Home რუბრიკები პოლიტიკა დესუვერენიზაციის რეპეტიცია უკრაინაში

დესუვერენიზაციის რეპეტიცია უკრაინაში

570

– Ну що хлопцi, тут усi наши? Москалiв нема?

-Нi, нема.

-Точно нема?

-Та точно, точно.

-Ну тогда дальше давай по русски.


ასე ხუმრობენ მაიდანგავლილი უკრაინის ახალ მთავრობაზე უკრაინელები. მართლაც, პირველივე სხდომაზე გაირკვა, რომ მთავრობის უცხოელი წევრები არც უკრაინულს ფლობდნენ და არც _ ინგლისურს. ესწევრებიმრავლობითში ზრდილობისთვის ვახსენე, რადგან, როგორც გაირკვა, ასეთი მხოლოდ სანდრო კვიტაშვილი აღმოჩნდა, თორემ ამერიკის მოქალაქე, ფინანსთა მინისტრი ნატალია იარესკო ინგლისურს ჩინებულად ფლობს, სხვაგვარად აშშის სახელმწიფო დეპარტამენტში არ ამუშავებდნენ. კიდევ ერთი უცხოელი უკრაინის მთავრობაში ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრი ლიტველი აივარას აბრომავიჩუსია.

მთავრობის სხდომის ღია ნაწილი, რომელსაც ჟურნალისტები ესწრებოდნენ, პრემიერმა არსენი იაცენიუკმა უკრაინულ ენაზე დაიწყო, ხოლო დახურული ნაწილის გაგრძელება უკვე რუსულად მოუწია. უკრაინელი ჟურნალისტები წერენ, რომ ამის ერთადერთი მიზეზი “რეფორმანაქები” ქართველი კვიტაშვილი იყო.

ახლა _ როგორ აფასებს “ქართულ სამთავრობო დესანტს” პრეზიდენტყოფილი სააკაშვილი.  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, მან პოროშენკოსთან შეხვედრისას სხვადასხვა საკითხთან ერთად ქართველების უკრაინის მთავრობაში დანიშვნის საკითხიც განიხილა. მისი თქმით, გადაწყვეტილება წმინდა უკრაინულია და კანდიდატურებიც უკრაინის ხელისუფლებამ შეარჩია. სააკაშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება სპონტანურად არ მიუღიათ. როგორც სააკაშვილი უკრაინულ სააგენტოსთან ინტერვიუში ამბობს, მას თავში აზრადაც კი არ მოსვლია მსგავსი რამ. მისივე განცხადებით, უკრაინის მთავრობაში ქართველების დანიშვნა მძიმე არ არის, რადგან ქართველები უკრაინაში, პირობითად, არიან უცხოელები. იმის გათვალისწინებით, რომ ახლა ორ ქვეყანას ერთნაირი პრობლემები აქვს და ორი ქვეყნის ბედი ერთმანეთთან არს გადაჯაჭვული. სააკაშვილი კვირიკაშვილსა და ზღულაძეს რჩევებსაც აძლევს და ამბობს, რომ მარტო ზღულაძე ვერ გადატეხავსემვედე”- და ამას პოლიტიკური ნება სჭირდება.

“ჩემი მთავარი რჩევა მათ: ბოლომდე გადავიდნენ უკრაინულ რელსებზე და არ გააკეთონ არანაირი კომენტარები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე… პირდაპირ გეტყვით, რომ ის მარტო ვერაფერს ვერ გადატეხავს და აქ ჩვენი მთავრობიდან მარტო ვერავინ ვერაფერს გააკეთებს. ჩვენ ყველაფერს ერთად ვაკეთებდით, თუ არ არის საერთო პოლიტიკური ნება, ცალკე აღებული ერთი ადამიანი ვერაფრის გაკეთებას ვერ შეძლებს… ერთადერთი, რისი გარანტიაც შემიძლია მოგცეთ ჩვენს ყოფილ ჩინოვნიკებზე, ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ისინი ქრთამს არასოდეს აიღებენ და მათ აქ არასოდეს აღმოაჩნდებათ წარმატებული ნათესავი, რომლებიც ბიზნესით დაკავდებიან. ეს ჩვენ გამოვიყვანეთ სახელმწიფო მოხელის “სპეციალური ჯიში”, რომლებიც არც ერთ შემთხვევაში ამაში მონაწილეობას არ მიიღებენ (სააკაშვილის ინტერვიუდან უკრაინულ “პრავდასთან”)”

სახელმწიფო მოხელის ეს “სპეციალური ჯიში” სააკაშვილს არ გამოუყვანია, ეს ჯიში იქ გამოიყვანეს, საიდანაც უკრაინას პირდაპირ ჩაუსვეს სახელმწიფო ფინანსების კურატორი – ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში.

როგორცკიევსკი ტელეგრაფისმთავარი რედაქტორი ვლადიმირ სკაჩკო წერს, უკრაინის ხელისუფლება აღარც კი მალავს, რომ ქვეყანა გარედან იმართება: “ფინანსებს ის მართავს, ვინც ფულს იხდის და მუსიკასაც უკვეთს _ აშშ. დანარჩენები _ ქართველი და ლიტველი ისეთივე წარმატებით შეეძლოთ მოეზიდათ, როგორც, მაგალითად, ზიმბაბველები, სადაც ინფლაციის საშინელი ტემპების გამო 1 კილოგრამ პურში 8 კილოგრამ ფულს იხდიან”.

პოლიტოლოგი მიხეილ პოგრებინსკი: “ფინანსთა მინისტრი ორმაგი ლოიალურობით იქნება განწყობილი უკრაინისა და აშშ-ის მიმართ. იგი არა მხოლოდ შტატების მოქალაქეა, არამედ წლების განმავლობაში სახელმწიფო დეპარტამენტში მსახურობდა. როგორც არ არსებობენ ყოფილი მზვერავები, ისე არ არსებობენ სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლები”.

სოციალურ ქსელებში უკრაინელები პირდაპირ წერენ, რომ ახალი მთავრობის ამ შემადგენლობით დამტკიცება სახელმწიფო ინტერესების ჩაბარება და ეროვნული სუვერენიტეტის საბოლოო დათმობაა: დამოუკიდებლობა? საინტერესოა, ვინ იქნება უკრაინის შემდეგი პრეზიდენტი _ ეშტონი? ბილდტი? ობამა?”

კიევში აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენს “უკრაინული პოლიტიკის ამერიკელ მამად” მოიხსენიებენ. ამ მამამ საკუთარი შვილი მაიდნის შემდეგ მალევე უკრაინის უმსხვილესი ენერგოკომპანიის დირექტორთა საბჭოში ჩასვა.

საქართველოში პოლიტიკოსები და ჟურნალისტები ყურადღებას, ძირითადად, იმაზე ამახვილებდნენ, რომ 45-მილიონიანმა უკრაინამ მთავრობაში დამნაშავე რეჟიმის წარმომადგენლები მიიწვია. ამ აბსურდს ლოგიკური ახსნა არ აქვს, ახსნა მხოლოდ ის არის, რომ ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების (და არა მხოლოდ მათი) დესუვერენიზაციის პროცესი მიმდინარეობს.

ახლახან რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება აფხაზებმა სწორედ სუვერენიტეტის შეზღუდვად შეაფასეს.

უკრაინის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა ვალერია გონტარევამ განაცხადა, რომ ჯორჯ სოროსმა უკრაინის დასახმარებლად თანხების მოძიება დაიწყო. “მე რეფორმების კომიტეტის წევრი ვარ, მყავს მოხალისეები და ჩვენ “მარშალის პროგრამას” ვწერთ. ბატონ სოროსს წარვუდგინე. იგი დაინტერესდა. ბატონი სოროსი სპონსორთა კონფერენციას იწვევს”.

კონფერენცია 2015 წლის დამდეგს არის დაგეგმილი. მასზე უკრაინა 11 მილიარდი ევროს შეგროვებას ელის დონბასის აღდგენისა და რეფორმებისთვის. ეს ისტორიაც ისეთივე აბსურდულია, როგორც მთავრობაში უცხოელების მიწვევა. უკრაინას არწმუნებენ, რომ იგი დახმარების გარეშე ვერაფერს შეძლებს, რომ მას საკუთარი მთავრობის ფორმირებაც კი არ შეუძლია, რომ იგი მუდამ ხელგაწვდილი უნდა იყოს. ამ ფონზე აფხაზეთი რა მოსატანია?

ჩვენ თვალწინ გაცილებით უფრო მძიმე დრამა თამაშდება, ვიდრე “ნაციონალების” უკრაინის მთავრობაში გადაბარგებაა. ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ყბადაღებული “მსოფლიო მთავრობის” აპრობაციას წარმოადგენს და სულაც არ არის გასაკვირი, რომ სააკაშვილი ამ იდეის ადეპტიც არის და განმახორციელებელიც.  ერთ სინჯარაში გამოყვანილი “სპეციალური ჯიშის სახელმწიფო მოხელეები” იფრენენ ქვეყნიდან ქვეყანაში და მართავენ მათ, რადგან ყველა ქვეყანა ერთის ჭკუაზე უნდა იმართებოდეს, ისინი კი სწორედ იმ ერთი ქვეყნის ჭკუაზე არიან გამოზრდილი.

სხვათა შორის, ამ “სპეციალური ჯიშისთვის” დამახასიათებელია საკუთარ ქვეყანასა და ხალხზე ქილიკი. ამის მაგალითი საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა და “რესპუბლიკური წყვილის” _ უსუფაშვილ-ხიდაშელის ვაჟმაც გვაჩვენეს. პირველმა ქართველ ერს მსუბუქი დებილიზმის დიაგნოზი დაუსვა, მეორემ კი პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ საქართველო არ უყვარს. პატარა ბავშვი ამას როგორ იტყვის, თუ ეს ოჯახში არ მოუსმენია?!

ფსიქოანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სამშობლოს სიძულვილი პიროვნების ფსიქოპათოლოგიას ეფუძნება. იგი არსებითად ნევროზს წარმოადგენს და აუცილებელია მისი მკურნალობა. ამერიკელი ფროიდისტები დარწმუნებული არიან, რომ ადამიანის მიერ იმ ქვეყნის და მისი კულტურის, ისტორიის, ტრადიციების საჯაროდ და რეგულარულად ნეგატიური მოხსენიება, რომელშიც იგი დაიბადა, ადრეულ ბავშვობაში დედასთან რთული დამოკიდებულების ერთგვარ ფსიქოლოგიურ კომპენსაციას წარმოადგენს. 

ამერიკაში ეს დაავადება ნაკლებად არის გავრცელებული. ამერიკული პროპაგანდის მანქანა თავიდანვე ზრდის მოქალაქეს იმგვარად, რომ იგი მაშინაც ამაყობს საკუთარი სახელმწიფოთი, როცა საამაყო არაფერია. სამაგიეროდ, ამ დაავადებით შეპყრობილ ადამიანებს აშშ ფართო გზას აძლევს იმ სახელმწიფოთა სათავეში მოსაყვანად, რომლებშიც საკუთარი ინტერესები აქვს განსახორციელებელი.

ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრსა და არასამთავრობოებში სწორედ ასეთი ფსიქოპათების სიმრავლეა თვალში საცემი. ვისაც ჰგონია, რომ ეს შემთხვევით ხდება, მწარედ ცდება. ასეთი პერსონები ადვილად სამართავები არიან, ისინი სწორედ საკუთარი ხალხისა და ქვეყნის სიძულვილით მოქმედებენ, რაშიც დაავადება უწყობთ ხელს. უბრალოდ, ამ დაავადებას მშვენივრად იყენებენ ისინი, ვინცმსოფლიო მთავრობისაპრობაციას ახლა უკრაინაში მართავენ.

ორიოდე დღის წინათ აშშ-ის ელჩი სამი არასამთავრობო ორგანიზაციის _ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს”, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” და “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელებს შეხვდა. აშშ-ის ელჩმა ეკა გიგაური, კახა კოჟორიძე და ნინო ლომჯარია შეაქო. საელჩოს განცხადებით, “უკანონო თვალთვალისგან დაცვის თემაზე პარლამენტში ახლახან გამართული დებატებისას არასამთავრობო ორგანიზაციებმა მთელ რეგიონს მნიშვნელოვანი საკითხების კონსტრუქციულად განხილვის მაგალითი უჩვენეს”.

ეს უკანონო თვალთვალი ვინ დაამკვიდრა საქართველოში ტოტალური მასშტაბით _ ამაზე არც ერთი სიტყვა არ თქმულა; არც იმაზე, რომ სააკაშვილის მმართველობისას ამავე არასამთავრობოებს თვალთვალისა და მიყურადების გამო არც დებატები გაუმართავთ და არც საპროტესტო აქციები! არც იმაზე, რომ სწორედ ამ არასამთავრობოებმა გააუქმებინეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიწის უცხოელებზე გასხვისების მორატორიუმი!

თუ ამერიკელი ფსიქოლოგები საკუთარი კულტურისა და ტრადიციების ძაგებას დაავადებად მიიჩნევენ, “უკრაინის პოლიტიკის მამად” წოდებული აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი პირდაპირ აცხადებს: “მე არ მაინტერესებს თქვენი კულტურა და ტრადიციები! ლგბტთა უფლებები უფრო მაღლა დგას, ვიდრე კულტურა და ტრადიციები!” ბაიდენს სხვისი კულტურა და ტრადიციები არ აინტერესებს, ჩვენებურსპეციალური ჯიშის მოხელეებსან მოხელეობას მოწყურებულ არასამთავრობოებს კი _ საკუთარი!

“მსოფლიო მთავრობის” პროექტის საპილოტე ვარიანტი კიევში უკვე გაშვებულია. რიგში “ფერადი რევოლუციებისა” და “მაიდნების” გადამტანი სხვა სახელმწიფოები დგანან ან ისინი, სადაც ამგვარი “დემოკრატიზაცია” იგეგმება. საშინელი პერსპექტივაა, მაგრამ ერთი რამ ოპტიმიზმის საფუძველს უდავოდ გვაძლევს: “მსოფლიო მთავრობას” იმის რესურსიც არ აღმოაჩნდა, რომ ერთ ქვეყანაში დისკრედიტებული “სპეცმოხელეები” მეორე ქვეყანაში არ წაიყვანონ. როგორც ჩანს, აშშ-ს არც ისე ბევრი “ძაღლიშვილი” ჰყავს!

თამარ დავითულიანი

 

1 COMMENT

  1. საუკეთესო შემაჯამებელი დასკვნაა:

    "ერთი რამ ოპტიმიზმის საფუძველს უდავოდ გვაძლევს: “მსოფლიო მთავრობას” იმის რესურსიც არ აღმოაჩნდა, რომ ერთ ქვეყანაში დისკრედიტებული “სპეცმოხელეები” მეორე ქვეყანაში არ წაიყვანონ. როგორც ჩანს, აშშ-ს არც ისე ბევრი “ძაღლიშვილი” ჰყავს!"

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here