Home რუბრიკები პოლიტიკა 8 შოკისმომგვრელი ფაქტი, რომლებზეც ლაპარაკის გამბედაობა მედიას არ ჰყოფნის

8 შოკისმომგვრელი ფაქტი, რომლებზეც ლაპარაკის გამბედაობა მედიას არ ჰყოფნის

492

დღეს მასმედიისგან ობივატელი იღებს უამრავ ინფორმაციას, თუმცა ბოლოს მოსახლეობის ტვინში მაინც ფორმირდება საჭირო მიმართულება. ისეთი საინფორმაციო საშუალებები, როგორიც არის Foxnews, CNN, BBC განსაზღვრავენ საინფორმაციო პოლიტიკას არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ტვინის გამორეცხვის მეთოდების ზემოქმედების მაგალითია მარტის ბოლოს გაზეთ «ვაშინგტონ პოსტის» მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რომელთა მიხედვითაც, ყოველი 6 ამერიკელიდან 5-მა არ იცის, სად არის უკრაინა. ისიც აღსანიშნავია, რომ თვით აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ავსტრალიაში ყოფნისას ავსტრალია ავსტრიად მოიხსენია.

ისიც აღსანიშნავია, რომ ადამიანების ზომბირებაში ქართული ტელევიზიები, რა თქმა უნდა, ამერიკულ ტელეარხებს ვერ გაეჯიბრებიან, თუმცა ამის მცდელობა (და არა ერთი) აქვთ.

ინტერნეტგამოცემა Salon-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პოლ ბაქჰაიტის სტატიაში მოყვანილია რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი, ფაქტებზე დაფუძნებული «სერიოზული ახალი ამბავი», რომელთა შესახებაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, თავიანთი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, უნდა გვამცნობდნენ, თუმცა შემოსავლის მიღებაზე ორიენტირებული მედია მათ, ჩვეულებრივ, გვერდს უვლის:

1. რეცესიის (წარმოების ან ეკონომიკის ტემპის შენელება) დაწყებიდან ამერიკის შეერთებული შტატები 34 ტრილიონი დოლარით გამდიდრდა. აქედან კი მოსახლეობის 93%-ს თითქმის არაფერი მიუღია.

ამ მაჩვენებლის თანახმად, თითოეულ ამერიკელს დაახლოებით 100 000 დოლარი ერგება. თუმცა იმ ადამიანებმა, რომლებსაც აქციების უმრავლესობა ეკუთვნის, თითქმის ყველაფერი მიითვისეს. მათ მიერ მიღებული შემოსავლების საშუალო მაჩვენებელმა მილიონ დოლარს გადააჭარბა _ გადასახადების გარეშე, თუკი ისინი თავიანთ აქტივებს არ გაანაღდებენ.

2. 8 მდიდარმა ამერიკელმა გაცილებით მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე მინიმალური ხელფასის მქონე 3,6 მილიონმა ამერიკელმა.

ახლახან გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში სრულ განაკვეთზე მომუშავე ვერც ერთი დასაქმებული ადამიანი, რომელიც მინიმალურ ხელფასს იღებს, ვერ შეძლებს ისეთი ბინის დაქირავებას სამართლიან საბაზრო ფასად, რომელშიც ერთი ან ორი საძინებელია. ასეთი კი 3,6 მილიონი ადამიანია, ხოლო მათი საშუალო ხელფასი 2013 წელს იმაზე ნაკლები იყო, ვიდრე იმავე წელს საფონდო ბაზრიდან 8 ამერიკელის მიერ მიღებული შემოსავალი. ისინი თავიანთ წილზე გაცილებით მეტს იღებენ საზოგადოებისგან. ესენი არიან: უოლტონების ოჯახის ოთხი წევრი, კოუკების ოჯახის ორი წარმომადგენელი, ბილ გეითსი და უორენ ბაფეტი.

3. საინფორმაციო წყაროები მოსახლეობის მხოლოდ 5%-ის მოსაზრებას გამოხატავენ

გამამხნევებელი ეფექტი ექნებოდა გულწრფელი წამყვანი სტატიის წაკითხვას სათაურით: «ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენი მკითხველების 5 ან 7%-ს, რომლებიც დიდძალ ფულს გამოიმუშავებენ და მიაჩნიათ, რომ მათი ქონების ზრდა დანარჩენებს ეხმარება».

ამის ნაცვლად, მოგებაზე ორიენტირებულ მედიასაშუალებებს, როგორ ჩანს, საერთოდ, არ ძალუძთ, განასხვავონ ერთმანეთისგან საზოგადოების 5% და დანარჩენი ნაწილი. გაზეთი Wall Street Journal აღნიშნავს: «საშუალო კლასის ამერიკელები დღეს უფრო მსყიდველუნარიანნი არიან, ვიდრე ოდესმე», და შემდეგ განაგრძობს თავის გაუგებარ ტექტს: «რა რეცესია?.. ეკონომიკამ სული მოითქვა რეცესიისგან, უმუშევრობა მცირდება».

გაზეთი Chicago Tribune, რომელმაც, როგორც ჩანს, კიდევ უფრო დაკარგა კავშირი თავის ნაკლებად პრივილეგიურ მკითხველთან, ეკითხება მათ: «რა არის საშიში იმაში, თუკი დიდძალი ფული დაიხარჯება საპრეზიდენტო კამპანიაში?»

4. სატელევიზიო ცნობები ამერიკელი მაყურებლისთვის უკიდურესად გამარტივებულია.

2009 წელს გამოცემა European Journal of Communication-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში შეერთებული შტატები შედარებულია დანიასთან, ფინეთთან და დიდ ბრიტანეთთან ინფორმირებულობის თვალსაზრისით საშინაო ახალ ამბებზე საერთაშორისო ახალ ამბებთან შედარებით, აგრეთვე, «სერიოზული» ახალი ამბების მხრივ (პოლიტიკა, სახელმწიფო მართვა, ეკონომიკა, მეცნიერება, ტექნოლოგიები) «რბილ» ინფორმაციასთან (ცნობილი ადამიანები, დიდ აუდიტორიაზე გათვლილი სტატიები, სპორტი და გართობა) შედარებით. შედეგები:

ამერიკელები განსაკუთრებით ცუდად არიან ინფორმირებული საერთაშორისო პოლიტიკურ საკითხებზე.

ამერიკელმა რესპონდენტებმა აჩვენეს ძალიან სუსტი შედეგი სერიოზული საშინაო ახალი ამბების ცოდნის მხრივ.

ამერიკული ტელევიზიები მნიშვნელოვნად მცირე ინფორმაციას გადასცემენ საერთაშორისო ახალი ამბების შესახებ, ვიდრე ფინური, დანიური და ბრიტანული ტელევიზიები.

ამერიკული საინფორმაციო სატელევიზიო ქსელის გადაცემები მოიცავს გაცილებით ცოტა სერიოზულ ინფორმაციას, ვიდრე ფინეთის ან დანიის ტელევიზიებისა.

ამ კვლევაში, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, აღნიშნულია, რომ «არჩეული ამერიკული გაზეთები უფრო ორიენტირებული იყვნენ სერიოზულ ახალ ამბებზე, ვიდრე ევროპული ქვეყნების ბეჭდური გამოცემები». უბედურება არის ის, რომ ამერიკელები სულ უფრო იშვიათად კითხულობენ პრესას.

5. მედიის ხელმძღვანელების (იმ თეთრი მამაკაცებიდან, რომლებიც შობადობის ბუმის პერიოდის თაობას მიეკუთვნებიან) ვალი საზოგადოების მიმართ ტრიოლიონობით დოლარს აღწევს.

მთელი ეს ხმაური «ადამიანზე, რომელმაც საკუთარი თავი თავად შექმნა» (self-made man), წმინდა წყლის ფანტაზიაა. 1970-იანი წლების დასაწყისში ჩვენ, პრივილეგიურმა თეთრკანიანმა მამაკაცებმა, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები დავამთავრეთ და ჩვენ უკვე გველოდა სამუშაო ადგილები მენეჯმენტისა და ფინანსების დარგში, ტექნოლოგიები ფულის შოვნის ახალ საშუალებებს გვიქადდა, გადასახადების შემცირების პერსპექტივას გვიხსნიდა, ხოლო ჩვენს წარმოსახვაში უკვე ვხედავდით ბონუსებისა და საკუთარი კაპიტალის ზრდას.

როდესაც სტუდენტები ვიყავით, თავდაცვის სამინისტრო ამზადებდა ინტერნეტს Microsoft-ისა და Apple-სთვის, ნაციონალურმა სამეცნიერო ფონდმა დააფინანსა საინიციატივო ჯგუფი ციფრული ბიბლიოთეკების შექმნის პროგრამის რეალიზაციისთვის _ ამ პროგრამის შედეგები Google-ის მოდელის საფუძვლად გამოიყენეს, ხოლო ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი წინასწარ ტესტირებას გადიოდა ისეთი კომპანიებისთვის, როგორებიცაა Marck და Pfizer.

სამთავრობო კვლევითმა ლაბორატორიებმა და სახელმწიფო უნივერსიტეტებმა მოამზადეს ათასობით ქიმიკოსი, ფიზიკოსი, პროგრამისტი, ინჟინერი, საწარმოო ხაზების შექმნის სპეციალისტი, ბაზრის ანალიტიკოსი, ლაბორანტი და ა. შ.

საკუთარი ძალებით კი ჩვენ მხოლოდ ზედაპირული დამოკიდებულების ჩამოყალიბება შევძელით _ ისეთის, სტივ ჯობსმა რომ თქვა: «ჩვენ არასდროს გვრცხვენოდა დიდი იდეების მოპარვის».

6. მცირდება სკოლებისა და პენსიების დაფინანსება, რადგან კორპორაციები გადასახადებს არ იხდიან.

სამმა სხვადასხვა კვლევამ ცხადყო, რომ დღეს კორპორაციები იმის ნახევარზე ცოტას იხდიან, რამდენსაც მათგან სახელმწიფო მოითხოვს და რაც სასკოლო განათლებისა და საპენსიო დაფინანსების მნიშვნელოვანი შემადგენლის საფუძველია. ახლახან ანგარიშში სათაურით «კორპორაციების საგადასახადო ბაზა, რომელიც ქრება» აღნიშნული იყო, რომ კორპორაციული შემოსავლების პროცენტი, რომელიც გადახდილია, როგორც სახელმწიფოს მოგების გადასახადი, რომელიც 1980 წელს 7% იყო, დღეს 3%-მდე შემცირდა.

7. შეერთებულ შტატებში მოქმედი კომპანიები გადასახადების დიდ ნაწილს საზღვარგარეთ იხდიან.

კომპანია citigroup-მა 2011-2013 წლებში საკუთარი შემოსავლების 42% ჩრდილოეთ ამერიკაში (დიდწილად _ აშშ-ში) მიიღო, მისმა მოგებამ კი 32 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთანავე, ამ სამი წლის განმავლობაში მას ჰქონდა მოგების გადასახადის შემცირების უფლება.

2011-2013 წლებში კომპანია Pfizer-ის მოგებამ 40% შეადგინა და მისი აქტივების თითქმის ნახევარი შეერთებულ შტატებში იყო, მაგრამ განაცხადა, რომ აშშ-ში მისმა წაგებამ თითქმის 10 მილიარდ დოლარს მიაღწია, აგრეთვე, უცხოეთში მიღებული თითქმის 50-მილიარდიანი მოგებიდან.

2013 წელს კომპანია Exxon-ს მენეჯმენტის 43%, გაყიდვების 36%, გრძელვადიანი აქტივების 40% და ნავთობისა და აირის საბადოების 70%-90% შეერთებულ შტატებში ჰქონდა, თუმცა საერთო მოგებიდან მხოლოდ 2% გადაიხადა მოგების გადასახადის სახით აშშ-ში. გადახდილი თანხების დიდ ნაწილს შეგვიძლია, «თეორიული» გადასახადი ვუწოდოთ.

8. რესტორნებში მიმტანებს, უკვე 30 წელია, ხელფასს არ უმატებენ.

მიშელ ჩენის შეფასებით, 1980-იანი წლებიდან მოყოლებული, იმ ადამიანების მინიმალური ხელფასი, რომლებიც სამუშაო ადგილზე გაწეული სამსახურისთვის საჩუქრად ფულს იღებენ, საათში დაახლოებით 2 დოლარია. ამ ადამიანთა 40% ფერადკანიანია, ხოლო მათი ორი მესამედი _ ქალი.

 მოამზადა

თემურ გოგიამ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here