Home რუბრიკები პოლიტიკა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის “კიევის მაიდანი: გაკვეთილები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისათვის” რეზოლუცია

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის “კიევის მაიდანი: გაკვეთილები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისათვის” რეზოლუცია

512

სამენიერო-პრაქტიკული კონფერენცია “კიევის მაიდანი: გაკვეთილები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის” მონაწილენი ხაზს უსვამენ მისი ჩატარების მნიშნელობას სწორედ საქართველოში, რომელმაც არაერთი სახელმწიფო გადატრიალება გადაიტანა და დღესაც მათ მძიმე შედეგებს იმკის.


გასული წლის ბოლოს კიევში დაწყებულმა მოვლენებმა უკრაინა ძმათამკვლელ სამოქალაქო ომამდე, ეკონომიკურ კატასტროფამდე, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვამდე მიიყვანა. ეს მორიგ გაკვეთილად უნდა წაადგეს  როგორც საქართველოს, ისე მის მეზობლებს კავკასიის რეგიონში _ აზერბაიჯანსა და სომხეთს, რომლებიც საქართველოსთან საერთო პრობლემებითა და საზღვრებით, მოსახლეობის შემადგენლობით, ეკოლოგიით, ენერგოკომუნიკაციისა და  გზების “ჭიპლარით” უწყვეტად არიან დაკავშირებულნი.

საქართველოში კარგად ახსოვთ “თბილისის ომის” სახელით ცნობილი 1991 წლის სამხედრო გადატრიალება, რომელმაც გადაბუგა დედაქალაქის ცენტრი ისევე, როგორც “ევრომაიდანმა”გადაბუგა კიევის ცენტრი. საქართველოში არ დავიწყებიათ 2003 წლის “ვარდების რევოლუციაც” ე. წ. “ფერადი  რევოლუციების” სერიიდან, რომელსაც ერთი წლის შემდეგ, 2004 წელს, “ნარინჯისფერი რევოლუცია” მოჰყვა უკრაინაში. ორივე  მოფაშისტო ელემენტების  პარპაშით,  ტრადიციულ ეროვნულ ფასეულობებზე ფართო იერიშით, ახალგაზრდობის სულიერ-ზნეობრივი გარყვნითა და ტრადიციულ რელიგიებზე შეტევით დასრულდა.

ყველა ესრევოლუცია”, როგორც ამჟამინდელი უკრაინული, დაგეგმილი, პროვოცირებული, დაფინანსებული და მოწყობილი იყო  გარე გლობალისტური ძალების მიერ  ცნობილი ფონდებისა და ინსტიტუტების ხელით, აშშის სახელმწიფო დეპარტამენტისა დაცერეუსხელმძღვანელობით. ისინიფერადი რევოლუციებისმეთოდებით პირველად  როდი ამხობენ მათთვის არასასურველ მთავრობებს მთელ მსოფლიოში და მათ მთლიანად კონტროლირებადი მარიონეტული რეჟიმებით ცვლიან.

ასეთი სახელმწიფო გადატრიალებები ეწყობა ვითომდა ხალხის წიაღიდან გამოსული პატრიოტების ხელით, რომლებსაც თითქოს გული შესტკივათ “არადემოკრატიული და კორუმპირებული” მოქმედი ხელისუფლებით “გატანჯულ” სამშობლოსა და ერზე. სინამდვილეში  პატრიოტიზმისა და დემოკრატიის ლოზუნგებით ხელისუფლებაში მოდიან რადიკალები, რომლებიც ქვეყანას უცხო ინტერესებს ახვევენ თავს და ეთნიკური ნიშნითაც კი არ მიეკუთვნებიან სახელმწიფოს ძირეულ  ერს, როგორც ეს საქართველოში და ახლა უკრაინაში მოხდა. ეს ადამიანები უყოყმანოდ სწირავენ  მსხვერპლად  ადგილობრივ მოსახლეობას, მათ შორის თავიანთ მომხრეებსაც _ პატრიოტულად განწყობილ მოქალაქეებს, რომლებსაც დასავლელი დირიჟორები ხელისუფლების დასამხობად იყენებენ. პირველ რიგშიმათ იშორებენ თავიდან, ძმათამკვლელ ომში  “საზარბაზნე ხორცადყრიანდღეს ეს უკრაინაში ხდება, სადაც ალყაში მოხვედრილი ძალოვანი ქვედანაყოფები ოფიციალურმა კიევმა უმალ დაივიწყა  და რომლებიც უცილობელ  სიკვდილს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო  ინიციატივების წყალობით გადარჩნენ. საქართველოშიც, ასევე, მასობრივად იღუპებოდნენ მოტყუებული პატრიოტები სამოქალაქო ომში, რომელმაც ქვეყანა სახელმწიფო გადატრიალებისა და კანონიერი პრეზიდენტის დამხობის შემდეგ მოიცვა 1991 წელს; ათასობით ადამიანი დაიღუპა და ასიათასობით უსახლკაროდ დარჩა ქართულაფხაზური და ქართულოსური კონფლიქტების შემდეგ, რომლებიც ასევე 1991 წლის სახელმწიფო გადატრიალებისა და 2003 წლისვარდების რეცოლუციისკანონზომიერ შედეგს წარმოადგენდა.

მარიონეტული მთავრობების ნიშანდობლივ ხელწერას  წარმოადგენს აუტანელი სოციალურ-ეკონომიკური და მორალურ-ფსიქოლოგიური პირობების შექმნა სწორედ მკვიდრი მოსახლეობისთვის ქვეყნიდან ემიგრაციის სტიმულირების მიზნით. ამავე დროს, ყველანაირად ეწყობა ხელი უცხოელთა  ნაკადის შემოდინებას  უპირატესად  შორეული ქვეყნებიდან, რომლებიც იაფად ყიდულობენ გაღატაკებული ადგილობრივი მოსახლეობის მიწასა და ქონებას, ქმნიან თავიანთ  დიასპორებს, ახდენენ ეკონომიკის მთელი დარგების მონოპოლიზებას და ამასთან,  სრულიად  ლოალურნი არიან მმართველი რეჟიმის მიმართ. ქვეყანაში ახლახან მოსული უცხო  მოსახლეობა მას მხოლოდ მოგების მიღების წყაროდ აღიქვამს და მათი მართვა უფრო იოლია: მათთვის უცხოა ადგილობრივი ეროვნული ინტერესები, ძირძველი მოსახლეობის საუკუნეობრივი მისწრაფებები, მისი წარსული და მომავალი. ასე უკვე მოხდა საქართველოში, რომელიც “რევოლუციონერთა” ანტიეროვნული მოღვაწეობის შედეგად 2 მილიონზე მეტმა (ადგილობრივი მოსახლეობის მესამედზე მეტმა) ადამიანმა დატოვა, სამაგიეროდ, ქვეყანაში ათასობით ემიგრანტი დასახლდა ჩინეთიდან, ინდოეთიდან, პაკისტანიდან და სხვა ქვეყნებიდან. ანალოგიური პროცესი ელოდება მოკლე ხანში უკრაინასაც, რომლის ნაყოფიერ მიწებს უცხოები ჩაიგდებენ ხელში.

საზოგადოებრივი ცხოვრების საფუძვლების რყევაზე, ეროვნული სულიერი და რელიგიური ფასეულობების განადგურებაზე, საყოველთაოდ აღიარებული საზოგადოებრივი ინსტიტუტების დისკრედიტაციაზე, ხალხების ისტორიული წარსულის ფალსიფიკაციაზე დასავლური სპეცსამსახურები, მათ კონტროლქვეშ მყოფი “ფონდები” და “ასოციაციები” მილიარდობით დოლარს ხარჯავენ _  ქმნიან და აფინანსებენ რა ასობით არასამთავრობო ორგანიზაციას, ბეჭდურ და ელექტრონულ მედიას, პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, გასამხედროებულ დაჯგუფებებსა და სპეციალურ საწვრთნელ ბანაკებს.

პროფესიონალურად მომზადებული ნაციონალმოღალატეების საქმიანობა არ იზღუდება მათი ქვეყნის საზღვრებით: ისინი მობილურები, ურთიერთდაკავშირებულნი არიან და ერთიანი ცენტრიდან მართულნი, საჭირო მომენტში მიაშურებენ იმ ქვეყანას, სადაც სახელმწიფო გადატრიალების უფრო დიდი ალბათობაა. ასე  მაგალითად, ქართულვარდების რევოლუციაში”, ყველგანმყოფი ამერიკელი კურატორების გარდა, მონაწილეობდნენ სერბი, უკრაინელისპეციალისტები”,  ქართველიპროფესიონალებიკი აქტიურად ცდილობდნენ წყლის ამღვრევას ბელარუსში, მონაწილეობდნენ ყირგიზეთისრევოლუციაში”, ხოლო უკრაინაში წარმატებით გამოიჩინეს თავი  “ნარინჯისფერი რევოლუციისას” 2004 წელს,  2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას  და 2013 წელს კანონიერი ხელისუფლების დამხობის დროსაც.

ამჟამად ეს “ლიბერალები” და “დემოკრატები” სომხეთსა და აზერბაიჯანში ვითარების ასარევად ემზადებიან იქაურ კოლეგებთან ერთად. განსაკუთრებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სომხეთში, სადაც ქართველი “რევოლუციების სპეციალისტები” გამოცდილებასა და ტექნოლოგიებს უზიარებენ თავიანთ იქაურ დამქაშებს, ასწავლიან საინფორმაციო მუშაობას, ქუჩური დაპირისპირებების მეთოდებს, უგზავნიან ფინანსებს, ეხმარებიან საბრძოლო ჯგუფების შექმნაში.

თვალსაჩინოაფერადისახელმწიფო გადატრიალებების შედეგები: სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომები, ეკონომიკური და ჰუმანიტარული კატასტროფები, მოსახლეობის სრული გაღატაკება, ლტოლვილთა ნაკადები, ტერიტორიული მთლიანობის რღვევა. ოდესღაც ერთიანი ქვეყნის მოქალაქეები მტრებად  ეკიდებიან ერთმანეთს: ძმა _ ძმას, მეზობელი _ მეზობელსხშირადსადემარკაციო ხაზი. . შერეულ ოჯახებზე გადის _ ასე იყო საქართველოში, ასე ხდება უკრაინაში.

ჩვენ ვითვალისწინებთ  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო პოლიტიკისა და მისი მონურად მორჩილი ევროკავშირის მზარდ აგრესიულობას, კონსოლიდირებული დასავლეთის ექსპანსიონისტური ძალების დაჟინებულ სწრაფვას, თავის ინტერესებს დაუქვემდებაროს პოსტსაბჭოთა სივრცის ეკონომიკა და ბუნებრივი რესურსები, არ დაუშვას რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური და სამხედრო-ტექნიკური ძლიერების ზრდა, მის მიერ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გატარება.  ეს  საფუძველს  გვაძლევს, ვივარაუდოთ, რომ ამჟამინდელი “რევოლუცია” უკრაინაში  ბოლო არ არის  და უახლოეს ხანში უნდა ველოდოთ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებს სომხეთში, აზერბაიჯანში და კიდევ ერთხელ საქართველოში. გამორიცხული არ არის, რომ კატალიზატორად სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში არსებული შიგა კონფლიქტები  გათამაშდეს, ამას უკვე მოწმობს ზოგიერთი გააქტიურებული არასამთავრობო ორგანიზაციის, პოლიტიკური და საზოგადო “მოღვაწეების” პროვოკაციული ლექსიკა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის _ “კიევის მაიდანი: გაკვეთილები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისათვის” მონაწილენი მივმართავთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საზოგადოებას, მთავრობებს, პოლიტიკურ ორგანიზაციებს მოწოდებით, გვერდზე გადადონ შიგა უთანხმოებები და პირადი ამბიციები, მოახდინონ  საზოგადოებრივი ძალების სრული კონსოლიდირება და მთელი ეროვნული  ენერგია მიმართონ იქით, რომ არ დაუშვან  ვითარების დეტაბილიზაციის გამომწვევი   მასშტაბური პროვოკაციები საკუთარ ქვეყნებში, ხელისუფლების ანტიკონსტიტუციური შეცვლა, ჩანავლული კონფლიქტების ცხელ ფაზაში გადაყვანა.

აუცილებელია დროულად და საფუძველშივე აღმოიფხვრას მოსყიდული ადგილობრივი ძალების  დესტრუქციული საქმიანობა, რომლებიც გარედან მიღებული მითითებებით “დემოკრატიული”  ბრძოლის საფრქვეშ უბიძგებენ ჩვენს ქვეყნებს პოლიტიკური უფსკრულისა და ეკონომიკური კატასტროფისკენ. აუცილებელია ყველა არსებული საშუალებით ჩვენი ქვეყნების მოსახლეობის ცნობიერებამდე მივიტანოთ, რომ აგრესიულმა მსოფლიო ძალებმა დაიწყეს აშკარა ბრძოლა მსოფლიოს ახალი გადანაწილებისთვის. აშშ, რომელიც ერთადერთ ზესახელმწიფოდ დარჩენას ცდილობს, მსოფლიო რესურსებზე მონოპოლიის დაწესებას ლამობს, რათა თავის ნებას დაუქვემდებაროს მის სამიზნეში მყოფი სახელმწიფოების მთავრობები, არ დაუშვას ისეთი მსოფლიო მოთამაშეების გაძლიერება, რომლებსაც შეუძიათ კონკურენცია გაუწიონ აშშ-ს. ამისთვის ჩაღდება ომები, ეწყობა სახელმწიფო გადატრიალებები, ნაწევრდება სახელმწიფოები, ერთმანეთს უპირისპირდებიან ხალხები, იღვრება მილიონობით ადამიანის სისხლი მსოფლიოში.

დღეს დასავლეთმა, ფაქტობრივად, რუსეთს ომი დაუწყო, რომელიც მისი დასუსტებისკენაა მიმართული. დასავლეთს სჭირდება ცეცხლის ალში გახვეული რუსეთის საზღვრები. სწორედ ამ მიზანს ემსახურება უკრაინის მოვლენები და მრავალი ნიშნის მიხედვით ჯერი ახლა ამიერკავკასიაზეა.  ჩვენ, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ხალხებმა, საუკუნის ბოლო მეოთხედში არცთუ მცირე სისხლი რომ დავღვარეთ, არ უნდა მივცეთ საშუალება სისხლისმსმელ გარეშე ძალებს ამ ომის კოცონში ფიჩხად გამოგვიყენონ!

დასავლეთისთვის აბსოლუტურად სულერთია აზერბაიჯანიცა და მისი ხალხიც, მაგრამ სჭირდება მისი მილსადენები და კაპიის ზღვის ენერგორესურსები, გასასვლელი დაუმორჩიელებლ ირანზე; და სულაც არ მოსწონს აზერბაიჯანის ეკონომიკური კავშირები რუსეთთან, ასევე აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის თავშეკავებული დამოკიდებულება ნატოსადმი. ამიტომ დასავლეთი აუცილებლად  შეშფოთდება “დემოკრატიის დონითა” და “ადამიანის უფლებებით” ამ ქვეყანაში. ასე იზრუნა მან ერაყზე, ლიბიაზე, სირიაზე… ახლა იქ სამაგალითო დემოკრატია სუფევს და ადამიანის უფლებებიც  რიგზეა.

დასავლეთს სულაც არ ადარდებს სომხეთისა და სომეხი ხალხის ბედი, მაგრამ სომხეთი რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეა, ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და საბაჟო კავშირის წევრია, ეს კი ნიშნავს, რომ იქ “დემოკრატია არ არის”, ჰომოსექსუალები მთავრობაში არ სხედან, ამიტომ დასავლეთი აუცილებლად დაუჭერს მხარს “ჭეშმარიტ დემოკრატებს”, რომლებიც სომხეთს განვითარების სწორ “დემოკრატიულ გზაზე” დააბრუნებენ. უახლოეს ხანებში  მოწმენი გავხდებით ათასი ჯურის არასამთავრობო ორგანიზაციის, “სახალხო მოძრაობის”, მარგინალური პოლიტიკური პარტიების მკვეთრი გააქტიურებისა, რომლებიც მასობრივი არეულობების, სამართალდამცავებთან სისხლისმღვრელი შეტაკებების, სახელმწიფო სტრუქტურებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების  მუშაობის დეზორგანიზაციის პროვოცირებას შეეცდებიან.

დასავლეთი არაფრად აგდებს საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესებს, ეს თვალსაჩინოდ გვაჩვენა ბოლო 25 წლის პარაქტიკამ.  მაგრამ დასავლეთს სჭირდება საქართველოს ტერიტორია ნატოს ბაზების,  ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განსათავსებლად, რუსეთის სამხრეთში დივერსიების მოსაწყობად და კასპიის ზღვაზე და მის ენერგორესურსებზე გასასვლელ კორიდორად. შევარდნაძე აშშ-ის ნების მორჩილი შემსრულებელი იყო, მაგრამ ტერიტორიის მესამედის დაკარგვის შემდეგ  ბოლო ხანებში თავისი მორჩილებისთვის ჯილდოს ითხოვდა; ეს არ მოეწონათ ამერიკელ პატრონებს და “ვარდების რევოლუციაც” მოხდა.

სააკაშვილი ამერიკელებზე უფრო მეტ ამერიკელობას ცდილობდა, მაგრამ დააფრთხო ისინი თავისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობით; მათ იგი გაცილებით წყნარი პერსონებით შეცვალეს, თუმცა  ვითარება იქითკენ მიდის, რომ მალე ამერიკელებს საქართველოში სწორედ ფსიქიკურად არანორმალური მმართველი დასჭირდეთ, ამიტომ მორიგი “რევოლუცია” საქართველოში სულაც  არ არის გამორიცხული.

ჩვენი ქვეყნები საფრთხეშია! ნებისმიერ მასშტაბურ დესტაბილიზაციას სისხლისმღვრელი კონფლიქტის გამოწვევა შეუძლია, რომელიც მთელ რეგიონს მოედება! მორიგირევოლუციებიჩვენი სახელმწიფოებისა და ხალხების არსებობას ემუქრება!

ადამიანებოიყავით ფრთხილად!

(2014 წლის 23 სექტემბერი, საქართველო, თბილისი)

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here