Home რუბრიკები საზოგადოება ლალი მოროშკინა: პროკურატურამ უნდა გადაწყვიტოს, ვის თამაშს თამაშობს _ საქართველოს თუ ძებნილი...

ლალი მოროშკინა: პროკურატურამ უნდა გადაწყვიტოს, ვის თამაშს თამაშობს _ საქართველოს თუ ძებნილი პრეზიდენტის

841

კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაბრუნდა და თავისი ნებით  ჩაბარდა პოლიციას. მას შემდეგ საკმაო დრო გავიდა, საზოგადოება განაჩენს ელოდა, ყველა ფიქრობდა, რომ კვიციანი გამართლდებოდა, ხოლო ნამდვილი დამნაშავეები დაისჯებოდნენ, მაგრამ გაირკვა, რომ საქმის მთავრი მოწმეები დაკითხულებიც არ არიან, ემზარ კვიციანს კი 12 წელი მიუსაჯეს. 


სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოება შეაშფოთა, კვიციანის გათავისუფლებას მხარს უჭერს 30 პარლამენტარიც, რომლებიც რატომღაც ყოფილი რწმუნებულის მხარდამჭერ მიტინგზე არ მივიდნენ. ემზარ კვიციანი ზუგდიდში გაასამართლეს, მოსამართლე კი, ვინმე შოთა ბიჭია, ირაკლი ალასანიას თანაპარტიელისა და მეგობრის, ამჟამად ზუგდიდის საკრებულოს წევრის _ ნუგზარ სარიას დისშვილიაამ ფაქტს ბევრი საეჭვოდ მიიჩნევს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თვითონ ემზარ კვიციანმა ალასანია იმ ადამიანთა გვერდით მოიხსენია, რომლებსაცმისი აზრით, კოდორის ხეობის დაკარგვაში ბრალი მიუძღვის. “საქართველო და მსოფლიოპროფესორ ლალი მოროშკინას ესაუბრა.

_ 2006 წლიდან მხარს ვუჭერ კვიციანების ოჯახს. ვაპროტესტებდი ნორა კვიციანის დაპატიმრებას, რომელიც ძმის _ ემზარის გამო დააპატიმრეს, უფრო ზუსტად, მძევლად აიყვანეს. ნორა კვიციანი 7 წელი იჯდა ციხეში. მან უდიდესი სულიერი ტრამვა მიიღო. ემზარმა რადენიმეჯერ შემოუთვალა, ჩამოვალ და ჩავბარდებიო, მაგრამ ნორამ ნება არ დართო, _ თუ შენ ჩამოხვალ, ციხიდან ცოცხალი არ გამოვალო, და სასჯელი ვაჟკაცურად მოიხადა. ვიდრე ასეთი დაძმობა და დედაშვილობა იქნება, საქართველო არ გადაგვარდება, მუდამ ვიარსებებთ.

რაც დღეს კვიციანების თავს ხდება, უდიდესი პროვოკაციაა ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ. ემზარ კვიციანი მოტყუებით ჩამოიყვანეს. მის საქმეზე აქამდე არ დაუკითხავთ ვანო მერაბიშვილი და ირაკლი ოქრუაშვილი, რაც აღრმავებს ეჭვს, რომ ვიღაცას კვიციანის დაჭერა ხელს აძლევს.

ემზარ კვიციანი კოდორში რომ ყოფილიყო, ეს ხეობა დღესაც საქართველოს იურისდიქციაში იქნებოდა, მაგრამ საქმე ის არის, რომმონადირისმეთაურინაცმოძრაობისდაუძინებელი მტერია.

მიხეილ სააკაშვილმა 2008 წელს კოდორის ხეობა მტერს ისე ჩააბარა, რომ სახელმწიფო სიმბოლოებიც არ ჩამოუხსნიათ _ ქართული დროშები ისევ ფრიალებდა. სააკაშვილმა და მისმა მთავრობამ ასფალტი დააგეს იმ ხეობაში, რომელიც თავის დროზე გერმანელმა ფაშისტებმაც კი ვერ აიღეს. იქ, იმ ადგილზე ასფალტის დაგება და გზის გაყვანა რასაც ნიშნავდა, ყველამ კარგად იცოდა

იმედი მაქვს, რომ ის, ვინც კოდორი დაკარგა, კვიციანების სახლ-კარი მიწასთან გაასწორა, აუცილებლად დაისჯება. კვიციანებთან ერთად აუცილებლად უნდა ვახსენო აფრასიძეები, ძმები, რომლებიც საკანშიც კი მონაცვლეობით თვლემდნენ, ვინმეს რომ არ მოეკლათ და ეს მას შემდეგ, რაც მათი ოჯახი ამოწყვიტეს და მათ ცეცხლწაკიდებულ გვამებზე გიორგი ბარამიძე ხელებს ითბობდა.

“ნაცებმა” “ციხის ბუნტიც” და “სვანების საქმეც” შეგნებულად მოაწყვეს, მიზანი კი ძლიერი ხალხის განეიტრალება იყო.

მწამებლები, მკვლელები, პედოფილები, რომლებიც სააკაშვილმა ციხიდან გამოუშვა, არ დასჯილან. აი, ეს არის კოაბიტაციის შედეგი.

ის, რაც ხდება, ენით აუწერელი უსამართლობაა. ემზარ კვიციანის მხარდამჭერ დაუგეგმავ მიტინგზე უამრავი ადამიანი მოვიდა და მჯერა, ეს საქმე ხელახლა გადაიხედება. ემზარ კვიციანს არავინ მოუკლავს, არავინ უწამებია, სამოც წელს მიღწეული კაცისთვის თავისუფლების 12 წლით აღკვეთა სამუდამო პატიმრობის ტოლფასია. აღარც კი მახსოვს, საქართველოში სამუდამო პატიმრობა როდის და ვის მიუსაჯეს.

ემზარ კვიციანის საქმის მიმართ ბევრი შეკითხვა ჩნდება _ მაგალითად, რატომ არ არის დაკითხული ირაკლი ოქრუაშვილი? ეს არის შერჩევითი სამართალი, რომელიც “ნაციონალებმა” დაამკვიდრეს და რომელიც, სამწუხაროდ, დღესაც გრძელდება.

_ თქვენ ოქრუაშვილი და მერაბიშვილი ახსენეთ. მერაბიშვილის საქმეში კვიციანის გვარი ფიგურირებდა?

_ როგორც ვიცი, კვიციანის საქმეზე მერაბიშვილი უნდა დაეკითხათ, მაგრამ არ დაუკითხავთ. ჩემთვის წარმოუდგენელია, რა საპროცესო შეთანხმებას სთავაზობდა მოსამართლე კვიციანს, როდესაც მის საქმეზე დღემდე დაკითხული არავინ არის. არ ვიცი, რის აღიარებას სთხოვდნენ ამ ადამიანს

30-ზე მეტმა დეპუტატმა კვიციანს მხარდაჭერა გამოუცხადა, თუმცა აქციაზე არ გამოჩნდნენ. თუ მხოლოდ სოსო ჯაჭვლიანს ეყოფა ხალხის გვერდით დგომის ვაჟკაცობა, მაშინ ეს პარლამენტი უნდა დაიშალოს, რადგან დეპუტატი, რომელიც ჯერ თავდებში ჩაგვიდგება, შემდეგ კი თავის სიტყვას უკან წაიღებს, ხალხის აზრის გამომხატველი ვერ იქნება. ასეთ შემთხვევაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალია.

_ იქნებ დააშინეს ეს დეპუტატები?

_ თუ დააშინეს, მითუმეტეს, კარგად ბრძანდებოდნენ, დაშინებული პარლამენტარი არაფერში გვჭირდება! ხვალ ომი რომ დაიწყოს, ვის იმედზე უნდა ვიყოთ, ასეთი დეპუტატები ერთხელ უკვე ხომ გვყავდა?!

_ ბევრი ამბობს, რომ პროკურატურა საბოტაჟს უწყობს პრემიერს

_ დიახ, ეს საბოტაჟია და აქ ახალი არაფერია.

_ ციხეში ბოლო ხანს გამოვლენილი წამების საქმე სასჯელაღსრულების დეპარტმანეტმა პროკურატურას გადასცა. ფიქრობთ, რომ ამ საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ და დამნაშავე დაისჯება?

_ ეს იყო უპრეცენდენტო შემთხვევაა, როდესაც დანაშაულს იძიებს პროკურატურა და არა გენინსპექცია, ამიტომ მგონია, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება.

_ ამბობთ, რომ კვიციანის საქმეზე საბოტაჟი მოაწყო პოკურატურამ, რომელმაც ციხეში წამების ფაქტი უნდა გამოიძიოს. ეს პროკურატურა სანდოდ მიგაჩნიათ?

_ დიახ, პროკურატურაში არიან ადამიანები, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობენ, კვიციანის საქმეში, როგორც ჩანს, ასეთი პროკურორები და მოსამართლეები ჩაერთვნენ. თუ სააპელაციო სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას არ გამოიტანს, მაშინ კვიციანის საქმე სტრასბურგში გაიგზავნება და ამ საქმეს დაერქმევა “კვიციანები საქართველოს წინააღმდეგ”.

_ ქალბატონო ლალი, ბოლო სატელევიზიო ინტერვიუში ნათლად გამოჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილი პროკურატურის საიდუმლო მასალებსაც კი იცნობს, როგორ ფიქრობთ, ის რომ დაინტერესებულიყო კვიციანის საქმით, ვერ გაიგებდა, რა ხდებოდა? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ პრემიერის წინააღმდეგ მიმართულ საბოტაჟზე საუბრობთ.

_ ივანიშვილი ვალდებულია, საქართველოს მაჯისცემაზე ხელი ედოს და აკონტროლებდეს ყველაფერს იმ ქვეყანაში, რომელიც იხსნა. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილმა მის გარშემო მყოფ ხალხს თავის გამოვლენის საშუალება მისცა. ადამიანები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს ნამდვილად დიდ ვაჟკაცობას იჩენდნენ ოპოზიციაში ყოფნისას, საინტერესო იყო, როგორი იქნებოდნენ ხელისუფლებაში _ გაღორდებოდნენ თუ არა, ჩასხდებოდნენ თუ არა შავ ჯიპებში? და ჩვენ მივიღეთ გაზულუქებული, გაღორებული უმრავლესობა.

_ ვინ იყო დაინტერესებული ამ ხელისუფლებიდან კვიციანის საქმით?

_ ვერ გეტყვით, მაგრამ ამის გარკვევა ძნელი არ იქნება. ვიდრე მერაბიშვილი და ოქრუაშვილი არ დაიკითხებიან, მანამდე კვიციანის წინააღმდეგ საქმე არ იარსებებს, ე. ი. კვიციანი არარსებულ საქმეზე გაასამართლეს.

_ ორ წელიწადში შეუძლებელია ეკონომიკის აღდგენა, მაგრამ პროკურატურის გაწმენდას რა უნდოდა?

_ პროკურატურა მონსტრია, ის ასე ადვილად ასაღები არ არის. იქ ერთი ადამიანიც არ არის, რომელიც ჩემსავით იტყვის, რომ სამინისტროში მოღალატეები არიან, არავის ეყოფა ვაჟკაცობა, გვარები დაასახელოს.

_ ბევრი ამბობს, რომ პრემიერისთვის ეს ღირსების საქმეა და, თუ კვიციანის ამბავი სათანადოდ არ გადაწყდა, შეიძლება, შეეწიროს ან გმირად წარმოჩნდეს.

_ დიახ, ეს ღარიბაშვილისთვის ღირსების საქმეა, ამ ამბავმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ არ უნდა გააღწიოს.

_ “ციხის ბუნტისსაქმეზე საუბრისას განაცხადეთ, რომ თქვენს მეუღლეს ბაჩო ახალიამ ესროლა, მაგრამ ტყვიას ერთერთი პატიმარი აეფარა და დაიღუპა. თქვენი მეუღლე კი არავის დაუკითხავს. დაკითხული არ არის ბევრი ადამიანი, რომლებიც ამბობენ, რომ, რაც ციხეში მოხდა, ძალიან კარგად იცის იმჟამინდელმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა. როგორ გგონიათ, სუბარმა იცის, “ბუნტისდროს სროლის ბრძანება ვინ გასცა და ხელს აფარებს?

_ სახალო დამცველმა, როგორც წესი, ყველაფერი იცის. თუ გახსოვთ, ეს იყო 2006 წელი _ ნულოვანი ტოლერანტობის პერიოდი, შესაძლებელია, სახალხო დამცველის განცხადება დიპლომატიური ყოფილიყოსწორედ ამას ვამბობ, პროკურატურამ უნდა გადაწყვიტოს, ვის თამაშს თამაშობს _ საქართველოს თუ ძებნილი პრეზიდენტის.

_ ხელისუფლების ცვლილებიდან ცოტა ხანი იყო გასული, როცა თქვით, თუ იმედი გამიცრუა ხელისუფლებამ, კვლავ ოპოზიციაში ჩავდგებიო. გაგიცრუვდათ თუ არა იმედი?

_ ხელისუფლებისა და მისი კურსის იმედი არ გამცრუებია. მომწონს ბევრი სამინისტროს მუშაობა, პრემიერის ბევრი განცხადება, მაგრამ კატეგორიულად ვგმობ საპარლამენტო უმრავლესობის ვიგინდარობას, მათ იმედი ნამდვილად გაგვიცრუეს მეც და ხალხსაც. სწორედ უმრავლესობის ბრალია “ნაცების” ყელყელაობა. ბევრი მათგანი საერთოდ არ უნდა იჯდეს პარლამენტში.

_ თქვენ განეკუთვნებით იმ ადამიანთა კატეგორიას

_ რომელიც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. ვერ ვუყურებ, როგორ ეკურკურებიან ერთმანეთს უმრავლესობა და “ნაცები” პარლამენტის დარბაზში შესვენებებზე _ ამას ვერ ავიტან!

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here