Home რუბრიკები პოლიტიკა რუსეთი სამხედრო ბაზებს არგენტინაში განალაგებს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები კუბასთან, ვიეტნამთან, ვენესუელასა და სინგაპურთან

რუსეთი სამხედრო ბაზებს არგენტინაში განალაგებს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები კუბასთან, ვიეტნამთან, ვენესუელასა და სინგაპურთან

511

«სამხრეთ ამერიკაში სიდიდით მეორე სახელმწიფო არგენტინა დათანხმდა, თავის ტერიტორიაზე განალაგოს რუსეთის სამხედრო ბაზები. ეს გადაწყვეტილება იმ მომენტშია მიღებული, როდესაც მთელი მსოფლიო უკრაინის მოვლენებზეა ჩაციკლული», _ წერს გამოცემა «ვოენნოე ობოზრენიე».

 

რუსეთის ფედერაციის ეს სვლა, რა თქმა უნდა, აშშ-ის შეშფოთებას გამოიწვევს _ არგენტინასა და მის მომხრე ვენესუელას აშშ-სთან დაპირისპირებულ ირანთან მეგობრული ურთიერთობა აქვს.

პლანეტის სამხრეთ ნახევარსფეროში რუსული სამხედრო ბაზების განლაგება ვაშინგტონის გავლენას შეამცირებს და აშშ-ს რთული ამოცანის წინაშე დააყენებს _ ამერიკას ხომ არასოდეს ჰქონია თავდაცვის საკმარისი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები სამხრეთ საზღვრებზე და მათ სათანადო დაცვას ვერ შეძლებს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამხრეთ ამერიკაში სამხედრო ბაზების განლაგებისა და იარაღით ვაჭრობის  მოცულობის გაზრდის იდეის განხორციელება ამა წლის თებერვალში დაავალა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს.

კრემლის ეს გეგმა პასუხია აშშსადმი, რომელიც ცდილობს, თავისი სამხედრო ბაზები განალაგოს რუსეთისა და ირანის საზღვრებთან. ექსპერტებმა გამოთვალეს, რომ ელექტრომაგნიტური იმპულსის ზემოქმედებით თავისუფლად შეიძლება მწყობრიდან გამოყვანა იმ ელექტროკომუნიკაციებისა, რომლებიც აშშისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. და თუ ასეთი შეტევა განხორციელდა, სამედიცინო მომსახურებისა და პროდუქტების გარეშე დარჩენილი მოსახლეობის 90% შეიძლება დაიხოცოს. სამხედრო ექსპერტები, სხვადასხვა მონაცემის გაანალიზებით, ვარაუდობენ, რომ რუსეთი სამხედრო ბაზების განლაგებაზე, არგენტინის გარდა, მოლაპარაკებებს აწარმოებს კუბასთან, ვენესუელასთან, ნიკარაგუასთან, სეიშელის კუნძულებთან და სინგაპურთან. რუსეთის საკვანძო პარტნიორები კი შეიძლება გახდნენ ჩინეთი და ინდოეთი.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here