Home რუბრიკები ისტორია გენერალისიმუსის პორტრეტისთვის

გენერალისიმუსის პორტრეტისთვის

858

დღეს თქვენ, თანამედროვე ადამიანს, შეუძლებელია, არაფერი  გქონდეთ წაკითხული ან  მოსმენილი  სტალინის შესახებ. ზოგს ისიც კი ჰგონია, რომ ყველაფერი იცის ამ პიროვნების შესახებ. არადა, იცით, რომ სტალინი ერთადერთი რაინდია კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც მთელი სიცოცხლე ეთამაშებოდა სიკვდილს, არაერთგზის გაიქცა ციხიდან თუ გადასახლებიდან… ებრძოდა თანასწორობისა და სოციალური სამართლიანობის მანამდე უძლეველ მტრებს, ებრძოდა ფაშიზმს და კაცობრიობა მონობისაგან იხსნა? მოკლედ, გგონიათ ყველაფერი იცით მის შესახებ?  მერწმუნეთ, ცდებით… თქვენ ნამდვილად ვერ ხედავთ იმ კეთილისმყოფელ კვალს, რომელიც მან დაატყო კაცობრიობას; ვერ გრძნობთ მის რეალურ პიროვნულ სიდიადეს, როლსა და ადგილს მსოფლიო ისტორიაში.


დედამიწაზე ათასმა წყალმა ჩაიარა, ათასმეერთემ ოცნების ეპოქა შემოაცურა. საუბრები სამართლიანობასა და თანასწორობაზე კაცობრიობის ყველაზე მოდური გატაცება შეიქნა, სჯეროდათ თუ არ სჯეროდათ, მოსწონდათ თუ სძაგდათ.

კაცობრიობის ისტორიაში ცალკე ეპოქა გახლდათ იოსებ სტალინი _ სამყაროს ერთ-ერთი საოცრება, სასიამოვნო გამონაკლისი, უპრეცედენტობის პრეცედენტი!

ადამიანი არნახულად მიმზიდველი ბიოგრაფიით, რომელიც ზეაღსვლის მწვერვალებით, ისტორიული კვალით აღემატება ყველა დროისა და ხალხების ათეულობით უდიდეს პიროვნებას; ადამიანი, რომელსაც ვერ წარმოიდგენდა და ვერ შესთხზავდა მხატვრული პროზის ათეულობით გენიალური შემოქმედი… ზღაპრული მოვლენა,… პიროვნება ფანტასტიკა, რომელსაც ვერავინ დაიჯერებდა, ფაქტი რომ არა.

სტალინი, მისი ცხოვრება და შემოქმედება რევოლუციამდე, რევოლუციის დროს და რევოლუციის შემდეგ _ ეს არის ადამიანური სასწაულები. იგი უდავოდ ზეადამიანია, გნებავთ, ღმერთკაცი, რომლის გარდაცვალებასაც აქვს თავისი “სიცოცხლე”. ამდენად, სტალინის ბიოგრაფია ორ ეპოქად უნდა იყოს განხილული _ სიცოცხლისა და სიკვდილის.

სიცოცხლის _ როცა სტალინის, როგორც რევოლუციონერის, სიცოცხლეს ახლდა სიკვდილის, დატყვევების, დაპატიმრებისა და გადასახლების მუდმივი საფრთხე; როდესაც იგი თავისი ზეადამიანური ინტელექტით მრავალს ეჭიდებოდა და იმკვიდრებდა ლიდერის ადგილს პარტიასა თუ სახელმწიფოში; როდესაც განსაზღვრავდა მსოფლიოს გადანაწილებისა და განვითარების საზღვრებსა და მიმართულებებს; როდესაც ამკვიდრებდა დედამიწაზე ეროვნული თუ პიროვნული თავისუფლების, თანასწორობისა და სამართლიანობის იდეალებს.

სიკვდილის _ როდესაც ე. წ. ხალხის მტრები ყველა ხერხითა და საშუალებით ებრძოდნენ მის ავტორიტეტს, ებრძოდნენ კაცობრიობის უდიადეს მონაპოვრებს _ თავისუფლების, თანასწორობის და სამართლიანობის იდეალებს; ებრძოდნენ და გაიმარჯვეს კიდეც, გაიმარჯვეს და… სასურველი რეალობად გაასაღეს… გაუვიდათ.

პატრიოტი ქართველები კარგა ხნის განმავლობაში იყვნენ უკიდურესად განცვიფრებულნი სტალინის პიროვნების ზღვარს გადაცილებული ცილისმწამებლური კამპანიით. განცვიფრებულნი იყვნენ იმიტომაც, რომ ეს ცილისწამება პროვოცირებული იყო იმ სახელმწიფო მმართველების მიერ, რომლებიც მან შექმნა და გააძლიერა. თუ რატომ ანგრევდნენ ისინი თავისივე სახელმწიფოს, ეს უკვე აღვნიშნეთ. ახლა განვმარტოთ, რა ჰქონდათ დასახული მიზნად სტალინზე ცილისმწამებლური კამპანიით კერძო კაპიტალის იდეოლოგიის რეჟისორებს. დივერსია სტალინის პიროვნებაზე _ ეს იყო შორს გამიზნული დივერსია სოციალიზმზე (სტალინიზმზე), ანუ სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის იდეალებზე. სტალინის პიროვნების მაკომპრომეტებელი აქციის რეჟისორ-შემსრულებლებმა სტალინს დაუპირისპირეს ლენინი და თვით მარქსიზმიც კი. თუმცა ამით, ზიანის მიყენების ნაცვლად, სტალინს ისტორიულად მეტი სახელი შეჰმატეს, ვინაიდან ის და მისი მოძღვრება კიდევ უფრო ორიგინალური და თვითმყოფადი გახადეს, თუმცა ჩვენ აქ სულ სხვა რამ გვაინტერესებს. კერძოდ, გვაინტერესებს სტალინის პიროვნების წინააღმდეგ გაუთავებელი ცილისმწამებლური კამპანიის მთავარი ჩანაფიქრის გამოაშკარავება. მიზანი უდავოდ მიღწეულია, კერძო კაპიტალის იდეოლოგიის რეჟისორებმა ამჯერად კიდევ ერთხელ ითამაშეს რუსების გრძნობებზე, რომელსაც “რუსულ შოვინიზმს” ეძახიან.

ამჯერად “ველიკორუსულმა შოვინიზმმა” უდავოდ გაამართლა.

სტალინის დაუსრულებელმა ძაგებამ და ქართველობაზე ხაზგასმამ რუს ხალხში, ბოლოს და ბოლოს, აღმოაცენა . . ველიკორუსული შოვინიზმი და უმრავლესობაში სტალინიზმი უკვე ქართველიზმად ასოცირდებოდა. ადამიანებმა, რომლებიც წარმოადგენდნენდიდ ერს”, ისირცხვილეს მცირე ერისიზმშიყოფნის ისტორიული ფაქტი, თუმცა სასირცხვილო მათ, მართლაც, არაფერი ჰქონდათ, ვინაიდან სტალინის მმართველობის ეპოქა, მთელი მისი არსებობის განმავლობაში რუსი ხალხის ეროვნული ბედნიერების ერთადერთი ეპოქა იყო.

დრო გავიდა და ანტისტალინიზმის კამპანიის რეჟისორებმა უფრო უარესი დამართეს სტალინის სახელს. ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ ინარჩუნებდნენ სტალინისა და სტალინიზმის პატივისცემას, ყველა გზა გადაუკეტეს. სტალინისა და სტალინიზმის დაცვა პიროვნების დაბალი ინტელექტის “უტყუარ” დამადასტურებლად აქციეს. ამდენად, ბუნებრივია, რომ კარიერიზმით შეპყრობილი ადამიანები უფრთხიან “სტალინისტების” სიაში მოხვედრას.

სოციალიზმის (სტალინიზმის) დანგრევის ბოლო ეტაპზე ანტისტალინიზმის რეჟისორებმა საბჭოთა კავშირში სტალინიზმისა და ანტისტალინიზმის ორ ურთიერთსაპირისპირო მოვლენას ერთი სახელი _ სტალინიზმი (სოციალიზმი) დაარქვეს. მოკლედ, ათასი იდეოლოგიური დივერსიის შემდეგ “ყოფილი საბჭოთა ხალხი” გაუგებრობაში აღმოჩნდა _ სულიერი წონასწორობა დაკარგა. წონასწორობადაკარგულმა ხალხმა კი ყველაფერი დაივიწყა და მოტყუვდა. ყველაზე სამწუხარო იყო ის, რომ საქართველოში ხალხმა უარი თქვა სოციალიზმზე. ამ საშინელებასაც, რა თქმა უნდა, ჰქონდა თავისი საფუძვლები. კერძოდ ის, რომ კერძო კაპიტალის იდეოლოგიის რეჟისორებმა სტალინიზმი (სოციალიზმი) გააიგივეს რუსულ დიქტატთან და, ბუნებრივია, ხალხმა ისინი ერთმანეთისგან ვერ გამიჯნა. თუმცა ხალხი აქ რა შუაშია, კონტრრევოლუცია ხომ საბჭოთა კავშირში ზემოდან მოხდა, ეს კონტრრევოლუცია ჯაშუშური დივერსიის უტყუარი შედეგია.

რაც შეეხება სტალინის სახელს, დღეს მისი ცილისწამების ბუმი შეწყდა, მაგრამ “სტალინისტობა” ისევ სამარცხვინოდ და დაბალი ინტელექტის მაჩვენებლად ითვლება.

მახსოვს, მოსკოვში სტუმრად ჩამოსულმა რუსმა ემიგრანტმა თანამემამულეებს საქვეყნოდ განუცხადა, სტალინის ძაგება უთუოდ მიგიყვანთ ლენინის ძაგებამდეო! იმხანად ხალხი ამას ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა და ვერც წარმოიდგინა. დადგა დრო და ლენინის სახელი ფეხქვეშ გაიგდეს. ეს ანტისტალინიზმის ის პერიოდი იყო, როცა ხალხი არავის ანაღვლებდა.

ისე, კაცმა რომ თქვას, სტალინიზმის (სოციალიზმის) დამხობაში ხრუშჩოვს მეტი წვლილი მიუძღვის, ვიდრე გორბაჩოვს, ამიტომ უნდა შეწყდეს საერთო სახალხო განცვიფრება იმის გამო, თუ ხრუშჩოვს ოკეანის გაღმა კეთილად მოიხსენიებენ.

აქ ერთი მნიშვნელოვანი განაცხადი უნდა გავაკეთო: ჩემი ღრმა რწმენით, სახელმწიფოს სათავეში ხრუშჩოვის პოზიციების გამაგრების მომენტისათვის კერძო კაპიტალის მესვეურთ უკვე შეეძლოთ საბჭოთა კავშირში კონტრევოლუციის წამოწყება. შეეძლოთ, მაგრამ იმხანად ქვეყანაში სოციალური უსამართლობის დამკვიდრება უთუოდ გამოიწვევდა იდეალებით შთაგონებული საბჭოთა ხალხის უკიდურეს აღშფოთებას. კონტრევოლუციისათვის საჭირო იყო დრო, საბჭოთა ხალხის თანდათანობით გარყვნა და ამ პროცესს, როგორც იცით, მთელი 30 წელი დასჭირდა. კონტრევოლუციის წამოწყების დღისთვის იმჟამინდელი საბჭოთა ხალხი და სტალინისდროინდელი საბჭოთა ხალხი ზნეობრივად ცასა და დედამიწასავით იყვნენ დაშორებულნი ერთმანეთს და მაინც… კონტრევოლუციის წინა და შემდგომ პერიოდში, დაახლოებით 2-3 წლის განმავლობაში, თანამედროვეები კიდევ დაშორდნენ სტალინის პერიოდის წინაპრებს.

ვფიქრობ, დრო მოვიდა და უნდა დავუბრუნდეთ სტალინის სიცოცხლის ბიოგრაფიის გადმოცემას, რომელშიც არ იქნება სხვა პიროვნებებთან ურთიერთობა-დამოკიდებულების ფაქტის აღნიშვნა, რადგან იგი იმ უტყუარ მოვლენებზე იქნება დაფუძნებული, რომლებითაც სტალინმა წვლილი შეიტანა კაცობრიობის გაკეთილშობილებაში და უმნიშვნელოვანესი კვალი დატოვა მსოფლიო ისტორიაში.

სტალინი _ ადამიანი, რომელმაც ათასი სასწაული მოახდინა, მათ შორის წარმოუდგენელიც:

*შეცვალა დედამიწაზე ცხოვრების ყველა წესი და კანონი, არსებითად გარდაქმნა სამყარო;

*შეცვალა პიროვნების, ერებისა და ხალხების წარმოდგენები, შეხედულებები და საერთოდ მსოფლმხედველობა;

*შექმნა საბჭოთა ხალხი;

*შექმნა ამაღლებული ზნეობის, საკაცობრიო იდეალების მოტრფიალე საზოგადოება, სადაც დანაშაული რეალურად გახდაგადმონაშთი, სადაც ერთხელ და სამუდამოდ აღიკვეცა სეპარატისტული კერები ქვეყნის შიგნით, ერებს შორის დამყარდა ნამდვილი ძმობა და ურთიერთპატივისცემა;

*დედამიწის საბჭოთა ნაწილში დაამყარა დემოკრატია არსითა და ფორმით, დაამყარა თანასწორობის, სოციალური სამართლიანობისა და ერთსულოვნების პრინციპები;

*გაათავისუფლა ხალხები კერძო საკუთრების მონოპოლიის დისკრიმინაციისაგან;

*შრომა, ცოდნა და ტალანტი აქცია ყველაზე მნიშვნელოვან ღირსებად, ანუ ნიჭიერება უფრო მაღლა დასვა, ვიდრე ფული და ქონება;

*გაათავისუფლა რუსეთის ხალხები იმპერიის დიქტატისგან, ამ ხალხებს შეუქმნა სახელმწიფოებრიობა მოკავშირე თუ ავტონომიური რესპუბლიკების უფლებებში. თანასწორუფლებიანობის საწყისზე შექმნა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი;

*შექმნა უპრობლემო ხალხი;

*ათეიზმით გაანელა სხვადასხვა რელიგიური აღსარების ხალხების ისტორიული დაპირისპირება;

*შექმნა რაინდული საშინაო და საგარეო პოლიტიკა, რომელიც ზნეობრივ სიწმინდეზე იქნა დაფუძნებული;

*აქცია საერთაშორისო ურთიერთობები ჰუმანურდემოკრატიულად;

* აპოგეამდე მიიყვანა ადამიანის უფლებების დაცვა;

* აიძულა კერძო კაპიტალის სახელმწიფოთა მმართველები, სერიოზულად ეფიქრათ საკუთარი მოქალაქეების სოციალურ დაცვაზე;

* შექმნა ყველა პირობა და მარჰთალი იდეოლოგია ინდივიდისა და საზოგადოების ინტერესების დამთხვევისთვის და პირველად კაცობრიობის ისტორიაში მოახდინა მათი ინტერესების დამთხვევა;

* შექმნა საბჭოთა ხალხების ფორმით ეროვნული და შინაარსით სოციალისტური კულტურა;

* დააკანონა ერთა შორის ურთიერთპატივისცემის ატმოსფერო, დაახლოვა ეროვნული კულტურები ერთმანეთს;

*შექმნა საზოგადოება: ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის;

* შექმნა კაცობრიობის არსებობის ისტორიაში ყველაზე წმინდა და ამაღლებული ზნეობის საზოგადოება;

* გაათავისუფლა ადამიანთა გრძნობები;

* გაანადგურა კერძო კაპიტალის ჰეგემონიზმის იდეოლოგია; დაამტკიცა, რომ საზოგადოების განვითარების ტრადიციული, კერძო საკუთრების მონოპოლიის კანონები ექვემდებარება შეცვლას;

* როგორც საბჭოეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რეალობად აქცია თანასწორობის, ერთობისა და სოციალური სამართლიანობის იდეალები;

* გაათავისუფლა ხალხები რელიგიური მომნუსხველობისგან;

*პირველად დედამიწაზე შექმნა საზოგადოება ხალხების, ერების პიროვნების ექსპლუატაციის გარეშე;

* კაცობრიობა პირველად შეაყენა დემოკრატიული განვითარების გზაზე, რადგან კერძო საკუთრების მონოპოლიის სამყაროს გვერდით წარმოიშვა ნაციონალიზებული საკუთრების მონოპოლიის სამყარო, რომელიც სიცოცხლის უნარიანი გამოდგა;

*გაანადგურა გერმანული ფაშიზმი და იხსნა კაცობრიობა სამუდამო მონობისგან.

დანანებით უნდა აღინიშნოს, რომ სოციალიზმის დივერსიული დამხობით საბჭოთა კავშირში დაიკარგა კაცობრიობის დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობა;

ქალბატონებო და ბატონებო, ახალგაზრდებო!

თუ გულისყურით ჩაიკითხეთ სტალინის სიცოცხლის ბიოგრაფიის ერთობ მოკრძალებული ჩამონათვალი და, ამასთანავე, შეგწევთ უნარი, ჩაუღრმავდეთ და განსაჯოთ ყოველივე, მერწმუნეთ, უკვე სხვა პიროვნება გახდით. თქვენ ერთბაშად იგდეთ ხელთ სტალინის პიროვნებისა და სტალინიზმის სწორად გაგების, აგრეთვე, დემოკრატიის, საზოგადოების თუ პიროვნული ცივილიზებულობის სწორად შეფასების გასაღები.

თუმცა ერთი სირთულის წინაშე უდავოდ დადექით, რადგან სტალინი თქვენთვის ღმერთკაცად, ანუ დაუჯერებელ ადამიანად იქცა. სტალინი, რომელსაც აქამდე იცნობდით, როგორც ფოლადისებურ პიროვნებას, პარტიულ ელიტასთან თეორიულ ბრძოლებში გამარჯვებულს, სამოქალაქო ომსა თუ მსოფლიო ომში გამარჯვების უმთავრეს შემოქმედს, იცნობდით, როგორც ტყვიაგაუმტარ რევოლუციონერს, რომელიც ციხეებიდან და გადასახლებიდან არაერთგზის გამოიქცა, უეცრად გაირკვა, რომ იგი მაინც სულ სხვა კაცი ყოფილა, რადგან თქვენ სწორედ ახლა მიხვდით, რომ სტალინი ამ ადამიანურ სასწაულებზე ათასგზის მაღლა დგას კაცობრიობის ისტორიაში.

ამდენად, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, როცა სტალინს მსოფლიოს ყველა დროის უდიდეს პიროვნებათა სიაში ოთხი თუ ხუთი ათეული პიროვნების უკან აყენებენ, მაშინ, როცა სტალინი მის წინ დაყენებულ ორმოც თუ ორმოცდაათ ისტორიულ პიროვნებას, ერთად აღებულს, გადაწონის. მხოლოდ სტალინის მიერ ჩამოყალიბებული ერის ცნება რად ღირს!

ღმერთმა ქნას, რომ სტალინის პიროვნების ესოდენ მოკრძალებით შემფასებელთ ეს მის პიროვნულ შემოქმედებაში ჩაუწვდომლობით მოსდიოდეთ.

მივყვეთ სტალინის სიცოცხლის ბოიგრაფიის ზოგიერთი დეტალის განმარტებას:

სტალინმა პირველმა აუხილა თვალი კაცობრიობას, დაუმტკიცა მაშინდელ მსოფლიოს, რომ მუშებსა და გლეხებს ჰქონდათ ამოუწურავი ინტელექტუალური პოტენციალი, რაც მაშინდელი კაცობრიობისთვის სრულიად მოულოდნელი ამბავი იყო.

სტალინმა რევოლუციურად შეცვალა ქვეყნის ეკონომიკა, სამართალი და საზოგადოების მორალური კოდექსი. შესაბამისად, ბოლო მოუღო კლასობრივ სამართალს, კლასობრივ ეკონომიკას და უზნეობის თავისუფლებას. დედამიწის საბჭოთა ნაწილში აღკვეთა რეაქციული კერძო საკუთრების მონოპოლია. ამით მან დაამტკიცა, რომ კლასობრივი საზოგადოების, ანუ კერძო საკუთრების მონოპოლიის შეუცვლელობის თეორია ფარსია. სტალინმა ათასი სხვა დოგმაც დაამსხვრია და უარყო, რაც ცალკე შესწავლის ღირსია.

*შექმნა საბჭოთა ხალხი;

სტალინიზმის საწინააღმდეგო მოვლენების აგორებისას ვაითეორეტიკოსებმა ათას სხვა რამესთან ერთად ეჭვის ქვეშ დააყენეს “საბჭოთა ხალხის” ცნება. მოჰყვნენ იმის მტკიცებას, არავითარი “საბჭოთა ხალხი” არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდესო. და ასეთი მცდელობა უაზრობად მონათლეს. უაზრობა კი სწორედ “საბჭოთა ხალხის” ცნების უარყოფაა, რადგან საბჭოთა ხალხი თავისი წარმოდგენებით, შეხედულებებით, გნებავთ, მსოფლმხედველობით სრულიად თვითმყოფადი და გამორჩეული ხალხი გახლდათ. მათი შეხედულებები სამართლებრივ, ეკონომიკურ, ზნეობრივ, პოლიტიკურ თუ სხვა საკითხებზე აშკარად განსხვავდებოდა დანარჩენი მსოფლიოს მოსახლეობის შეხედულებებისაგან. ამდენად, საბჭოთა ხალხი თავისი ფსიქიკური წყობით სრულიად თვითმყოფად ხალხს წარმოადგენდა. საბჭოთა ადამიანის წარმოდგენები ზემოთ ხსენებულ საკითხებში არათუ ემთხვეოდა კერძო კაპიტალის ქვეყნების მოქალაქის წარმოდგენებს, არამედ, უდავოდ, საპირისპირო იყო. უფრო მეტსაც ვიტყვი: საბჭოთა ხალხი, თავისი მსოფლმხედველობით გაცილებით განსხვავდებოდა სხვა ხალხებისგან, ვიდრე ეს ხალხები ერთმანეთისგან. შეიძლება ვინმემ გაიკვირვის, მაგრამ ფაქტია, რომ ქრისტიანი თუ მუსლიმანი, მონათმფლობელური, ფეოდალური და კაპიტალისტური საზოგადოების ხალხები თავისი მენტალიტეტით უფრო ახლობელია ერთმანეთისთვის, ვიდრე მათთვის საბჭოთა ხალხი. სტალინის პერიოდის საბჭოთა ხალხი მათ გარემოცვაში უდავოდ არამიწიერ წმინდა ხალხად გამოჩნდება… გამოჩნდება “ჰუმანოიდებად”.

*შექმნა ამაღლებული ზნეობის, საკაცობრიო იდეალების მოტრფიალე საზოგადოება

ალბათ, ყველას სმენია იმ რეაქციული თეორიების შესახებ, რომლებითაც ადამიანი ადამიანისთვის მგლად არის მიჩნეული და რომ შეუძლებელია ხალხებსა და ადამიანებს შორის მშვიდობიანი თანაარსებობა. ქართულ მხატვრულ ლიტერატურაში მდიდრებისა და ღარიბების ასეთ ისტორიულ დამოკიდებულებას “ხიდჩატეხილობას” უწოდებენ. სტალინმა სწორედ ეს ჩატეხილი ხიდი გაამრთელა. შექმნა ზნეობრივი გარემო, რომელშიც ადამიანები კანონიერი შემოსავლებით დიდად არ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან. საზოგადოებისათვის, ხალხისათვის მოუთმენელი და მიუღებელი იყო საკუთარი შრომით შეძენილი ქონების ქურდობა. ნებისმიერი მოქალაქე რისხვითა და ზიზღით მიმართავდა ქურდს, რომ მას კეთილი უნდა ენება და ეშრომა!

დღევანდელ საქართველოში ქურდს ამას ვეღარავინ ეტყვის, რადგან პატიოსანი შრომით შეუძლებელია გამდიდრდება, ხოლო მდიდარი ადამიანი ამ ახალი საზოგადოების უპირველესი ღირებულებაა. ამდენად, ვის აქვს უფლება, უთხრას სხვას, რომ არ იფიქროს გამდიდრებაზე?!

ნუ მიწყენთ და, მე სტალინის მმართველობის ეპოქის საქართველო სამოთხედ მესახება. რა მშვენიერი ხალხი ვიყავით, როგორი სიყვარულით სავსე მეზობლობა, მეგობრობა და ნათესაობა გვქონდა, როგორი თანადგომა ვიცოდით ჭირსა თუ ლხინში, როცა არ იყო გათიშულობა არც წარმომავლობის და არც ქონებრივი ნიშნით. და ჩვენი უბედურება სწორედ ის არის, რომ არ მოგვცეს უფლება, ასეთები დავრჩენილიყავით. საქართველოში ანტისტალინიზმის აგორების დღიდან ადამიანები მტაცებლებს დაემსგავსნენ, დღეს კი მსგავსებასაც ვეღარ ვიტყვითრადგან უკვე ვართ მტაცებლები.

*დედამიწის საბჭოთა მონაკვეთზე დაამყარა დემოკრატია არსითა და ფორმით

ანტისტალინიზმის იდეოლოგები არცთუ იშვიათად აცხადებენ, რომ რეალური თანასწორობა შეუძლებელია და არც არის საჭირო, რადგან ნიჭიერი უნდა მეტობდეს ნაკლებად ნიჭიერს და მიზანდასახული კიდევ _ უმიზნოსა და უსაქმურს. განვმარტავ, რომ სწორედ სტალინიზმი ქმნის ყველა პირობას ნიჭიერების თუ ტალანტის გამორჩევისა და მის მიერ კუთვნილი ადგილის დაკავებისთვის საზოგადოებაში. სტალინიზმის ეპოქაში პიროვნული ნიჭიერება საზოგადოების უპირველესი ღირებულება იყო. მხოლოდ სტალინიზმის პირობებში შეიძლება მიაღწიოს პიროვნებამ უმაღლეს მწვერვალებს და იქცეს ქვეყნის პირველ ადამიანად. კერძო კაპიტალის სამყაროში ეს ნამდვილად შეუძლებელია, რადგან აქ ქვეყნის ნომერი პირველი ადამიანი უმდიდრესი ოჯახის წარმომადგენელია, რომლის ქონებაც საუკუნეების განმავლობაში უთვალავ და აუწონელ სიმდიდრედ იქცა.

მე სასტიკი წინააღმდეგი ვარ, რომ დედამიწაზე არსებობდნენ მულტიმილიონერები, რომლებსაც, თუ, რა თქმა უნდა, ისინი მოინდომებენ, შეუძლიათ, იყიდონ ჩემი სამშობლო. ასეთი მაგნატების არსებობა მართლაც სახიფათოა ისეთ მსოფლიოში, რომელშიც ყველაფერი იყიდება. ასეთ სამყაროში, კანონის დაურღვევლად, ყიდვა-გაყიდვის მეშვეობით შეიძლება, შეიცვალოს ამა თუ იმ ქვეყნის ეროვნული შემადგენლობა და ამ მხრივ ყველაზე დიდი ხიფათი საქართველოს ემუქრება, რადგან კარის მეზობელ სომხებს თავზე საყრელად ჰყავთ ასეთი მდიდარი მაგნატები და ვაითუ ისევ ოცნებობენ, აქციონ თავიანთი სამშობლო საზღვაოსნო ქვეყნად! არადა, ქართველებს ისე უჭირთ, რომ გადარჩენისთვის მზად არიან, გაყიდონ ყველაფერი _ “სამშობლოც” კი. განა ვის შეუძლია, შეაჩეროს მათი ლტოლვა გადარჩენისაკენ? ვინ დაუშლის მათ, გაყიდონ მამაპაპისეული კარ-მიდამო, როდესაც კანონით ეს დაშვებულია?

ჩვენ უკვე შევეხეთ დემოკრატიის საკითხებს. აღვნიშნეთ, რომ საზოგადოება შეიძლება იყოს დემოკრატიული არსითა და ფორმით, აღვნიშნეთ, აგრეთვე, ისიც, რომ კერძო კაპიტალის საზოგადოებაში, საწარმოში, ფირმასა თუ კონცერნში მმართველობა არის მონარქიული, მესაკუთრის განუსაზღვრელი უფლებებითა და ძალაუფლებით, რაც ანტიდემოკრატიულობის ნიშან-მოვლენაა, სამყაროში, სადაც ფული უფრო მეტ ფულს აკეთებს, ვიდრე პატიოსანი შრომა, უფულო ინდივიდი, ანუ ხალხი წარმოადგენს მარიონეტს… ან კიდევ არარაობას.

საყოველთაო სამართლიანობის ვითარებაში, თუ ადგილი აქვს ცალკეულ უსამართლობას, ეს ვერ იქნება უბედურება.

საყოველთაო უსამართლობის ვითარებაში, თუ ადგილი აქვს ცალკეულ სამართლიანობას, ეს ვერ იქნება კეთილდღეობა.

გრიგოლ ონიანი

 

1 COMMENT

  1. ჯერ, სიტყვა "დემოკრატიის" მონობისაგან განთავისუფლდით, სტალინი მერე აქეთ.

  2. ერთი რამ დაგავიწყდათ! რუსეთში ანტი სტალინური კამპანია ზუსტადაც ებრაელმა სიონისტებმა ააგორეს და არა რუსმა ხალხმა, რუსები გაცილებით მეტ პატივს სცემენ სტალინს ვიდრე ქართველები!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here