Home რუბრიკები საზოგადოება “უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება არის ნაძირალების, პედოფილების, ნეოფაშისტების ხელისუფლება”

“უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება არის ნაძირალების, პედოფილების, ნეოფაშისტების ხელისუფლება”

540

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პოლიტოლოგი  ჰამლეტ ჭიპაშვილი გვესაუბრება.


_ ბატონო ჰამლეტ, მთავარი პროკურატურის მოწვევით, მსოფლიოში აღიარებული სისხლის სამართლის სპეციალისტების ჯგუფი საქართველოში ჩამოვიდა. პროკურატურის განცხადებით, მათი ვიზიტი ხელს შეუწყობს «საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სამართლიანობის აღდგენისკენ მიმართული ძალისხმევისადმი ნდობის ამაღლებას ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ». ეს ნაბიჯი ხომ არ ნიშნავს, რომ «ნაციონალური მოძრაობის» წევრების დაპატიმრების სერია დაიწყება?

_ არავითარი დაჭერები არ დაიწყება. მოჩვენებითია ყველაფერი, უბრალოდ, ხალხს თვალში «ნაცარს აყრიან».

ამერიკის შეერთებული შტატებიცა და ევროკავშირიც სააკაშვილს ხელს აფარებენ და იცავენ. ევროკავშირი იცავს არა მხოლოდ სააკაშვილს, არამედ ისეთი დაბალი რანგის ნაძირალებსაც კი, როგორებიც არიან გიგი უგულავა და ვანო მერაბიშვილი.

_ თუმცა ამ მიმართულებით ევროპის სახალხო პარტია აქტიურობს

_ ევროპის სახალხო პარტია ევროკავშირის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ახალი არჩევნების შემდეგ ევროკავშირში ყველაზე მეტი დეპუტატი ევროპის სახალხი პარტიიდან არის წარმოდგენილი.

_ პარლამენტის სხდომებზე უმრავლესობის წარმომადგენლები «ნაციონალური მოძრაობის» წევრებს საჯაროდ უწოდებენკრიმინალებს და სხვადასხვა სერიოზულ დანაშაულში სდებენ ბრალს. თუმცა გვახსოვს, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, «ქართული ოცნების» ლიდერები ამბობდნენ, რომ მათი მთავარი ამოცანა «ნაციონალური მოძრაობის» გადარჩენა იყო

_ ის, რაც ეკა ბესელიამ ჩიორა თაქთაქიშვილს უძახა, პირზე მომდგარი აგრესიის გამოხატულებაა და მეტი არაფერი. «ქართული ოცნება» არის გაურკვეველი ამორფული ძალა, რომლის სიტყვა და საქმე ძალიან შორსაა ერთმანეთისგან. დღეს ხელისუფლებას არ აქვს ძალა და შესაძლებლობა, სააკაშვილისა და «ნაციონალური მოძრაობის» სხვა ბანდიტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრას. «ქართული ოცნების» წევრების ეს განცხადებები არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება იმას აკეთებს, რასაც დაჰპირდა საზოგადოებას. პირიქით, ამგვარი ქმედებებით ხაზს უსვამს, რომ უსუსურია და მისი დაპირებები ვერბალურ დონეს ვერ გასცდა. გამუდმებით გვესმის «ნაციონალების» ლანძღვა-გინება და მეტი არაფერი ხდება. ახალაია და მერაბიშვილი ამ მუხლებით არ უნდა იყვნენ გასამართლებულნი, ან სად არიან ბაჩო ახალაის ძმა, მამა, სხვებს რატომ არ აპატიმრებენ, როდესაც «ნაციონალურმა მოძრაობამ» ამდენი დანაშაული ჩაიდინა? როდესაც ხალხს «ნაციონალების» გასამართლებას ჰპირდები და არ ასრულებ, ეს ხელისუფლების მხრიდან ხალხის მოტყუება და დანაშაულია.

_ საქართველოს პრემიერმა განაცხადა, რომ სწორედ დაპირებების შესრულების მიზნით, 7 მინისტრს ცვლის. არ ფიქრობთ, რომ განხორციელებული საკადრო ცვლილებები შედეგს მოიტანს?

_ ეს ცვლილებები არის მხოლოდ ერთი კაცის მეორით ჩანაცვლება. რა დაპირებები უნდა შეასრულოს «ისტერნ პრომოუშენის» ყმაწვილმა მიხეილ გურგენიძემ, რომელიც ფულის კეთებას არის დაჩვეული და უცხოური ესტრადის ვარსკვლავები რუსეთში ჩასვლის შემდეგ აქ ჩამოჰყავდა? რა კავშირი აქვს ამას კულტურასთან? სახელმწიფოებრივი მართვის სისტემა არ გვაქვს და უნიკალური პიროვნებაც რომ დანიშნონ მინისტრის თანამდებობაზე, მეორე დღესვე წავა, რადგან ვერაფრის შეცვლას ვერ შეძლებს. როდესაც პრემიერი 31 წლის კაცია, რომელსაც სახელმწიფო თანამდებობაზე არ უმუშავნია, თუ არ ჩავთვლით, ივანიშვილმა რომ დანიშნა ცოტა ხნით შს მინისტრად, მეტს რას უნდა ელოდო?

_ რატომ შეინარჩუნეს დანარჩენმა მინისტრებმა თანამდებობები?

_ იმიტომ, რომ ღარიბაშვილს იმის ძალა არ ჰყოფნის, სხვებიც მოხსნას. ღარიბაშვილს, უპირველესად, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები უნდა შეეცვალა და ეკონომიკური ბლოკი. თუნდაც შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე სამსახურში დასატოვებელი იყო? კაცი გამართულად ვერ ლაპარაკობს. ისეთი მინისტრები მოხსნა, რომლებიც არც აშავებდნენ და არც აკეთებდნენ. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის გათავისუფლება, უბრალოდ, სასაცილოა. არ მესმის, დარახველიძემ რა დანაშაული ჩაიდინა? რატომ არ შეეხო პაატა ზაქარეიშვილს? იმიტომ, რომ რესპუბლიკელია და ხელს ვერ ახლებდა. ეს ცვლილებები მხოლოდ იმიტომ განხორციელდა, რომ ხალხმა ილაპარაკოს.

_ საქართველოს პრეზიდენტის _ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მას არც ერთ პარტიულ ღონისძიებაზე არ ეპატიჟებიან და არც ეს საკადრო ცვლილებები ყოფილა მასთან შეთანხმებული. ჩნდება კითხვა, რა ფუნქციებს ასრულებს პრეზიდენტი?

_ ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომა არის ის, რომ პრემიერისა და პრეზიდენტის ურთიერთობა კინკლაობის დონეზეა. ასე ჩანს, რაც უნდა იძახონ, რომ ნორმალური ურთიერთობა გვაქვსო. გაუთავებლად მიმდინარეობს ლაპარაკი, ვინ მოაწერს ხელს ამა თუ იმ დოკუმენტს. განა ასე რთულია ამ საკითხების ისე გადაჭრა, რომ საქვეყნოდ არ გამოიტანო? ძალიან არასერიოზულია მათი ქმედებები, ამგვარ საქციელს კი ის განაპირობებს, რომ არც ერთ მათგანს სახელმწიფო მართვის არანაირი გამოცდილება არ აქვს.

გასაოცარია, ნიშნავ ვიღაც ვიგინდარას მინისტრად, რომელიც სოფლის მეურნეობის აზრზე არ არის, ფიფიას ვგულისხმობ, შემდეგ ცვლი მას და ისეთივე უცოდინარ კადრს ნიშნავ. როდესაც ქვეყანაში ჯუმბერ პატიაშვილი გყავს, ფიფია უნდა იყოს მინისტრი? როგორ შეიძლება მისი ცოდნა და გამოცდილება არ გამოიყენოს ხელისუფლებამ? რადგან «კომუნისტურ პარტიაში» იყო, მისი დანიშვნა არსად აღარ შეიძლება? მიუხედავად იმისა, რომ იმხანადაც იყვნენ ხელმრუდები, ვერც ერთ მინიტრს ვერ დავასახელებ, რომელიც კომუნისტური მმართველობის დროს საკუთარ თავს პრემიებს ასე ხელაღებით უწერდა.

_ მიხელ სააკაშვილმა გააკრიტიკა საქართველოს ახალი მთავრობა, კონკრეტულად ირაკლი ღარიბაშვილი,_ უკრაინას მხარს არ უჭერს და რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება სურსო. რას ცდილობს სააკაშვილი?

_ სააკაშვილი ამერიკული პროექტია. ის არის ავანტიურისტი, რომელიც შესანიშნავად ასრულებს ამერიკელების დავალებებს. სააკაშვილს ვერ დაიჭერენ, რადგან მას ამერიკელები, როგორც საკუთარ თავს, ისე უფრთხილდებიან. ეს კაცი არის ცეტი, შეუძლია, ნებისმიერი პიროვნება ან ნებისმიერი ქვეყანა ხელაღებით დაადანაშაულოს და ისეთი რამ განაცხადოს, რაც აშშ აძლევს ხელს. ბევრმა დღემდე ვერ გაიგო, რომ საქართველოს უპირველესი მტერი სააკაშვილი იყო. უკრაინის დღევანდელი ხელისუფლებისთვის მხარდაჭერა საქართველოს ძალიან ცუდად დაუბრუნდება. ვინაიდან უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება არის ნაძირლების, პედოფილების, ნეოფაშისტების ხელისუფლება. ეს არის უსაზიზღრესი ხელისუფლება, რომელიც კი ოდესმე ჰყოლია რომელიმე სახელმწიფოს და, როდესაც ჩვენმა მთავრობამ უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუცია მიიღო, ეს იყო დანაშაული. უკრაინის შესახებ ასეთი ჟივილი-ხივილი არც ერთი ქვეყნის პარლამენტში არ მინახავს.

უკრაინის ხელისუფლებამ ოდესის პროფკავშირების სახლში ხალხი გამოწვა. აღმოსავლეთ უკრაინაში ყოველდღიურად უამრავი ადამიანი იღუპება, სახელმწიფო ჯარი, მშვიდობიან მოსახლეობას «გრადებს» აყრის თავზე. აღმოსავლეთ უკრაინაში გენოციდი მიმდინარეობს, იქაურობას იქ მცხოვრები რუსებისგან წმენდენ. არადა, ბოლშევიკების ხელგაშლილობის შედეგად აღმოჩნდა ეს ტერიტორია უკრაინის შემადგენლობაში. ყირიმიც რუსეთს ეკუთვნის. საერთო ჯამში, აღმოსავლეთ უკრაინაში 25 მილიონი კაცი ცხოვრობს და აქედან მხოლოდ დონეცკსა და ლუგანსკში _ 7 მილიონი, ამიტომ, როდესაც მათ ტერორისტებს უწოდებენ, აბსურდია, 7 მილიონი კაცი არ შეიძლება, ტერორისტი იყოს.

_ უკრაინაში ვითარება კვლავ მძიმეა, კონფლიქტი გაჭიანურდარა ბედი ელის ამ ქვეყანას?

_ ეს კონფლიქტი კი არ გაჭიანურდა, ფაქტობრივად, ახლა დაიწყო და კიდევ არაერთ წელს გაგრძელდება, რადგან ეს ამერიკის შეერთებულ შტატებს აძლევს ხელს. აშშ არის სახელმწიფო, რომელსაც მიაჩნია, რომ რუსეთი მისი მეტოქეა. ამიტომ ამერიკა ცდილობს, მაქსიმალურად შეაფერხოს რუსეთის როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო განვითარება. ამას ემსახურება ეს გამოგონილი ამბები. ვიქტორია ნულანდმა პირდაპირ განაცხადა, უკრაინის გადემოკრატებაში 5 მილიარდი დოლარი დავხარჯეთო. ეს რაც ოფიციალურად განაცხადეს, რეალურად კი გაცილებით მეტი დაიხარჯა. მათი მიზანი იყო, უკრაინა რუსეთის მტრად ექციათ და ამ პროცესებს გადემოკრატება დაარქვეს. როდესაც პუტინმა ევრაზიულ კავშირზე დაიწყო ლაპარაკი, იმწამსვე თავი წამოყო ახალმა პროექტმა _ აღმოსავლეთის პარტნიორობამ. ეს ყველაფერი იმით დასრულდა, რომ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს მისცეს ასოცირების დოკუმენტი და უთხრეს, ხელი მოაწერეო, როგორც ეს საქართველოსა და მოლდოვას შემთხვევაში მოხდა. ანუ რა გამოდის? აღნიშნული ხელშეკრულებით ჩვენ ვუკავშირდებით ევროკავშირს, მაგრამ იქ მაინც არავინ გვიშვებს და თანაც, სხვა კავშირში გაწევრებასაც გვიშლიან. ასე მოხდა უკრაინის შემთხვევაშიც _ უკრაინას, ფაქტობრივად, რუსეთთან კავშირი უნდა გაეწყვიტა.

ამერიკამ მუდამ მოგიზგიზე ცხელი წერტილი შექმნა და რუსეთის ხელისუფლებას სერიოზული პრობლემა გაუჩინა. სწორედ ამ მიზნით გამოიგონეს ისტორია, თითქოს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი «ბოინგისეპარატისტებმა ჩამოაგდეს.

_ ვის აძლევდა ხელს «ბოინგისჩამოგდება?

_ ეს, უპირველესად, ამერიკის ინტერესებში იყო. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ეს რუსეთს არ სჭირდებოდა.

_ ამერიკას რატომ აძლევდა ხელს?

_ ამერიკამ ამით მსოფლიო საზოგადეობას უთხრა, _ შეხედეთ, რა ნაძირალაა რუსეთიო. ევროპას დააწესებინა სანქციები. რუსეთს ისეთი სერიოზული პრობლემები შეექმნა, არ ვიცი, ამას თავს გაართმევს თუ არა. რუსეთს მეზობელი 45-მილიონიანი უკრაინა მტრად ექცა. ამერიკა მღვრიე წყალში იჭერს თევზს. ასეთია მისი პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში, ლიბიაში, ერაყში. ყველგან ასე იქცევა. ასე უნდოდათ საქართველოშიც.

სულ ახალი მომხდარი იყო ავიაკატასტროფა, როდესაც აშშის პრეზიდენტმა ყველაფერში რუსეთი დაადანაშაულა. ეს ხდება მაშინ, როცა ჯერ გამოძიებაც არ ჩატარებულა. საერთოდაც, არავინ იცის, ეს გამოძიება რამდენ ხანს გაგრძელდება და რა დასკვნას გამოიტანენ. მანამდე კი ამერიკელები აცხადებენ, რომ რუსეთია დამნაშავე და მის იმიჯს არყევენ მსოფლიოში, თუმცა რუსეთის ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულება არ აქვთ. გამორიცხული არ არის, სიმართლე ვერასდროს შევიტყოთ.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here