Home რუბრიკები პოლიტიკა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო

მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო

1538

დედამიწის მოსახლეობის აპოკალიფსური პერსპექტივის მიზეზების ამოხსნა ამოვიკითხე ახლახან იტალიელი ჟურნალისტის, წიგნების ავტორის, ევროპარლამენტის ყოფილი დეპუტატის _ ჯულიეტო კეზას წერილიდან «მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო». დაიძაბეთ? შემდეგ უარესია. და ეს უარესი, მომავალი არმაგედონი, მოგვევლინება იმ ეპოქის შედეგად, როცა ადამიანების უმეტესობა წერა-კითხვის უცოდინარი იქნება. XXI საუკუნის დასაწყისში, როცა ჩვენ, კაცობრიობა, ინფორმაციის ნაკადის ცენტრში აღმოვჩნდით, მისი გაკონტროლების უნარი დავკარგეთ.


ასეა რეალურად. სუბიექტურად კი გვჯერა ან თავს ვირწმუნებთ, რომ ვიცით ყველაფერი, რადგან «ეს ჩემი თვალით ვნახე!»,

«ინფორმაციას ახალ ენაზე გვაწვდიან, _ წერს კეზა, _ ეს არის მოძრავი კადრების ენა», უსინტაქსო ენა.

ამ ენის გასაგებად მცოდნე გამშიფვრელებია საჭირო, მაგრამ რა ვუყოთ ჩვენს გაუნათლებლობას?

და რჩება «ილუზია, რომ შენ ყველაფერი იცი, სინამდვილეში კი არაფერი გესმის», ვერაფერს იგებ.

ამ მოსაზრების განმარტებას ჯულიეტო კეზა 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ იორკში «ტყუპების» _ ორი ცათამბრჯენის _ აფეთქების მაგალითით ცდილობს.

თითქოს ყველამ ყველაფერი ვნახეთ «საკუთარი თვალით» და ახლაც, 13 წლის შემდეგ გვჯერა, რომ ასე იყო.

მაგრამ რა მოხდა სინამდვილეში?

«სახელმწიფო გადატრიალება დაგეგმა ადამიანების მცირე ჯგუფმა, რომელსაც მსოფლიო ისტორიის კურსის შეცვლა ჰქონდა განზრახული.

ეს ყველაფერი ხდება ამჟამადაც. ნუთუ ფიქრობთ, რომ უკრაინის მოვლენები ამასთან არ არის დაკავშირებული?! ისინი უშუალო კავშირშია, ერთი მეორის გაგრძელებაა», _ წერს იტალიელი ჟურნალისტი და ასკვნის, რომ 11 სექტემბერი იყო დასაწყისი ავღანეთის ომის, შემდეგ ერაყის ომის, ლიბიის, სირიის ომების. ახლა უკრაინაა. «ეს ყველაფერი ერთი და იგივეა», ისტორიის კურსის შეცვლის მცდელობაა.

მესამე მსოფლიო ომი რესურსების ნაკლებობის გამო დაიწყება

რა საჭიროა ომი? _ თითქოს რიტორიკულ შეკითხვას სვამს ავტორი და იქვე განმარტავს: «ომი აუცილებელია, რადგან რესურსები უკვე ამ საუკუნის ნახევარში ყველასთვის სამყოფი აღარ იქნება. 11 სექტემბრის ტერაქტის ორგანიზატორებმა მაშინვე იცოდნენ, რა იქნებოდა დღეს, რადგან მათ ჰქონდათ ინფორმაცია, ჩვენ კი არ გვაქვს. მე-20 საუკუნის ბოლოს მოსახლეობის ზრდა ასეთი არ იყო, ახლა კი ადამიანების რაოდენობა 7 მილიარდამდე გაიზარდა».

ცნობილია, რომ XX საუკუნეში ბევრმა ქვეყანამ მიზნად დაისახა, მიეღწია ევროპულ ქვეყნებში არსებული ცხოვრების დონისთვის. «დასავლეთს იმ დროს არსებობის მდიდარი შესაძლებლობები ჰქონდა, იგი თავის პირობებს კარნახობდა მთელ მსოფლიოს», მაგრამ მსოფლიო ასპარეზზე სულ უფრო ძლიერად გამოდის ჩინეთი თავისი ახალი ეკონომიკური პოლიტიკით. იზრდება მისი შესაძლებლობები. ევროპა შეშფოთებულია: «თუ ჩინეთის მილიარდ 300-მილიონიანი მოსახლეობა დაიწყებს იმდენივე ხორცის ჭამას, რამდენსაც ჩვენ, მაშინ არც ჩვენ არც მათ ადგილი აღარ გვექნება ამ პლანეტაზე», ამიტომ ჩინელები, «შორსმჭვრეტელი ხალხი, იმედოვნებენ იყიდიან აფრიკას».

ანალიტიკოსები გვეუბნებიან, რომ, თუ ინტენსიურად განვითარებადი ჩინეთი, ბრაზილია, ინდონეზია 5-6 წლის შემდეგ 50 მლნ ავტომანქანის დამზადებას შეძლებენ, არნახულად გააფართოებენ გზების ქსელს, მოაწყობენ ინფრასტრუქტურას, მაშინ ამ სიტუაციის დასაკმაყოფილებლად 3-4 პლანეტა იქნება საჭირო. დღეს 7 მილიარდი ვართ, 50 წლის შემდეგ 8 მილიარდი ვიქნებით და მოთხოვნილება არნახულად გაიზრდება.

რესურსები სად ვეძებოთ?

«ასეთ პირობებში, _ წერს ჯულიეტო კეზა, _ ყველაზე ძლიერები იარაღს გამოიყენებენ, რათა ხელთ იგდონ საარსებო საშუალებები. ჩვენ ამ ფაზაში ვიმყოფებით. საშიშროება დიდია».

რა ვქნათ, სად ვეძებოთ გამოსავალი?

ავტორი მიიჩნევს, რომ ერთადერთი გამოსავალი ხარისხობრივი და რაოდენობრივი განვითარების შემცირებაა: «ჩვენ არ შეგვიძლია განვვითარდეთ ისე, როგორც მე-20 საუკუნეში ვვითარდებოდით, რადგან აღარ დაგვრჩება რესურსები _ წყალი, ნავთობი, გაზი, ქვანახშირი», ხოლო განახლებად ენერგიაზე (მაგალითად, მზის ენერგიაზე) გადასვლას დაახლოებით 120 წელიწადი დასჭირდება.

ომის საშიშროება ილუზია არ არის, კარსაა მომდგარი. «ილუზიებით დავიწყეთ, ილუზიებით ვამთავრებთ». ჩვენს სამყაროში ადამიანებს შეიძლება და უნდა ჰქონდეთ სრული ინფორაცია, ყოველგვარ კომუნიკაციაზე უნდა მიუწვდებოდეთ ხელი, რათა მშვიდად იცხოვრონ.

მაგრამ ხდება პირიქით: «ჩვენ გაუნათლებელი ადამიანები ვართ, წერა-კითხვის უცოდინარები, არაფერი ვიცით, ცხოვრებაზე ჩვენმა წარმოდგენებმა მომხმარებლებად გვაქცია. ყოველ წუთს გვეუბნებიან, რომ უფრო მეტი რესურსი უნდა მოვიხმაროთ».

ვინ განაგებს ჩვენს ბედს?

სააკაშვილმა ვირტუალურ გარემოში ცხოვრებას მიგვაჩვია. ეს პოლიტგაბითურების მეთოდი იყო.

ჯულიეტო კეზას მიხედვით, დემოკრატიის ილუზიას ჰქმნიან ადამიანები, რომლებიც «თვეში ერთხელ იკრიბებიან მანჰეტენში და ნახევარ საათში წყვეტენ, სად დააბანდონ 3-5 მილიარდი დოლარი. ეს ადამიანები პრაქტიკულად უსახელონი არიან, მაგრამ ჩვენ ვიცით, ვინ მართავს მათ _ მერილ ლინჩი, ჯიპი მორგანი, ბილ გეიტსი. ისინი არიან… სამყაროს ბატონ-პატრონები».

მასმედია მათ ხელშია, ინფორმაციას სრულად მხოლოდ ისინი ფლობენ და ასევე სრულად გვიმალავენ.

ვინც ფლობს ინფორმაციას, განმკარგველიც ისაა!

კეზა ამტკიცებს: «მასობრივი ინფორმაციის ყველა საშუალება, რომლებიც ინფორმაციას გაწვდით, რუსულის (მასმედიის) ჩათვლით, ამ ადამიანების ხელშია. როგორც კი მოხდება სახელმწიფო გადატრიალება, ისინი მთელ მედიას იპყრობენ».

ავტორი იმეორებს საყოველთაოდ გავრცელებულ აზრს, რომ ინტერნეტი სპეცსამსახურებისთვის ყველაზე უფრო მომგებიანი სივრცეა. «ინტერნეტის 98 პროცენტი არის Youtube, მაშასადამე, ტელევიზიაც, თანაც ყველაზე უარესი. უამრავი ვიდეოკლიპი დეგენერატული ხასიათისაა, არადა, ბავშვები უყურებენ!», ბავშვებისთვის კი ის, რასაც ნახულობენ, ერთადერთი რეალობაა, ამიტომაც ხდება მათი გადაგვარება».

და ზუსტი დასკვნა, რომელიც ახსნის, თუ რატომ იზრდება მომავალი თაობა გამოთაყვანებული: «თანამედროვე ადამიანის ტვინის ფორმირება რეკლამისა და გართობის საშუალებით ხდება _ ეს არის ფუნდამენტური ორი ელემენტი ადამიანის მანიპულირებისთვის».

ამიტომაც გაქრა ქართული ტელესივრციდან შემეცნებითი და საგანმანათლებლო პროგრამები, ხოლო თოქშოუები გართობის საუკეთესო საშუალებად იქცა, რომელთა ზოგიერთი მონაწილე, რეზო ამაშუკელისა არ იყოს, «ყურიდან ენას გვიყოფს».

უკრაინის შესახებ

ესესაა გავრცელდა ინფორმაცია, რომ სლავიანსკი ხელთ იგდეს უკრაინის რეგულარულმა ჯარებმა. პრეზიდენტმა პოროშენკომ ტელეეკრანიდან დაუფარავი სიამაყით გვახარა, რომ «ტერორისტთა ეს ბუდე» დაემხო, რომ ქალაქი გათავისუფლდა «ამ არაადამიანებისგან».

თანამემამულეებზე თქვა არაადამიანებიო _ ნელრჩეორვეკმ. წამოსცდა? ვაი, რომ არა: პრეზიდენტმა წარმოთქვა არაერთხელ შემოწმებული და ჩასწორებული სიტყვა. ტელეეკრანზე სხვაგვარად ვერც წარმოჩნდებოდა.

მაშ, რა ხდება, საიდან გაჩნდა უკრაინის ლექსიკაში რასისტულ-ევგენიკური «უნტერმენშენი» _ «მდაბალი ადამიანები», არაადამიანები? ფაშისტები თავიანთ ამ კონცეფციას ავრცელებდნენ ებრაელებზე, ბოშებზე, სლავებზე.

ნაცისტების რასობრივი პოლიტიკის კონტექსტში «მდაბალ ადამიანებს» უპირისპირდებოდნენ «ზეადამიანები», არიელები, რომლებსაც სუფთა სისხლის გერმანელები წარმოადგენდნენ.

სლავი, უკრაინელი, პოროშენკო ზეადამიანის როლმორგებული «უნტერმენშენებად» _ არაადამიანებად მოიხსენიებს საკუთარი ქვეყნის მოქალაქე რუსებს _ სლავებს, რომლებსაც მისგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები აქვთ.

ნეოფაშიზმის აჩრდილი გადაეფარა უკრაინას…

ევროპაში, ამერიკასა და საერთოდ დასავლეთში აგორდა რუსოფობიის ტალღა, _ მიიჩნევს იტალიელი ჟურნალისტი. «მე არ ვარ რუსი, მე რუსეთის მეგობარი ვარ», _ აცხადებს ევროპარლამენტის ყოფილი დეპუტატი.

«ევროკომისიამ და ევროპულმა სტრუქტურებმა, აშშ-თან ერთად მოაწყვეს გადატრიალება კიევში… შეტევა წარმატებული გამოდგა: ხელთ იგდეს უკრაინა, გარკვევით ვამბობ, უკრაინის ყველა სტრუქტურა, რომლებიც გაზთანაა დაკავშირებული, დღეს აშშ-ის ხელშია. იწყება ომი გაზისთვის, ენერგიისთვის ნამდვილი შეტევა მიმდინარეობს».

უკრაინა მესამე მსოფლიო ომის პირველი ეპიზოდია, მაგრამ რუსეთს მშვიდობიანი თავდაცვის დიდი შესაძლებლობა აქვს, რადგან ამ საქმეში კიდევ ერთი დიდი მოთამაშეა ჩართული – ჩინეთი, რომლის მილიარდ 700-მილიონიან მოსახლეობას სჭირდება ენერგია. ენერგიის წყარო კი რუსეთია. რუსეთიდან ჩინეთში გაზსადენის გაყვანას 7-8 წელიწადი სჭირდება. მაგრამ ასეთი შესაძლებლობა რეალურია. «ერთი მხრივ, იქმნება რუსეთისა და ჩინეთის ალიანსი, მეორე მხრივ, დასავლეთის გიგანტებია ამერიკა და ევროპა. სამწუხაროდ, ისინი განსაზღვრავენ ჩვენს მომავალ ცხოვრებას».

საიდან აქვს ამერიკას ნეოფაშიზმის დასაფინანსებელი ფული?

კიევის მაიდანზე გამოსული «მარჯვენა სექტორი», «სვობოდა» ფაშისტები რომ არიან, კეზას ეჭვი არ ეპარება. მაგრამ ისინი არაფერს წარმოადგენენ, მხარდამჭერები რომ არ ჰყავდეთ. თავისი ამ დებულების გასამაგრებლად ავტორი იმოწმებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის _ ჯონ კერის ასისტენტს ვიქტორია ნულანდს, რომელმაც შარშან, შუა დეკემბერში თქვა: «ჩვენ 15 მილიარდი დოლარის ინვესტირება მოვახდინეთ, უკრაინელი ხალხისთვის რომ მიგვეცა ის მომავალი, რომელსაც იმსახურებს».

საიდან ეს ფული?

ამ მთავარ კითხვას ჯულიეტო კეზა საინტერესო მსჯელობით უპასუხებს, რომელსაც ჩვენს მკითხველს სრულად გთავაზობთ.

«აშშ ყოველდღიურად 85 მილიარდ დოლარს აწარმოებს არაფრიდან. მას (ფულის ამ მასას) ქმნის კომპიუტერები. ისინი (ამერიკელები)  თავიანთ ვალებს ისტუმრებენ ფულით, რომელსაც ხელოვნურად, ნულიდან ქმნიან. ასდოლარიანი ბანკნოტები იბეჭდება… ჩრდილოეთ კორეაში! ფხენიანის მახლობლად. ეს არის მთელი ქალაქი, რომელიც გარშემორტყმულია ჩრდილოეთ კორეის სპეცსამსახურებით, 69-ე დივიზიით. იქაა შექმნილი დოლარების საწარმოებელი ბაზა, ნამდვილი ამერიკული დოლარების. თუმცა ვერ იტყვი, რომ მართლაც ნამდვილია… ყალბი არ არის, ამავე დროს ყალბია.

რატომ ბეჭდავენ ამერიკელები ამ დოლარებს მაინცდამაინც იქ?

იმიტომ, რომ ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოში ყველაზე უფრო იზოლირებული ქვეყანაა. უმთავრესი კი ისაა, რომ ამით ახდენენ აშშ-ის ყველა საიდუმლო სამსახურის საიდუმლო დაფინანსებას. ამისთვის საჭირო არ არის, ხარჯის გასაზრდელად ეახლონ ამერიკის სენატს. შეიძლება პრეზიდენტი ობამაც არ ჩააყენონ საქმის კურსში. ასე, კონგრესის მხრიდან გაუკონტროლებლად, თავისუფლად აფინანსებენ ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს.

საიდანაა ეს ფული უკრაინისთვის? სირიის «თავისუფალი» არმიის დასაფინანსებლად? იქიდანაა _ ჩრდილოეთ კორეიდან! არის კრიმინალი, რომელიც ხელისუფლების სათავეში დგას, აქვს ფული, შეუძლია დახოცოს ან იყიდოს მთელი მთავრობა».

ჯულიეტო კეზა თავის პუბლიკაციას გულახდილი და მკაცრი დასკვნით ამთავრებს, რომელიც ჩვენს უახლეს წარსულს სრულად მიესადაგება:

«მრჩება შთაბეჭდილება, რომ ელცინის დროს რუსეთმა ცოდნისა და დამოუკიდებლობის გიგანტური დანაკარგი განიცადა. გულახდილად გეუბნებით, ელცინმა უღალატა და მიჰყიდა თქვენი ქვეყანა ამერიკელებს, – ეუბნება ავტორი რუსებს, _ მე დავწერე წიგნი «მშვიდობით, რუსეთო!» მას შემდეგ, რაც ვნახე, რა ემართებოდა რუსეთს ელცინის ათწლეულში. დღეს სხვა რამ ხდება: მიმდინარეობს თქვენი ფასეულობების აღდგენისა და შენარჩუნების პროცესი. მიმაჩნია, რომ ისტორიულ ფასეულობათა და ენის შენარჩუნების იდეა თავდაცვის უმნიშვნელოვანესი ელემენტია… თქვენი თაობა უნდა ჩამოყალიბდეს დასავლეთის იდეებისგან საკუთარ ღირებულებათა დაცვის სულისკვეთებით, რომლებსაც (დასავლურ იდეებს) დემოკრატიულობის აღარაფერი სცხია».

რჩევა გონივრულია.

არმაზ სანებლიძე

AIF.RU-ში გამოქვეყნებული პუბლიკაციის მიხედვით

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here