Home რუბრიკები საზოგადოება გულბაათ რცხილაძე: ილია მეორემ ამ ინტერვიუთი ეკლესიის ყველა არაკეთილმოსურნე ბეჭებზე დადო, მისი...

გულბაათ რცხილაძე: ილია მეორემ ამ ინტერვიუთი ეკლესიის ყველა არაკეთილმოსურნე ბეჭებზე დადო, მისი განცხადება ბევრისთვის გულში ლახვარივით იყო

770

“რას ნიშნავს დღეს ჩემთვის რუსეთი? _ იმას, რასაც ყოველთვის ნიშნავდა. რუსეთი ეს არის ქვეყანა, რომელიც თავის ჭეშმარიტ გზას ეძებს. სწორედ იქ მივიღე სასულიერო განათლება, დავამთავრე რუსეთის სასულიერო სემინარია და აკადემია. იქ ჩამოყალიბდა ჩემი მსოფლმხედველობა და სულიერი მდგომარეობა. დიდ პატივს ვცემ რუსეთს და მისთვის ვლოცულობ.


ყველაფრის საფუძველი რწმენაა, რუსეთსა და საქართველოს ერთი სარწმუნოება აქვთ, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს დავშორდით. ეს ძალიან მანაღვლებს, ჩვენი ქვეყნებისთვის, უბრალოდ, აუცილებელია, დიალოგს დაუბრუნდნენ. საქართველო ხომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. პოლიტიკოსები ცდილობენ, ერები ერთმანეთს მოწყვიტონ, მაგრამ, მადლობა ღმერთს, ეს მათ არ გამოსდით. მჯერა, რომ ეს ერები იპოვიან ძალას და  სიბრძნეს, რომ შეჩერდნენ. შეხედავენ ერთმანეთს. არ შეიძლება, კიდევ დავშორდეთ ერთმანეთს, საჭიროა, ვაპატიოთ ერთმანეთს, გავაკეთოთ დასკვნები და დავიწყოთ დიალოგი. ერთი მართლმადიდებელი ერი არ უნდა ბომბავდეს მეორეს. ჩვენი პოლიტიკოსებისთვის აუცილებელია მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომა, სხვაგვარად წარმოუდგენელია. გადაეცით რუსეთს ჩემი საუკეთესო სურვილები და კეთილგანწყობა,” _ ეს  ილია მეორის სიტყვებია, რომლებიცროსიისკაია გაზეტასჟურნალისტ ალექსანდრე იაროშენკოს უთხრა და რუსულ სამთავრობო გაზეთში დაიბეჭდა კიდეც.

ამ ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, საინფორმაციო სააგენტოინტერპრესნიუსმაასეთი ინფორმაცია გაავრცელა: “ამა წლის 22 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქთან იყო ჟურნალისტი რუსეთიდან ალექსანდრე იაროშენკო, რომელიც მოვიდა დასალოცად  და არა  ინტერვიუს ასაღებად. მოულოდნელად მან  ხმის ჩამწერი მოიმარჯვა და მის უწმინდესობას კითხვით მიმართა. საუბარმა დაახლოებით სამოთხ წუთს გასტანა. სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა დანანებით აღნიშნა, რომ დღეს საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობა მიუღებელია, რომ  მართლმადიდებელ ქვეყნებს შორის არ შეიძლება  ასეთი დამოკიდებულება იყოს, მით უმეტეს, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანასთან. ბრძანა ისიც, რომ ვიდრე აფხაზეთი და სამაჩაბლო არ დაბრუნდება ჩვენი ქვეყნის საზღვრებში, ჩვენს სახელმწიფოებს შორის ნორმალური ურთიერთობა  ვერ აღდგებამისი უწმინდესობის სახელით გამოქვეყნებული ტექსტის ძირითადი ნაწილი კი ჟურნალისტური ინტერპრეტაციის შედეგია”.

საქართველო და მსოფლიოსევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე ესაუბრება.

_ ბატონო გულბაათ, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა პატრიარქის ინტერვიუს, რომელიცროსიისკაია გაზეტაშიდაიბეჭდა. ზოგიერთმა გამოცემამ საერთოდ უარყო ამ ინტერვიუს არსებობა და მას რუსი ჟურნალისტის ინტერპრეტაცია უწოდა. რა მოხდა სინამდვილეში? ესაუბრა თუ არა ალექსანდე იაროშენკო პატრიარქს?

_ ილია მეორემ სპონტანურად მიიღო “როსიისკაია გაზეტას” ჟურნალისტი ალექსანდრე იაროშენკო, მათ ერთად მიირთვეს ჩაი და ჟურნალისტმა ხუთწუთიანი ინტერვიუ ჩაიწერა, რომელიც გაზეთში სრულად დაიბეჭდა. გაოგნებული ვარ ქართული მედიის ქმედებით. თუნდაც მოეგონებინა რუს ჟურნალისტს ეს ამბავი და ინტერვიუ არც ჩაეწერა, უნდა ვიამაყოთ, რომ რუსულ სამთავრობო გაზეთში ასეთი რამ დაიბეჭდა _ ე.ი. იაროშენკო დიდ პატივს სცემს ჩვენს პატრიარქს და სურს, ყველა რუსი დადებითად განეწყოს ილია მეორის მიმართ. ამაში ცუდი რა არის?!

მასმედიის დიდი ნაწილი ისეთ ძალებს აქვთ ხელში ჩაგდებული, რომლებსაც პატრიარქის მიმართ კეთილგანწყობილი ადამიანები არ სჭირდებათ, აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ინტერვიუს ასეთი ხმაური მოჰყვა.

პატრიარქს ცუდი არაფერი უთქვამს, თქვა ის, რაც ნებისმიერი მართლმადიდებელი ადამიანისთვის გასაგები და მისაღები უნდა იყოს. რწმენა ყოველგვარ პოლიტიკაზე მაღლა უნდა იდგეს. ჩვენ, ყველანი, ჯერ ქრისტეს მიმდევრები ვართ… ეს ჰარმონია თუ არ დავიცავით და მხოლოდ ნაციონალიზმით ვიხელმძღვანელეთ, საბოლოოდ, შოვინიზმამდე და ფაშიზმამდე მივალთ.

როდესაც ევროპამ უარი თქვა ღმერთზე და დაინგრა ფასეულობები, პირველ პლანზე ნაციონალიზმი წამოვიდა. ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც ნაციონალური ნიშნით ჩამოყალიბდნენ, მძაფრ კონფრონტაციაში აღმოჩნდნენ ერთმანეთთან, რომელმაც დიდი ომები და სისხლისღვრა გამოიწვია. ევროპას მშვიდობის დასამყარებლად დიდი დრო დასჭირდა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის გასაგები უნდა იყოს ის, რაც ილია მეორემ რუს ჟურნალისტს უთხრა: “ჩვენ, პირველ რიგში, სულიერად ერთი ხალხი ვართ, ერთი ეკლესიის წევრები”.

_ ილია მეორესთან ინტერვიუს ჩაწერა მე რომ მოვისურვო, ალბათ, ვერაფრით შევძლებ. როგორ მოახერხა რუსმა ჟურნალისტმა პატრიარქთან შეხვედრა? ეს ფაქტი ხომ არ ადასტურებს იმას, რასაც ლიბერალური ფრთის წარმომადგენლები ილია მეორეზე ამბობენ, რომ ის პოლიტიკაში ერევა?

_ ილია მეორეს ქართველი ჟურნალისტები და ხალხიც ყოველ კვირას უსმენენ, რუსეთში ამის საშუალება არ აქვთ და, ალბათ, მისმა უწმინდესობამ სწორედ ეს ფაქტორი გაითვალისწინა, თანაც “როსიისკაია გაზეტა” სამთავრობოა, პატრიარქი ასეთ დეტალებს ითვალისწინებს.

მეგონა, ამ ამბით ყველა გახარებული იქნებოდა, რადგან ბედნიერებაა, რომ ასეთი ურთიერთობები შეგვიძლია, ეს ხომ არაფერს აფუჭებს? ქართველი ხალხის დიდი ნაწილი მომხრეა რუსეთთან ადამიანური ურთიერთობებისა, რა თქმა უნდა, გვირჩევნია, პოლიტიკოსებს შორისაც ასე იყოს, მაგრამ, რადგან ეს არ გამოგვდის, ხალხს მაინც ჰქონდეს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა. პატრიარქების პირდაპირი მოვალეობაა, ხალხებს შორის მშვიდობა დაამკვიდროს.

_ საქართველოში ილია მეორის სახელის დისკრედიტებისთვის ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს, ცდილობენ, ყველაფერი ცუდი ეკლესიას დაუკავშირონვის სჭირდება ეკლესიის დაკნინება და პატრიარქის ავტორიტეტის შელახვა? ადრე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელმა, ამჟამად დეპუტატმა თამარ კორძაიამ ერთხელ ირონიით თქვა, _ ილია მეორეს ერთი მანდატი მივცეთ და პარლამენტში დავსვათო

_ ერთი მანდატი კი არა, 100 კაცის ხმა რომ ჰქონდეს პატრიარქს იმ პარლამენტში, ძალიან კარგი იქნებოდა… ვის სჭირდება ეკლესიის გავლენის შემცირება, კარგად ვიცით _ ულტრალიბერალურ, ამერიკის პოლიტიკის უპირობო მხარდამჭერ პარტიებს.

პატრიარქის ინტერვიუზე ვაი-უშველებელი ატეხა სააგენტო “ნეტგაზეთმა”, მანვე გაავრცელა საპატრიარქოს ანონიმური განცხადება, თითქოს ილია მეორესთან რუს ჟურნალისტს ინტერვიუ არ ჩაუწერია. ამ ამბების შემდეგ, პირადად დავუკავშირდი იაროშენკოს, მან იცის, რაც მოჰყვა მის ინტერვიუს. ჟურნალისტმა მითხრა, რომ მას ჩანაწერი აქვს.

_ იცით, ხშირად მომისმენია ხალხის აზრი, რომ პატრიარქი უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს. თქვენ როგორ ფიქრობთ?

_ ვფიქრობ, რომ ილია მეორემ ამ ინტერვიუთი ეკლესიის ყველა არაკეთილმოსურნე ბეჭებზე დადო, მისი განცხადება ბევრისთვის გულში ლახვარივით იყო.

ვერ გავკადნიერდები და ვერ ვიტყვი, რა უნდა ქნას პატრიარქმა, მაგრამ ის, რაც თქვა და გააკეთა, უდიდესი მნიშვნელობისაა. ბევრი პოლიტიკოსი ეცდება, მიაჩუმათოს ეს ამბავი, მაგრამ კარგად უნდა გვახსოვდეს და ყველა ნაბიჯს სარჩულად უწმინდესის ეს სიტყვები უნდა ედოს. ხელისუფლებაც ვერ აუვლის ამ ამბავს გვერდს. პატრიარქის ეს განცხადება ხელს არაფერში უშლის, პირიქით, თუ რაიმე სასიკეთო სურთ და მოწადინებულები არიან, რუსეთთან ურთიერთობები დაარეგულირონ, მაშინ ამ განცხადების კარგად გამოყენება შეუძლიათ.

_ სურთ კი ურთიერთობის რეგულირება?

_ ვერ გეტყვით. ვიცი, რომ “ნაციონალები” ხელისუფლებას ბრალს დებენ კურსის გადახვევაში…

_ “ნაცებიბრალს დებენ, შეშინებული მთავრობა კი მათ მითითებებს ასრულებს. ასე არ არის?

_ კი, მართალი ხართ. ჩვენი ხელისუფლება “მანდრაჟისტების ხელისუფლებაა”. ისინი “ნაცების” კაბინეტებში დასხდნენ და იმავეს ლაპარაკობენ, რასაც “ნაცები”, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს მარტო “ნაცების” ბრალი არ არის, გარე ძალების დამსახურებაც დიდია.

_ 15 ნოემბერსნაციონალებმამიტინგზე ხალხის გამოყვანა შეძლეს, სოროსიც თბილისში იყო _ პრეზიდენტსა და პრემიერსაც შეხვდა. ამბობენ, რომ ის დირექტივებსაც გასცემს, როგორ ფიქრობთ, ჩვენი მთავრობა პატრიარქის მინიშნებას უფრო გაითვალისწინებს თუ სოროსის დირექტივებს?

_ პატრიარქი გვირჩევს, სოროსი კი გავლენის შენარჩუნებას ცდილობს. ეს ხელისუფლება პირწავარდნილი სოროსელებისგან არ შედგება, თუმცა ასეთებიც არიან, პრეზიდენტიც მათ წრეს ეკუთვნის, მაგრამ პრემიერი ამ ჯგუფში არ შედის. სოროსმა, რაც უნდა ირბინოს, ვფიქრობ, სიტუაციას უკან ვეღარ დააბრუნებს.

_ ბოლო ხანს ბევრი ამბობს, _ დროა, ღარიბაშვილმა გადახედოს განვლილ ოც წელიწადს და განსაზღვროს, რა უკეთესია ჩვენი ქვეყნისთვისო

_ ღარიბაშვილი უტვინო არ არის, მაგრამ ძალიან ახალგაზრდაა, ანტიკური ხანიდან მოყოლებული ახალგაზრდების სათავეში ყოფნა სახელმწიფოს უპირატესობად არ ითვლება. არ ვიცნობ ღარიბაშვილს და ვერ გეტყვით, როგორია მისი სტრატეგიული აზროვნება, თუმცა ღარიბაშვილის განცხადებები საგარეო პოლიტიკის საკითხებზე მოზომილია. მაგრამ, თუ ის მენეჯერივით აზროვნებს,  არაფერში გამოგვადგება. გეოპოლიტიკაში ჩახედული ადამიანები ხელისუფლებას არ ჰყავს…

თუ უმოკლეს ხანში არ იქნება განსაზღვრული საქართველოს ადგილი, არ ვიცი, სადამდე მივალთ. კარგ მენეჯერს იმის დათვლა მაინც უნდა შეეძლოს, ოცი წლის განმავლობაში რა მივიღეთ და რა დავკარგეთ.

ერთი რამ, რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, არის ის, რომ საუბარი დაიწყო ევრაზიულ კავშირზე, რაც მანამდე წარმოუდგენელი იყო და განხილვას არ ექვემდებარებოდა. წინა ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყანა ყველას მონა გახადა. მაპატიეთ, მაგრამ ერთ შედარებას გავაკეთებ _ “გარშოკიხომ იცით, ყველა შიგ შვრება, მაგრამ მაინც დოინჯით ამაყად დგას, _ აი, ასე გამოიყურებოდა საქართველო! დოინჯით დგომა არაფერში წაგვადგებარას მოიმოქმედებს ღარიბაშვილი, ამის პროგნოზირება ძნელია, მაგრამ ფაქტია, რომ საკადრო ცვლილებები განსახორციელებელია, პარლამენტიც შესაცვლელია _ რესპუბლიკელების იმედზე ყოფნა არ შეიძლება, მერე ყველაფერი გვიან იქნება.

დასასრულ, ვიტყვი, რომ 1999 წელს  დასავლეთმა დაიწყო ომი აღმოსავლური ცილვილიზაციის წინააღმდეგ. დასავლეთი არის მტრული ძალა, მას სურს მართლმადიდებელი ცივილიზაციის დამორჩილება. რევოლუციები, რომლებიც დასავლეთის ინიციატივით ბევრ ქვეყანაში მოხდა, ერთი ჯაჭვის რგოლებია. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ, ცხრა წელი კი არა, ამერიკა რომ არ ყოფილიყო, სააკაშვილი ორი კვირაც ვერ იბოგინებდა.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

1 COMMENT

  1. ცალცალკე ყველა სწორად მსჯელობს,საქმე საქმეზე რომ მიდგება უკუღმა მივდივართ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here