Home რუბრიკები ისტორია «300-თა კომიტეტი»

«300-თა კომიტეტი»

752

პრეზიდენტმა ჯეფერსონმა ერთხელ თქვა, რომ ეცოდება ისინი, ვისაც ჰგონიათ, რომ ყველაფერი იციან მიმდინარე მოვლენების თაობაზე გაზეთებიდან. ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა დიზრაელიმ თითქმის იგივე თქვა. მართლაც, საუკუნეების მანძილზე მმართველები კულისებიდან მართვით ტკბებოდნენ. ადამიანს ყოველთვის ამოძრავებდა ბატონობის სურვილი, რომელიც ჩვენს დროში განსაკუთრებით იგრძნობა.

ეს რომ ასე არ ყოფილიყო, არც საიდუმლო საზოგადოებები იქნებოდა საჭირო. ჩვენ რომ ღია სისტემა გვმართავდეს, რომელსაც დემოკრატიული გზით არჩეული მოხელეები ხელმძღვანელობენ, რა საჭირო იქნებოდა აშშ-ის ყველა სოფელში, დასახლებასა და ქალაქში საიდუმლო მასონური ლოჟები? როგორ მოხდა, რომ ფრანკმასონობა ასე ღიად მოქმედებდა და, ამავე დროს, ასე კარგად მალავდა თავის საიდუმლოებებს? ჩვენ ამ კითხვას ვერც «ცხრა დის ლოჟის» (Nine Sisters Lodge) «ცხრა უცნობს» დავუსვამთ პარიზში და ვერც მათ ცხრა კოლეგას «ოთხი გვირგვინის» ლოჟიდან (Quatuar Coronati) ლონდონში. მიუხედავად ამისა, ეს 18 ადამიანი წარმოადგენს კიდევ უფრო საიდუმლო ხელისუფლების _ «საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის» და შემდეგ _ «300-თა კომიტეტის» ნაწილს.

როგორ მოხდა, რომ შოტლანდიური წესის ფრანკმასონობამ შეძლო იდეოლოგიურად დაემუშავებინა ჯონ ჰინკლი, რათა მას პრეზიდენტ რეიგანისთვის ესროლა? რაში გვჭირდება ისეთი საიდუმლო ორდენები, როგორიცაა «წმ. იოანე იერუსალიმელის რაინდები», «მრგვალი მაგიდა», «მილნერის ჯგუფი» და სხვა მსგავსი საიდუმლო საზოგადოებები? ისინი «რომის კლუბის», «საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის» და ბოლოს და ბოლოს, პირდაპირ თავად შეთქმულთა იერარქიის _ «300-თა კომიტეტის» მიერ განხორციელებული მსოფლიოს მართვისა და კონტროლის ჯაჭვის ნაწილს ქმნიან. ეს საიდუმლო საზოგადოებები საჭიროა იმიტომ, რომ მათი საქმეები დანაშაულებრივია და უნდა იმალებოდეს. ბოროტება სიმართლის სხივს ვერ აიტანს.

ამ წიგნში ჩვენ ვიპოვით შეთქმულთა, მათ დაწესებულებათა, მათ მფარველ ორგანიზაციათა და გამოცემათა თითქმის სრულ სიას. 1980 წელს «მერწყულის შეთქმულება» (Aquarian Conspiracy) აყვავების ხანაში იყო და მისი წარმატება ჩვენი კერძო და ეროვნული ცხოვრების ყველა ასპექტში შეგვეძლო გვეხილა. უაზრო ძალადობის, სერიული მკვლელობების, მოზარდთა თვითმკვლელობების, ლატერგიის _ «ღრმად შეღწევადი ხანგრძლივი დაძაბულობის» უეჭველი ნიშნები გახდა ჩვენი ახალი გარემოს ნაწილი, რომელიც ისევე საშიშია, როგორც მოწამლული ჰაერი, რომლითაც ჩვენ ვსუნთქავთ.

მოახლოებულმა «მერწყულის ხანამ» ამერიკა მოულოდნელად მოიცვა. ჩვენ, როგორც ერი, არ ვიყავით მზად თავსმოხვეული ცვლილებებისთვის. ვინმეს ერთხელ მაინც თუ სმენია ტავისტოკზე, კურტ ლევინზე, უილის ჰარმონსა და ჯონ როულინს რიზზე? ისინი ამერიკის პოლიტიკურ სცენაზეც კი არ იმყოფებოდნენ. ყველაფერი, რისი შემჩნევაც შეგვეძლო, საერთოდ თუ არ დავზარდებოდით თვალის გახელას, იყო მომავალი დარტყმებისთვის წინააღმდეგობის უუნარობა, რადგანაც ჩვენ უფრო დავიღალეთ, დავსუსტდით და ბოლოს და ბოლოს შევედით ფსიქოლოგიური შოკის პერიოდში, რომლის შემდეგაც მოდის საყოველთაო აპათია, როგორც «ღრმა ყოველმხრივ შეღწევასთან» ომის გარეგნული გამოვლინება.

«მერწყულის ხანა» ყველაზე უკეთ აღწერილია «ტავისტოკის ინსტიტუტის» მიერ, როგორც არასტაბილურობის გავრცელების საშუალება: «არის სამი მკაფიო ფაზა სტრესზე პასუხსა და რეაქციაში, რომლებსაც დიდი სოციალური ჯგუფები ავლენენ. პირველი ფაზა ზედაპირულია; ზემოქმედებას დაქვემდებარებული მოსახლეობა დაიცავს თავს ლოზუნგებით; ეს არ ხსნის კრიზისის წყაროებს და რეალური დაპირისპირება არ ხდება _ აქედან გამომდინარე, კრიზისი გაგრძელდება. მეორე ფაზაა ფრაგმენტაცია, დაშლა. ეს ხდება, როდესაც კრიზისი გრძელდება და საზოგადოებრივი წესრიგი ინგრევა. შემდეგ მოდის მესამე ფაზა, როდესაც მოსახლეობის ჯგუფი ბოლოს და ბოლოს შედის «თვითრეალიზაციის» მდგომარეობაში და ზურგს აქცევს ინსპირირებულ კრიზისს. შემდეგ მოდის სუსტი რეაქცია, რომელსაც მოსდევს აქტიური სინოპტიკური იდელიზმი და გამიჯვნა».

ვინ უარყოფს იმას, რომ ნარკოტიკების მოხმარება კოლოსალურად იზრდება – ყოველ დღე ათასობით ახალი ნარკომანი იწყებს «კრეკის» გამოყენებას; ჩვილთა მკვლელობის (აბორტიციდი) რაოდენობა შოკისმომგვრელად იზრდება, და ბევრად აღემატება ჩვენი საჰაერო ძალების მსხვერპლთა რაოდენობას პირველ მსოფლიო ომში და ასევე, კორეისა და ვიეტნამის ომებში ერთად; ჰომოსექსუალებისა და ლესბოსელების ღია წახალისებისათვის მათი «უფლებების» დასაცავადაც ყოველ წელს სულ უფრო მეტი კანონი მიიღება; შიდსის საშინელი ჭირი, რომელმაც ჩვენი ქალაქები მოიცვა; მკვლელობების დონე, რომელიც დანარჩენ მსოფლიოს შიშსა და ურწმუნობაში აგდებს; სატანისტური სერიული მკვლელობები; ათასობით პატარა ბავშვის გაუჩინარება, რომლებიც სექსუალურად გარყვნილმა ადამიანებმა ქუჩიდან გაიტაცეს; პორნოგრაფიის ზვავი… ვინ უარყოფს ამის შემდეგ, რომ ჩვენი ქვეყანა იმყოფება კრიზისში, რომლისთვის წინააღმდეგობის გაწევასაც არ ვცდილობთ და რომელსაც ზურგს ვაქცევთ.

ხალხი, რომელიც მოქმედებს საუკეთესო მოტივაციით და სპეციალიზდება ამ პრობლემებზე, დიდწილად ბრალს განათლების სისტემის ნაკლოვანებებში ხედავს ან უფრო იმაში, რასაც აშშ-ში ასე უწოდებენ. ახლა დამნაშავეები ბევრნი არიან 9-15 წლის ასაკის ჯგუფში. მოძალადეები ჩვეულებრივი მოვლენაა 10 წლის ასაკის ბავშვებს შორის. ჩვენი სპეციალისტები, ჩვენი მასწავლებელთა კავშირები, ჩვენი ეკლესიები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი არასრულფასოვანი განათლების სისტემის ბრალია. ამას ამტკიცებს შეფასებითი მონაცემების ვარდნა. სპეციალისტები გოდებენ იმის გამო, რომ აშშ ახლა 39-ე ადგილზეა მსოფლიოში განათლების დონით.

რატომ მივტირით იმას, რაც ამდენად ცხადია? ჩვენი განათლების სისტემა დაპროგრამებული იქნა თვითგანადგურებაზე, სწორედ ამიტომ გააგზავნა ნატომ აშშ-ში დოქტორ ალექსანდრ კინგი. სწორედ ამის განხორციელება უბრძანეს ჯასტის ჰუგო ბლეკს. საქმე ისაა, რომ «300-თა კომიტეტს», ჩვენი ხელისუფლების თანხმობით, უნდა, რომ ჩვენმა ახალგაზრდობამ არ მიიღოს შესაბამისი განათლება. განათლების არსი, რომელიც ფრანკმასონ ჯასტის ჰუგო ბლეკს (Justice Hugo Black), ალექსანდრ კინგს, გუნარ მერდალს (Gunnar Myrdal) და მის მეუღლეს უნდათ, მისცენ აშშ-ის ბავშვებს, მდგომარეობს იმაში, რომ დანაშაული გამოისყიდება, ხოლო მიზანშეწონილობა უმთავრესია.

ისინი ასწავლიან ჩვენს ბავშვებს, რომ შეერთებული შტატების კანონები არასამართლიანად გამოიყენება და ასეც უნდა იყოს. ჩვენი ბავშვები ათი წლის ასაკში იზრდებიან ამგვარად კორუფციის მაგალითებზე; რონალდ რეიგანი და ჯორჯ ბუში მოხვდნენ სიხარბის ქსელში, რომელმაც სრულად მოიცვა ისინი. ჩვენი განათლების სისტემა არ დაკნინებულა. კინგის, ბლეკისა და მერდალების ხელმძღვანელობით მან, ფაქტობრივად, მეტ წარმატებას მიაღწია, მაგრამ ყველაფერი იმ თვალსაზრისზეა დამოკიდებული, რომლითაც ჩვენ მას ვუყურებთ. «300-თა კომიტეტი» აღფრთოვანებულია ჩვენი განათლების სისტემით და არ დაუშვებს მის ოდნავ ცვლილებასაც კი.

სტენფორდის ინსტიტუტისა და უილის ჰარმონის თანახმად, ღრმა და ყოველმხრივი შეღწევის ინდუცირებული სულიერი ტრავმა, რომლის ნაწილიც არის ჩვენი განათლება, ჩვენ მიმართ უკვე 45 წლის მანძილზე გამოიყენება, მაგრამ რამდენი ადამიანი გრძნობს ამ ვერაგ ზეწოლას, რომელიც ჩვენს საზოგადოებაზე ხორციელდება; რამდენი ადამიანი გრძნობს მუდმივ იდეოლოგიურ დამუშავებას და ტვინის გამორეცხვას, რომელიც ყოველდღე ხდება? ქუჩის ბანდების იდუმალი ომები, რომლებიც ნიუ იორკში 1950-იან წლებში დაიწყო, იმის მაგალითია, თუ როგორ შეუძლიათ შეთქმულებს, შექმნან ნებისმიერი ძირგამომთხრელი ელემენტები და მართონ ისინი. საიდან გაჩნდა ეს ბანდების ომები, 1980-იან წლებამდე არავინ იცოდა, სანამ მკვლევარებმა არ გამოამჟღავნეს საიდუმლო ხელმძღვანელები, რომლებიც ამ ე.წ. სოციალურ ფენომენს მართავდნენ.

ქუჩის ბანდების ომები საფუძვლიანად იყო დაგეგმილი სტენფორდის მიერ, რათა განზრახ შეეძრწუნებინათ ჩვენი საზოგადოება, გამოეწვიათ შფოთვა და მღელვარება. 1958 წლისთვის უკვე 200 ბანდაზე მეტი არსებობდა. ისინი მიუზიკლმა და ჰოლივუდის ფილმმა «ვესტსაიდის ისტორია» გახადეს პოპულარული. მას შემდეგ, რაც ეს ბანდები მთელი ათწლეულის მანძილზე მუდმივად იყვნენ ახალი ამბების სათაურებში, 1966 წელს უეცრად გაქრნენ ნიუ იორკის, ლოს ანჯელესის, ნიუ ჯერსის, ფილადელფიისა და ჩიკაგოს ქუჩებიდან.

მთელი ათწლეულის მანძილზე ქუჩის ბანდების ომებზე საზოგადოება რეაგირებდა სტენფორდის ინსტიტუტის შესაბამისი პროგრამის შესაბამისად; საზოგადოებას მთლიანობაში არ ესმოდა ბანდების ომები და არაადეკვატურად რეაგირებდა. რომ მოძებნილიყო ბრძენი ადამიანები, რომლებიც ამ ბანდების ომში სტენფორდის ინსტიტუტის სოციალური ინჟინერინგისა და ტვინის გამორეცხვის ექსპერიმენტს ამოიცნობდნენ, შეთქმულებას ფარდა აეხდებოდა. ან ჩვენ არ გვყავდა კვალიფიცირებული სპეციალისტები, რომლებსაც შეეძლოთ მიმდინარე მოვლენების რეალური შეფასება, რაც ნაკლებად სავარაუდოა, ან ისინი მუქარის ქვეშ გააჩუმეს. მედიის თანამშრომლობამ სტენფორდის ინსტიტუტთან მიგვიყვანა ჩვენი ცხოვრების წესზე «ახალი ხანის» («ნიუ ეიჯ») კონცეფციის სახით ახალ თავდასხმამდე, რაც ნაწინასწარმეტყველები იყო ტავისტოკელი სოციალური ინჟინრებისა და «ახალი მეცნიერებების» სპეციალისტების მიერ.

1989 წლისთვის ლოს ანჯელესის ქუჩებში კვლავ ინსპირირებული იყო ქუჩის ბანდების ომები, როგორც სოციალური ცვლილებებისთვის პირობების შექმნის საშუალება. რამდენიმე თვის პირველი ინციდენტების მანძილზე ბანდებმა ლოს ანჯელესის ისტ ენდის ქუჩებში გამრავლება დაიწყეს ჯერ ათობით, შემდეგ კი ასობით. გავრცელდა ნარკოტიკული ბუნაგები და თავაშვებული პროსტიტუცია; ქუჩებში ნარკოტიკებით მოვაჭრეები მეფობდნენ. ყველას, ვინც მათ გზაზე ეღობებოდა, ხვრეტდნენ. ხმაური პრესაში ხმამაღალი და ხანგრძლივი იყო. სტენფორდის მიერ შერჩეულმა მოსახლეობის დიდმა სამიზნე ჯგუფმა დაიწყო თავის დაცვა ლოზუნგებით. ტავისტოკმა ამას პირველი ფაზა დაარქვა, როდესაც სამიზნე ჯგუფს არ შეუძლია კრიზისის წყაროს აღმოჩენა.

განგსტერული ომის მეორე ფაზა იყო «ფრაგმენტაცია». ადამიანები, რომლებიც არ ცხოვრობდნენ ბანდების აქტივობის ადგილებში, ამბობდნენ: «მადლობა ღმერთს, ჩვენ არ გვეხებიან». კრიზისი გრძელდებოდა, მიუხედავად იმისა, ცნობდნენ მას თუ არა, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგი ლოს ანჯელესში ამ დროს ინგრეოდა. როგორც იყო დაპროგრამებული ტავისტოკის მიერ, ჯგუფები, რომლესაც არ შეეხოთ ბანდების ომები, «გამოეყვნენ, რათა საკუთარი თავი დაეცვათ», იმიტომ, რომ კრიზისის წყარი არ იყო გარკვეული. დაიწყო ე. წ. «არაადეკვატური ადაპტაციის» პროცესისა და გამიჯვნის, იზოლაციის პერიოდი.

რა იყო ქუჩების ომების მიზანი, ნარკოტიკების გავრცელების გარდა? პირველი _ ეჩვენებინათ სამიზნე ჯგუფისთვის, რომ ისინი უსაფრთხოდ არ არიან, ანუ შეექმნათ საფრთხის შეგრძნება; მეორე _ ეჩვენებინათ, რომ ორგანიზებული საზოგადოება უმწეოა ასეთი ძალადობის პირისპირ; და მესამე _ გამოეწვიათ იმ ფაქტის აღიარება, რომ ჩვენი სოციალური წესრიგი ინგრევა. ქუჩის ძალადობის ახლანდელი ტალღა შეჩერდება ისევე სწრაფად, როგორც გაჩნდა, როგორც კი სტენფორდის პროგრამის სამივე ფაზა შესრულდება.

საზოგადოების დამუშავების ნათელი მაგალითი იყო თუნდაც მოსახლეობის დიდი ნაწილის მიერ არასასურველად აღიარებული «მოვლენა» «ბითლზზე». ჯგუფი «ბითლზი» აშშ-ში ჩამოიყვანეს, როგორც სოციალური ექსპერიმენტის ნაწილი, რომელსაც ტვინის გამორეცხვისთვის უნდა დაექვემდებარებინა მოსახლეობის დიდი ჯგუფები, რომელთა შესახებაც მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ.

როდესაც ტავისტოკმა «ბითლზი» აშშ-ში ჩამოიყვანა, ვერავინ წარმოიდგენდა იმ კულტურული კატასტროფის ფარგლებს, რომელიც ამას უნდა მოჰყოლოდა. «ბითლზი» იყო «მერწყულის შეთქმულების», ცოცხალი ორგანიზმის შემადგენელი ნაწილი, რომელიც «ადამიანის სახის ცვლილებიდან» დაიბადა («kontraqti N URH (489)-2150, ანგარიში პოლიტიკური კვლევების შესახებ # 4/4/74, მომზადებულია სკი «სოციალური პოლიტიკის შესწავლის ცენტრის» მიერ, ხელმძღვანელი უილის ჰარმონი»).

«ბითლზის» ფენომენი არ იყო სპონტანური ახალგაზრდული ბუნტი ძველი სოციალური სისტემის წინააღმდეგ. პირიქით, ეს იყო მოუხელთებელ შეთქმულთა მიერ მოსახლეობის დიდ სამიზნე ჯგუფში უკიდურესად დამანგრეველი ელემენტის შეტანის ზედმიწევნით შემუშავებული გეგმა, რომლის ცნობიერების შეცვლაც მისი სურვილის წინააღმდეგ იგეგმებოდა. «ბითლზთან» ერთად ამერიკაში შეიტანეს ახალი სიტყვები და გამონათქვამები, რომლებიც ტავისტოკმა გამოიგონა. ისეთი სიტყვები, როგორიცაა «როკი» მუსიკალურ ბგერებთან დაკავშირებით, «თინეიჯერი» («მოზარდი»), «კულ» (Cool _ «ასწორებს»), discovered («ღია», «ამოცნობილი») და «პოპმუსიკა» გახდა კოდური სიტყვების ლექსიკონის ნაწილი, რომელიც ნარკოტიკების მიღებას და მოხმარებას ნიშნავდა. ეს სიტყვები «ბითლზთან» ერთად შემოვიდა და ჩნდებოდა ყველგან, სადაც ჩადიოდა «ბითლზი». ამასთან, «თინეიჯერები» მათ მაშინვე «ცნობდნენ». სხვათა შორის, სიტყვა «თინეიჯერი» არსად გამოიყენებოდა, სანამ ადამიანური ურთიერთობების ტავისტოკის ინსტიტუტის წყალობით სცენაზე «ბითლზი» არ გამოჩნდა.

როგორც ქუჩის ომების შემთხვევაში, ამ ამოცანის ამოხსნა შეუძლებელი იყო მედიასთან, უპირველეს ყოვლისა, ელექტრონულ მედიასთან თანამშრომლობის გარეშე. განსაკუთრებული როლი ენიჭებოდა უხამს ტიპს – ედ სალივანს, რომელიც შეთქმულთა მიერ საგანგებოდ იყო იმ როლისთვის მომზადებული, რომელიც უნდა ეთამაშა. არავინ მიაქცევდა ყურადღებას ჯამბაზების ჯგუფს ლივერპულიდან და მათი «მუსიკის» ოც-ატონალურ სისტემას, პრესას რომ მათ გარშემო ნამდვილი აჟიოტაჟი არ აეტეხა. ოც-ატონალური სისტემა შედგებოდა მძიმე განმეორებითი ხმებისგან, რომლებიც დიონისესა და ვაალის კულტის ქურუმების მუსიკიდან იყო აღებული და გათანამედროვებული ადორნოს (Adorno) მიერ, რომელიც ინგლისის დედოფლის და, შესაბამისად, «300-თა კომიტეტის» ახლო მეგობარი იყო.

ტავისტოკმა და მისმა სტენფორდის კვლევითმა ცენტრმა შექმნეს სპეციალური სიტყვები, რომლებიც შემდეგ შევიდა «როკ-მუსიკისა» და მათი მოყვარულების ლექსიკონში. ამ მოდურმა საკვანძო სიტყვებმა შექმნეს სოციუმისგან გამოყოფილი ახალგაზრდობის დიდი ჯგუფი, რომელსაც სოციალური ინჟინერიისა და დამუშავების წყალობით დააჯერეს, რომ «ბითლზი» მართლაც მათი საყვარელი ჯგუფია. «როკ-მუსიკის» კონტექსტში შექმნილი ყოველი სიტყვა განკუთვნილი იყო ახალი სამიზნე ჯგუფის, ანუ ამერიკული ახალგაზრდობის მასობრივი მართვისთვის.

«ბითლზმა» მშვენივრად იმუშავა, უფრო სწორად ტავისტოკმა და სტენფორდმა იმუშავეს შესანიშნავად, ხოლო «ბითლზმა» უბრალოდ იმოქმედა, როგორც დაპროგრამებულმა რობოტმა «მათი მეგობრების მცირედი დახმარებით» («with a little help from their friends») _ ნარკოტიკების მოხმარების კოდური სიტყვებით და მათი «გასწორებულ» მდგომარეობამდე მიყვანით. «ბითლზი» გახდა თვალში საცემი «ახალი ტიპი» _ ტავისტოკური ჟარგონის კიდევ ერთი მარგალიტი _ იგი ცოტა ხნით ადრე გაჩნდა, ვიდრე «ბითლზმა» ახალი სტილი შექმნა (ექსტრავაგანტული ტანსაცმელი, ვარცხნილობები და მეტყველება), რომელმაც აღაშფოთა უფროსი თაობა, რაც იყო დაგეგმილი. ეს იყო გენური ინჟინერიის სფეროში უილის ჰარმონისა და მისი მეცნიერ-სოციოლოგებისა და სპეციალისტების მიერ ამოქმედებული «ფრაგმენტაცია-არაადეკვატური ადაპტაციის» პროცესის ნაწილი.

ჩვენს საზოგადოებაში მოსახლეობის დიდი ჯგუფების ტვინის ეფექტური გამორეცხვის საქმეში გადამწყვეტი როლი ბეჭდურ და ელექტრონულ მედიას ეკუთვნის. ქუჩის ბანდების ომები ლოს–ანჯელესში 1966 წელს დასრულდა, როგორც კი მედიამ მათი კომენტირება შეწყვიტა. ქუჩის ბანდები იწყებენ დაშლას მედიის ყურადღების შესუსტებისთანავე, ხოლო შემდეგ საერთოდ ქრებიან. ისევე, როგორც 1966 წელს, პრობლემა უბრალოდ «გაქრა». ქუჩის ბანდებმა შეასრულეს თავისი ამოცანა არასტაბილურობისა და საფრთხის ატმოსფეროს შექმნის მიზნით. ზუსტად ასეთივე სცენარი ელის «როკ» მუსიკასაც. მედიისგან ყურადღების არქონის შემთხვევაში, იგი ჩუმად დაიკავებს თავის ადგილს ისტორიაში.

«ბითლზის» კვალდაკვალ, რომელიც, სხვათა შორის, ერთად ტავისტოკის ინსტიტუტმა შეკრიბა, ჩამოვიდნენ სხვა «Made in England» როკჯგუფები, რომელთათვის, როგორც «ბითლზისთვის», ტეო ადორნო წერდა საკულტო «ლირიკას» და ქმნიდა თავის «მუსიკას». ჩემთვის არაა სასიამოვნო ამ მშვენიერი სიტყვების გამოყენება «ბითლომანიის» კონტექსტში; ეს მახსენებს, თუ რამდენად არასწორად გამოიყენება სიტყვა «შეყვარებული», როდესაც მას იყენებენ ორ ჰომოსექსუალს შორის ბინძური კონტაქტის აღსანიშნავად, რომლებიც ღორული ავხორცობით იკლაკნებიან. დაუძახო მუსიკას «როკი», მუსიკის ისეთივე შეურაცხყოფაა, როგორც «როკლირიკა» ენისა.

შემდეგ ტავისტოკი და სტენფორდი შეუდგნენ სამუშაოს მეორე ფაზის განხორციელებას, რომელიც მათ «300-თა კომიტეტმა» დაუკვეთა. ახალმა ფაზამ ამერიკაში სოციალურ ცვლილებებს ცეცხლი შეუნთო. როგორც ამერიკულ სცენაზე «ბითლზი» გაჩნდა, ისევე სწრაფად წარმოიქმნა «დამსხვრეული თაობა» (beat generation) _ კოდური სიტყვა, რომელიც განკუთვნილია საზოგადოებრივი ჯგუფების დასაშლელად და გასამიჯნად. ახლა მედიამ მთელი თავისი ყურადღება «დამსხვრეულ თაობაზე» გადაიტანა. ტავისტოკისეული წარმომავლობის ახალი სიტყვები ერთი შეხედვით არსაიდან მოვიდნენ: «ბიტნიკი», «ჰიპი», «ყვავილების შვილები» _ ეს სიტყვები ამერიკულ მეტყველებაში მტკიცედ შემოვიდა. პოპულარული გახდა «საზოგადოებიდან ამოვარდნა» (drop out), ბინძური ჯინსებისა და გრძელი, დაუბანელი თმების ტარება. «დამსხვრეული თაობის» წარმომადგენლები საკუთარ თავს ამერიკისგან მიჯნავდნენ. მათ ისეთივე ცუდი რეპუტაცია დაიმსახურეს, როგორც ბევრად უფრო სალუქმა «ბითლზმა».

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here