Home რუბრიკები საზოგადოება უკრაინელი სამხედროები დაღუპულთა ორგანოებით ვაჭრობენ

უკრაინელი სამხედროები დაღუპულთა ორგანოებით ვაჭრობენ

551

სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა იულია ტიმოშენკოს ადვოკატ სერგეი ვლასენკოს მიმოწერა «გერმანელ ქირურგ» ოლგა ვიებერსა და ბატალიონ «დონბასის» მეთაურ სემიონ სემენჩენკოსთან. ინტერნეტმიმოწერაში, რომელიც ჰაკერებმა ჩაიგდეს ხელთ, საუბარია უკრაინის არმიის დაღუპული და დაჭრილი მებრძოლების ორგანოებით ვაჭრობაზე.


ორი ადრესატის _ სერგეი ვლასენკოსა და ოლგა ვიებერის მიმოწერა 2014 წლის თებერვლიდან ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა, მიმოწერაში საკვანძო მომენტი არის შემოკლებები: Cor _ გული; nep _ თირკმელი; her _ ღვიძლი; pan _ კუჭქვეშა ჯირკვალი; pul _ ფილტვები.

«საღამო მშვიდობისა, ოლგა. საკითხი, რომელზეც ჩვენ ვალდკირხში ვმსჯელობდით, მალე უნდა გადაწყდეს, ჩემთან ყველაფერი რიგზეა. შენი კლიენტები როგორ არიან?» _ წერს ვლასენკო 22 თებერვალს.

დიალოგიდან ჩანს, რომ ვიებერი შუამავლის როლს თამაშობს, ვლასენკო კი «მასალის» მიწოდებას უზრუნველყოფს. «მასალა» დახასიათებულია, როგორც მალფუჭებადი. გარდა ამისა, მიმწოდებელი ხაზს უსვამს, რომ «მასალა», უმჯობესია, პარტიებით გადაიგზავნოს.

«აი, არა არის საჭირო, _ წერს ვიებერი, _ 5 Cor, 12 nep, 3 her, 3 pan, 1 pul».

ვლასენკოს პასუხი: «გასაგებია. ჩვენ მეტიც შეგვიძლია, შენ, საერთოდ, ახალ ამბებს უყურებ? იფიქრე, მოძებნე ვიღაც _ გაზარდე პარტია

26 მაისს ვლასენკო უკმაყოფილებას გამოთქვამს შემსრულებლის მიმართ: «ბოლო პარტიაზე პრობლემები შეგვექმნა! ბევრი უხარისხო საქონელი მოვიდა, ჩვენი დამკვეთები უკმაყოფილონი არიან! იჩქარეთ, რადგან, თუკი თქვენ ამოღების მომენტიდან 14 საათში ვერ ჩაეტევით, ჩვენ ღირებულების მხოლოდ 30 პროცენტს მივიღებთ! ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ ვერ მიიღებთ თქვენს ეკიპირებას, გასაგებია

სემენჩენკო თავს იმართლებს: «მე საქმის კურსში ვარ, სერგეი ვლადიმიროვიჩ. ვცდილობთ. ჩვენ ბევრი დანაკარგი გვაქვს, აი, ბოლოს 20 ბიჭი დავკარგეთ

ტიმოშენკოს ადვოკატი შეკვეთის შესასრულებლად ახალი ადამიანების მოძებნას ითხოვს, მაგრამ სემენჩენკო უარს ეუბნება: «ისინი ძალიან ცოტანი დარჩნენ, ამ საქმეს კი შემთხვევით ადამიანებს ვერ მივანდობ, რადგან დიდია ინფორმაციის გაჟონვის რისკი!».

აღსანიშნავია, რომ უკრაინულ მედიაში რეგულარულად ქვეყნდება ინფორმაცია ანტიტერორისტული ოპერაციის მიმდინარეობისას დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების მკურნალობის პრობლემების შესახებ. ვრცელდება ცნობები უკრაინის არმიის მიერ «გაწმენდილ» დასახლებულ პუნქტებში დასახიჩრებული ცხედრების შესახებაც. 16 ივნისს სახალხო ლაშქრის ერთერთმა წევრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტანიცა ლუგანსკაიაში ნაპოვნ ბევრ ცხედარს არ ჰქონდა შინაგანი ორგანოები. ეს პიროვნება ვარაუდობს, რომ ანტიტერორისტული ოპერაციის ხელმძღვანელობა ადამიანის ორგანოებით ვაჭრობს «შავ ბაზარზე».

informburo.dn.ua

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here