა, რომ მხოლოდ პოლონეთს შეუძლია უწინამძღვროს უკრაინას: “დასავლეთის სამხედრო კავშირი უნდა დაუბრუნდეს თავის ოდინდელ მისიას _ რუსეთის დაშინებას”.

უკრაინის ღირსების განქიქებაში რადოსლავ სიკრორსკის მხარი აუბა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გჟეგოჟ სხეტინამ. Gazeta Wyborcza-სთვის მიცემულ ინტერვიუში პოლონეთისა და უკრაინის ურთიერთობა მან შეადარა დასავლეთევროპული ქვეყნების ურთიერთობას ყოფილ აფრიკულ კოლონიებთან. პოლონეთის “პირველმა დიპლომატმა სიტყვასიტყვით განაცხადა, რომ ნებისმიერი სერიოზული საუბარი უკრაინის მომავლის თაობაზე, რომელიც სერიოზული შედეგით უნდა დამთავრდეს, “მაგალითად, კონფლიქტის შეწყვეტის შესახებ, ჩვენი მონაწილეობით უნდა გაიმართოს. უკრაინის საკითხების განხილვა პოლონეთის გარეშე იგივეა, რაც ლიბიის, ალჟირის, ტუნისის, მაროკოს საკითხების გადაწყვეტა ფრანგების, იტალიელების, ესპანელების გარეშე”.

ყოფილი პრემიერი იაროსლავ კაჩინსკი ყოველთვის საყვედურობდა მთავრობას, რომ პოლონეთის საკითხში გაუბედაობისა და არამყარი პოზიციის გამო დაკარგეს “ანტირუსული ჯვაროსნული ლაშქრობის” ლიდერების რეპუტაცია. მისი აზრით, პოლონეთმა ძალიან სწრაფად თქვა უარი იმ როლზე, რომელიც აძლიერებდა მის ხვედრით წონას ევროპაში. იგი მიიჩნევს, რომ პოლონეთი, რომელიც რუსეთის შემდეგ უკრაინის ყველაზე დიდი მეზობელია, უკრაინის ბედის გადაწყვეტაში არ მონაწილეობს.

ვარშავის უკმაყოფილება იმის გამო, რომ მას პირიდან აცლიან უკრაინული ღვეზელის კუთვნილ ნაჭერს, ღრმავდება პოლონელების პრეტენზიით უკრაინის “ეროვნულ რევოლუციაში” მათი განსაკუთრებთლი დამსახურებიდან გამომდინარე. პოლონეთში მომზადებული უკრაინელი სტუდენტები (მომზადება ამერიკელების გრანტებით იყო დაფინანსებული) იყვნენ არა მხოლოდ მაიდნის ერთ-ერთი დამკვრელი ძალა, არამედ შედიოდნენ საშუალო მეთაურთა რგოლში. ბევრი მათგანი, გვარწმუნებენ პოლონური წყაროები, დამატებით მომზადებას გადიოდა სპეციალურ ბანაკებში და სემინარებზე.

ზოგჯერ პოლონეთშიც გაისმის ფხიზელი ხმები. ვიღაცას, ეტყობა, მაინც გასიგრძეგანებული აქვს, რომ რეგიონში რუსეთის ინტერესებისთვის გვერდის ავლა, პოლონელებს არ არგებს. მაგალითად, პოლონური გამოცემა Observator Polityczny აღიარებს: ჩვენ უგულებელვყავით ფაქტი, რომ უკრაინას აქვს საკუთარი ვალდებულებები და რუსეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ინტერესები. უფრო მეტიც, უკრაინელები და რუსები ერთი ხალხია, მათი უმრავლესობისთვის ამაში დაეჭვებაც კი წარმოუდგენელია. ჩვენ მხოლოდ ვაგებთ, როცა გვერდში ვუდგებით კიევის ახალ მმართველებს _ ძველკარგოლიგარქებს. დასავლეთი უკრაინას მხოლოდ ვნებას აყენებს. მაგრამ ეს სიმართლე თვალსაჩინო გახდება გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სიმართლე. მაგრამ მას უკვე ამჩნევენ თვით უკრაინელებიც, რომლებიც ამ დღეებში სტვენით შეხვდნენ თავიანთ წინამძღოლებსცუდი ისეთი რა გაგვიკეთეს რუსებმა და კარგი ისეთი რა გაგვიკეთეს უკრაინელებმა, რომ გვიბრძანეს პირველნი უნდა გვძულდეს, მეორეებს უნდა მინიმუმ ვუთანაგრძოთ?”

სამწუხაროდ, ამგვარი საღი მსჯელობა დღევანდელ პოლონეთში გამონაკლისია.

ფაქტები

TACC: მოგების ამოუწურავი წყარო

საერთაშორისო სავალუტო ფონდში აშშის წამყვანი როლივაშინგტონსკოლოსალურ მოგებასაძლევს და იგი უნდა შეინარჩუნოს”, _ განაცხადა ვაშინგტონში აშშ ბეჭდვითი სიტყვის ეროვნულ კლუბში გამოსვლისას ქვეყნის ფინანსთა მინისტრის ახალმა მოადგილემ საერთაშორისო საკითხებში ნათან შიტსმა.

მან მხარი დაუჭირა აშშ კონგრესის მიერ რაც შეიძლება სწრაფად მიღებას იმ გადაწყვეტილებისა, რომელიც აუცილებელია საერთაშორისო სავალუტო ფონდის სისტემის რეფორმირებისთვის.

თავის გამოსვლაში შიტსმა აღნიშნა, რომ “2010 წლის რეფორმები აშშ-ს შეუნარჩუნებს წამყვან როლს ორგანიზაციაში აშშ-ს მხრიდან ფინანსურ ვალდებულებათა გაზრდის გარეშე”.

ამ რეფორმების გარეშე, _ დასძინა მან, _ ქვეყნებმა, რომლებშიც ბაზრის ფორმირების პროცესი მიმდინარეობს, შეიძლება მზერა მიაპყრონ საერთაშორისო სავალუტო ფონდის და საერთოდ იმ საერთაშორისო ეკონომიკური სისტემის მიღმა, რომლის შექმნას ჩვენ შევუწყვეთ ხელი. ამან შეიძლება ფონდს შეურყიოს მთელ მსოფლიოში ფინანსურ კრიზისებზეპირველი რეაგირებისსამსახურის უფლება და, ამასთან, _ საკუთარ უშიშროებასა და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე ზრუნვის შესაძლებლობა”.

USA TODAY: პოლიციელების მსხვერპლთა რიცხვმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

გამოძიების ფედერალური ბიუროს წლიური ანგარიშით ირკვევა, რომ ამერიკელი პოლიციელების მიერ მოკლული ადამიანების რაოდენობამ უკანასკნელი ორი ათეული წლის განმავლობაში უმაღლეს დონეს მიაღწია.

სპეცსამსახურის მონაცემებით, მოქალაქეთა რიცხვი, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სასიკვდილოდ დაჭრეს პოლიციელებმა, მესამე წელიწადია, იზრდება და 2013 წელს 461- მიაღწია.

ამერიკელი ექსპერტები, რომლებიც სისხლის სამართლის სამართალში მუშაობენ, ლაპარაკობენ, რომ რეალური ციფრი გაცილებთი მეტია. თუმცა ამ ტენდენციის მიზეზებს ვერ ხსნიან.

უპასუხისმგებლობაა, როცა არ გვაქვს სრული მონაცემები”, _ მიიჩნევენ ისინი.

REUTERS: “სამხრეთ ნაკადის” დაღრჩობით ევროკავშირი “მშრალზე დარჩა”

გაზსადენსამხრეთ ნაკადზერუსეთს უარი რომ ათქმევინა, ევროკავშირმა სამხრეთაღმოსავლეთ ევროპის გაზით მომარაგების პრობლემა შეუქმნა. “სამხრეთი ნაკადიდიდ პერსპექტივას უსახავდა ისეთ სახელმწიფოებს, როგორებიცაა სერბეთი, ბულგარეთი და უნგრეთი. იგი უზრუნველყოფდა უკრაინისთვის გვერდის ავლით გაზის საიმედო მიწოდებას, ტრანზიტული მოსაკრებლებით მათი ბიუჯეტების გაზრდას, აგრეთვე, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას მშენებლობაზე. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებისთვის იგი იქნებოდა “დაზღვევის პოლისი” უკრაინიდან სატრანზიტო მიწოდებათა შეწყვეტის შემთხვევაში.

“ამით ყველამ წააგო” _ ასე აფასებს შექმნილ ვითარებას ევროპული წყარო.

ახლა ევროკავშირი იმ ხარვეზის გამოსწორების შესაძლებლობას ეძებს, რომელიც “სამხრეთ ნაკადზე” უარის თქმის შედეგად წარმოიქმნა.

უმეტესობის აზრით, სხვებზე მეტად სისოცხლისუნარიანიანაბუქოსმილსადენის ვარიანტი, რომლთიაც გაზი კასპიის რეგიონიდან თურქეთის, ბულგარეთისა და ავსტრიის გავლით ევროპაში შევა. თავის დროზე ამ ვარიანტზე უარი თქვეს მოთხოვნილების არარსებობის გამო.

ნებისმიერ შემთხვევაში ბრიუსელს მოუწევს სწრაფი რეაგირება: სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა შველას სწორედ მისგან ელის, რადგან სწორედ ევროკავშირმა შეასრულა დიდი როლი “სამხრეთ ნაკადის” შესაჩერებლად.

REGNUM: ბრაზილიამ და ურუგვაიმ უარი თქვეს დოლარზე

ურთიერთანგარიშსწორების დროს დოლარზე უარის თქმის შესახებ შეთანხმება, რომელსაც ხელი მოაწერეს ბრაზილიისა და ურუგვაის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტებმა, ძალაში შევიდა .. 1 დეკემბრიდან. ამიერიდან ურთიერთანგარიშსწორებაში მონაწილეობს ბრაზილიური რეალი და ურუგვაის პესო. მსგავს შეთანხმებას ბრაზილიამ არგენტინასთან 2013 წლის შემოდგომაზე მოაწერა ხელი.

სააგენტო Nodal (ლათინური ამერიკისა და კარიბის აუზის ქვეყნების ახალი ამბების სააგენტო) იუწყება, რომ შექმნილია კომისია, რომელიც მოამზადებს ადგილობრივი ვალუტებით ანგარიშსწორების შესახებ შეთანხმების პროექტს სამხრეთ ამერიკული საერთო ბაზრის ფარგლებში.

მიმოხილვა მოამზადა არმაზ სანებლიძემ

3 COMMENTS

  1. ეს იმას ნიშნავს, რომ ლიტვურმა საბჭოთა ნომენკლატურამ, ქართულისგან განსხვავებით, სამშბლო არ გაყიდა, დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი და პუტჩების მოწყობა არ დაუწყო საკუთარ ქვეყანას და ლეგიტიმურ ხელისუფლებას!
    დღეს ბალტიისპირეთის რესპუბლიკები არიან ნატოს წევრები, აქტიურად ეწინააღმდეგებიან რუსულ აგრესიას და არ აპირებენ ერთი გოჯი მიწის დათმობასაც კი.

  2. ეს იმას ნიშნავს, რომ ლიტვურმა საბჭოთა ნომენკლატურამ, ქართულისგან განსხვავებით, სამშბლო არ გაყიდა, დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი და პუტჩების მოწყობა არ დაუწყო საკუთარ ქვეყანას და ლეგიტიმურ ხელისუფლებას!
    ამიტომ, ლიტვა, ლატვიასთან და ესტონეთთან ერთად, დღეს, მტრისადმი ნეიტრალიტეტს კი არ მოითხოვენ, კოლაბორაციონისტებივით, არამედ ნატოს წევრი ქვეყნები გახდნენ, რომლებსაც შესწევთ ძალა დაიცვან თავი აგრესიულად განწყობილი მეზობლისგან!

  3. უზნეო ადამიანები რა თანამდებობაზეც არ უნა მოხვდნენ, რჩებიან უზნეო ადამიანებად. სამწუხაროა, რომ ვიღაცებს ბრმად სჯერათ მათი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here