Home რუბრიკები პოლიტიკა ვალერი კვარაცხელია: ეს ძალა შესაცვლელია და ქართველი ხალხიც გრძნობს, რომ რუსეთთან ამდენი...

ვალერი კვარაცხელია: ეს ძალა შესაცვლელია და ქართველი ხალხიც გრძნობს, რომ რუსეთთან ამდენი ბრძოლა დამღუპველია!

673

რამდენიმე დღის წინათ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის დაიდება ახალი ხელშეკრულება, რომელიც ერთიანი სამხედრო დანაყოფის შექმნას ითვალისწინებს. პოლიტოლოგებმა უკვე აღნიშნეს, რომ, თუ აღნიშნული ხელშეკრულება გაფორმდება, აფხაზეთი საბოლოოდ დაიკარგება. აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლებაც შეშფოთებულია, რადგან “თვით” ლევან ბერძენიშვილიც კი ამბობს, რომ რუსეთის ეს ნაბიჯი საფრთხის შემცველია: “რუსეთმა აიწყვიტა.

 

რუსეთის ეს ნაბიჯები შეიცავს საფრთხეს. ის ემუქრება როგორც საქართველოს, ისე ევროპას და მსოფლიო წესრიგს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის ქვეყნის უმაღლესი ღირებულება და რუსეთის ქმედებებზე ხელისუფლებას შესაბამისი რეაგირება უკვე აქვს”, _ განაცხადა მან. როგორ მოქმედებს ამსაფრთხისწინააღმდეგ საქართველოს მთავრობა და არის თუ არა მომგებიანი საქართველოსთვის ის ნაბიჯები, რომლებსაც ხელისუფლება დგამს? _ ამ და სხვა საკითხებზესაქართველო და მსოფლიოსანალიტიკოსი ვალერი კვარაცხელია ესაუბრა.

_ ბატონო ვალერი, მას შემდეგ, რაც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სირიელ ამბოხებულებს საქართველოში მოამზადებს, ხალხი ხელისუფლებისგან ადეკვატურ ქმედებებს ელოდა, ყოველ შემთხვევაში, განცხადებებს მაინც, მაგრამ მოხდა ასეთი რამ: ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა დამაჯერებელი ტონითა და სახით განგვიმარტა, რომ ეს არაფერს ნიშნავს და ნატოს საწვრთნელი ბაზების არსებობა რუსეთის ხელისფლებას არ გააღიზიანებს. რეალობა კი სხვაა _ რუსეთი აფხაზეთთან სამხედრო ხელშეკრულებას აფორმებს

_ არა მხოლოდ ალექსი პეტრიაშვილი, არამედ მთელი პოლიტიკური სპექტრი, ელიტა, რაც გინდათ, დაარქვით, _ ყველა ერთად სისულელეებს ლაპარაკობს. “რუსეთს ეს არ ეხება”, _ აცხადებენ ესენი, მაგრამ რა არ ეხება რუსეთს? ის, რომ მის ტერიტორიასთან ასე ახლოს, მისი სახელმწიფოსკენ მიმართული უნდა იყოს რაკეტები? აი, ასეთ სისულელეს უმტკიცებენ მსოფლიოს. შეიძლებოდა, ერთი შეხედვით, არ ცოდნა ან უწყინარი ტყუილი დაგვერქმია ამ ყველაფრისთვის, მაგრამ არ გამოდის, რადგან მათი საქმეცა და საქციელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ, საქართველოს დასაღუპად არის მიმართული. შედეგიც ნათელია. რუსეთის ახალი ხელშეკრულება აფხაზეთთან _ ეს არის აფხაზეთის საბოლოოდ დაკარგვა, რაც სამ ეტაპად განხორციელდა. პირველი იყო აფხაზეთის დე ფაქტო დაკარგვა, მეორე _ აღიარება რუსეთის მიერ და მესამეა აღნიშნული ხელშეკრულება, რომლითაც რუსეთი აფხაზეთის ბატონპატრონი ხდება.

_ პარლამენტარმა ლევან ბერძენიშვილმა ასეთი რამ თქვა: “რუსეთმა აიწყვიტა”… რას ნიშნავს ეს?

_ ვერ ვიტყვი, რომ რუსეთმა აიწყვიტა. მან გადაწყვიტა, არ შეურიგდეს იმ ბედს, რომელსაც დასავლეთი და განსაკუთრებით _ ამერიკა, უმზადებენ, რადგან ეს ნიშნავს რუსეთისთვის ფრთების შეკვეცას, ნატოს მიერ ალყაში მოქცევას, რომელიც რუსეთს საბოლოო დაშლამდე მიიყვანს. ეს ყველაფერი იმისათვის ხდება, რომ რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე აურაცხელი ქონება ხელში ჩაიგდონ, რაც იოლი საქმე არ არის.

გავიხსენოთ, 2008 წლის უბედურება, რომელსაც რუსეთსაქართველოს ომი ჰქვია. ეს ომი გააჩაღა საქართველოს იმჟამინდელმა უგუნურმა ხელისუფლებამ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ის, რაც იმხანად გააკეთა რუსეთმა, ლოგიკური იყო. მან ამ საქციელით მსოფლიოს დაანახვა, რომ დათმობაზე აღარავისთან წავა; არ დაუშვებს იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველო ვერ აკონტროლებს და დგას მისი სამშვიდობი ჯარები, დათარეშობდნენ ქართველები და ამერიკელები ერთობლივად. აი, რა განაცხადა ამ საქციელით რუსეთმა, განაცხადა და სისრულეშიც მოიყვანა. დასავლეთსაც და საქართველოსაც ეს უნდა სცოდნოდათ.

მეორე ასეთი მაგალითია უკრაინა. ამერიკასა და ევროპას იქაც პლაცდარმის გაკეთება სურდათ, მაგრამ ამას არ შეეგუა რუსეთი და ელვის უსწრაფესად ჩამოართვა ყირიმი. რუსეთს ეს პრესტიჟის გამო არ გაუკეთებია. ჯერ ერთი, ეს ტერიტორია ისტორიულად რუსეთის იყო, და მეორეც _ ეს არის ტერიტორია, რომელსაც აქვს უაღრესად დიდი გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული მნიშვნელობა. დანარჩენი, რაც უკრაინაში ხდება, აუცილებლად რუსეთის გამარჯვებით დასრულდება, მაგრამ მოვლენებს ნუ გავუსწრებთ, ფაქტია, რომ რუსეთი უკანდახევას არ აპირებს.

რუსეთმა, უკვე ჩამოაყალიბა ევრაზიული კავშირი და მასში რამდენიმე ქვეყანა გაერთიანდა, მის მიერ გაცხადებული გეოპოლიტიკური პროექტი, სისრულეშია მოყვანილი. ყველაფერი იქით მიდის, რომ რუსეთი უფრო ახორციელებს თავის გეგმებს, ვიდრე დასავლეთი. ასეთ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლებას ჰყოფნის უგუნურება, დაპატიჟოს ამერიკული რაკეტები, რაც წარმოუდგენელი დანაშაულია ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე. ამ დანაშაულისთვის სასჯელი არის ის, რომ რუსეთმა აფხაზეთში სამხედრო ხელშეკრულების გაფორმება გადაწყვიტა.

_ პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამსაქართველო და მსოფლიოსთანინტერვიუში ასეთი რამ თქვა: “ყირიმის რეფერენდუმი ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პრეცენდენტია პოსტსაბჭოთა სივრცეში. თუკი ოდესმე საქართველოს გონიერი ხელისუფლება ეყოლება, იგი ამ პრეცენდენტზე დაყრდნობით, რა თქმა უნდა, რუსეთის მხარდაჭერით, შეძლებს, მოითხოვოს ანალოგიური რეფერენდუმის ჩატარება გალის რაიონში”.

_ აბსოლუტურ სიმართლეს ამბობს ალექსანდრე ჭაჭია, იმიტომ, რომ პროცესებს ყოველთვის აქვს ორი მხარე. ყირიმში რაც მოხდა, ეს ძალიან კარგი პრეცენდენტია, რომლის გამოყენებაც საქართველოშიც შეიძლება, მაგრამ მართალია, ასევე, როდესაც ამბობს, რომ ამისათვის საჭიროა გონიერი ხელისუფლება და კეთილი ნება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას არ გააჩნია.

ორი წელია, რაც ხელისუფლება შეიცვალა, ვერც ერთმა ხელისუფალმა, ვგულისხმობ, ივანიშვილს, ღარიბაშვილს, უსუფაშვილს, მარგველაშვილს, ვერ გარისკეს, გადაედგათ ნაბიჯი იმ მიმართულებით, რომ ჩასულიყვნენ მოსკოვჰში, შეხვედროდნენ რუსეთის ხელისუფლებას და დაეწყოთ პირდაპირი მოლაპარაკებები. ამის ნაცვლად მოიგონეს აბაშიძე-კარასინის შეხვედრები, რომლებზეც პოლიტიკაზე არ საუბრობენ და მხოლოდ სავაჭრო საკითხებს წყვეტენ. რუსეთი მაშინვე წამოვიდა იმაზე, რაც შევთავაზეთ, და ქართული პროდუქციისთვის რუსეთის ბაზარი გაიხსნა. ცუდი არ არის, მაგრამ ეს ხომ არ არის ქვეყნის უმთავრესი პრობლემა? შეხვედრები, რომლებიც პრაღაში იმართება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას ვერ მოგვიგვარებს. ახალი ხელისუფლების პირობებში ერთი სასიკეთო ნაბიჯი არ გადადგმულა, ესენიც ჯიუტად მიდიან ნატოსკენ, ოცნებობენ მაპის მიღებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო რუსეთისკენ ნაბიჯის გადადგმას არც აპირებს. ორ ბოცა ღვინოს შეიტანს თუ არა საქართველო რუსეთში, დიდი ვერაფერი ბედენაა, თანაც ქართული ღვინის შეტანა რუსეთის კეთილი ნება იყო.

რუსეთის პრეზიდენტი, როდესაც ალასანიას განცხადებას ისმენს, რატომ ჰგონიათ, რომ წაუყრუებს? თანაც პუტინი ხომ არაფერს მალავს და პირდაპირ მოქმედებს, დგამს საპასუხო ნაბიჯებს. რუსეთისთვის ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და აღმოსავლეთ ევროპის დათმობა საკმარისზე მეტი იყო, ის აღარ დაუშვებს სხვა ტერიტორიების დაკარგვას. საქართველოს ხელისუფლება სწორედ ამაზე უნდა ფიქრობდეს და არა იმ ტყუილზე, თითქოს რუსეთთან ურთიერთობებს “ათბობენ”.

თუ ეს ხელშეკრულება გაფორმდა აფხაზეთთან, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, საქართველოს ამ ულამაზეს კუთხესთან მისასვლელი ყველა გზა დაეკეტება და ზუსტად ისეთი ვითარება იქნება, როგორიც ტაო-კლარჯეთშია _ ჩვენ აფხაზეთზე ოცნებაც კი აგვეკრძალება.

_ ამის შემდეგ მაინც თუ მიგვიღებენ ნატოში?

_ არა! ჩვენ უნდა ვაღიაროთ აფხაზეთისა და ცხინვალის დაკარგვა. ასეთი რამ კი ვინმემ რომც ჩაიდინოს, ქართველი ხალხი ხელს ძირში მოაჭრის. ასეც რომ არ იყოს და დავთმოთ ეს ტერიტორია, სხვა დანარჩენ ტერიტორიებს რას ვუშვრებით? დასაკარგი ძალიან ბევრია, ალასანიასნაირი ტვინგამორეცხილი პოლიტიკოსები ზუსტად საქართველოს დაშლისკენ ილტვიან. ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს არ აქვს იმის განცდა, რომ საქართველოს ინტერესები ამერიკის ინტერესებზე წინ დააყენოს.

_ ბატონო ვალერი, შესაძლებელია, მთავრობა არ აღიარებდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ხელშეკრულებას, რომელიც რუსეთაფხაზეთს შორის იდება, ჩიხში შევყავართ. ადეკვატურად მოქმედებს ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ჩვენი ხელისუფლება?

_ საქართველოს ხელისუფლება, როგორც ყოველთვის, ბოლო ხანს, რა თქმა უნდა, არაადეკვატურად მოქმედებს. უფრო მეტიც, ისინი სულელურად, გაუაზრებლად ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებენ. ცოტა იმედი მქონდა პრემიერ ღარიბაშვილის, რომელიც თითქოს ამ პოლიტიკური ჯართისგან განსხვავებულად მოქმედებდა, მაგრამ სწორ მახვილებს ვერ სვამს და ანალიზსაც ვერ აკეთებს. აქედან გამომდინარე, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ეს ძალა შესაცვლელია და ქართველი ხალხიც გრძნობს, რომ რუსეთთან ამდენი ბრძოლა დამღუპველია.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

1 COMMENT

  1. გაუგებეარია ვინ რას თამაშობს.
    ქართველები არ ჩერდებიან თავის სამშობლოში და გარბიან ქვეყნიდან. რომელ აფხაზს მოუნდება ჩვენთან ცხოვრება???. რაღა თქმა უნდა მათ რუსეთთან ურჩევიათ.
    როგორ აპირებს ალასანია ოსების და აფხაზების მოხიბვლას???იმ განცხადებების შემდეგ, რაც მან გააკეთა,ნორმალურ ცივილიზირებულ ქვეყნებში არა მარტო გაანთავისუფლებდნენ დაკავებული თანამდებობიდან, არამედ პასუხს აგებინებდნენ.

  2. მას შემდეგ რაც ამერიკელი ედვარდ სნოუდენმა რუსეთში თავშესაფარი მიიღო, ბევრი რამ შეიცვალა, ბევრი საიდუმლო მასალა ჩამოიტანა ამერიკიდან და რუსებს საბოლოოდ აეხილათ თვალი ამერიკელების მზაკვრულ პოლიტიკაზე.
    ამიტომ არის, რომ არავის არაფერს აღარ უთმობენ.

  3. მთავრობა ხალხის დაყენებულია.ამიტომ წესით ის ხალხის, ქვეყნის საკეთილდგეოდ უნდა მოქმედებდეს. არცერთი მთავრობა საქართველოში ამას არ აკეთებს.რა არის გამოსავალი? თუ ეკითხებიან რიგით მოქალაქეებს, მე ერთი უბრალო რიგითი მოქალაქე, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა და უნდა თავისი ქვეყნის განვითარება და აყვავება თავის ერთან და მომავალთან ერთად. ვცემ პასუხს;რადგან ჩვენი ქვეყანა ჩაყენებულია ჩიხში ამ უნიათო ,არაპატრიოტ, მედროვე მთავრობის მიერ,რომელსაც არა აქვს უნარი გადაწყვიტოს ქვეყნის ბედი და ეს ქვეყანა არ არის მათი, თუმცა ასე ფიქრობენ, ეს ქართველი ერის ქვეყანაა. ამიტომ საჭიროა გადაიდგას ნაბიჯი ქართველი ხალხის მხრიდან სამშობლოს გადასარჩენად. მე მგონი ჩვენს ქვეყანას ყავს გონიერი, საზოგადო და საეკლესიო მოღვაწეები, რათქმაუნდა ჩვენი უნეტარესი პატრიარქის ხელმძღვანელობით, რომელთაც დიდი ამაგი მიუძღვით ქვეყნის წინაშე,რომლებისაც ჯერავს ხალხს . ეს ადამიანები უნდა შეიკრიბონ და გადაწყვეტილების მიღების შმდეგ რაც კარგია და გადაარჩენს ქვეყანას წაუყენონ მთავრობას. თუ გნებავთ ჩაატარეთ რეფერენდუმი. თუ მთავრობა ამას არ გააკეთებს, /თქვან რატომ?/უნდა გადადგენ. ეს იქნება ხალხის მოთხოვნა.ზოგი იტყვის ეს ეკლესიის საქმე არ არისო,მაგრამ როცა საქმე ეხება სარწმუნოების გადარჩენას აქ ეკლესიაც აქტიურად უნდა ჩაებას,ასე იყო ოდიდქანვე.სხვა გამოსავალი უკვე ვფიქრობ აღარ დარჩა, თუ აღარ დაუტოვეს ხალხს. ეს ჩემი სუბიექტური აზრია, როგორც ერთ-ერთი პატრიოტი მოქალაქის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here