Home რუბრიკები საზოგადოება “კამელინის” მხოლოდ 2-3 კაფსულა უზრუნველყოფს ორგანიზმის ანტიოქსიდანტურ მოთხოვნებს

“კამელინის” მხოლოდ 2-3 კაფსულა უზრუნველყოფს ორგანიზმის ანტიოქსიდანტურ მოთხოვნებს

4225

პრეპარატ “კამელინს”  სამედიცინო საზოგადოების მხრიდან ინტერესი და თანადგომა ჯერ კიდევ პრეპარატის ავტორის, ქირურგ ძაგული მაღლაკელიძის სიცოცხლეში ჰქონდა. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან  ჩაეყარა საფუძველი პრეპარატზე უდიდეს კლინიკურ-ექსპერიმენტულ კვლევებს გამოჩენილ მეცნიერთა და ექიმთა ჯგუფის მხარდაჭერით როგორც საქართველოში, ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნების  სამეცნიერო და სამედიცინო  ცენტრებში, რომლის შედეგადაც მტკიცდებოდა პრეპარატის სიმსივნის საწინააღმდეგო  მოქმედება.


2004  წლიდან პრეპარატ “კამელინის” ავტორის  პირად არქივებში დაცულ უზარმაზარ პრაქტიკულ მასალაზე დაყრდნობით დაფუძნდა თანამედროვე სტანდარტების მქონე (წარმოების, მარკირებისა და შეფუთვის მიმართულებით) ფარმაცევტული კომპანია “კამელინი” და შეიქმნა  სამეცნიერო ჯგუფი. დაიწყო პრეპარატ “კამელინის” უნიკალური თვისებების ახლებური კვლევა საქართველოსა და საზღვარგარეთის  წამყვან სამეცნიერო-კლინიკურ ინსტიტუტებში. კვებეკის, მონრეალის, რიო დე ჟანეიროს, დელის და სხვა სამეცნიერო ცენტრებში პრეპარატ “კამელინზე” განხორციელებულმა კვლევებმა ცხადყო პრეპარატის დიდი პოტენციალი, როგორც ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი ბაქტერიების, ვირუსებისა და სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ, ასევე სიმსივნის წინააღმდეგ საბრძოლველად. შემდგომმა ექსპერიმენტულმა და კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ “კამელინი” ხასიათდება სხვა თვისებებითაც. “კამელინის” სუბსტანციაზე  წამლის სხვა ფორმების (კაფსულები, მალამო, სანთლები, სპრეი)  შექმნამ, ასევე ორგანიზმში შეყვანის ახალმა მეთოდებმა (ელექროფორეზი, ულტრაფონოფორეზი, ინჰალაცია და სხვ.) მნიშვნელოვნად გააფართოვა ამ პრეპარატის კლინიკური გამოყენების სფერო. “კამელინი” 100 %-ით ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა პრეპარატია, არატოქსიკური, ჰიპოალერგიული, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, მარეგენერირებელი, ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.

ახლახან თსუ-ს ფარმაცევტული ფაკულტეტის, ფარმაცევტული და ტოქსიკოლოგიური ქიმიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის, ფარმაცევტ თამაზ მურთაზაშვილის  ხემძღვანელობით  შესწავლილ იქნა პრეპარატ “კამელინის” ანტიოქსიდანტური აქტივობა.

თამაზ მურთაზაშვილი:

_ ანტიოქსიდანტები ორგანიზმის ჯანმრთელობაში გადამწყვეტ როლს თამაშობენ. ანტიოქსიდანტი არის მოლეკულათა ჯგუფი, რომელიც ხელს უშლის ან ანელებს სხვა მოლეკულების დაჟანგვის პროცესს. ორგანიზმში ჟანგვითი პროცესები ბუნებრივი სასიცოცხლო აუცილებლობაა, თუმცა ამ პროცესს თან ახლავს ე.წ.  “თავისუფალი რადიკალების” წარმოქმნა. თავისუფალი რადიკალი არის მაღალი აქტივობის  მოლეკულა, რომელიც ორგანიზმში წარმოიქმნება ჟანგვითი პროცესების დროს. თავის მხრივ, თავისუფალი რადიკალები იწვევენ ჯაჭვურ რეაქციას და აზიანებენ უჯრედებს. სწორედ უჯრედების დაზიანება იწვევს ორგანიზმში არასასურველი მოვლენების განვითარებას, სწრაფ დაბერებას და დაავადებებს, როგორიცაა კიბო, გულ-სისხლძარღვთა სისტემის და სხვა პათოლოგიები. თავისუფალი რადიკალების სიჭარბე დამღუპველად მოქმედებს ორგანიზმზე, მათი დიდი რაოდენობა განაპირობებს ნორმალური ფიზიოლოგიური პროცესების  შეფერხებას. თავისუფალი რადიკალების სიჭარბეს კი იწვევს არასწორი კვება, ალკოჰოლი, მავნე ეკოლოგიური პირობები და სხვა ენდოგენურ-ეგზოგენური ზემოქმედება, ეს ყველაფერი კი, თავის მხრივ, იწვევს ორგანიზმის იმუნიტეტის დაქვეითებას. ანტიოქსიდანტური აქტივობისა და იმუნიტეტის დაქვეითება კი სხვადასხვა პათოლოგიური პროცესების განვითარების რისკია. სწორედ ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების მოქმედებას აკონტროლებს ანტიოქსიდანტები. ისინი  უჯრედულ დონეზე ამცირებენ ჰიპეროქსიდაციის პროცესს და ამით იცავენ უჯრედებს შემდგომი დაზიანებისგან.

_ მიუხედავად იმისა, რომ საკვები პროდუქტები შეიცავენ ანტიოქსიდანტებს, მაგალითად, თაფლს, დიდი ხანია, იყენებენ მედიცინის სხვადასხვა სფეროში, მაგრამ სამამულო თაფლის პროდუქტი საინსტილაციო ფორმით ჯერ არ ყოფილა წარმოდგენილი. დღეს შესაძლებელია, ემპირიულად გამოცდილი ნედლეული მომხმარებლისთვის შეთავაზებული იყოს ისეთი ფორმით, როდესაც დაცული იქნება პრეპარატის წარმოების ყველა ფარმაკოლოგიური მოქმედება. პრეპარატი “კამელინი” თაფლიდან გამოყოფილი ნახშირწყლების ფრაქციიდან მიიღება  და ძლიერი იმუნომოდულაციური თვისებებით გამოირჩევა, ამიტომ ჩვენ ამ მიმართულებით ინვიტრო კვლევა ვაწარმოეთ. კვლევის მიზანს შეადგენდა “კამელინის” ანტიოქსიდანტური აქტივობის შესწავლა რეაქტივთან სპექტროფოტომეტრული მეთოდით. ექსპერიმენტებში გამოყენებული იქნა “კამელინის” ხუთივე ფორმის პრეპარატი, მაგრამ აქცენტი “კამელინ 2”-ზე _ კაფსულებზე გავამახვილეთ. კვლევებიდან გამომდინარე, ვასკვნით, რომ ზრდასრულ ადამიანებში (ანტიოქსიდანტური ნივთიერებების მოთხოვნის საშუალო სადღეღამისო ნორმა 360 მგ-ს შეადგენს) “კამელინის” მხოლოდ 2-3 კაფსულა უზრუნველყოფს ორგანიზმის ანტიოქსიდანტურ მოთხოვნებს. “კამელინი” ქართული წარმოების ორიგინალური, განსაკუთრებული სახეობის თაფლისგან დამზადებული სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებაა; შეიცავს ფუტკრის ცხოველქმედების ბიოლოგიურად მაღალაქტიურ ნივთიერებებს: კეტონებს, ეთერებს, ბიოორგანულ მჟავებს, ფენოლებს, ალდეჰიდებს, ფურფუროლს.

ქართული  წარმოების 5 ფორმის პრეპარატი  “კამელინ მ1” _ ინიექცია, “კამელინ მ2” _ კაფსულა, “კამელინ მ3” _ მალამო,  “კამელინ მ 4 “_ სანთლები და  “კამელინ ფლუ” _ სპრეი გამოიყენება სიმსივნური დაავადებების, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების, გინეკოლოგიური, პროქტოლოგიური, სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული და სხვა დაავადებების  დროს.

მოამზადა მაია ცომაიამ

კამელინთანდაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღება და კონსულტაცია უფასოა, დარეკეთ:

2-98-57-78; 2-93-20-87; 2-98-62-25 (ოფისი); 2-75-04-08;

599-33-10-89; 599-58-09-07; 577-73-56-51; 599-23-03-33

www.camelyn.ge

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here