Home რუბრიკები საზოგადოება გელა გურალია: მოსკოვიდან მაძევებდნენ _ “აიღე ჩემოდანი და წადი!”

გელა გურალია: მოსკოვიდან მაძევებდნენ _ “აიღე ჩემოდანი და წადი!”

971

მცირე შემოკლებით გთავაზობთ გაზეთ “სობესედნიკში” დაბეჭდილ ინტერვიუს მოსკოვში მოღვაწე ქართველ მომღერალ გელა გურალიასთან.


რუსეთისპირველ არხზეწარმატებით მიმდინარეობს პროექტხმის” (“Голос”) მესამე სეზონი. წინა ორი სეზონის მონაწილეები კი გაბედულად უტევენ მუსიკალურ ოლიმპს _ ტელეშოუში მონაწილეობის შემდეგ მათი ცხოვრება კარდინალურად შეიცვალა. რა ცვლილებები მოხდა ტკბილხმიანი გელა გურალიას ცხოვრებაში, თვითონ მისგან შევიტყვეთ.

ჩემი ცხოვრება ლამაზ ზღაპარს ჰგავს

“ხმამდე” თავის ცხოვრებას გელა სევდიანად იხსენებს. 19 წლის იყო, მამა რომ დაკარგა. მშობლიურ საქართველოში 5 წლიდან მღეროდა სცენაზე: ჯერ _ ანსამბლში, შემდეგ _ ეკლესიის გუნდში. კარიერის გასაგრძელებლად მოსკოვში წასვლა გადაწყვიტა. დამხმარე და სპონსორი არ ჰყავდა და მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონოდა.

_ მოსკოვში 12 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი, მაგრამ შოუბიზნესის კარი ჩემთვის დახურული იყო, _ გვიყვება გელა, _ რამდენიმე ადამიანი (მათ შორის იყვნენ ძალიან ცნობილებიც, მაგრამ გვარებს არ დავასახელებ) პირდაპირ მეუბნებოდა: “აიღე ჩემოდანი და უკან გაემგზავრე, შენ აქ არავის სჭირდები!” რაღაც მომენტში სასოწარკვეთილება დამეუფლა. და მართლა გადავწყვიტე შინ სამუდამოდ დაბრუნება. მაგრამ ერთხელ ტელეეკრანზე შოუ “ხმის” კასტინგის შესახებ განცხადებას მოვკარი თვალი და კვლავ ვცადე ბედი. გავგზავნე ანკეტა, ნაცნობებისგან ვისესხე ფული მოსკოვამდე ბილეთის შესაძენად… და წავედი.

_ შემდეგ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც კინოში?

_ თითქმის (იღიმის). ახლა უამრავი თაყვანისმცემელი მყავს. ზაფხული გასტროლებზე გავატარე. დარბაზები _ სავსე! ყვავილების ზღვა! ადამიანები წერილებს მწერენ, მიძღვნიან ლექსებს, მეუბნებიან თბილ სიტყვებს. ჩავწერე ალბომი, ძალიან მალე, 18 ნოემბერს, კრემლში გაიმართება ჩემი კონცერტი ორკესტრთან ერთად. ადრე ჩემი მხოლოდ ჩემს ოჯახს სჯეროდა, ახლა ათასობით ადამიანს სჯერა. პროექტხმასდაპირველ არხსუღრმეს მადლობას ვუხდი შანსისთვის, რომელიც მომცეს. ყველაფერი, რაც ამჟამად ჩემს თავს ხდება, მართლაც ჰგავს ლამაზ ზღაპარს, რომლის მთავარი გმირიც მე ვარ (იღიმის). ცოტა ხნის წინათ ღონისძიებაზე შევხვდი ერთერთს, რომელიც მარწმუნებდა, რომ შოუბიზნესი არასოდეს მიმიღებდა და მირჩევდა, სახლში წავსულიყავი. ისე მოვიქეცი, თითქოს ვერ შევამჩნიე _ უბრალოდ, გვერდი ავუარე.

ვიყავი შეყვარებული, მაგრამ ურთიერთობა არ შედგა

_ ამჟამად ჩემი გული თავისუფალია. ვიყავი შეყვარებული, მაგრამ ურთიერთობა არ შედგა. როგორი გოგონები მომწონს? _ ძნელი სათქმელია. გული იგრძნობს, როცა ჩემი ადამიანი გამოჩნდება.

_ პირველი სეზონის გამარჯვებული დინა გარიპოვა მშობლიურ თათრეთის რესპუბლიკაში ბინით დაასაჩუქრეს. თქვენი წარმატება რამენაირად თუ აღნიშნეს საქართველოში?

_ “ხმის” ფინალის დღეს ჩემ პატივსაცემად დიდი სალუტი მოაწყვეს. ბინა არ მოუციათ, არც მინდა _ თვითონ ვიშოვი საყიდელ ფულს. თუმცა ახლა ყველაფერს მუსიკაში ვდებ. კვლავ არ მყავს სპონსორი, პროდიუსერი. არც მინდა. მიკარნახონ, რა ვიმღერო და რა _ არა? არა! არიან ადამიანები, რომლებსაც რჩევას ვეკითხები, მაგრამ გადაწყვეტილებებს, რომლებიც შემოქმედებას ეხება, ყოველთვის თვითონ ვიღებ.

_ თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

_ ახლა თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს: მუშაობა და კიდევ ერთხელ _ მუშაობა, რაც ძალიან მიხარია. მახსოვს, როცა მოსკოვში პირველად ჩამოვედი, ძველ არბატზე მოვხვდი. მივდიოდი და ვოცნებობდი. ახლა, როცა იქ ვსეირნობ, ვფიქრობ: რა კარგია, როცა ოცნებები ხდება! თქვენს მკითხველებს ვუსურვებ, ირწმუნონ თავიანთი ოცნებების და არასოდეს დანებდნენ!

ვიქტორია კატაევა

სობესედნიკ

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here