Home რუბრიკები პოლიტიკა ბარაკის არაკის UNHAPPY END-ი და ღარიბაშვილის პენალტი

ბარაკის არაკის UNHAPPY END-ი და ღარიბაშვილის პენალტი

615

რუსეთის მიერ ყირიმის მიერთების ფონზე ობამას მოულოდნელი «გულწრფელობა» «ნაცებქოცებისთვის» ზურგში სატევრის ჩაცემას ჰგავდა.

 

როგორც დიდი შოთა ამბობდა, «გასრულდა ესე ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა», გნებავთ, ზღაპარი საქართველონატოს პლატონური სიყვარულისა, რომელსაც, ზვიად გამსახურდიას გამოკლებით, ყველა მომდევნო ხელისუფალი გვიყვებოდა ბოლო 20 წლის განმავლობაში.

დიახ, «გასრულდა», მაგრამ არა _ happy end-ით, ანუ ბედნიერი ფინალით, როგორც სრულდება ხოლმე ჰოლივუდის მელოდრამები. ეს ყველაფერი დასრულდა unhappy end-ით, ანუ უბედური ფინალით _ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, უკრაინა და საქართველო არ მიდიან ნატოსკენ და, საერთოდაც, ნატოს შემდგომი გაფართოება არ იგეგმებაო!

აი, ასე დაუსვა წერტილი ბარაკმა ნატოს არაკს, რამაც შოკში ჩააგდო ქართველი საზოგადოების ის მცირე ნაწილი, რომელსაც დღემდე გულწრფელად სჯეროდა «ბარაკების არაკებისა». შოკშია «ნაცებ-ქოცების» კოაბიტაციური ხელისუფლებაც _ რუსეთის მიერ ყირიმის მიერთების ფონზე ობამას მოულოდნელი «გულწრფელობა» «ნაცებქოცებისთვის» ზურგში სატევრის ჩაცემას ჰგავდა.

სულ ტყუილი ყოფილა ჯერ მაპი და შემდეგ მასზე უკეთესი _ «ნატოს ასპირანტობა», უელსში გასამართი ნატოს სამიტის იმედიც, სადაც ასპირანტობას, ალბათ, «ნატოს დოქტორობა» უნდა მოჰყოლოდა და შემდეგ დოქტორობაზე საუბრით განეგრძოთ საზოგადოების, განსაკუთრებით _ ახალგაზრდობის დაბოლება…

ობამას ნათქვამზე ერთადერთი ადეკვატური კომენტარი პრემიერმა ღარიბაშვილმა გააკეთა _ დროა, ილუზიებში ცხოვრებას თავი დავანებოთ და ხალხს სიმართლე ვუთხრათო. დანარჩენი «ნაცებ-ქოცები» კი მალე გამოვიდნენ შოკიდან და მათი სამიზნე სწორედ ღარიბაშვილი აღმოჩნდა, რომელიც საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში «მეოცნებეთა» შორის ერთ-ერთ ნათელ წერტილად, ეროვნულ გამონათებად აღიქმება!

რაც შეეხება პოტომაკის ნაპირებზე სხვადასხვა პერიოდში ლიბერასტული ნალებით დაჭედილ «ქოცებს», მაია ფანჯიკიძით დაწყებული და ალექსი პეტრიაშვილგიორგი მარგველაშვილით დამთავრებული, ყველამ ერთად და ცალცალკე «გაუნათლებელი» საზოგადოებისთვის, ობამას სკანდალური განცხადების «ნამდვილი შინაარსის» გაშიფრვა დაიწყო _ «მაგან (ეს) რომ თქვა, (ის) იგულისხმა, ნატოს კარი ღიაა და აუცილებლად შევალთო», რაც, სულ ცოტა, ღარიბაშვილის კომენტარისგან გამიჯვნასა და დასავლეთისთვის ასეთი შინაარსის გზავნილს ნიშნავს _ ჩვენც პრემიერივით ქიზიყელი «გრუზინი» ვირები კი არა, თქვენი ერთგული მონები ვართო. ისე, მეტი რა გზა აქვთ, რო?

თუმცა, ღირსეული საზოგადოება რომ ვიყოთ, «ნაცებ-ქოცებს» მაგ გზასაც მოვუჭრიდით, თუკი ობამას განცხადებისთანავე თბილისში, ნატოს ოფისთან მივიჭრებოდით და, «მოლოტოვის კოქტეილებს» თუ არა, ლაყე კვერცხებს მაინც დავუშენდით. შემდეგ იმასაც ვიკითხავდით, რა საჭიროა ალექსი პეტრიაშვილის სამინისტრო და, საერთოდაც, რისთვის დადიან ევროპა-ამერიკაში ნატოს სხვადასხვა ღონისძიებაზე ბიუჯეტის, ანუ ჩვენი ფულით ეს იდიოტები?..

ღარიბაშვილის მოულოდნელი განცხადება ოჯახის, როგორც მხოლოდ ქალისა და კაცის ერთობის შესახებ და ამ დეფინიციის კონსტიტუციაში ასახვის ინიციატივა, ერთსქესიანი ქორწინებების აკრძალვას ნიშნავს და აქედან გამომდინარე, ლოგიკურად იგულისხმება ლგბტპედერასტიის პროპაგანდისა და გეიპარადების აკრძალვაც. ბოლო 2-3 წელიწადია, ყველა ნორმალურ ქართველსა და არაქართველსაც სწორედ ამ სიბინძურის პერმანენტულმა მოლოდინმა ლამის შეგვაძულა მშვენიერი თბილისური მაისიც და ცისარტყელას ფერებიც!..

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ პრემიერის ინიციატივამ ქართველი ლიბერასტების ბანაკში ობამას «აღიარებაზე» არანაკლები შოკი გამოიწვია, რისი დასტურიც იყო მეორე დღესვე «იდენტობის» მიერ გამართული საპროტესტო აქცია კანცელარიასთან, სადაც, საბედნიეროდ, ერთსქესიანი ქორწინებების საწინააღმდეგო აქციაც გაიმართა!

ერთი რამ ცხადია _ ირაკლი ღარიბაშვილს სრულიად საზოგადოების, ერისა და ბერის მხარში ამოდგომა სჭირდება, მისი ინიციატივა მხოლოდ კეთილ სურვილად რომ არ დარჩეს!

ის კი, რამდენად გულწრფელია ირაკლი ღარიბაშვილი, 17 მაისს გამოჩნდება და ვნახავთ, სად დადგება პრემიერი _ ქართველ ხალხთან თუ ევროპელ საპატიო პედერასტებთან, რომელთა ჩამოყვანასაც აპირებს «იდენტობა» 17 მაისს!..

დავით მხეიძე

 

1 COMMENT

  1. ირაკლი ქიზიყელი ვაჟკაცია და მიდებ- მოდებას პირდაპირი პასუხი ამჯობინა.ობამასაც მოსწყინდა თავისი თუ წინა ადმინისტრაციის მოქრთამული წევრების ფუფლო დაპირებები,და სიმართლე გაგვიმხილა. 20 წელია ნატოს ხავილით საქართველოში პოლიტიკური პროსტიტუტკების თაობები დაიზარდნენ ,დაბერდნენ და ისევ ნატოს სახელით ანადგურებენ ქვეყნის მომავალს,მის ეკონომიკას. საინტერესოა რა ეშველება ამდენ ნატოს მხურვალე " მხარდამჭერს"! გააგრძელებენ ფუჭ რიტორიკას , თუ ევრაზიის კავშირის პროპაგანდაზე გადაკვალიფიცირდებიან?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here