Home რუბრიკები პოლიტიკა დასავლეთის ლაშქრობა მართლმადიდებელი ცივილიზაციის წინააღმდეგ გრძელდება

დასავლეთის ლაშქრობა მართლმადიდებელი ცივილიზაციის წინააღმდეგ გრძელდება

602

შექმნილ სიტუაციაში ყირიმსა და სევასტოპოლს უფრო გაუმართლათ: მათ ყველაზე ადრე დანიშნეს რეფერენდუმი და მოასწრეს უკრაინის იმ სამხედრო ნაწილების ნეიტრალიზება, რომლებიც ნახევარკუნძულზე იმყოფებოდნენ. რუსეთის ფედერაცია, რომელსაც ხრუშჩოვმა უსაფუძვლოდ ჩამოართვა ნახევარკუნძული და გადასცა უკრაინის სსრ-ს, დაეთანხმა ყირიმელების ამ სურვილს და შეერთება მოხდა მშვიდობიანად, ერთი გასროლისა და მსხვერპლის გარეშე. რა თქმა უნდა, მოსკოვი დაეხმარა ყირიმელებს მშვიდობის შენარჩუნებასა და ექსტრემისტების მხრიდან პროვოკაციების თავიდან აცილებაში რეფერენდუმის წინ _ რუსეთის ჯარმა პროფესიონალიზმი გამოავლინა, ზედმეტი ხმაურისა და კონფლიქტების გარეშე დაბლოკა უკრაინის ყველა დანაყოფი ყირიმში.


მწვანე კამუფლაჟში ჩაცმულ რუსეთის ელიტურ ჯარისკაცებს, რომლებიც საქმეს ზედმეტი ყვირილის, მუქარის და ხმაურის გარეშე აკეთებდნენ, ხალხში ხუმრობითმწვანე კაცუნებიდათავაზიანი ადამიანებიშეარქვეს. მათი წვლილი ყირიმში მშვიდობის შენარჩუნებაში უდიდესია.

ისინი არ იყვნენ ოდესაში, არც _ დონბასში, ამიტომ უკრაინის სხვა რეგიონებში, რომლებიც გამოვიდნენ “ბანდერელების” წინააღმდეგ, მოვლენები სხვა სცენარით განვითარდა. რეფერენდუმის ჩატარება მოხერხდა, მაგრამ მშვიდობის შენარჩუნება _ არა. კიევის ხელისუფლებამ, განსაკუთრებით პოროშენკოს არჩევის შემდეგ, ივნისში დაიწყო სადამსჯელო ოპერაციების წარმოება, რომელთაც “ანტიტერორისტული ოპერაცია” დაარქვა. გორლოვკა, დონეცკი, ლუგანსკი და ბევრი სხვა ქალაქი ყოველდღე იბომბება საარტილერიო ცეცხლით, იღუპებიან მშვიდობიანი ადამიანები. დასავლეთს მათი ბედი სრულიად არ აინტერესებს. როგორც პოლიტიკოსები, ისევე მასმედია დუმან. მათ ხმა არ ამოიღეს ოდესის ტრაგედიის გამო (2 მაისს) _ თითქმის არ ყოფილა ვრცელი სიუჟეტები დასავლეთის ტელევიზიებსა და პრესაში, დასავლელმა ჟურნალისტებმა გაკვრით ახსენეს, რომ დაპირისპირების შედეგად ოდესაში ხანძარში დაიღუპა რამდენიმე ათეული ადამიანი, მაგრამ ის, რომ ეს ადამიანები შენობაში შერეკეს და ცეცხლი წაუკიდეს, არსად თქმულა, მიუხედავად იმისა, რომ რუსული არხებით გავრცელებული კადრებიდან ეს კარგად ჩანს. დასავლელმა პოლიტიკოსებმა და ჟურნალისტებმა, ასევე, “ვერ შენიშნეს” უამრავი მოქალაქე, რომლებიც მონაწილეობდნენ რეფერენდუმებში, ვერ შენიშნეს მათი ენთუზიაზმი, დიდი სურვილი და რწმენა იმისა, რომ ფაშიზმისგან თავს იხსნიან. გულწრფელად ვაღიარებ, ამ სტრიქონების ავტორს მაშინ არ სჯეროდა, რომ დასავლეთის მასმედიას შეუძლია იგნორირება ან ეჭვის შეტანა 16 მარტისა და 11 მაისის რეფერენდუმებზე ხალხის დიდი მოზღვავების ფაქტებში, მაგრამ სწორედ ასე მოხდა.

ამასთანავე, აღვნიშნავთ, რომ დასავლეთის ლიდერებმა _ აშშ-ის პრეზიდენტმა ობამამ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ოლანდმა ხმა ამოიღეს სამოქალაქო პირთა შორის მსხვერპლზე და მოუწოდეს კიევს, ზედმეტად არ გაერთოს ატო-ს (ანტიტერორისტული ოპერაცია) ჩატარებისას, ხოლო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა შტაინმაიერმა, ფრანგ კოლეგა ფაბიუსთან ერთად, შეძლო რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეების მინისტრების შეხვედრის ორგანიზება ბერლინში, აღნიშნა რა, რომ უკრაინას სჭირდება “საგზაო რუკა” ცეცხლის შეწყვეტისა და სტაბილიზაციის შესახებ. მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან გვიან მოხდა, აგვისტოს შუა რიცხვებში, როცა დონბასი უკვე სისხლისგან იცლებოდა და რუსეთმა იქ სატვირთო მანქანების კოლონა გაგზავნა მოსახლეობის დასახმარებლად.

საბჭოთა კავშირის პერიოდში დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, ყირიმისგან განსხვავებით, რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობაში არ შედიოდნენ, ისინი უკრაინის სსრ-ის ნაწილს წარმოადგენდნენ. ამიტომ რუსეთს არ ჰქონდა არავითარი იურიდიული საბაბი, რომ იქ სამშვიდობო ძალები შეეყვანა, თავის საზღვრებთან ომისა და ქაოსის თავიდან აცილების მიზნით, მით უმეტეს, ეს ტერიტორიები მიეერთებინა. ეს განსხვავება აღნიშნა 2014 წლის მარტში ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. შესაძლოა, ეს პუტინის პოლიტიკური შეცდომაა და საჭირო არ იყო იურიდიული საკითხებით ხელების შებოჭვა, როცა საქმე ეხება მოახლოებულ ჰუმანიტარულ კატასტროფას, მაგრამ პუტინი მოიქცა საერთაშორისო სამართლის ნორმების გათვალისწინებით და არა პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე, თუმცა, შესაძლებელია, რომ ის პოლიტიკურადაც მართალია და აღმოსავლეთ უკრაინაში ჯარის შეყვანის დაჩქარება საჭირო არ იყო _ ეს რუსეთს ეკონომიკურად დაასუსტებდა.

სხვათა შორის, დასავლეთის სანქციები რომც არ ყოფილიყო, ყირიმის შეერთებაც საკმაოდ ძვირი უჯდება რუსეთს. ეს კიდევ ერთი არგუმენტია იმის სასარგებლოდ, რომ რუსეთს არ სჭირდებოდა უკრაინისთვის ყირიმის წართმევა და ამისკენ მას თვითონ კიევმა უბიძგა. პრეზიდენტ პუტინის თქმით, სახელმწიფო გადატრიალება უკრაინაში და აქცენტების მკვეთრი ცვლილება რევოლუციური ცვლილებების შედეგად, ასაბუთებს საზღვრების კორექტირების შესაძლებლობას (მხედველობაში ჰქონდა ყირიმი), რადგან რევოლუციის შედეგად ჩვენ საქმე გვაქვს უკვე სხვა სახელმწიფოსთანო. “ასე იყო რუსეთის შემთხვევაშიც 1917 წელს, როცა რუსეთის იმპერიის ნაცვლად, წარმოიქმნა ახალი სახელმწიფო, რომელმაც გამოიწვია ძველი საზღვრების ცვლილება”, _ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ზემოაღნიშნულ პრესკონფერენციაზე.

პუტინი კერკეტი კაკალი აღმოჩნდა, ხოლო ახლა 2014 წელია და არა _ 1999

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ეტაპობრივი შემოღება და გამკაცრება მიზნად ისახავდა რუსეთის ლიდერისა და მისი გარემოცვის დაშინებას. შეზღუდვები შეეხო, პირველ ყოვლისა, რუსეთის ბანკებსა და მსხვილ კომპანიებს, რომლებიც მოიპოვებენ და გადაამუშავებენ სასარგებლო წიაღისეულს. რუსეთმა არ უნდა მიიღოს ტექნოლოგიები თავისი ენერგეტიკული პოტენციალის და, რა თქმა უნდა, სამხედრო სექტორის გასავითარებლად. აღვნიშნავთ, რომ რუსეთის ბანკების და კომპანიების სია, რომლებსაც სანქციები შეეხო, საქმის ცოდნით არის შედგენილი, რათა მოხდეს რუსეთის ეკონომიკის ცალკეული სექტორების განვითარების შეფერხება. გარდა ამისა, ცალკეულ რუს მაღალჩინოსნებს, პოლიტიკოსებს, სამხედროებსა და ბიზნესმენებს აეკრძალათ ევროკავშირსა და აშშ-ში შესვლა, მათ ანგარიშებს დასავლეთის ბანკებში დააყადაღებენ.

 უნდა აღინიშნოს, რომ სანქციები საკმაოდ სერიოზულია, თუმცა ეს მაქსიმუმია, რისი გაკეთებაც დასავლეთს შეუძლია, ეს კი ვერ შეაფერხებს რუსეთის განვითარებას. დიახ, საჭირო იქნება გარკვეული დრო, რათა რუსეთი გადაერთოს პარტნიორობის გაღრმავებაზე აზიისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან და, პირველ რიგში, საკუთარი მრეწველობა და მაღალი ტექნოლოგიები განავითაროს. თუკი ეს ყველაფერი ხერხდებოდა საბჭოთა პერიოდში, ახლა რატომ არ შეიძლება ამის გაკეთება?! რეალურად დასავლეთმა უბიძგა რუსეთს, გააძლიეროს ავტარკია, თვითკმარობა და გამოვიდეს გლობალიზაციური პროცესებიდან, რომლებიც დიდწილად თავსმოხვეული იყო მისთვის სსრკის დაშლის შემდეგ. პირველ რიგში, საუბარია საკუთარი წარმოების განვითარებაზე უდიდესი შიგა ბაზრის დასაკმაყოფილებლად. რუსი მწარმოებლები უკვე სიხარულით უყურებენ სანქციებს, რადგან ეს მათი შანსია, საკუთარი თავი წარმოაჩინონ. სანქციებმა გარკვეული დისკომფორტი შეუქმნეს ბანკებსა და მსხვილ კორპორაციებს, რომლებსაც ბიზნესი დასავლელ პარტნიორებთან ჰქონდათ, მაგრამ არც ერთი მათგანი არ შეწყვეტს არსებობას სანქციების გამო.

ყურადღება, აგრეთვე, უნდა მივაქციოთ ერთ გარემოებას: სანქციები მაქსიმალურ დისკომფორტს უქმნიან რუს ოლიგარქ-მილიარდერებს, რომლებიც ასე თუ ისე დაახლოებული არიან პრეზიდენტთან. დასავლელი პოლიტიკოსების გათვლა ამ დროს, როგორც ჩანს, ხდებოდა იმაზე, რომ პუტინის უახლოესი გარემოცვა მასზე ზემოქმედებას მოახდენდა უკრაინაში პოლიტიკის შეცვლის მიზნით. მეორე მხრივ, დასავლეთში იმედოვნებდნენ, რომ რუსეთის მოქალაქეების საცხოვრებელი პირობები გაუარესდებოდა და ხალხი პრეზიდენტისგან დათმობებს მოითხოვდა. ამგვარი ეიფორიული განწყობები გამოსჭვივოდა დასავლური მასმედიის ბევრ სტატიასა და რეპორტაჟში.

რა თქმა უნდა, მსგავსი არაფერი მომხდარა. პუტინის გარემოცვა არ აჯანყდება სანქციების გამო, პუტინმა ჯერ კიდევ შარშან ყველა გააფრთხილა: სახელმწიფო მოხელეებს არ უნდა ჰქონდეთ უძრავი ქონება და ანგარიშები უცხოეთში! ამით ისინი უცხო ქვეყნებზე დამოკიდებული ხდებიან. პუტინის გაფრთხილებას უკვალოდ არ ჩაუვლია, ბევრმა შეძლებულმა ადამიანმა რუსეთში, რომლებიც, ამასთანავე, სახელისუფლო ელიტის წარმომადგენლებიც არიან, დასავლეთის საბანკო და სასამართლო სისტემების “დამოუკიდებლობის” რეალური ფასის გაანალიზების შემდეგ თავისი ქონების შენახვაზე იზრუნა, რომ არ გამხდარიყვნენ დასავლური პოლიტიკის მხრიდან შანტაჟის ობიექტები. რაც შეეხება ხალხს: დასავლეთის სანქციებმა ვერ გამოიწვია რუსეთის მოსახლეობის ცხოვრების პირობების საგრძნობი გაუარესება; პროდუქტების უმნიშვნელო გაძვირება, იძულებითი განშორება ყველის ევროპულ სახეობებთან და ა. შ.

 დავუშვათ, დასავლურმა სანქციებმა რამდენადმე გააძლიერა ინფლაცია და სხვა ნეგატიური პროცესები რუსეთის ეკონომიკაში, საინტერესოა, როგორ წარმოუდგენიათ დასავლეთში რუსებისა და მათი ხელმძღვანელობის რეაქცია? მაგალითად, გაძვირდა არაყი და ძეხვი, რა მოხდება ამის შემდეგ _ რუსები შეიკრიბებიან წითელ მოედანზე და პუტინისგან მოითხოვენ ყირიმის დაბრუნებას უკრაინისთვის, ხოლო დონბასში მართლმადიდებლების მიტოვებას ბედის ანაბარა?

 ან იქნებ თვითონ პუტინი გამოვა ამგვარი ინიციატივებით, წითელ მოედანზე საპროტესტო აქციების გარეშეც?

თუ პუტინი ადგილს დაუთმობს გორბაჩოვს და ის მორიგპერესტროიკასჩაატარებს და სახელმწიფოს დაშლის? _ რა თქმა უნდა, არაფერი მსგავსი არ შეიძლება მოხდეს. რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ დაიხევს უკან, ხოლო პუტინის ქმედებები კიდევ უფრო გამკაცრდება. მხოლოდ ერთია გასაკვირი: დასავლეთში რუსეთს თითქოს სწავლობენ, მათ ჰყავთ რუსეთის სპეციალისტები სხვადასხვა დარგში _ ანალიტიკოსები, მკვლევარები, აგენტები, რომლებიც ინფორმაციას მოიპოვებენ და სხვა სასარგებლო ადამიანები. ნუთუ ასე გაუგებარია რუსი ხალხისა და მისი ლიდერის _ ვლადიმერ პუტინის ხასიათი? ნუთუ დასავლეთში დაიჯერეს, რომ რუსეთი დაიხევს ამ სამარცხვინო ზემოქმედებით? დიახ, რუსეთი დიდწილად შეიცვალა _ გლობალიზაციის საცეცები მასაც მისწვდა, რუსი პოლიტიკოსები და ოლიგარქები თავიანთ შვილებს დასავლეთში გზავნიან სასწავლებლად და საცხოვრებლად (ყოველ შემთხვევაში, ცოტა ხნის წინათ ასე იყო), სიამოვნებით ყიდულობენ ბინებს უცხოეთში და ისვენებენ იქ, მათ დიდწილად მიიღეს დასავლური ფასეულობები და ფსევდოფასეულობები. მაგრამ ეს ყველაფერი არასაკმარისია იმისთვის, რომ საშუალოსტატისტიკურმა რუსმა უარი თქვას პატრიოტიზმზე. მორწმუნე მართლმადიდებელი ადამიანების რაოდენობა რუსეთში იზრდება, მათ შორის, არმიაში. გაძლიერდა პატრიოტული სული _ ახალგაზრდობაშიც კი. ტყუილად როდი სცემენ რუსეთში განსაკუთრებულ პატივს დიდი სამამულო ომის ხსოვნას და მის ვეტერანებს, ეროვნული კუთვნილების მიუხედავად. რუსული წვეულებების ზედმეტობები, დიდ ქალაქებში სტრიპტიზბარებისა და გეიკლუბების არსებობა არ უნდა გახდეს მცდარი დასკვნის მიზეზი: რუსეთი ცოცხალი ორგანიზმია, მისი ქრისტიანული და ნაწილობრივ მუსლიმანური შემადგენელი უფრო ძლიერია, ვიდრე დასავლური “გლობალიზაციის” დანალექები. რუსეთი იყო და არის გლობალიზაციის წინააღმდეგობის კერა, და რაც მთავარია, ხალხში ქვეცნობიერ დონეზე არსებობს ეს წინააღმდეგობა.

“პუტინის რეჟიმის გათვლებზე ზემოქმედების კუთხით, რაც უკავშირდება უკრაინას, ჩვენ ვერ ვხედავთ იმ შედეგებს სანქციებისგან, რაც ჩვენ გვინდოდა,” _ განაცხადა 4 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯოშ ერნესტმა. გვინდა, დავარწმუნოთ ბატონი პრესმდივანი: ვერც ნახავთ!

აი, რა ვერ გაიგეს დასავლეთში. ეს მათი ელექტორატი შეიძლება შეკრთეს და დეპრესიაში ჩავარდეს ცხოვრების პირობების გაუარესების გამო, ხოლო რუს ხალხს ამაზე გაცილებით მეტი აუტანია. 1999 წელს, იუგოსლავიის კრიზისისას, რუსეთი სუსტი იყო, დასავლურ ექსპანსიასთან შესაწინააღმდეგებლად. ძალები არასაკმარისი იყო 2000-იანი წლების დასაწყისშიც, როცა დაიწყო “ფერადი” რევოლუციების პირველი ტალღა, მაგრამ რუსეთი პუტინის ხელმძღვანელობით ყოველწლიურად ძლიერდებოდა. ამჟამად ის მზადაა დასავლეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად და დასავლეთის სანქციებს უპასუხებს თავისი, შესაძლოა, უფრო მტკივნეული სანქციებით.

ევროპა უფრო მეტად არის დამოკიდებული რუსეთთან ვაჭრობაზე, ვიდრე აშშ. ავიღოთ თუნდაც ბუნებრივი აირით მომარაგება. ფინეთი, შვედეთი, ბალტიის ქვეყნები და ბულგარეთი 100%-ით რუსულ აირს მოიხმარენ. გერმანია თავისი მოთხოვნის ერთ მესამედს ფარავს რუსული აირით. ასევე მაღალია რუსულ ენერგეტიკულ ნედლეულზე დამოკიდებულება ჩეხეთის, პოლონეთის, ბელგიის, ნიდერლანდების, უნგრეთის, ავსტრიის, სლოვაკიის, სლოვენიის, ხორვატიის, რუმინეთისა და საბერძნეთის შემთხვევაში. საფრანგეთი და იტალია მოხმარებული გაზის 20%-ს ასევე რუსეთიდან იღებენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააფრთხილა ევროკავშირი, რომ რუსეთთან ულტიმატუმისა და სანქციების ენაზე საუბარმა შეიძლება, ენერგოშემცველების გაძვირება გამოიწვიოს (იხ.რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე ნახსენები 30 ივლისის კომენტარი). რუსეთმა ჩინეთთან ხელი მოაწერა მრავალმილიარდიან კონტრაქტს ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე. ასე რომ, თუკი ევროპა რუსული გაზის გარეშე დარჩება, რუსეთი არ დარჩება შემოსავლების გარეშე. მას თავისუფლად შეეძლება გაძვირებული ნავთობის გაყიდვაც. რუსეთი არ დაიღუპება ევროპაში ენერგოშემცველების ექსპორტის შეწყვეტით, სამაგიეროდ იქნება სრული ქაოსი ევროპის ეკონომიკაში. ევროპას უახლოეს მომავალში არ აქვს რუსული გაზის ჩანაცვლების საშუალება, არ არსებობს ამის ტექნიკური შესაძლებლობები. ზოგიერთი ამერიკელი სენატორის პოპულისტური განცხადებები, რომ ევროპას თხევად გაზს მიაწოდებენ, უბრალოდ, სიტყვებია და მეტი არაფერი. მჭიდროდ დასახლებულ ევროპაში, ასევე, შეუძლებელია ფიქლური გაზის საბადოების ათვისება, მით უმეტეს, სწრაფი ტემპით.

ანუ ევროპა ცეცხლს ეთამაშება. ეს აშშ-ს ხელს აძლევს. თუმცა, ერთი მხრივ, ისინი ასუსტებენ ეკონომიკურ კონკურენტს _ ევროკავშირი პლუს რუსეთი, მათ შორის პარტნიორობის გაწყვეტის საშუალებით. მაგრამ, მეორე მხრივ, ისინი ასუსტებენ თავიანთ პარტნიორებს ევროპაში. ასე რომ, აშშ სერიოზულ პოლიტიკურ რისკზე მიდის.

რუსეთი ჯერ არ აპირებს ევროპის დასჯას და გაზის გადაკეტვას. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, მაგრამ რუსეთმა უკვე უპასუხა სანქციებს მტკივნეული კონტრსანქციებით, შეზღუდა რა რუსეთის ბაზარზე ევროპის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეტანა. რუსეთის კონტრზომების პირველმა შედეგებმა არ დააყოვნა (ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია). დასავლური პრესის ქედმაღლური ტონი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების მომენტში მსუბუქი პანიკით შეიცვალა.

დასკვნები საქართველოსთვის

საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ ამა წლის თებერვალში დავოსში გამოხატული ფრთხილი, დიპლიმატიური პოზიცია უკრაინის მოვლენების მიმართ სრულიად გამართლებული იყო. და საერთოდ, ირაკლი ღარიბაშვილი ყოველთვის ზომიერ პოზიციას გამოხატავს რუსულ-ქართული ურთიერთობების მიმართ _ გრძნობს პოლიტიკოსის პასუხისმგებლობას საკუთარი ქვეყნის წინაშე. სააკაშვილს არ ჰქონდა პასუხისმგებლობის გრძნობა და მან საქართველო გადაჩეხა უახლოეს მეზობელთან, ერთმორწმუნე რუსეთთან კონფრონტაციის ჭაობში. ეს შეგნებულად გაკეთდა, ჩვენ ამის შესახებ არაერთხელ დაგვიწერია და გვითქვამს. საქართველოს ახალი ხელისუფლება აცნობიერებს, როგორი დამღუპველი შეიძლება იყოს ქვეყნისთვის “ცივი ომის” გაგრძელება რუსეთთან, ამიტომ ჩვენი ხელმძღვანელობის გენერალური ხაზი _ არ ჩაერიოს ზედმეტად აქტიურად უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში _ სრულიად მისაღებია.

მაგრამ უგუნურად იქცევა უკრაინის ახალი ხელისუფლება. ის არ იკმარა, რომ ქვეყანაში ქაოსი შეიტანა, სხვისი ინსტრუმენტი გახდა, რუსეთის წინააღმდეგ მიმართული. უკრაინის ხელისუფლება პროვოკაციულად, აგდებულად იქცევა საქართველოს მიმართ. იმ დროს, როცა საქართველოში მიმდინარეობს ქვეყნის ყოფილი მმართველების საქმეების გამოძიება, ძალზე არაეთიკურია უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან სააკაშვილის დატოვება თავის მრჩევლად, რომელიც გაუთავებლად ლანძღავს საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას. უკრაინა რჩებანაციონალური მოძრაობისწარმომადგენელთა პლაცდარმად, მათ იქ იწვევენრეფორმების გამოცდილების გასაზიარებლადდა ყველა საშუალებას აძლევენ, ძირგამომთხრელი საქმიანობა აწარმოონ ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომელმაც უარი თქვა მათრეფორმებზე”. უფრო მეტიც, “მაიდნისხელისუფლების წარმომადგენლები ისე გათავხედდნენ, რომ თბილისში კრიმინალი მერაბიშვილის სასამართლო პროცესზე ოდიოზური იური ლუცენკო გამოგზავნეს, რომელიც ბედავდა სასამართლო პროცესში ჩარევას და მოსამართლის მიმართ მუქარას. გასაკვირი არაა, რომ ლუცენკო სასამართლო სხდომის დამთავრების შემდეგ ლანძღავდა და აგინებდა დენაციფიცირებულ საქართველოს ქართულ მასმედიასთან ინტერვიუებში. ეს იმის მიუხედავად მოხდა, რომ ცოტა ხნით ადრე პრემიერმა ღარიბაშვილმა უკრაინას ურჩია, მაინცდამაინც დიდი ყურადღება არ მიაქციოს სააკაშვილის რჩევებს. კიევმა, ფაქტობრივად, სილა გააწნა თბილისს. ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ და სწორი დასკვნები გამოვიტანოთ: დონბასის მცხოვრებნი იმავე ავანტიურისტებისგან იცავენ თავს, რომლებიც უფრო მეტად აფასებენნაციონალებთანმეგობრობას, ვიდრე საქართველოსთან.

საქართველომ უნდა დასაჯოს ის კრიმინალური სტრუქტურები, რომლებიც საქართველოდან უკრაინაში გზავნიან ზოგიერთ პირს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის, თუმცა ქართველმა “ბოევიკებმა”, სინამდვილეში კი “ნაციონალებმა”, აქამდე დიდად ვერ გამოიჩინეს თავი _ დონბასელი აჯანყებულები ნიჭიერი რუსი მეთაურების ხელმძღვანელობით ბრწყინვალედ უმკლავდებიან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. სხვებთან შედარებით უფრო დიდხანს ტივტივებს ერთ-ერთი ბოევიკი, აშკარად მცირე მასშტაბის კრიმინალი, რომელმაც ძაღლური მეტსახელი მოირგო _ “დობერმანი”. ეს “დობერმანი” არცხვენს ყველა ნამდვილი ქართველი სამხედროს ღირსებას, პოზირებს მიწაზე დაწვენილი და ხელებშეკრული ტყვეების ფონზე, მით უმეტეს, რომ თვითონ მას მტრის დატყვევებაში მონაწილეობა არ მიუღია. “დობერმანი”, როგორც ჩანს, არც იბრძვის წინა ხაზზე, მუდმივად იღებს ვიდეოკლიპებს ფრონტის ხაზიდან შორს და ამბობს, რომ მტრების ჯიბრზე ცოცხალია (თითქოს მისი პერსონა ვინმეს აინტერესებდეს). აი, ასეთი კლოუნები გამოდიან საქართველოს სახელით უკრაინაში, ხოლო ჩვენმა ხელისუფლებამ ამას ყურადღებით უნდა ადევნოს თვალყური, რადგან საქმე ეხება საქართველოს რეპუტაციას.

ჩვენ, ევრაზიის ინსტიტუტში, გვაქვს ინფორმაცია, თუ რა არხებით და ვინ აგზავნის ამგვარ სუბიექტებს უკრაინაში და მზად ვართ, გავანდოთ ის კომპეტენტურ ორგანოებს, თუკი მათ არ აქვთ ამგვარი ცნობები.

ასევე, კარგი იქნებოდა, თუკი საქართველო, ევროკავშირთან “ასოციაციის” ხელშეკრულების ხელმოწერით ტკბობის ნაცვლად, ყურადღებას მიაქცევდა გაზრდილ შესაძლებლობებს რუსეთსა და ევროკავშირს შორის სანქციური დაპირისპირების ფონზე.

რუსეთმა განსაზღვრა პრიორიტეტული ქვეყნების სია სურსათის მოწოდების თვალსაზრისით, რომელიც ადრე ევროპის ქვეყნებიდან შემოდიოდა, “ჩვენთვის პერსპექტიული ქვეყნებია ხილ-ბოსტნეულის მოწოდების თვალსაზრისით აზერბაიჯანი, უზბეკეთი, სომხეთი, ტაჯიკეთი, რაღაც დოზით ყირგიზეთი. აქვე ახლოს არიან თურქეთი, ირანი, სერბეთი. ძალიან პერსპექტიული ქვეყნებია ირანი, მაროკო და ეგვიპტე _ მათ სჭირდებათ ჩვენი პროდუქცია, კერძოდ, ხორბალი და ზეთი, ხოლო ჩვენ გვინდა მათი ბოსტნეული, ხილი, კენკრა და ციტრუსები”, _ განაცხადა რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ნიკოლაი ფიოდოროვმა. მისი სიტყვებით, მძლავრი ბაზარი, რომელიც “კარზე გვიკაკუნებს”, არის ლათინური ამერიკის ქვეყნები. “ესაა ჩილე, არგენტინა, პარაგვაი, ეკვადორი, პერუ. მათთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და ისინი უკვე რიგში დგანან, რომ გაზარდონ თავიანთი პროდუქციის მოწოდება”, _ თქვა ფიოდოროვმა.

კარგი იქნებოდა, თუკი ამ სიაში საქართველოც აღმოჩნდებოდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის მცხოვრებლებს ვერსად გააქვთ თავიანთი შესანიშნავი ხარისხის ვაშლი და მოსავალი ფუჭდება.

მართლმადიდებლობის აღორძინებასა და მართლმადიდებელი ხალხების ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს. დასავლეთის ექსპანსია ჯერ კიდევ გრძელდება, მაგრამ რუსეთის სიმტკიცის გამო დასასრულისკენ მიდის, ამიტომ ყველა ჩვენგანმა უნდა გაიგოს: უკრაინაში მიმდინარე მოვლენები არც სეპარატიზმია და არც ერთი სახელმწიფოს ტერიტორიების მითვისება მეორე სახელმწიფოს მიერ, ეს ყოველივე გლობალური ცივილიზაციური დაპირისპირების ნაწილია!

გულბაათ რცხილაძე,

ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here