Home რუბრიკები საზოგადოება ბაკურ სვანიძე: ასე არხეინად თუ განაგრძო “ოცნებამ” ცხოვრება, ეჭვი არავის შეეპაროს, რომ...

ბაკურ სვანიძე: ასე არხეინად თუ განაგრძო “ოცნებამ” ცხოვრება, ეჭვი არავის შეეპაროს, რომ მიშა დაბრუნდება

981

“რუსთავი 2”-ის გასართობი დეპარტამენტის ყოფილი მთავარი პროდიუსერი, იუმორისტი ბაკურ სვანიძე  ყოფილი პრემიერის _ ბიძინა ივანიშვილის პარადოქსულ  გადაწყვეტილებებზე, ქართულ ტელევიზიებში შექმნილ ვითარებასა და, საერთოდ, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე გვესაუბრება:


_ სამწუხაროდ, საქართველო ისეთ ქვეყნად ჩამოყალიბდა, რომ, თუ გინდა, შენი საქმე აკეთო, აუცილებლად ვიღაცას უნდა აკოცო საჯდომზე.

_ ვის და რას გულისხმობთ?

_ “რუსთავი 2”-ის გასართობი გადაცემების მთავარი პროდიუსერი ვიყავი და მეტი რაღა უნდა ვიგულისხმო?! 2007 წელს წამოვედი ჩემი ნებით, თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ სწორედ ამ ტელევიზიაშია ფუმფულა საჯდომები, რომლებსაც, თუ აკოცებ, წარმატება გარანტირებული გექნება და დოლარებსაც მიიღებ.

_ ყველა ტელევიზიაში დაბლოკილი ხართ?

_ რა თქმა უნდა. არადა, 2007 წელს “ნაცმოძრაობას” დავუპირისპირდი და ამიტომაც წამოვედი ტელევიზიიდან. 2011 წლის მაისში მე და ჩემმა გუნდმა ნულიდან ავაწყვეთ “ინფო 9”. ყველა იტყუება, ვინც ამ სააგენტოს აწყობას იბრალებს. როდესაცოცნებამსაპარლამენტო არჩევნები მოიგო, გვითხრეს, აღარ გვჭირდებითო, და დაამთავრეს ყველაფერი. კი გვითხრა მილიარდერმა, სამაგიეროდ დიდ ხელფასს გიხდითო, მაგრამ, მის სხვა კანტორებთან შედარებით, ყველაზე დაბალი ხელფასიინფო 9”-ში იყო. ანალოგიურ პოზიციაზე, რომელიც მე მეკავაინფო 9”-ში, ტელეკომპანიაჯი დი ეს”-ში 7-ჯერ მეტ ხელფასს იღებენ, დაახლოებით _ 10-12 ათას ლარს. ეს უსამართლობა თავიდანვე ჩადებული იყო მსგავს კანტორებში. მაგალითად, ვიღაცები გადმოიბირეს “რუსთავი 2”-დან და, ფაქტობრივად, არაფრის კეთებაში დაუნიშნეს ათჯერ მეტი ანაზღაურება, ვიდრე ჩვენ, ვინც ფრონტის წინა ხაზზე ვიბრძოდით. ასეთი რამ ამორალურობას თესავს საზოგადოებაში. ადამიანები, რომლებმაც 2007 წელს ვთქვით, რომ “ნაცმოძრაობასთან” თანამშრომლობა არ შეიძლებოდა და მხოლოდ ჩვენი თავის იმედით დავუპირისპირდით სადისტურ რეჟიმს და არა იმის იმედით, რომ მილიარდერი მილიონებს გვპირდებოდა, წამოვედით “რუსთავი 2”-დან. აი, ეს ხალხი დაგვიკიდეს დღეს ფეხებზე და, ვინც მილიარდერის დაძახებაზე წამოვიდა იმ ბანაკიდან, რომელსაცრუსთავი 2” ჰქვია, ის დღესაც იღებს 5-ჯერ და 10-ჯერ მეტ ანაზღაურებას, ანუ ეს ყველაფერი მიგვანიშნებს, რომ, თუ გინდა, ჯიბე სავსე გქონდეს, უნდა იყო ამორალური, უზნეო, გაიტრუნო და არ გააპროტესტო არაფერი, ვიდრე მილიარდერი არ დაგიძახებს. და როცა მილიარდერი დაგიძახებს და გადმოგიბირებენ, დიდ მოგებას ნახავ. აი, ამ ზნეობას ამკვიდრებს დღევანდელი ხელისუფლება და პირადად ბიძინა ივანიშვილი. სხვათა შორის, როდესაც “ინფო 9”-ში ვმუშაობდი, “ქართუს” წარმომადგენელს ვკითხე _ რატომ მოიქეცით ისე, რომ ადამიანები, რომლებმაც სააკაშვილის რეჟიმის მანიაკური ქმედებები არ გააპროტესტეს, თბილად იყვნენ მოკალათებულნი და რომლებიც 2012 წელს, ასე ვთქვათ, გადმოიბირეთ “რუსთავი 2”-დან, დღეს ათჯერ მეტ ხელფასს იღებენ, მე და ჩემნაირები კი უმუშევარი დაგვტოვეთ-მეთქი?! იცით, რა მიპასუხა? _ “რუსთავი 2”-ს ხალხის გადმობირებით დავაზარალებთო. არ ვამცირებ ამიკო ჩოხარაძეს, ნიჭიერი ბიჭია, მაგრამ, ვისაც ჰგონია, რომჯი დი ეს”-ში ამიკო ჩოხარაძის გადაბირებითრუსთავი 2”- ჩაძირავენ, სულელია. 2007 წელს ქვეყანაში საშინელებები რომ ხდებოდა, თურმე არ უნდა გამეპროტესტებინა, უნდა გავტრუნულიყავი და დღეს კარგად ვიქნებოდი. რომ გავჩუმებულიყავი და 2012 წლამდე შემენარჩუნებინა “რუსთავი 2”-ის გასართობი გადაცემების პროდიუსერობა, 2012 წელს მილიონად გადმომიბირებდნენ,  მაგრამ, რადგან 2007 წელს მილიარდერის მოწოდებებს არ დაველოდე და პროტესტის გაჩენის შემდეგ წამოვედი, ამიტომ მათი ინტერესის სფეროში ვეღარ მოვხვდი.  ეს საზოგადოებაში უზნეობის დამკვიდრების გზაა. მე ავერიდე ამ უზნეობას, მაგრამ ადამიანების უმრავლესობა ცდუნებას ვერ გაუძლებს და გადავა უზნეო ცხოვრების რეჟიმზე, რაც საბოლოოდ დაასამარებს ჩვენს საზოგადოებას. დღევანდელი ხელისუფლება რომ ამბობს, ჩვენ ევროპული და განსაცვიფრებელი სახელმწიფო უნდა ავაშენოთო, ერთი რამ ავიწყდება _ უზნეო საზოგადოებას არასოდეს აუშენებია კარგი სახელმწიფო. უზნეო ხალხი უზნეო სახელმწიფოს ააშენებს! ივანიშვილს უყვარს საფრანგეთი და ვურჩევ, გულდასმით წაიკითხოს ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის “სამხედრო მფრინავი”, რომელშიც განხილულია ზუსტად ის საკითხები, რომლებზეც ახლა ვისაუბრე _ ზნეობა და პროფესიონალიზმი. ის ადამიანები, რომლებიც მიშას მანიაკურ რეჟიმსაპრავებდნენდა რომლებზეც ივანიშვილი ამბობს, ესენი პროფესიონალები არიან, უბრალოდ, გზას ასცდნენო, ეგზიუპერის ამ ნაწარმოებში განხილულია, როგორც უზნეონი, რომლებიც შეუძლებელია, იყვნენ პროფესიონალები. უზნეო, როგორი პროფესიონალიც უნდა იყოს, თავის საქმეს მაინც უზნეოდ დაასრულებს. ივანიშვილის ქმედებებს რომ ვაკვირდები, ვხედავ, რომ საზოგადოებას, ნებით თუ უნებლიედ, უბიძგებს, გამორჩენით იცხოვროს!

_ “ინფო 9”-ის დახურვის შემდეგ რომელმა ტელევიზიებმა გითხრეს სამსახურზე უარი?

_ ყველამ. პირდაპირ არავის უთქვამს, კარგად იყავი, არ მომწონხარო, მაგრამ ზოგმა ფორმატი მოიმიზეზა, ზოგმა _ სატელევიზიო ბადე და ა.შ. ახლახან მაჩუქეს ვიდეოპორტალი და ამაზე ვმუშაობ. მექნება ინტერნეტტელევიზია “ბი ეს ტივი” და 1-2 თვეში, ალბათ, ავამუშავებ.

_ ამბობენტელეკომპანიამაესტროსწილი დავით კეზერაშვილმა იყიდაო.

_ ეს მეც შევიტყვე, მაგრამ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა, რომ დადასტურდეს, არ გამიკვირდება, რადგან, როგორი სიტუაციაც არის ქვეყანაში, ისეთივე პროცესები მიმდინარეობს სხვადასხვა ორგანიზაციაშიც. დღეს საქართველოში ნაციონალები “გულაობენ”, “ბლატაობენ”, ჯეჯილობენ, რადგან ეს ხალხი გაცილებით ჭკვიანი და მიზანმინართულია, ვიდრე დღევანდელი ხელისუფლება. ამჟამინდელ ხელისუფლებას ახალი დაავადება შეეყარა _ არხეინიზმი.

ჰგონიათ, “ნაციონალები” ხელისუფლებაში ვეღარ მოვლენ და ტელევიზიას არ ხსნიან, “რუსთავი 2”-ის ნაბოდვარი რომ გააბათილონ. იმას კი არ ვამბობ, რომ ჯიბეში ჩაისვან, არა. არსებობს ხერხები, რომლებითაც შეიძლება “რუსთავი 2”-ის კონტრტელევიზიის გაკეთება… გახსნესმე-9 არხი”, რომელიც ჩააბარეს ვიღაც ტუტუცებს, რომლებიც რაღაცას ბოდიალობდნენ, ამიტომაც უტირეს დედა ამ ტელევიზიას.

_ ლუბა ელიაშვილს გულისხმობთ?

_ დიახ. იმხანად მუშაობდა “ინფო 9”-ც, რომელიც ლუბას ხუშტურებზე ვერ ივლიდა. ლუბა “მე-9 არხზე” დახუშტურებდა, “ინფო 9”-ში კი მოდიოდა 5 წუთით და მიდიოდა.  მისი და _ მანანა ელიაშვილი “ინფო 9”-ში, თავის კაბინეტში იჯდა და რაღაცებს წიოდა, საქმეს კი მე და ჩემი გუნდი ვაკეთებდით. ჰკითხეთმე-9 არხისნებისმიერ თანამშრომელს და გეტყვით, რომ იქბარდაგიიყო. გამეფებული იყო ტუტუციზმი, რომ თურმე “დალეტი” უნდა დაენერგათ და ამაზე იყო ლუბა ორიენტირებული. არადა, ეს არის ფრანგული სამაუწყებლო ტიპის სისტემა, რომელიც თვითონ ფრანგებს არ გამოუყენებიათ და ესენი მეტიჩრობდნენ, ამიერკავკასიაში პირველები დავნერგავთო. 8 თვის განმავლობაში ნერგავდნენ ფრანგების მიერ დაწუნებულ “დალეტს”, რომელიც რეალურად არაფრის მომცემია… რაც მთავარია, ლუბა ელიაშვილმა, როგორც კი “მე-9 არხის” გენდირექტორად დაინიშნა, კონტრაქტი შეუწყვიტა დათო ზილფიმიანს, სამაგიეროდ, გაუფორმა დათო ბეჟუაშვილს, რომელმაც, სააკაშვილის დახმარებით, მილიონიანი ქონება _ ტელეკომპანია “პირველი სტერეო” _ დააკარგვინა ზილფიმიანს, რადგან მან სიხშირე მისცა ბიძინა ივანიშვილს. დღეს ძმები ბეჟუაშვილები ივანიშვილის პარტნიორები არიან რაღაც ფონდში. ამის შემდეგ ვიღას უნდა გაუკვირდეს, რაც ხდებოდა “მე-9 არხზე”? რატომ დახურა ბიძინამ ეს არხი, არ ვიცი. არადა, კი არ უნდა დაეხურა, მენეჯმენტი უნდა გამოეცვალა, ოღონდ ისევ სულელებით არ უნდა დაეკომპლექტებინა. ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ სნობიზმი სჭირთ, ვერ არჩეენ კადრებს და არ იციან, ვის რა საქმე ჩააბარონ. ანჯი დი ეს”-ზე რა ხდება? მეცხრედ შეცვალეს გენერალური დირექტორი. ახლა დანიშნეს თემურ გოგოლაძე, მეტსახელად ობობა, რომელიცრუსთავი 2”-ის თანამშრომელი იყო. მოჰყავთ და მოჰყავთ კადრებირუსთავი 2”-დან, ხელფასს 20 ათას ლარს უნიშნავენ, “ჯიდიეს”- კი ერთ ადგილზეა გაშეშებული _ იხარჯება მილიონები, მაგრამ ტელევიზიას რეიტინგი არ აქვს.

 ჰგონიათ, რადგან ადამიანი “რუსთავი 2”-ში მუშაობს, მაღალი დონის სპეციალისტია, იმას კი ვერ ხვდებიან, რომ კონკრეტული ადამიანი “რუსთავი 2”-ში არის ერთი ჭანჭიკი მექანიზმისა, რომელიც თავის დროზე ზურაბ ჟვანიამ და ეროსი კიწმარიშვილმა შექმნეს და რომელიც დღემდე მუშაობს.

_ 15 ნოემბერსნაციონალური მოძრაობასაპროტესტო აქციისთვის ემზადება

_ რაცოცნებასარ ადარდებს, რადგან არხეინიზმითაა დაავადებული. ასეთივე არხეინიზმი მახსოვს 2003 წელსაც, როდესაცვარდების რევოლუციამზადდებოდა. იმხანად ბევრი ამბობდა, _ მოიცა რა, გიჟ მიშას ხელისუფლებაში ვინ მოიყვანსო. ახლაც იმავეს მეუბნებიან, _ ხალხი არ არისნაციონალებისმხარესო. არადა, მაგათ ხალხი არ აინტერესებთ, შეუძლიათ, 5 კაცის მხარდაჭერით მოვიდნენ ხელისუფლებაში. საზოგადოების 50 პროცენტი არის მედროვე და, ვისაც ძალაუფლება აქვს, იმისკენ მიილტვის. ეს 50 პროცენტი, როცა ხელისუფლებას “ნაცები” ჩაიგდებენ ხელში, მყისვე მათთან მიცუცქდება. ახლა ხომ 10-15 პროცენტი უჭერს მხარს “ნაცებს”, მათ მედროვეთა 50 პროცენტიც დაემატება და 65 პროცენტით მოვლენ ხელისუფლებაში. სააკაშვილის ბოლო ინტერვიუს რომ ვუსმინე, გავგიჟდი _ კაცი დასაჭერია, მაგრამ აქეთ-იქით დაჯლიგინებს; დაუფარავად ამბობს, ფეხებზე მკიდია არჩევნები, ხელისუფლებაში რევოლუციით უნდა მოვიდეო. ასე არხეინად თუ განაგრძოოცნებამცხოვრება, ეჭვი არავის შეეპაროს, რომ მიშა დაბრუნდება.

ესაუბრა

ნინო მაისურაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here