Home სხვადასხვა დაიჯესტი 6 მთავარი უთანხმოება რუსეთსა და აშშ-ს შორის პუტინისა და ბაიდენის შეხვედრის წინ

6 მთავარი უთანხმოება რუსეთსა და აშშ-ს შორის პუტინისა და ბაიდენის შეხვედრის წინ

188
6 მთავარი უთანხმოება რუსეთსა და აშშ-ს შორის პუტინისა და ბაიდენის შეხვედრის წინ

ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის შეხვედრამდე (ეს შეხვედრა 16 ივნისს გაიმართება) ერთი კვირით ადრერუსეთისა და აშშის დღის წესრიგები ერთმანეთს არ ემთხვევა”, _ ამ ფრაზით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წარმოაჩინა მასშტაბი პრობლემებისა, რომელთა წინაშეც აღმოჩნდებიან ორი ზესახელმწიფოს ლიდერები მოლაპარაკებების მიმდინარეობისას. კონკრეტულად რით განსხვავდება მათი დღის წესრიგები, რას მოითხოვს ვაშინგტონი მოსკოვისგან და პირიქით _ მოსკოვი ვაშინგტონისგან და რომელ საკითხებზე შეიძლება შეთანხმდნენ?

როგორც ცნობილია, სახელმწიფო მეთაურების სამიტის წარმატებით დასასრულებლად საჭიროა სამი რამ: ნდობის ატმოსფერო (რომელიც განაპირობებს შეთანხმებას), დღის წესრიგისადმი ერთიანი მიდგომა (რაც შესაძლებლობას იძლევა იმის დასადგენად, რომელ საკითხებზე შეიძლება მოლაპარაკება), აგრეთვე, პოლიტიკური ნება სხვადასხვა რთული მომენტის დასაძლევად.

რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაში ზემოაღნიშნული პირველი პუნქტი არ არსებობს და უახლოეს მომავალში არც იარსებებს; მესამე _ კითხვის ნიშნის ქვეშაა. ექსპერტები იმედს ამყარებენ მეორე პუნქტზე, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს ესმით, რაზე შეიძლება მოილაპარაკონ. დიახ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა კი განაცხადა, რომ აშშ-ისა და რუსეთის დღის წესრიგები ერთმანეთს არ ემთხვევა”, მაგრამ იქვე დასძინა: ჩვენ ტრადიციულად მზად ვართ საკითხის ნებისმიერი კუთხით განსახილველად”, ე.ი. რუსეთი მზად არის, იმსჯელოს პუნქტებზე და დააახლოვოს პოზიციები. “სამწუხაროდ, _ აღნიშნა მინისტრმა, _ შემხვედრი მზადყოფნა გაცილებით მცირე და იშვიათია”.

ასეა თუ არა ეს?

ახლო საქმეები

უკრაინა. მოსკოვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი რუსეთამერიკის ურთიერთობაში.

რუსეთის პოზიცია საკმაოდ მოქნილია _ კონფლიქტის გაყინვა, ესკალაციის შეწყვეტა, აშშ-ის ვალდებულება, შეზღუდოს უკრაინის ხელისუფლება და აუკრძალოს მას, დაემუქროს სახალხო რესპუბლიკებს ომით და აუხსნას კიევს, რომ შეუძლებელია “ნეზალეჟნაიას” ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრება. ეს არის პროგრამა-მინიმუმი. პროგრამა-მაქსიმუმია შეთანხმების პაკეტი ამერიკელებთან თამაშის წესების შემუშავებაზე უკრაინის სივრცეში, კიევის ერთობლივი იძულება მინსკის შეთანხმების შესასრულებლად.

მაგრამ აშშ არც პროგრამამინიმუმზეა თანახმა და მით უმეტეს _ არც პროგრამამაქსიმუმზე: “უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა, მას აქვს უფლება, გააკეთოს ის, რაც სურს, და შევიდეს იქ, სადაც მოისურვებს”.

ფაქტობრივად კი, აშშ უკრაინას განიხილავს, როგორც სიმსივნეს, რომელმაც უნდა წარმოქმნას არასტაბილურობის მეტასტაზები პერიფერიებზე, .., როგორც რუსეთის, ისე ევროპის ორგანიზმზე. და, რაც მეტია არასტაბილურობა, მით მეტია სარგებელი ამერიკელებისთვის. ამ შემთხვევაში ვაშინგტონის პოზიცია ნაწილობრივ თანხვედრილია რუსეთის პოზიციასთან მხოლოდ ერთ პუნქტში _ აშშ არ სჭირდება, რომ კიევმა პირდაპირი ომი დაიწყოს რუსეთთან (მაგალითად, შეიჭრას დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში ან ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში), რადგან ასეთ შემთხვევაში აშშ ორი ცუდი ვარიანტის ჩანგალზე აღმოჩნდება: ის უნდა ჩაერიოს ამ ომში (ე.ი., ომი დაიწყოს რუსეთთან), ან განზე გადგეს და ამით დაკარგოს ნდობა სხვა მოკავშირეების თვალშიც.

ევროპა. რუსეთი, უკვე რამდენიმე წელია, ამერიკელებს ევროპის უსაფრთხოების განმტკიცების რეალურ ინსტრუმენტებს სთავაზობს, კერძოდ, ამ უსაფრთხოების ერთიანი სივრცის შექმნას, რომელშიც ჩართული იქნება რუსეთიც (კონცეფცია “ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე”), სივრცის, რომელშიც დასავლეთი და მოსკოვი ითანამშრომლებენ და ერთად უზრუნველყოფენ დაცვას ნებისმიერი საგარეო საფრთხისგან.

რუსეთისთვის ევროკავშირი მნიშვნელოვანი მეზობელია, უდიდესი სავაჭრო პარტნიორი, აგრეთვე, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების საკვანძო წყარო.

მაგრამ აშშ რუსეთის თვალსაზრისს არ იზიარებს. ევროპის მიმართულებით მისი მთავარი ამოცანა რუსეთსა და ევროკავშირს შორის კონფლიქტის გაღრმავებაა, აგრეთვე, რუსეთისა და ევროკავშირის რომელიმე ერთობლივი პროექტის განხორციელებისთვის ხელის შეშლა, რადგან, რაც უფრო ახლოს იქნება რუსეთთან ევროპა, მით მეტი კითხვები გაუჩნდება ევროპულ ელიტას აშშსადმი ევროკავშირის ვასალური დამოკიდებულების მიზანშეწონილობაზე.

შორეული საქმეები

ჩინეთი. რუსეთს ესმის ამერიკელი პარტნიორების წუხილი ჩინეთის გაძლიერების გამო და მას თავის გადაწყვეტილებებს სთავაზობს. ეს გადაწყვეტილებები მარტივი და აშკარაა _ აშშმა და ჩინეთმა პატივი უნდა სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტს, არ დააბინძურონ გავლენების ექსკლუზიური სფეროები, არ გააჩაღონ ერთმანეთის მიმართ საინფორმაციო, ეკონომიკური და უფლებადამცველობითი ომები, ამის ნაცვლად ცივილიზებული კონკურენცია გასწიონ საერთაშორისო სამართლის ჩარჩოში, არ აიძულონ მოსკოვი, ერთერთის მხარე დაიჭიროს, მეორის წინააღმდეგ.

ასეთი მიდგომა ამერიკელებს ხელს არ აძლევთ, მათთვის პროგრამა-მინიმუმი _ ეს არის მოსკოვის უარი ნებისმიერ სტრატეგიულ პროექტში პეკინთან ერთად მონაწილეობაზე, პროგრამა-მაქსიმუმი კი აშშ-ის ანტიჩინურ გეგმაში რუსეთის ჩართვაა. ამასთანავე, რუსეთის მხრიდან ლოგიკურ კითხვაზე _ “სანაცვლოდ რას მივიღებ?” _ იქნება ერთი პასუხი: “არ დაგიწესდებათ ახალი სანქციები, ყოველ შემთხვევაში, რაღაც დროის განმავლობაში მაინც”. და ეს არის უკიდურესად არაკონსტრუქციული პასუხი.

დაახლოებით ასეთივე სქემით იმსჯელებენ ირანის საკითხზეც. აშშ ჩიხში შევიდა _ ტრამპის შეცდომის გამოსწორებას ცდილობენ ირანელებთან ბირთვული გარიგების რეანიმაციით. ასე სურთ ირანის ბირთვული პროგრამის განვითარების შეჩერება, მაგრამ ბოთლიდან ჯინი გამოშვებულია _ ბოლო ხანს დასავლეთისა და ირანის ურთიერთობა დეგრადაციას განიცდიდა, ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში (რომელიც რამდენიმე კვირაში გაიმართება) კონსერვატორი კანდიდატის გამარჯვებას ელოდებიან, ამიტომ ამერიკას სასწრაფოდ სჭირდება თავისი პოზიციების გაძლიერება ირანთან მოლაპარაკებებში და ამის გაკეთებას რუსეთის დახმარებით აპირებს.

მაგრამ მოსკოვი არ აპირებს თეირანის მიმართ სანქციების დაწესების პროცესში მონაწილეობას, არც ამერიკელების დახმარებას ირანის იძულებაში, _ ხელახლა დადოს ბირთვული გარიგება აშშისთვის ხელსაყრელი პირობებით.

ამერიკელების გამო ირანთან დაპირისპირება არავის სურს, დახმარების სანაცვლოდაც კი (თანაც გარიგების დადების შემდეგ დახმარება შეიძლება ვერც მიიღო). მოსკოვსა და ვაშინგტონს შეხების წერტილები აქვთ სირიის საკითხზე _ კონსტიტუციური რეფორმა, ქვეყანაში ყველა დიდი სახელმწიფოს ინტერესთა ბალანსის შექმნა, მაგრამ შეხების წერტილების საერთო პოზიციად გარდასაქმნელად ამჟამად ძალიან მცირეა ნდობა და ძალიან ბევრია ამერიკელი ჯარისკაცი სირიის ტერიტორიაზე.

საშინაო საქმეები

* “აშშ-ისა და ევროკავშირის საშინაო საქმეებში რუსეთის ჩარევა”.

აშშ-მა, რა თქმა უნდა, იცის, რომ არანაირი ჩარევა არ არის და არც ყოფილა. რუსეთს არ მოუწამლავს დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები და არ აუფეთქებია საწყობები ჩეხეთსა და ბულგარეთში, ხელისუფლების სათავეში არ მოუყვანია ტრამპი და არ მოუწყვია ჰაკერული შეტევები ობიექტებზე.

არ დაუწყია დასავლური ვაქცინების დისკრედიტაცია და ხელი არ შეუწყვია მემარჯვენე განწყობების გაძლიერებისთვის აშშ-სა და ევროკავშირში, მაგრამ ვაშინგტონს სურს, რომ ეს მოსკოვმა ნაწილობრივ მაინც აღიაროს. არა იმისთვის, რომ მიიღოს ახალი საბაბი სანქციების დასაწესებლად რუსეთის წინააღმდეგ _ აშშ საბაბს ყოველთვის მოძებნის, არამედ იმისთვის, რომ რუსეთზე გადაიტანოს პასუხისმგებლობა აშშსა და დასავლეთის ქვეყნებში შექმნილი პრობლემების გამო, რომელთა მოგვარებაც დასავლურ ელიტებს არ ძალუძთ.

თავის მხრივ, რუსეთი სულაც არ აპირებს პასუხისმგებლობის აღებას სხვის მიერ დაშვებულ შეცდომებზე და არ დაუშვებს ამაზე ნართაულად მითითებასაც კი საბოლოო დეკლარაციაში, თუნდაც იმიტომ, რომ ეს დაარღვევს რუსეთის საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს პრინციპს _ მესამე ქვეყნების სუვერენიტეტის პატივისცემას.

* რუსეთის საშინაო საქმეებში აშშის ჩარევა. აქ ბაიდენს სურს პუტინთან იმსჯელოს საკითხების მთელ სპექტრზე: ყირიმი, ნავალნი, რუსეთის საპარლამენტო არჩევნები, რუსეთის ფსევდოლიბერალური ოპოზიცია. ამ საკითხებზე სურს ბაიდენს მსჯელობა და ჭკუის დარიგება, როგორ უნდა იმოქმედოს მოსკოვმა.

რუსეთს არაერთხელ განუცხადებია, რომ თავის საქმეებზე მსჯელობას არავისთან აპირებს, მაგრამ რიაბკოვის სიტყვებზე დაყრდნობით (“ტრადიციულად მზად ვართ, საკითხების ნებისმიერი კუთხით განსახილველად”) და საღი აზრის გათვალისწინებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსეთი მზად არის ამ საკითხებზე სამსჯელოდ, ოღონდ, რა თქმა უნდა, თავისთვის საჭირო მიმართულებით.

მაგალითად, კრემლი მზად არის, მოისმინოს, როდის და რა პირობებით აღიარებს აშშ ყირიმს რუსეთის ტერიტორიად, თანაც უსასყიდლოდ _ რუსეთი არაფრის გადახდას არ აპირებს ამისთვის. რაც შეეხება რუსეთის საპარლამენტო არჩევნებს, აქ შეიძლება ბაიდენს ურჩიონ, ყურადღებით ნახოს, რა გარემოებებში და ვის მიერ იქნა თვითონ არჩეული 2020 წელს.

ამ სამსჯელო თემების გარდა, არის სხვაც _ ტერორიზმთან ბრძოლა, ბირთვული იარაღის შემცირება და გაუვრცელებლობა. აქ აშშ-სა და რუსეთს გაცილებით ბევრი აქვთ საერთო, მაგრამ ეს თემები კონკრეტული არ არის, ეფექტიანი თანამშრომლობა კი შესაძლებელია მხოლოდ რუსეთ-ამერიკის საერთო ურთიერთობის ნორმალიზაციის ჩარჩოში. ნორმალიზაციისა, რომელიც შეუძლებელია, სანამ მოსკოვი და ვაშინგტონი ვერ მოახერხებენ თავიანთი დღის წესრიგების სინქრონიზაციას კონკრეტულ საკითხებზე.

vz.ru-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here