Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოს ეროვნული გმირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, სახელობის სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასის დარბაზის...

საქართველოს ეროვნული გმირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, სახელობის სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასის დარბაზის განცხადება

699

ჩოხოსან რაინდთა დასი მხარს უჭერს საქართველოს დამსახურებული ეკონომისტის, «დედაენის» საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებლის _ ნიკო ნიკოლაძის პრემიის ლაურეატის, ჩვენი დასის დარბაზის წევრის, ბატონი ანზორ ბაბუხადიას წინადადებას, რომ ერთხელ და სამუდამოდ სახელმწიფო დონეზე გადაწყდეს, _ რა უნდა ეწოდებოდეს ჩვენს ქვეყანას მსოფლიო ხალხთა ყველა ენაზე:  «გრუზია», «ჯორჯია» და ა. შ. თუ «საქართველო», როგორც ეს უკვე ოფიციალურად დაადასტურა იაპონურმა მხარემ.


ამ მოსაზრების თაობაზე, მან ჯერ კიდევ 2013 წლის 2 აგვისტოს, გაზეთ «საქართველოს რესპუბლიკის» მეშვეობით ღია წერილით მიმართა საქართველოს იმჟამინდელ პრემიერმინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილსა და საქართველოს იუსტიციის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს.

წერილში აღნიშნულია, რომ «დადგა დრო, პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით შეიქმნას საგანგებო კომპეტენტური სახელმწიფო კომისია, რომელიც სათანადო სამუშაოების ჩატარების კვალობაზე მიაღწევს, რომ ჩვენს ქვეყანას მსოფლიო ხალხების ყველა ენაზე ეწოდოს «საქართველო»!

ჩვენდა სასიხარულოდ, ვიმეორებთ: ამ წინადადებას პირველი უკვე გამოეხმაურა იაპონიის სახელმწიფო, რომელმაც, საქართველოს ისტორიაში პირველმა, ოფიციალურ დოკუმენტში ჩვენი ქვეყანა მოიხსენია, როგორც «საქართველო».

ეს ერთი და სხვა მრავალი!

დასის დარბაზის სახელით:

გიორგი (გოგი) დოლიძე _ დასის მეთაური, პროფესორი, აკაკი წერეთლის პრემიის ლაურეატი;

რეზო ჩხეიძე _ კინორეჟისორი, სსრკ სახალხო არტისტი;

ჯუმბერ ლეჟავა _ მსოფლიო მოგზაური, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერი;

მიხეილ ჯიბუტი _ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

თენგიზ უთმელიძე _ ქორეოგრაფი, საქართველოს სახალხო არტისტი;

ნინო სალუქვაძე _ მსოფლიო ჩემპიონი ტყვიით სროლაში, ოლიმპიური ჩემპიონი;

ოთარ ჯანგიშერაშვილი _ რუსეთის სახალხო არტისტი, კ. სტანისლავკის პრემიის ლაურეატი;

ნაზი ნანიკაშვილი _ მსახიობი, ქ. აშდოდის (ისრაელი) ქართულენოვანი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი;

ილია პატაშური _ საქართველოს დამსახურებული მხატვარი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, პროფესორი;

მურმან გელენიძე _ მხატვარი, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი;

რევაზ ბალანჩივაძე _ ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

ჯემალ კვანტალიანი _ სპორტის დამსახურებლი მოღვაწე;

ივანე ჯაფარიძე _ ჟურნალისტი, პროფესორი.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here