მთავარი პოლიტიკა ბრიტანულმა მედიამ უკრაინის არმიის მოქმედება ფაშისტების მოქმედებას შეადარა

ბრიტანულმა მედიამ უკრაინის არმიის მოქმედება ფაშისტების მოქმედებას შეადარა

538
გააზიარეთ

ნაღმტყორცნებიდან დაბომბვის შემდეგ აღმოსავლეთი უკრაინის მოსახლეობა იძულებულია, სასწრაფოდ დატოვოს ცეცხლმოკიდებული სახლები, რაც ჰგავს მეორე მსოფლიო ომის დროს აღმოსავლეთ ფრონტზე შექმნილ სიტუაციას, როდესაც შენობა-ნაგებობები ცეცხლის ალში იყო გახვეული, მიწა კი _ ყუმბარების დაცემის შედეგად გაჩენილი ორმოებით დაფარული.


«ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 10-დღიანი შეთანხმების დასრულების შემდეგ, ლუგანსკის ნგრევა კიევსა და მოსკოვს შორის სამხედრო დაძაბულობის ესკალაციაზე მეტყველებს. ფოტოები, რომლებზეც ასახული ვითარება ძალიან ჰგავს 70 წლის წინათ ჰიტლერელთა მიერ საბჭოთა კავშირში დატოვებულ კვალს, საგანგაშო ნიშანია იმისა, როგორ შეიძლება განვითარდეს კონფლიქტი», _ წერს «დეილი მეილი» (Daily Mail).

გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს სტრატეგიას, რომელსაც გერმანელები 1941 წელს იყენებდნენ ოპერაცია «ბარბაროსას» მიმდინარეობისას აღმოსავლეთ ფრონტზე სამხედრო კამპანიის დასაწყებად. ფაშისტებმა საბჭოთა მოსახლეობა ჯერ ჰაერიდან დაბომბეს «ლიუფტვაფეს» თვითმფრინავებით, შემდეგ კი სახმელეთო ჯარებით შეუტიეს. იმდროინდელ ფოტოებზე შეიძლება ნახოთ ცეცხლის ალში გახვეული შენობა-ნაგებობები.

აღმოსავლეთ უკრაინაში მომხდარის თვითმხილველთა თქმით, უკრაინის სამთავრობო არმია სასტიკად ეპყრობა არა მხოლოდ სახალხო ლაშქრის წარმომადგენლებს, არამედ მშვიდობიან მოსახლეობასაც. 

«ეს გასაკვირი არ არის, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უკრაინის სამხედრო ქვედანაყოფებში რადიკალურად განწყობილი «მემარჯვენე სექტორის» უამრავი წარმომადგენელია. უკრაინის არმიის ბატალიონებმა _ «დნეპრმა», «უკრაინამ», «აზოვმა»  სახელი აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სადამსჯელო ოპერაციებით გაითქვეს. «აზოვისა» და «უკრაინის»  შემქმნელის, უკრაინის პარლამენტის წევრ ოლეგ ლიაშკოს თქმით, ამ ბატალიონების მებრძოლთა ნახევარი ყოფილი პატიმარია, ნახევარი _ უკრაინის ულტრანაციონალური ორგანიზაციების წევრი. ბატალიონ «აზოვის» წევრები ფრონტის ხაზზე გასვლის წინ განსაკუთრებულ ლოცვას წარმოთქვამენ: ღმერთისა და წმინდანების ნაცვლად ისინი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში უკრაინის პროფაშისტური მოძრაობის ლიდერების _ სტეპან ბანდერასა და რომან შუხევიჩის სახელებს წარმოთქვამენ. სწორედ ბანდერა და შუხევიჩი იყვნენ დასავლეთ უკრაინაში პოლონელი და ებრაელი მოსახლეობის განადგურების მოთავენი 1940-იან წლებში», _ წერს ინტერნეტპორტალი Counterpunch-ი.

პორტალი აღნიშნავს, რომ თითქმის ყველა საპარლამენტო პარტია: ვიტალი კლიჩკოს «უდარი»; იულია ტიმოშენკოს «ბატკივშჩინა» და ოლეგ ტიაგნიბოკის «სვობოდა» ემხრობიან თვალსაზრისს, რომ მეორე მსოფლიო ომში ბანდერასა და შუხევიჩის სამხედრო ქვედანაყოფები უკრაინის თავისუფლებისთვის იბრძოდნენ.

«ამ ადამიანებმა უნდა მართონ უკრაინა მომავალი 5 წლის განმავლობაში, უკრაინელი საზოგადოება კი უკვე გაიხლიჩა. ოფიციალურმა კიევმა პროპაგანდისტული მანიპულაციების წყალობით მოიპოვა მოქალაქეთა ნაწილის სიმპათია, მაგრამ სხვა მოქალაქეებს არ სურთ ამასთან შეგუება. მთავრობამ იცის მოსახლეობაში ღრმა განხეთქილების შესახებ. საზოგადოების გაერთიანების ერთადერთი მეთოდი კი არის მტრის ხატის შექმნა. კიევი უზარმაზარ რესურსს ხარჯავს უკრაინელთა შორის ანტირუსული ისტერიის გასაღვივებლად. ამით ის მოქალაქეების ყურადღების გადატანას ცდილობს მომავალი ეკონომიკური კატასტროფიდან», _ წერს Counterpunch -ი.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here