Home რუბრიკები საზოგადოება როცა პარლამენტის კულტურის კომიტეტს არ აინტერესებს… კულტურის საკითხები, ანუ ვინ და...

როცა პარლამენტის კულტურის კომიტეტს არ აინტერესებს… კულტურის საკითხები, ანუ ვინ და რატომ ბლოკავს რუსთაველის პრემიის ლაურეატის ნაშრომის საჯარო განხილვას

1104

ახლა კი შეპირებული მინილექსიკონები და რატომ სწორედ ამ ფორმით? მონოგრაფია ისეა დახუნძლული ორთოგრაფიული შეცდომებითა თუ ხარვეზებით, რომ ყველა მათგანზე ნამდვილად ვერ ვისაუბრებთ, მით უმეტეს, საგაზეთო სტატიის ფორმატში, მაგრამ, ამავე დროს, რაკი აქ მისი უდიდებულესობა სტუდენტის ინტერესი იკვეთება, აუცილებელი იყო მათი სრული (შესაძლებლობის ფარგლებში) აღნუსხვა მაინც და ამაზე ფიქრში ჩემში უცებ იფეთქა გურულმა ხასიათმა (აბა, სერიოზულად მტერმა უყურა თანამედროვე ქართულ თეატრალურ საგამომცემლო სივრცეში დასადგურებულ განუკითხაობას, რომლის ეტალონი შოკის მომგვრელი რეალობაა _ ამ სივრცის მეუფეთ რომ აკაკი ხორავა ვერ განურჩევიათ აკაკი ვასაძისაგან, ანუ, უფრო ნათლად, ოტელო _ იაგოსაგან!) და გადავწყვიტე, რაკი სხვა გზა აღარაა, მოდი, ამ სიბერისას ბარემ ლექსიკოგრაფიასაც შევეწევიმეთქი ცოტას.

 

ასე აღმოჩნდა, ძვირფასო მკითხველო, თქვენ წინაშე ჩემი, როგორც «ლექსიკოგრაფის», დებიუტი:

«ქართული ენის განმარტებითი მინილექსიკონი»

რომელსაც საფუძვლად დაედო პროფ. . გურაბანიძის წიგნი «ევროპული დრამატურგია რუსთაველის თეატრის სცენაზე” (რედაქტორი _ პროფ. . კიკნაძე). საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა «კენტავრი”. 2012 წელი, A4 ფორმატი, 441 გვერდი. ლექსიკონი შეადგინა და კომენტარები დაურთო პროფ. . დოლიძემ.

ამ ქვეყნად (298) _ ამქვეყნად

ამავ (119) _ ამავე

არა ნაკლებ (435) _ არანაკლებ

არა თუ (14, 68, 119, 195, 234, 270, 286, 293, 331, 352, 411) _ არათუ

არცერთხელ (194) _ არც ერთხელ

არცერთი (7, 13, 89, 97, 102, 126-128, 135, 155, 160, 165, 170, 171, 174, 194-II (ლათინური რიცხვი მიუთითებს, თუ რამდენჯერ მეორდება ეს სიტყვა აღნიშნულ გვერდზე), 198, 245, 261, 291, 327, 377, 396) _ არც ერთი

არც თუ (88, 128, 286) _ არცთუ

ასე რიგად (191, 144, 411) _ ასერიგად

ახლახანს (9, 146) _ ახლახან

აწი (165) _ ამიერიდან

ბინდბუნდში (426) _ ბინდ-ბუნდში

ბოლოსდაბოლოს (23, 58, 86, 94, 99, 120, 134, 139, 140, 145, 165, 184, 229, 293, 324, 341, 373, 378, 441)

_ ბოლოს და ბოლოს

ბრძნეული (159) _ ბრძნული

გავს (19) _ ჰგავს

გალაქტიონი (128, 205, 345) _ გალაკტიონი

განმანთავისუფლებელი (67) _ განმათავისუფლებელი

გმირთა-გმირი (238) _ გმირთაგმირი

გულ-მკერდი (118) _ გულმკერდი

«გოლდონიანა” (80) _ «გოლდონიადა”

და ბოლოს (85) _დაბოლოს

დამოკიდებულებამაც (345) _ დამოკიდებულებაც (კონტექსტის მიხედვით)

დასასრულს (213) _ დასასრულ

დაჯილდოვებული (39, 42, 118, 124, 400, 405, 411) _ დაჯილდოებული (ანუ, «ვ”   ზედმეტია)

დიდათ (105) _ დიდად

დის შვილი (59) _ დისშვილი

დღე და ღამ (49) _ დღედაღამ

ერთერთ (21, 41, 375, 377) _ ერთ-ერთ

ერთსადაიმავე (99, 126, 201) _ ერთსა და იმავე

ერთი უშველებელი (40) _ ერთი ვაი-უშველებელი (კონტექსტის მიხედვით)

ერთს წუთით (48) _ ერთი წუთით

ეხლა (136, 403) _ ახლა

ეხლახანს (94) _ ახლახან (ე. ი. ერთ სიტყვაში 2 შეცდომაა)

ვაი თუ (369, 402) _ ვაითუ

ვერცერთი (141, 187, 202, 408) _ ვერც ერთი

ვიღაცეებთან (165) _ ვიღაცებთან

ვიყოვო (197) _ ვიყოო (ეკითხება)

ვუყუჟინებთ (186) _ ვუყიჟინებთ

თავით-ფეხებამდე (153) _ თავით ფეხებამდე

თავის (245) _ თავიანთ (კონტექსტის მიხედვით)

თავისი (145) _ თავიანთი (აქაც კონტექსტის მიხედვით)

თვითოეულ (210) _ თითოეული

თრთოლვა (38, 62, 75, 269) _ თრთოლა («ვ” ზედმეტია)

იყოვოო (88, 221) _ იყოო («ცოტა პატარა რომ იყოო”)

ლანძღვა გინება (188) _ ლანძღვა-გინება

მაგიდათ (432) _ მაგიდად

მათს (203, 372,) _ მათ

მამაშვილის (375) _ მამა-შვილის

მეორეს მხრივ (114) _ მეორე მხრივ

«მეტრფეთა ურთიერთობა…” (275) _ რომეოსა და ჯულიეტას ურთიერთობაზეა საუბარი – ისინი, თურმე, «მეტრფეები» ყოფილან… სწორედ ამაზე ხომ არ თქვა ბრძენმა, ილაპარაკე უბრალოდ, შენ ხომ საკმაოდ გონიერი ხარ საამისოდო…

მთელს (118, 161, 187, 367) _ მთელ (სცენაზე)

მთელ რიგ (135) _ ეს არაა ქართული გამოთქმა. კონტექსტის მიხედვით უნდა შეირჩეს, ვთქვათ, «მრავალ” და ა.შ.

მითუმეტეს (131, 230, 275, 291, 298, 302, 329, 331, 380, 427, 437) _ მით უმეტეს

მთრთოლვარე (22, 46, 62, 74, 171, 220, 221, 269, 275, 302, 357, 398) _ მთრთოლარე («ვ” აქაც ზედმეტია)

მისსავე (148, 186, 210, 269-II, 353, 371) _ მისივე

მისსივე (111) _ მისივე

«მსხვილი პლანი” (252) _ ახლო ხედი (კინემატოგრაფიული ტერმინია)

მიუძღვოდათ (წინ), გვ. 26 _ მიუძღოდათ («ვ” ზედმეტია, როგორც საგანგებოდაა მითითებული ორთოგრაფიულ ლექსიკონში გვ. 353)

მოდრეკილობას (80) _ მიდრეკილებას

მოოახლოოს (269) _ მოაახლოვოს

მჭერმეტყველურად (405) _ მჭევრმეტყველურად (როგორც ხაზგასმულია ორთ. ლექს. გვ. 393)

ნათელ-ჩრდილები (13-II) _ შუქ-ჩრდილები

ნელნელა (392) _ ნელ-ნელა

ორსერიანი (131) _ ორსერიიანი

პირველყოვლისა (95) _ პირველ ყოვლისა

ჟრჟოლვა (79) _ ჟრჟოლა («ვ” აქაც ზედმეტია)

რამოდენიმე (7, 92, 117, 118, 129, 161, 240, 285, 296, 299-II, 300, 301, 310-II, 332,   383, 389) _ რამდენიმე

რაღაცეები (157) _ რაღაცები

რაღაცეებს (270) _ რაღაცებს

რიგ-რიგობით (324) _ რიგრიგობით

სათანადოთ (433) _ სათანადოდ

სიტყვა-სიტყვით (78) _ სიტყვასიტყვით

სულით-ხორცამდე (79, 412) _ სულით ხორცამდე

სხვათაშორის (45, 60, 63, 89, 105, 123, 130-II, 131, 177, 190-II, 278, 320, 327, 373, 386, 399, 417) _ სხვათა შორის

ტიპიური (51) _ ტიპური

ტყუილ-მართალით (412) _ ტყუილ-მართლით

უდაოდ (156) _ უდავოდ (როგორც ხაზგასმულია ორთ. ლექს. გვ. 471)

უნებლიედ (115, 260-II, 264, 270, 353, 358, 368) _ უნებლიეთ

(ეგ) უსინდისოვო (94) _ (ეგ) უსინდისო

უფროდაუფრო (158) _ უფრო და უფრო

უშველებელი (40) _ ვაი-უშველებელი (ამ კონტექსტში)

ფარიკობის (40) _ ფარიკაობის

ფეხი-ფეხზე (89) _ ფეხი ფეხზე

ყოფაცხოვრების (351) _ ყოფა-ცხოვრების

ყულუფი (383) _ ყულფი

შუა ღამეს (69) _ შუაღამეს

ჩემის აზრით (375) _ ჩემი აზრით

ცალცალკე (429) _ ცალ-ცალკე

ცოლქმარი (429) _ ცოლ-ქმარი

ციხე-სიმაგრე (9, 15, 66, 67, 79, 143, 145, 268, 368, 386) _ ციხესიმაგრე

ძრწოლვა (390) _ ძრწოლა («ვ”  ისევ ზედმეტია)

წარკვეთავენ (299) _ წაკვეთავენ (თავის წაკვეთა იგულისხმება); «წარკვეთა” მხოლოდ სასოებაზე, იმედის დაკარგვაზე ითქმის…

წინ _ 93, 109, 118, 152, 155, 201, 260, 276, 294, 375, 406-II, 412, 427, 431, 435 _ როცა დროზეა საუბარი, უნდა იყოს _ «წინათ”.

წინად (117, 404, 407) _ წინათ

წმინდათა წმინდა (101) _ წმიდათაწმიდა (ე. ი. 3 შეცდომაა)

წმინდათა-წმინდა (431) _ წმიდათაწმიდა (აქაც 3 შეცდომაა)

წმინდათაწმინდა (215) _ წმიდათაწმიდა (აქ 2 შეცდომაა)

ხა ხა ხა! (128) _ «ჰა, ჰა, ჰა!”

ხო (219, 244) _ «ჰო”

ჯანღონით (342) _ ჯან-ღონით

ჯერ-ჯერობით (101, 321, 336, 374) _ ჯერჯერობით

ჯერა (343-II) _ სჯერა

ჰკარნახობდა (25, 380) _ «ჰ” ზედმეტა. ამას გარდა, ორთ. ლექსიკონში (გვ. 314)    ხაზგასმითაა მითითებული: «კარნახობს მას კი  არა (ხაზგასმა დედნისაა _ გ.დ.) _ უკარნახებს”.

ჰკარგავს (350) _ კარგავს.

«უცხო სიტყვათა მინილექსიკონი

რომელსაც საფუძვლად დაედო პროფ. ნ. გურაბანიძის წიგნი «ევროპული დრამატურგია რუსთაველის თეატრის სცენაზე” (რედაქტორი _ პროფ. ვ. კიკნაძე). საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა «კენტავრი”. 2012 წელი, A4 ფორმატი, 441 გვერდი. ლექსიკონი შეადგინა და კომენტარები დაურთო პროფ. გ. დოლიძემ.

აბსოლიტური (319, 342, 425) _ აბსოლუტური

აბსურდულობასობა (201) _ აბსურდულობა

აბსტრაქტიული (40) _ აბსტრაქციული

ავანტურისტი (191) _ ავანტიურისტი

ავატურისტობისაკენ (145, 191) _ ავანტიურისტობისაკენ

ანტიპატია (175) _ ანტიპათია

აფიორა (163, 252) _ აფერა

«აბდერიტებზე” (64) _ ეს სიტყვა თავის ბრჭყალებიანად, ანბანის მიხედვით, თავში უნდა ყოფილიყო, მაგრამ რაკი თანამედროვე ლექსიკოგრაფია მასზე დუმს, ბოლოს მივუთითე, ეგებ, მეორე გამოცემისათვის რაიმე გავარკვიო…

ბალანსიორობს (182) _ ბალანსირებს

ბალმასკარადი (311-II) _ ბალ-მასკარადი

ბოტფორდები (122) _ ბოტფორტები

ბრეტერი (118) _ ბრეტიორი

დალექტიკა (287) _ დიალექტიკა

დეკლემატურად (122) _ დეკლამაციურად

დეკორატიური გადაწყვეტა (14, 52, 154) _ დეკორაციული…

დელ-არტე (41, 225) _ იხ. კომედია დელ არტე

დიალოგი (391) _ დილოგია (კონტექსტის მიხედვით)

დინამიური (240, 286, 355, 361, 374, 380, 417) _ დინამიკური

დინამიურობა (286) _ დინამიკურობა

დრამატიული (21, 438) _ დრამატული

დუელიანტი (118, 139) _ დუელანტი

დუელიანტობა (122, 139) _ დუელანტობა

ეგზემპლიარი (128, 195) _ ეგზემპლარი

ეკონომიური (98) _ ეკონომიკური

ელასტიური (222, 400) _ ელასტიკური (როგორც ხაზგასმულია ორთ. ლექს. (გვ. 265)

ემოციონალური _ (403) _ ემოციური

ეფრეიტონი (289) _ ეფრეიტორი

ექვივალენტი (75, 404) _ ეკვივალენტი

ეროტიული (310, 432) _ ეროტიკული

ექსტატიური (285) _ ექსტაზური

ექსცენტრიული (191) _ ექსცენტრიკული

ესსე (124), «ესსეისტი” (161) კი არა, არამედ: «ესეი” (157) და შესაბამისად _ «ესეისტი”

იარიუსი (143) _ იარუსი

ილუზიონერული (187) _ ილუზიური

ირონული (187) _ ირონიული

ინფანტელური (185) _ ინფანტილური

ინსიგნაციები (128) _ ინსიგნიები

ინტუიტიური (287) _ ინტუიციური

ისტორია (87, 217, 270, 273, 279, 293, 334-II, 342, 347, 418-II, 434) _ ამბავი (ცხადია კონტექსტის მიხედვით

კავალკადა (150) _ უადგილოდაა ნახმარი. «კავალკადა” ცხენებით ჯგუფურ გასერიებას ნიშნავს.

კათარზისი (155, 158, 190, 237) _ კათარსისი (104, 158, 161)? _ რა თქმა უნდა, ეს უკანასკნელი, მაგრამ ეს კიდევ არაფერი იმასთან შედარებით, თუ როგორაა «კათარსისი” თარგმნილი (გვ. 104) ქართულად _ «გაწმედა” ანუ ამ ერთ სიტყვაში ორი შეცდომაა: უნდა იყოს «განწმენდა” (სულიერ განწმენდაზეა საუბარი და არა ფეხსაცმელების გაწმენდაზე…)

კარნავალური (18, 41, 147, 145, 190, 205, 225, 278-IV, 282, 283, 287, 297, 317-II, 347, 352, 371, 373, 380, 400, 403, 410) _ საკარნავალო, კარნავალისა

კოკეტობით (287, 290) _ ეს არაა ქართული სიტყვა. უნდა იყოს: კეკლუცობით, კოპწიაობით

კომენდიანტებისათვის (143) _ კომედიანტებისათვის (ანუ პირველი «ნ” ზედმეტია)

კონცეტრაციის (214) _ კონცენტრაციის

კოსმიურ (160, 191, 334, 409) _ კოსმოსურ (როგორც ხაზგასმულია ორთ. ლექს. გვ. 323)

კოსტუმი (14, 25, 41, 44-46, 52, 91, 103, 164, 170-II, 231, 254, 290, 295, 299, 300, 303-III, 323, 341-II, 398, 404, 409) _ მათ შორის ზოგჯერ (299, 303) ერთიც არის და მეორეც, ანუ სწორიც და არასწორიც) _ კოსტიუმი

კომედია დელ’არტე (26, 41, 43, 44, 98, 100, 101, 403) _ კომედია დელ’არტე (ცომმედIა დელლ’არტე), ანუ «ნიღბების თეატრი».

კრეშჩენდო (55, 143) _ კრეშენდო

ლაკონური (105, 185-II, 376) _ ლაკონიური

ლაკონურობა (174, 177-179) _ ლაკონიურობა

ლირიული (17, 65, 69, 90, 91-II, 128-II, 131, 134-II, 142, 270, 327, 355, 365, 372, 420, 425) _ ლირიკული

მასიური (31) _ მასობრივი (კონტექსტის მიხედვით)

მაშიანურად (357) _ მაშინალურად

მისტერიული (54) _ მისტიკური

მისტიურ (371-II, 375, 379, 387, 417) _ მისტიკურ

ნერვასტენული (51) _ ნევრასთენიული

პარადოქსალურობა (124) _ პარადოქსულობა, (როგორც ხაზგასმულია ორთ. ლექს. გვ.419)

პარადოქსალური (29, 57, 64, 127, 135, 189, 190, 372, 427) _ პარადოქსული (ორთ. ლექს. იქვე)

პარადოქსალურად (57, 64, 125, 127, 168, 268) _ პარადოქსულად

პლასტიური (74, 96, 411, 427) _ პლასტიკური

პლაშიანი (414, 417-II) _ პლაშჩიანი (თეთრპლაშჩიანი)

პლიუს (169) _ პლუს

პრემიერ მინისტრი (181-III) _ პრემიერ-მინისტრი

პორტ-სენ-მარტინი (118) _ თუ «პორტ-სენ-მარტენი” (119)?

პოსტ საბჭოთა (422) _ პოსტსაბჭოთა

რემეგტონი (128, 331) _ რემინგტონი

რეიხსთაგი (116) _ რაიხსტაგი (როგორც ხაზგასმულია ორთ. ლექს. გვ. 427)

რელიქვია (105) _ რელიკვია

რომანტიული (133, 201) _ რომანტიკული

რექვიემი (217) _ რეკვიემი

სენტენცებმა (215) _ სენტენციებმა

სენტეციებით (40) _სენტენციებით

სიმულიანტობა (313) _ სიმულანტობა

სუტინიორი (188) _ სუტენიორი

სტოია (62) _ სტოა

ტემპო _ რიტმი (273) _ ტემპო-რიტმი

ტიპიური (101, 212, 225, 244-II, 294-II, 381) _ ტიპური

ტრაქტოვკა (60) _ არც ესაა ქართული სიტყვა. უნდა იყოს: გაგება, გააზრება.

ტრაგი-კომედია (431) _ ტრაგიკომედია

ფაბიოს (402) _ არ არსებობს ასეთი სიტყვა. აზრობრივად, ალბათ, უნდა იყოს «ფიაბა” (იტალიურად _ ზღაპარი)

ფამილარული (192, 248) _ ფამილიარული

ფაქტიურად (323) _ ფაქტობრივად

ფეერვერკული (187) _ ფეიერვერკული

ფერიული (402) _ ფეერიული (ამ შემთხვევაში)

ფორტისსიმო (223) _ ფორტისიმო (გაიხსენეთ დაუვიწყარი ეროსი მანჯგალაძის ასეთი ბრწყინვალე შეძახილი ფილმში _ «თოჯინები იცინიან”)

ფოტო-სურათი (83, 126) _ ფოტოსურათი

ფროინალ (236) _ ფროილაინ

ფუნდამენტალური (5) _ ფუნდამენტური

ფილოსოფურ-ეთიკური (398) _ ფილოსოფიურ…

შლიაპა (311, 349) _ შლაპა

ცინიკი (375) _არც ესაა ქართული სიტყვა: ცინიკოსი (როგორც ხაზგასმულია ორთ. ლექს. გვ. 582)

ჰეროიკო-რომანტიკული (121) _ ჰეროიკულ…

ასეთია ზოგადად, ვიმეორებ, საგაზეთო სტატიის შეზღუდულ ფორმატში შენიშვნები მონოგრაფიის ორთოგრაფიულ პრობლემებზე. ცხადია, გაცილებით უკეთესი იქნებოდა ნაშრომის განხილვა უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოზე, სადაც გვერდებს მივყვებოდით და ავტორ-რედაქტორისა და გამომცემლობის მესვეურებთან ერთად გავაანალიზებდით ყველა საკითხს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ მოხერხდა. რაც შეეხება იმას, თუ ვინ ბლოკავდა ამ ინიციატივას, გვარები უკვე დასახელდა და აღარ გავიმეორებ, მაგრამ რატომ? _ ეს დღემდე ვერ გამიგია და მკითხველმა განსაჯოს.

გოგი დოლიძე

P.S. წინა სტატიაში, .. ტექნიკური მიზეზების გამო, «ჟანა არკი» (გვ. 27, III სვეტი, აბზ. 15) უაპოსტროფოდ დაიბეჭდა, რისთვისაც უპრიანია ისევ ავტორმა მოიხადოს ბოდიში, რაც ვერაფერი სიამოვნებაა, მაგრამ მოვალეობას სად გაექცევი? _ ..

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here