Home რუბრიკები პოლიტიკა გენერალი უესლი კლარკი: უკრაინა, როგორც ნატოს წევრი, არ გვჭირდება!

გენერალი უესლი კლარკი: უკრაინა, როგორც ნატოს წევრი, არ გვჭირდება!

960

ევროპაში ნატოს შეიარაღებული ძალების ყოფილმა სარდალმა (1997-2000) ამერიკელმა გენერალმა უესლი კლარკმა განაცხადა, რომ არ ღირს უკრაინის შეყვანა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.


ნატოში უკრაინის მიღების მიზანშეუწონლობაზე ამერიკელმა გენერალმა ატლანტიკურ საბჭოში (აშშ-ის ერთ-ერთი წამყვანი ანალიტიკური ცენტრი) გამართული დისკუსიისას განაცხადა.

უკრაინა, როგორც ნატოს წევრი, არ გვჭირდება. ეს განსაკუთრებული ქვეყანაა. როდესაც ალიანსის გაფართოებაზე ვსაუბრობდით, არ გვქონდა მასში უკრაინის შეყვანის გეგმა”, _ თქვა უესლი კლარკმა, რომელიც ერთადერთი არ არის, ვინც ეწინააღმდეგება სამხედრო ბლოკში ახალი წევრის მიღებას. უფრო ადრე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულადნმა აღნიშნა, რომ “ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოები უახლოეს ხანში არ დათანხმდებიან მათ რიგებში უკრაინის მიღებას. რაც შეეხება უკრაინისა და აშშ-ის ურთიერთმოქმედებას ნატოსგან დამოუკიდებლად, ის უკვე იღებს ყველა სარგებელს ამ თანამშრომლობისგან”. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კი უარი განაცხადა უკრაინის პრეზიდენტისთვის, “ნატოსგან დამოუკიდებლად, აშშ-ის ძირითადი მოკავშირის სტატუსის” მინიჭებაზე.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here