Home რუბრიკები პოლიტიკა ცუდსა და უარესს შორის

ცუდსა და უარესს შორის

605

ცოდნა-განათლება ღვთიურთან თანაზიარობას, სამშობლოს ტკივილიან განცდასაც ნიშნავს, ამისგან კი ისე შორს არის “ჩვენი” რესპუბლიკელების ნეოლიბერალური იდეოლოგია, როგორც ცა და დედამიწა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ მათგანს უცოდინარობას ვერ დასწამებ, მათ მხოლოდ ე. წ. ნაკითხებს  და უფრო მეტიც, ნაკითხ კრეტინებს ვუწოდებ.


ჰოდა, ერთმა “ზოგიერთმა მათგანმა” _ რესპუბლიკელების ნაკითხმა კრეტინმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა თავის დროზე განაცხადა, “ილია ჭავჭავაძეს _ ასეთ მწერალს არ ვიცნობო!”

 მას შემდეგ, როგორც იტყვიან, ბევრმა წყალმა ჩაიარა და, ვიზუალურად, იქნებ ცნობაც გაგიჭირდეს კაგებეს საკანშიცოდვამონანიებული დისიდენტისა”, მაგრამ საკმარისია, პირი გააღოს, მიუხედავად წონის დაკლებისა, დარწმუნდებით, რომისევ ის ბიჭია”, ანუ ისევ ყოველივე ქართულის შეურაცხმყოფელი სიმყრალე ამოსდის სტომაქიდან.

 აგერ, ახლახან, ამ ვაიინტელექტუალმა, _ სტალინი ვაჟა-ფშაველას ნაბიჭვარიაო…

ეს ისე, შესახსენებლად, რანი არიან სინამდვილეში “ინტელექტუალი” რესპუბლიკელები…

 ლევან ბერძენიშვილის ხსენება კიდევ ერთხელ მაინც მომიწევს, რადგან მისმა განცხადებამ “შობა” წინამდებარე წერილი.

“რუსეთმა აიწყვიტა!” _ განაცხადა ნაკითხმა მას შემდეგ, რაც კრემლის მიერ აფხაზეთისთვის შეთავაზებული “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის” შეთახმების პროექტის შესახებ გახდა ცნობილი და იქვე, _ რუსეთი მთელ მსოფლიოს ებრძვისო, _ “აღმოაჩინა ამერიკა” ამერიკის ნაკითხმა მონამ…

 “ხომ გეუბნებოდი, გაფრინდებიან-მეთქი, შე გალსტუკიანო?!” _ შერეკილი ხუტა ოდიშელიძის ეს ფრაზა ამეკვიატა ნაკითხი ლევანის განცხადების შემდეგ. ანუ ახლა აიწყვიტა რუსეთმა თუ მაშინ, როდესაც ყირიმს კლასიკური ანშლუზი უყო და, შინაური თუ გარეშე ლიბეჰრასტების გულის გასახეთქად, ყურებზე ხახვი ვერავინ დააჭრა?

ცოტას ვწერდით და ვაფრთხილებდით, ვისაც ეს ეხება, რომ უკრაინის შემდეგ რუსეთი სამხრეთ კავკასიისთვისაც, ანუ საქართველოსთვისაც მოიცლის და რომ ნატოს დახმარების ცრუ იმედით რუსეთთან ხუმრობა სახიფათოა?

უკრაინის საკითხი, პრინციპში, გადაწყვეტილია _ 50-მილიონიანი ქვეყნის საბოლოოდ დაშლა, გნებავთ, წელში გაწყვეტა მხოლოდ დროის ამბავია. ამ ქვეყანას რუსეთის ისტორიული მოკავშირე, ზამთარი, კარს მიადგა და გაყინულმშიერი უკრაინელები, სავარაუდოდ, თვითონ მოიშორებენ ფაშისტურ რეჟიმს

რუსეთი დროს არ კარგავს და ქართველების ჭკუის სასწავლებლად, უფრო კი მგონია, _ გამოსაფხიზლებლად, დაიწყო დე ფაქტო ანექსირებული აფხაზეთის დე იურე ანექსირება, ანუ საქართველოს “გაწყვეტის” პროცესი. და, თუ ეს ოფიციალურად გაფორმდება, არა მხოლოდ აფხაზეთ-ცხინვალს დავემშვიდობებით სამუდამოდ, არამედ, შესაძლოა, სხვა ტერიტორიებიც დავკარგოთ!

იმასაც შეგახსენებთ, რომ უკვე ჩამოყალიბდა ე. წ. ევრაზიული კავშირი, რომელშიც ჩვენი მეზობელი სომხეთიც გაწევრდა. ამ ქვეყანასა და ევრაზიული კავშირის დომინანტ რუსეთს პირდაპირი საზღვარი, ანუ სახმელეთო კომუნიკაცია არ აქვს, რაც, არ მგონია, დიდხანს გაგრძელდეს…

ეს ისე, ცნობისთვის.

ჩვენ კი რას ვაკეთებთ? იმის ნაცვლად, რომ სასწრაფოდ გადაიხედოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ნატოს იმედად ვართ და უილაჯო ბაქიბუქს არ ვეშვებით, რომელზეც ირაკლი ალასანიას ადრინდელი კონფრონტაციული განცხადებებიც ღაღადებს და ახლახანროიტერისთვისმიცემულ ინტერვიუში ნათქვამი ფრაზებიც: “ქედს არ მოვიხრით რუსეთის წინაშედაუარესისთვის ვემზადებით”. როგორც მოვემზადეთ უარესისთვის, 2008 წლის აგვისტოში გამოჩნდა

კიდევ ერთი ფუჭი იმედი რუსეთის ისტორიული მტრებისა, რომ ეს ქვეყანა, ამჯერად მაინც, დიდი-დიდი, 2-3 წელიწადში თავისით დაიშლება. მსგავსი იმედით დასავლეთი ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები, საუკუნეებია, სულდგმულობს.

ივანე მრისხანეს შემდგომ, XVII საუკუნის მეორე მეოთხედიდან ლამის საუკუნის ბოლომდე, ვისაც არ ეზარებოდა (პირველ რიგში, შვედეთის სამეფოს და მასთან ალიანსში მყოფ ბალტიის ქვეყნებს), ძარცვავდა და არბევდა შინააშლილობებით, სასახლის გადატრიალებებით მოცულ რუსეთს, რასაც მისი ტერიტორიების შემცირებაც მოჰყვა და, როდესაც ბევრს ეგონა (დღევანდელივით), რომ რუსეთის საქმე წასული იყო, სწორედ ამ დროს აიწყვიტა, მოუვლინა რა განგებამ მხსნელად პეტჰრე I, რომელმაც არა მხოლოდ სარკმელი გაჭრა ევროპაში, არამედ შვედეთის სამეფოსგან დაიბრუნა წართმეული და საფუძველი ჩაუყარა იმ იმპერიას, რომელიც დღესაც არსებობს.

XVIII საუკუნის მიწურულს კი, ეკატერინე მეორეს იმპერატორობისას, რუსეთის იმპერია ისე გაფართოვდა და ისეთ სამხედრო-ეკონომიკურ სიძლიერეს მიაღწია, რომ “განათლებული ევროპა” შეშფოთდა. და რადგან რუსეთში არავითარი არეულობა (“სმუტა”) არ ჩანდა, ბრიტანეთის პოლიტიკური ინტრიგების შედეგად, ნაპოლეონის არმია მიუსიეს მართლმადიდებლურ მონარქიას. თუმცა რუსეთმა აიწყვიტა და ნაპოლეონის არმია ლამის სრულად გაწყვიტა, მოგვიანებით კი პოლონეთიცა და ბალტიისპირეთის ქვეყნებიც საკუთარ საზღვრებში მოაქცია, როგორც ბუფერი რუსეთსა და დასავლეთ ევროპას შორის, რომლითაც უვნებელყო ის პერმანენტული საფრთხე, რომელიც დასავლეთიდან ემუქრებოდა.

ამის შემდგომი XIX საუკუნე და XX საუკუნის დასაწყისი რუსეთის იმპერიის სამხედრო-ეკონომიკური სიძლიერისა და კულტურული რენესანსის ხანა იყო. ამ პერიოდში რუსეთის არმიამ სტამბულსაც უწია და, რომ არა ისევ და ისევ ინგლისი, დღეს სტამბოლი კვლავაც კონსტანტინოპოლი იქნებოდა!

I მსოფლიო ომს კი, გეოპოლიტიკურის გარდა, ერთი კონკრეტული მიზანიც ჰქონდა _ რუსეთის მართლმადიდებლური მონარქიის დამხობა, რისთვისაც ჩაითრიეს კიდეც გულუბრყვილო ნიკოლოზ II ამ ომში, სადაც, თავდაპირველად, თითქოს ყველაფერი ანგლოსაქსთა გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა, მაგრამ, როდესაც ნიკოლოზ მეორეს არმიის გამარჯვების პერსპექტივა ცხადი შეიქნა, რუსეთს ჯერ 1917 წლის თებერვლის რევოლუციია მოუწყვეს, შემდეგ _ ბოლშევიკური გადატრიალება. შედეგად რომანოვების სამეფო დინასტია დაემხო და რუსეთის იმპერიაც დაიშალა.

ჰოდა, როდესაც ტროცკისტი ხელისუფლების ხელშეწყობით, რუსეთს კიდევ ერთხელ შეესივნენ საძარცვ-საჯიჯგნად და ეს ქვეყანა მსოფლიოს რუკიდან უნდა გამქრალიყო, მხსნელად სტალინი მოევლინა და რუსეთმა კვლავ აიწყვიტა _ სტალინმა, მართლაც ფოლადის სიმტკიცით გაანადგურა ტროცკისტები და რუსეთის იმპერიის (ამჯერად კომუნისტურის) _ სსრკ-ის შენება დაიწყო.

ამ დროს ისევ დიდი ბრიტანეთის (ამჯერად აშშ-თან ტანდემში) მეცადინეობით, დაიწყო მეორე მსოფლიო ომი, რომელიც დიდ სამამულო ომად ექცა საბჭოთა კავშირს, მაგრამ ვაშინგტონ-ლონდონის ოცნებას, რომ გერმანია და რუსეთი ერთმანეთს დაჭამდნენ და შემდეგ ორივეს მოუგრეხდნენ კისერს, ახდენა არ ეწერა _ გენიალურმა სტალინმა ჰიტლერს ბერლინში დაუმთავრა ომი და საბჭოთა იმპერიის საზღვრებმა ისტორიაში ჯერ არნახულ მასშტაბებს მიაღწია.

სტალინის შემდეგაც დიდი ხნის განმავლობაში დასავლეთის “დემოკრატიას” შიშის ზარს სცემდა ბირთვული საბჭოთა იმპერია, რომელიც დასავლეთის გავლენის აგენტების _ მიხეილ გორბაჩოვის, ალექსანდრე იაკოვლევისა და ედუარდ შევარდნაძის _ მეცადინეობით, გასული საუკუნის მიწურულს დაიშალა, ხოლო რუსეთის ტერიტორიაზე მორიგი “სმუტა” მოხდა, რომლითაც უკვე მერამდენედ ისარგებლეს და ქვეყანა 1990-იან წლებში უმოწყალოდ ძარცვეს და არბიეს. მაგრამ განგებამ ალკოჰოლიკ ბორის ელცინს ერთადერთი სწორი ნაბიჯის გადადგმა შთააგონა და მან დაშლის პირას მდგომი რუსეთი ვლადიმერ პუტინს ჩააბარა. სწორედ მაშინ აიწყვიტა რუსეთმა და არა დღეს.

აწყვეტილი რუსეთი კი დღეს ისე მოღონიერდა, რომ ყალყზეა შემდგარი და არც კავკასიაში დათმობს რამეს, სადაც, 200 წელიწადია, ომობს, და, მით უმეტეს, არც უკრაინაში, რადგან იმას, რაც უკრაინაში ხდება, მრავალი წახნაგი აქვს და მათ შორის უმთავრესს ცივილიზაციათა, ღირებულებათა ომი ჰქვია.

ერთ მხარეს გარყვნილ-გათახსირებული დასავლეთია, რომელსაც სოდომის ცოდვა ცხოვრების წესად, დემოკრატიის უმაღლეს ფორმად მიუჩნევია, მეორე მხარეს კი _ მართლმადიდებელი რუსეთის იმპერია.

უკრაინაში დასავლეთის მიერ მართლმადიდებლობასთან გამოუცხადებელი ომი მიმდინარეობს და უფალი არ დაუშვებს ამ ომში რუსეთის დამარცხებას, რადგან, რუსეთის მარცხის შემთხვევაში, მართლმადიდებლობა ჯერ ნელ-ნელა დასუსტდება, შემდეგ კი გაქრება.

ამას კი არ დაუშვებს ძალა, რომელსაც რუსეთის ბირთვული პოტენციალი ჰქვია…

ჩვენ კი ნატოს ფუჭ იმედად უილაჯო ბაქი-ბუქს არ ვეშვებით, რაზედაც ირაკლი ალასანიას ადრეული კონფრონტაციული განცხადებებიც ღაღადებს და სულ ახლახან “როიტერისთვის” მიცემულ ინტერვიუში _ “ქედს არ მოვიხრით რუსეთის წინაშე” და, ღმერთო, შენ გვიშველე, კიდევ უფრო სახიფათოც, “უარესისთვის ვემზადებითო”!

როგორი მზადებაც ვიცით უარესისთვის, 2008 წლის აგვისტოში გამოჩნდა…

არადა, ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე, სასწრაფოდ უნდა გადაიხედოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, იქამდეც კი, რომ სერიოზულად ვიფიქროთ ევრაზიულ კავშირში გაწევრებაზე, რომლის წევრიც უკვე ჩვენი კარის მეზობელი სომხეთიც გახდა (თუ რა საფრთხეებს შეიცავს ეს საქართველოსთვის, ზემოთ მივანიშნეთ) და ამ კავშირზე არა მხოლოდ გეოპოლიტიკურ გიგანტებს (ჩინეთ-ინდოეთი) “უჭირავთ თვალი”, არამედ ისეთი კლასიკური დემოკრატიის ქვეყანასაც, როგორიც ისრაელია.

ევრაზიული კავშირის გავლით _ რუსეთის გავლენის ორბიტაზე დაბრუნება! _ აი, ჩემი აზრით (და არა მხოლოდ), საქართველოს პოლიტიკურეკონომიკური გადარჩენის, ტერიტორიული მთლიანობის (თუნდაც შორეულ მომავალში) აღდგენის და, რაც უმთავრესია, უღმერთო, უფრო მეტიც, სატანისტი გლობალისტების შემოტევისას, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ეროვნული იდენტობის შენარჩუნების ერთადერთი გზა!

რუსეთის პრეზიდენტმა ამ უკანასკნელს განსაკუთრებით გაუსვა ხაზი საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ “ვალდაის” ბოლო, 24 ოქტომბრის სოჭის ფორუმზე!..

თუმცა ამ ფორუმის მთავარი მიღწევა იყო ის, რომ ვლადიმერ პუტინმა ჩვეული პირდაპირობით, რომ იტყვიან, “ერთ ადგილზე მოსვა”, როგორც ზოგადად ლიბერასტული დასავლეთი, ასევე კონკრეტულად აშშ და მისი პრეზიდენტი!

ჩვენ (რუსეთი) ვაღიარებთ და პატივს ვცემთ არა მხოლოდ მართლმადიდებლობას, არამედ ყველა ტრადიციულ კონფესიას. აქედან გამომდინარე, ვაღიარებთ ათეისტების უფლებებს.

თქვენ (დასავლეთი) ერთ უფლებრივ სიბრტყეში განიხილავთ ტრადიციულ ოჯახებსა და ერთსქესიან ქორწინებებს, მრავალშვილიან ოჯახებსა და პედოფილია-ინცესტის პროპაგანდას, ბოლოს და ბოლოს, რწმენას ღმერთისა და რწმენას სატანისას და რას გვიბრძანებთ, მივიღოთ ეს ყველაფერი, ანუ, როცა გვაუპატიურებენ, მოვდუნდეთ და სიამოვნება მივიღოთ?

თქვენ (აშშ-ს), ყველაფრის უფლება გაქვთ (სერბეთის დაბომბვა, ერაყი, ავღანეთი, ლიბია, სირია და ა. შ.) და ჩვენ რუსების დაცვის უფლება არ გვაქვს?

შინაარსობრივად ეს ბრძანა რუსეთის პრეზიდენტმა.

აი, ამას ჰქვია მარლაც აიწყვიტაო და ამ აწყვეტის ძალმოსილება კი იმაშია, რომ ვლადიმერ პუტინი, იმპერატორ ალექსანდრე III მსგავსად, მიხვდა, რომ ისტორიულად რუსეთის ერთადერთი ერთგული მოკავშირე მხოლოდ საკუთარი არმია და ფლოტი იყო, არის და იქნება. პუტინის ხელში კი რუსეთის არმიამ თუ ფლოტმა მართლაც სტალინური საბჭოეთის სიძლიერეს მიაღწია, რაც აგრერიგად აშფოთებთ პოტომაკის ნაპირებზე, რადგან მათი ოცნება, სსრკ-ის შემდეგ რუსეთიც გაექროთ მსოფლიო გეოპოლიტიკიდან, კიევში გამოჩნდა, რომ სამუდამოდ ჩაფლავდა!

სამწუხაროდ, საქართველოში დღეს არ არის ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც გაბედავს და იმას იტყვის, რაზეც წინამდებარე წერილშია საუბარი.

სამაგიეროდ, ბევრნი არიან პოლიტიკანები, რომელთა ქმედება-უმოქმედობის გამო “ნაციონალების” ბანდამ იმდენად აიწყვიტა, რომ საზოგადოების არც თუ უმნიშვნელო ნაწილი სერიოზული ხიფათის მოლოდინით უყურებს “ნაციონალი” კრიმინალების მიერ 15 ნოემბრისთვის დაანონსებულ “გრანდიოზულ მიტინგს”.

თუმცა “გრანდიოზულის” წინწკლებში ჩასმის იმედად ყოფნა არ ეგების, რადგან არც კიევის მაიდანი დაწყებულა გრანდიოზულად, მაგრამ, სამაგიეროდ, ვაშინგტონ-ბრიუსელის უპირობო მხარდაჭერის გარანტია ჰქონდათ, რამაც გარანტირებულად მოიყვანა ხელისუფლებაში ბანდერელი ნაცისტები და ამ უკანასკნელებმა გარანტირებულად დაშალეს მარტივ მამრავლებად ოდესღაც აყვავებული უკრაინა!

უკრაინის ისტორიის საქართველოში განმეორების ალბათობა არც თუ მცირეა, რადგანაც, კიევის მაიდნის მსგავსად, თბილისის მაიდნის მოწყობის მსურველებსაც დასავლეთის (პირველ რიგში აშშის) ფინასურპოლიტიკური მხარდაჭერა ამთავითვე გარანტირებული აქვთ!

იმის დასტურად, ეს რომ ასეა და არა სხვაგვარად, მიმდინარე მოვლენების ლოგიკური ანალიზიც კმარა:

გავიხსენოთ ჩვენი “მეგობარი დასავლეთის”, ევროსაბჭოსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ტყუპისცალებივით განცხადება-რეზოლუციები, რომლებშიც, ყოველგვარი დიპლომატიური შეფუთვის გარეშე, უკვე მტკიცებულებითი ფორმით არის საუბარი “ნაციონალი”კრიმინალების ე. წ. პოლიტიკურ დევნაზე და პირდაპირ, უკვე გვარ-სახელებით ითხოვენ ქართველთა მწამებლების, სისხლისმსმელების პატიმრობიდან განთავისუფლებას!

ეს ყველაფერი კი ქართველი ხალხის სულში ჩაფურთხებაა და ამას ის ხალხი აკეთებს, რომელიც 9 წლის მანძილზე ფართოდ დახუჭული თვალებით უყურებდა “დემოკრატიის შუქურა” სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს!

ნურც ის დაგვავიწყდება, როგორ მოულოდნელად “გავაჟკაცდა” ჩვენი “ქსლისა მბეჭველი” პრეზიდენტი, იქამდეც კი, ღარიბაშვილსაც “დაადო” (ვეტო); ისიც, რომ ე. წ. თავისუფალი დემოკრატების ყრილობა 15 ნოემბრამდე ცოტა ხნით გაიმართება, რომელზეც აშშ-ის მთავარი ფავორიტი ირაკლი ალასანია პარტიის თავმჯდომარის პოსტს დაიბრუნებს; ისიც, თუ როგორ ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ამერიკის მონა რესპუბლიკელები _ ეს ყველაფერი ერთ, მიზეზ-შედეგობრივ კონტექსტში გავაანალიზოთ და ბრიყვთათვისაც ცხადი გახდება, რომ ნოემბერში, როგორც მინიმუმ, უსიამოვნო სიურპრიზები გველის და, რამდენად შორს წავა ეს სიურპრიზები, არსებულ ხელისუფლებაზე, პირადად პრემიერ ღარიბაშვილზეა დამოკიდებული!

პრემიერზე, რომელსაც, როგორც ჩანს (“ნაცებს” პლუს “ქოცების” ლიბერასტული ნაწილის ხელით), მართლაც მთელი დასავლეთი ებრძვის, და, მიუხედავად იმისა, ვის მოგვწონს და ვის არა, ამ ეტაპზე ყველა მამულიშვილის ვალია, მხარი ირაკლი ღარიბაშვილს დაუჭიროს, რადგანაც, სამწუხაროდ, დღესაც მარადიული დილემის _ ცუდსა და უარესს (კოშმარს) შორის არჩევანის წინაშე დგას საქართველო!..

დავით მხეიძე

P. S. როგორმე გიორგობის თვეს თუ გადავურჩით, ქართველმა ერმა, საზოგადოებამ სასწრაფოდ არჩევანი უნდა გააკეთოს; სასწრაფოდ, რადგან დრო ჩვენ წინააღმდეგ მუშაობს!

ოღონდაც ერთი, პოლიტიკანების საყვარელიარჩევანი”, არც ნატო მინდა და არც რუსეთი, ამთავითვე უნდა გამოირიცხოს, რადგან ასეთი რამ, იმის გარდა, რომ სამარცხვინო ურაპატრიოტიზმია, უტოპიაა _ თანამედროვე მსოფლიოში შვეიცარია რომ შვეიცარიაა, გნებავთ, ავსტრია, ისინიც კი ვერ არიან ბოლომდე ნეიტრალურები _ აშშ მთელი ევროკავშირი სატელიტად გაუხდია და ვინმეს სჯერა, რომ შვეიცარია თუ ავსტრია აშშის ძლიერი გავლენის ქვეშ არ არის?

აქედან, საქართველოსაც არავინ მისცემს ნეიტრალიტეტის ფუფუნებით ტკბობის საშუალებას!

ამიტომ, აშშნატოს ფუჭ იმედად, გეოპოლიტიკურ ოკეანეში ჩასაძირად განწირული საქართველოს ნავი დროზე უნდა მიადგეს იმ ნაპირს, რომელსაც 2 საუკუნის წინათ მიაყენა მეფე ერეკლემ, ხოლოასის წლის წინადამავე სათაურის წერილით დიდმა ილიამ ხოტბა შეასხა პატარა კახის არჩევანს!

 ანუ, ასის წლის შემდეგ ერეკლეილიას შთამომავლებმა უნდა ავირჩიოთ, რა სჯობს _ აწყვეტილ რუსეთთან საქართველოს გაწყვეტამდე ჭიდილი თუ არ დაგდება გზათა წინაპართა.

 

1 COMMENT

  1. 1. ნატომ და ევროპამ რომ არაერთხელ დაგვტოვა გააფთრებული რუსი დათვის პირისპირ, რითაც საქართველო და ქართველი ხალხი ძალიან დაზარალდა, ეს ახალი ამბავი არ არის… იგივე გაუკეთა მართლმადიდებელ საქართველოს ”ერთმორწმუნე” რუსეთმა ირანთან მიმართებაში გეორგიევსკის ტრაქტატზე ხელმოწერიდან 12 წელიწადში… აქ ასეთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: დიდი სახელმწიფოები ყოველთვის ეცდებიან გააკონტროლონ პატარა სახელმწიფოები და ატარონ ისინი თავიანთ ჭკუაზე, ხოლო რელიგიური, მეზობლური თუ ნათესაური ფაქტორები საბაბია და მეტი არაფერი.
    2. ერთი-ორი მაგალითი მაინც მოგვიყვენეთ ბ-ნო დავით იმისა, თუ როგორ ააშენა და დაამშვენა რუსეთმა თავის ჭკუაზე მოსიარულე ძმურ-მეგობარ-პარტნიორი ქვეყნები!!!
    3. რომ არ გაამართლოს თქვენმა ‘ბრძნულმა’ რჩევამ და საქართველო ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში გადავარდეს, რასაც ნომინალური სუვერენიტეტი ერქმევა, ფაქტიურად კი ქართველი ერის გადაშენება-ამოწყვეტის პოლიტიკის დაჩქარებული ვარიანტი იქნება, როგორ ფიქრობთ, პუტინის დანიშნული პენსიით გვიშველით??? ურიას სახლი ეწვებოდა და მიეფიცხა, გავთბები მაინცო – ასე ხომ არაა თქვენი საქმეც!!! საქართველო განადგურების პირასაა და ეგებ რაიმეს მაინც გამოვრჩეო!!!
    4. არა თუ საქართველოს ისტორიის გაგეგებათ რაიმე, არამედ მისი კულტურა, ტრადიცია და ადაწესებიც თქვენთვიდ და თქვენნაირებისათვის ზედმეტი და უსარგებლო ტვირთია! ნუთუ სკოლაში ნასწავლი ილიას, აკაკის, ვაჟას, ყაზბეგის, ჯავახიშვილის, გამსახურდიასი და სხვათა ნაწარმოებები მხოლოდ ‘კომპარტიულ’ ჭრილში გაიარეთ!!!

    საქართველოს ხსნა ერთობაშია!!!..

  2. თქვენთან კამათს არ ვაპირებ ალეკო! ადექი და ილიას ის წერილი წაიკითხე, რომელზედაც ჩემი სტატიის ბოლოს არის საუბარი, ანუ "ასის წლის წინათ"

  3. რა ფაშისტური რეჟიმი? ამ რუსეთის პროპაგანდას როგორ იმეორებ,აბსოლიტური ტყუილია,როდის იყავი ბოლოს უკრაინაში?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here