Home რუბრიკები პოლიტიკა „ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტმა საერთაშორისო მნიშვნელობა შეიძინა“

„ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტმა საერთაშორისო მნიშვნელობა შეიძინა“

493

აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა თბილისში, პრეზიდენტის რეზიდენციაში, სამმხრივი შეხვედრა გამართეს.


“მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები მეგობრული ქვეყნის მიწაზე. ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი დებატები და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება შედეგის მომტანი საქართველოსთვის, აზერბაიჯანისა და თურქეთისთვის. ბუნებრივია, ეს ქვეყნები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში არიან. ისტორიული კავშირით, მეგობრობით, ძმობით და, რა თქმა უნდა, ორმხრივი ურთიერთობები ამ პრინციპებზე უნდა იყოს დაფუძნებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის, ქვეყნებისათვის, რეგიონისათვის და მთლიანად, კონტინეტისთვის, რადგან ნავთობისა და გაზის პროექტები, რომლებსაც ვახორციელებთ, ჩვენ ქვეყნებს აერთიანებს. სწორედ ეს სამმხრივი ფორმატი იწვევს ძალზე დიდ ინტერესს არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ საერთაშორისო დონეზეც. ვფიქრობ, ჩვენი გამოცდილება სხვა ქვეყნებისათვის მისაღები და სამაგალითო იქნება, ეს არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, როდესაც ჩვენ ურთიერთობებზეა საუბარი და ამ თანამშრომლობის შედეგად, თითოეულმა ქვეყანამ გამოიტანა კარგი გაკვეთილები. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზრუმი, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტები გასცდა რეგიონის საზღვრებს და მართლაც საერთაშორისო მნიშვნელობა შეიძინა. ეს საკითხები ჩვენი შეხვედრის დღის წესრიგში საკმაოდ, დეტალურად იქნა განხილული და სამივე ქვეყანამ განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის რომ უზრუნველყონ საკუთარი ენერგოუსაფრთხოება, რეგიონის უსაფრთხოება. საუბარი, რომელიც გვქონდა, გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, ძალიან მიშვნელოვანია როგორც ევროპისთვის, ისე მსოფლიოსთვის“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

მისივე თქმით, “შაჰდენიზ 2”-ის პროექტი, ტრანსადრიატიკული გაზსადენის მშენებლობა, ევროპაში ნომერი პირველი ინფრაქტრუქტურული პროექტი იქნება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here