Home რუბრიკები პოლიტიკა მიშელ ობამა ქართველ ბაპტისტებს ლობირებს

მიშელ ობამა ქართველ ბაპტისტებს ლობირებს

697

სულ ახლახან საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ამერიკაში მიშელ ობამამ ევანგელურბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე დააჯილდოვა «სიმამაცისთვის». მას მადლობა გამბედაობისთვის, ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის დაცვისთვის გადასცეს. და ეს მაშინ მოხდა, როდესაც შტეფან ფულე ილია მეორეს ხვდებოდა, პირობას დებდა, რომ თქვენს სულიერებასა და ეკლესიას არ შევეხებით და თქვენც, თქვენი მხრიდან, ყველაფერი გააკეთეთ, რომ ქართველი ერი ევროპისკენ წავიდესო.

 

როდის უნდა შემოჰკრას განგაშის ზარი პატარა, მაგრამ დიდი ტრადიციების მქონე ერმა? მაშინ, როდესაც საკუთარი ხელისუფლება ქართული ენის, თვითმყოფადობის, სულიერების ამოძირკვის საფრთხის მოტივით ევროპასთან თუ ამერიკასთან გაახლოებს, ყველაფერ ეროვნულს გისპობს და დასცინის? იქნებ მაშინ, როდესაც გეიაღლუმს გიწყობენ, სასულიერო პირებს ადამიანის უფლების დარღვევაში, უმცირესობის დამცირებაში, ხულიგნობასა და ბოროტებაში სდებენ ბრალს? ან იქნებ იმაზე მაინც ამოვიღოთ ხმა, ინტერნეტსივრცე ერთი არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილმა გოგონამ რომ დაიპყრო და ორალური სექსის «აუცილებლობაზე» გვესაუბრება? ამ სიმშვიდით იმას მივაღწიეთ, რომ აღარ გაგვაჩნია განათლება და, როგორც სტატისტიკური მონაცემები გვიჩვენებს, უფროსკლასელების ერთ ნაწილს წესიერად წერაკითხვაც კი არ შეუძლია, არ გაგვაჩნია კვლევითი ინსტიტუტები, მრეწველობა, ყვავის უზნეობა და სულიერებას უტევენ.

«საქართველო და მსოფლიო» პოლიტოლოგებსა და ექსპერტებს გაესაუბრა. ვინაიდან ჩვენი ევროპელი და ამერიკელი «მეგობრები» ხელიდან არ უშვებენ შანსს, გააკრიტიკონ მართლმადიდებელი ეკლესიის აქტივობა, ჩვენთვის საინტერესო იყო, რა ნიშნით მოხდა ევანგელისტურბაპტისტური ეკლესიის წინამძღოლის ასე დემონსტრაციულად დაჯილდოება მაშინ, როდესაც ფულე თბილისში პატრიარქს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას აიძულებდა.

ირაკლი უბილავა, ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის წევრი:

_ რატომ დააჯილდოვა ამერიკის პირველმა ლედიმ ევანგელურბაპტისტური ეკლესიის ქალიეპისკოპოსი?

_ მინდა ეს ფაქტი დავუკავშირო საქართველოში შტეფან ფულეს ვიზიტს და პატრიარქთან შეხვედრას. ვინაიდან მსგავსი დაჯილდოება ხდება იმ ფონზე, როდესაც შტეფან ფულე პატრიარქთან შეხვედრისას, პატრიარქსაც და ქართულ საზოგადოებასაც არწმუნებდა, რომ ტრანსატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაცია არავითარ საფრთხეს არ უქმნის ქართულ ღირებულებებსა და ცხოვრების წესს, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ერთს ამბობენ და მეორეს აკეთებენ. ზოგიერთმა შეიძლება იფიქროს, რა შუაშია ევროკავშირი და შეერთებული შტატებიო, მაგრამ მეტ-ნაკლებად ნათელია, რომ გლობალიზაციის, სოციალური უნიფიკაციისა და ერთიანობის მთავარ კონსტრუქტორს დღევანდელ პირობებში აშშ წარმოადგენს, ხოლო ევროკავშირი მისი ნების გამტარებელია ევროპის ფარგლებში. ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი და იდეოლოგი ზბიგნევ ბჟეზინსკი ამბობდა, რომ ევროკავშირის გაფართოება ამერიკის ინტერესების გაფართოებააო.

ეს სიტყვები რომ გავიგოთ, აუცილებელია, იმ იდეოლოგიური დოქტრინის უმთავრეს პოსტულატებს შევეხოთ, რომლებიც დღეს ნეოლიბერალიზმის სახელით არის ცნობილი და რომლის მთავარ იდეოლოგიურ გენერატორს აშშ წარმოადგენს. ყველა იდეოლოგიას გააჩნია სუბიექტი, რომლის ინტერესების დაცვას ემსახურება ესა თუ ის იდეოლოგიური პარადიგმა. თუ კომუნიზმი მუშათა კლასის ინტერესების დამცველი იყო, ლიბერალიზმი, მისი უკიდურესი ფორმა, რომელიც ნეოლიბერალიზმის სახელით არის ცნობილი, ინდივიდისა და მისი უფლებების დაცვით არის დაკავებული. დღეს პოსტმოდერნულ ეპოქაში ინდივიდუალიზმმა უკიდურეს ფორმას მიაღწია, ხდება ინდივიდის გათავისუფლება ყველანაირი ტიპის კოლექტიური ფორმებიდან _ იქნება ეს ერი თუ სხვა ნებისმიერი სახის კოლექტივი. გლობალიზაციის მთავარი მედროშის _ აშშის მიზანს წარმოადგენს ერთიანი, კოსმოპოლიტური სოციალური მოდელის ფორმირება და ამისთვის აუცილებელია ტრადიციული სოციალური სტრუქტურების დაშლა, დანაწევრება. ეს კი მიიღწევა მხოლოდ შეგნების ინდივიდუალიზაციითა და ინდივიდების მოწყვეტით კოლექტიური ერთობებისგან. ერის, როგორ ისტორიულკულტურული ერთობის, დაშლადაჩეხვადანაწევრება რომ მოხდეს, აუცილებელია ისეთი ორგანიზაციების, ლიდერების დაჯილდოება და დაფინანსება, რომლებიც თავიანთი საქმიანობით ხელს შეუწყობენ საკუთარი ერის, მისი კულტურული დომინანტის ნგრევას, რომელზეც ამა თუ იმ ერის კულტურა დგას.

აღნიშნული ქმედების უმთავრეს მიზანია, ინდივიდუმებად დანაწევრებული და ადვილად მანიპულირებადი ადამიანების მეშვეობით მოხდეს მათი ინტეგრირება უნიფიცირებულ და გლობალიზებულ, დასავლურ სამყაროში. ამიტომ გარე ძალებისთვის აუცილებელია ერის დასაყრდენის, მისი მაიდენტიფიცირებელი ნიშნების, ჩვენ შემთხვევაში, მართლმადიდებლობის, წინააღმდეგ ფარული თუ აშკარა ბრძოლა. ბრძოლის ფორმები კი შეიძლება სხვადასხვა იყოს _ უმცირესობების წარმომადგენლებისა და მათი ლიდერების დაჯილდოება, დაფინანსება, მათი რეკლამირება და ..

აქვე მინდა დავამატო, რომ არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც რომელიმე დასავლური სახელმწიფოს ორგანიზაციას ან რომელიმე საჯარო პირს დაეჯილდოებინოს ტრადიციული რელიგიის წინამძღვარი ან ის ინტელექტუალი თუ საზოგადო მოღვაწე, რომელიც მემარჯვენე იდეოლოგიურ პლატფორმაზე დგას და ტრადიციული იდეების დამცველია. აშშ ქართველი ერის ინტერესების დაცვით, მისი კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებით რომ ყოფილიყო დაინტერსებული, მიშელ ობამა ბაპტისტურ-ევანგელისტური ეკლესიის ეპისკოპოსს კი არ დააჯილდოებდა, არამედ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის რომელიმე წარმომადგენელს.

შტეფან ფულე, რომელმაც პატრიარქი დაამშვიდა, რომ საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში არავითარ შემთხვევაში არ მიაყენებს ზიანს ქართულ ღირებულებებს და მენტალიტეტს, ცოტა აბსურდად მიმაჩნია. ამაში, ალბათ, სოციალურ მეცნიერებებში ელემენტარულ დონეზე გარკვეული ადამიანიც დამეთანხმება. საერთოდ, საზოგადოების ფორმირების რამდენიმე თეორია არსებობს, მაგრამ ყველაზე მეტად გავრცელებულს წარმოადგენს კონტრაქტუალისტური, ანუ ხელშეკრულებითი, რომელიც სხვათა შორის ლიბერალი ინტელექტუალების აზროვნების პროდუქტს წარმოადგენს და რომლის მიხედვით, ადამიანები თანხმდებიან საერთო თამაშის წესებზე, დებენ კონტრაქტს ერთმანეთთან და აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე მოქმედებენ. ამ პროცესს გლობალურ დონეზე თუ გავაანალიზებთ, საზოგადოებები, რომლებიც ერთიან, მსხვილ გაერთიანებაში ერთიანდებიან, საერთო თამაშის, ანუ ცხოვრების წესს აღიარებენ. სხვა შემთხვევაში, მათი ერთ გაერთიანებაში თანაარსებობა შეუძლებელია.

როდესაც საქართველო გახდება ტრანსატლანტიკური ცივილიზაციის ნაწილი, ქართველ ხალხს სრულად მოუწევს იმ სოციალური მოდელის ათვისება, რომელიც გაბატონებულია დასავლეთის ქვეყნებში. სხვა შემთხვევაში, მას დაატოვებინებენ ამ გაერთიანებას, რადგან საქართველოს დასავლეთისთვის ძალიან დიდი გეოსტრატეგიული დატირთვა აქვს, საქართველოზე სრული კონტროლის დაწესების შემთხვევაში, ქართული საზოგადოება იძულებული იქნება, მიიღოს თამაშის და ცხოვრების ის წესები, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებშია დანერგილი და რომლებიც ევროატლანტიკური ცივილიზაციის განვითარების პროდუქტს წარმოადგენს.

 აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოშიც მომავალში ადგილი ექნება ლგბტ საზოგადოებისა და სხვადასხვა ტიპის უმცირესობების მხარდაჭერას, მათ შორის კონფესიურსაც, რაც ქართველი ერის ზნეობრივ დეგრადირებასა და ისტორიული სახის დაკარგვას გამოიწვევს.

ასე რომ, რა დაპირებებიც უნდა მოგვცეს შტეფან ფულემ, ეს პროცესები გარდაუვალია, არა იმიტომ, რომ ფულეა მატყუარა, არამედ იმიტომ, რომ სოციალური მოდერნიზაცის კანონზომიერებას ვერც ერთი ცალკე აღებული ევროჩინოსანი ვერ შეცვლის.

ვიქტორ ცაავა, გლობალიზაციის პრობლემათა ცენტრის ხელმძღვანელი:

_ მსოფლიო გლობალიზაციის პროექტი, რომელსაც დასავლეთი ამუშავებს, მიზნად ისახავს მსოფლიოს მართვის ერთიანი ცენტრის შექმნას, რათა მსოფლიო ეკონომიკისა და რესურსების გაკონტროლება ერთი ძალის _ «ოქროს მილიარდის» მიერ მოხდეს, ხოლო რელიგიურსექტანტური დესანტი, .. ადამიანის უფლებების დამცველები, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები, მსოფლიო გლობალიზაციის პროექტის ერთერთი უმთავრესი ინსტრუმენტები არიან. ზუსტად ეს კოჰორტები უზრუნველყოფენ ამა თუ იმ ქვეყანაში ადგილობრივ რელიგიურკულტურული ტრადიციების დანგრევის პროექტის შესრულებას. ბაპტისტ-ევანგელისტი გოცირიძეც ამ დესანტის ერთ-ერთი ჯარისკაცია და მისი დაჯილდოებაც ქალბატონ ობამას მიერ იმ ჯაჭვის ნაწილია, რომლის მთავარი მიზანი ქრისტიანული, მართლმადიდებელი რელიგიის ჩამორჩენილ, არათანამედროვე, არალიბერალურ, არაპოპულარულ, მოკლედ, არამოდურ მიმდინარეობად წარმოჩენაა, რაც, საბოლოო ჯამში, ქართველი ერის არსებობის საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.

შოთა აფხაიძე, ექსპერტი რუსულქართულ ურთიერთობებში:

_ საშიშროება დიდია. ასეთი სექტები დასავლეთში, ხშირ შემთხვევაში, გამოყენებულია სპეცსამსახურების მიერ, როგორც გეოპოლიტიკური იარაღი. საშიშროება კი ისაა, რომ ისინი პოლიტიზირებულნი არიან. რელიგიურები არ არიან. საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ ჩვენ ვნახეთ, როგორ იყენებდა დასავლეთი და განსაკუთრებით ამერიკა ამ ბაპტისტურევანგელისტურ ეკლესიას უკრაინასა და საქართველოში «ფერადი რევოლუციების» დროს. ეს პროცესები წლების განმავლობაში მიმდინარეობს და უამრავი მამხილებელი ფაქტი არსებობს მათი საქმიანობის შესახებ.

მაგალითად, «ჰარი კრიშნას» სექტა, რომელიც ნიუ იორკში დაფუძნდა და დასავლეთ გერმანიაში მოქმედებდა. გერმანიის პოლიციამ მათ სალოცავებში დიდი ოდენობით იარაღი აღმოაჩინა. მსგავსი სექტები, ხშირ შეთხვევაში, გადატრიალებებსა და საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობენ. ამერიკა ყოველთვის მათი დამფინანსებელია.

_ რის გაკეთება შეუძლიათ საქართველოში?

_ შევარდნაძის ხელისუფლებას ბევრი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ პროცესების დაჩქარება და პროვოცირება ხდებოდა სექტის დახმარებით. სწორედ ისინი აკეთებდნენ განცხადებებს, რომ იდევნებოდნენ. თუ აკვირდებით, დღესაც ასე ხდება… გამოდიან დასავლური სექტის წარმომადგენლები და ამბობენ, რომ ხელისუფლება არ არის დემოკრატიული, სამაგიეროდ, მხარს უჭერენ მიხეილ სააკაშვილს. მათ ასეთი დავალება აქვთ.

როგორ უნდა მოვიქცეთ? ქვებს ვერ დავუშენთ. საკანონმდებლო დონეზე უნდა მოწესრიგდეს ყველაფერი. უნდა დავადგინოთ და დავაზუსტოთ, რომ სექტების მოქმედება ანტიკონსტიტუციურია, ქვეყნის მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის, საქართველოსთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა, რაც კანონით უნდა აღიკვეთოს.

_ როგორ შევძლებთ ამის დამტკიცებას?

_ უნდა მოხდეს ყველა საეჭვო ორგანიზაციის საქმიანობის კვლევა, უნდა კონტროლდებოდეს მათი ფინანსები. უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი აქტიურად არიან ჩართულნი პოლიტიკაში, მათ აქვთ რევანშის სურვილი, მხარს უჭერენ სააკაშვილს. რუსუდან გოცირიძე იმიტომ არ დაუჯილდოებიათ, რომ ის ქალია, აქ საქმე გვაქვს იდეურ თანხვედრაზე. ამერიკამ ამ ნაბიჯით აშკარად დაგვანახა, რომ ის თავის მოკავშირეებს ყოველთვის დაუდგება გვერდით, რომ მისთვის უფრო პრიორიტეტულია ევანგელურბაპტისტური ეკლესია, ვიდრე მართლმადიდებლური. დაჯილდოებული ქალბატონი ერთ მშვენიერ დღეს პატარა, მაგრამ რევანშისტული გამოსვლების აქტიურ მხარდამჭერად მოგვევლინება.

აი, ეს არის მთავარი და მნიშვნელოვანი საფრთხე, ეს არის მე-5 კოლონა, რომელიც ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ ნებისმიერ დროს შეიძლება ამოქმედდეს. ასეთივე ძალაა მორმონები _ პოლიტიკური იარაღი დასავლეთისა და ამერიკისთვის, ისინი იმართებიან სპეცსამსახურების მიერ.

მართლმადიდებლების კიდევ ერთი დისკრიმინაციის ნათელი გამოვლინებაა «ჩიპიანი» პირადობის მოწმობები, რომელთა ალტერნატიული ვარიანტის შექმნასაც, აგერ უკვე მესამე წელიწადია, საქართველოს მოსახლეობის 80% ამაოდ ითხოვს. იუსტიციის მინისტრი წულუკიანი ამ თემით ხუმრობს და ხალხს დასცინის.

ზაზა ნანობაშვილი, მართლმადიდებელი კრებულის ხელმძღვანელი:

_ სამი წელიწადია, რაც ხელისუფლებას ხან ხელმოწერებით, ხან თხოვნით, მოთხოვნითა და აქციებით მივმართავთ. ეს უბრალო პრობლემა არ არის, ადამიანის პირად ცხოვრებას შეეხება. ხუთი თვეა, აქციებს ვმართავთ. პრობლემა, რომელსაც ვეხებით, მნიშვნელოვანია ქვეყნის მოსახლეობისთვის, რადგან უპასპორტოდ ადამიანი ვერ იარსებებს. იუსტიციის მინისტრი კი ამ თემაზე ხუმრობს.

თავად ვიცი, რა ხდება უცხოეთში ამ კუთხით, ბევრ ქვეყანაში ელექტრონული პასპორტების შესახებ დავა და კამათი 20 წელზე მეტია გრძელდება, პროექტს ვერ ამტკიცებენ. თეა წულუკიანი კი გვეუბნება, რომ ოთხ დღეში ყველაფერი გაარკვია, გაარკვია კი არა, უბრძანეს, რომ ასე ეთქვა და ჩიპიანი პირადობის მოწმობაც აეღო.

ადმინისტრაციული დიქტატურა გაცილებით მძიმეა, ვიდრე დახვრეტა, ჩვენი ხელისუფლება გვიკრძალავს საკუთარ ქვეყანაში არსებობის უფლებას. ახალი მთავრობის დიდი იმედი გვქონდა, გვეგონა, რომ ამ დავაში მხარს აგვიბამდნენ, მაგრამ იმედი გაგვიცრუვდა და თვალები აგვეხილა.

_ რა იქნება შემდეგი ნაბიჯი?

_ პრემიერმინისტრთან ხელმოწერები შევიტანეთ, მხარს გვიჭერენ, ასევე, ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე. მათ შეისწავლეს სხვა ქვეყნების მაგალითები, ჩემი შეთავაზებული წინადადებებიც მოისმინეს.

პრეზიდენტმა და პრემიერმა ეს საკითხი აუცილებლად უნდა მოაგვარონ, ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ინტერაქტივის დროს ქართველი ხალხის 80% ამ პასპორტების წინააღმდეგ წავიდა.

ამბობენ, საჩუქრად მივცემთო, ასეთი საჩუქარი ვის უნდა?

_ რატომ იქცევა წულუკიანი ასე?

_ არის რაღაც პროექტები, რომლებშიც დიდ თანხებს იძლევიან.

_ რა პროექტებზე საუბრობთ?

_ ელექტრონულ ქსელში ხალხის ჩართვაზე, პირადობის მოწმობები უფასოდ უნდა მისცენ პედაგოგებს, სტუდენტებს, მოსწავლეებსო. მინისტრმა გამოაცხადა, რომ ასე მთელ საქართველოს მოვიცავთო. ხალხს სხვა გზას თუ არ დაუტოვებენ, იძულებული გახდება, აიღოს ელექტრონული მოწმობები, ეს კი ძალდატანებაა. იეღოველებს სისხლის გადასხმა რომ არ უნდათ, არავინ აძალებს. ლგბტ გვიმტკიცებს თავის სიმართლეს და არ ვედავებით, მართლმადიდებლებს ყველაფერი სადავო გვაქვს. ძლიერი ქვეყნები ამას აგვარებენ, მაგრამ ჩვენ მონებად ვიქეცით.

ის, რაც ხდება, გლობალური პრობლემაა. არის ქვეყნები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, ჩვენნაირი პატარა ქვეყნები მართონ. ამით კონტროლი ადვილდება. სახარებაში წერია, რომ «ბეჭდის» გარეშე ვეღარ იცხოვრებ, ვერ იყიდი, ვერსად წახვალ, რაც ხდება ამის დასტურია. ასეთი ზეწოლა ხალხში მეტ პროტესტს იწვევს. ინგა გრიგოლიას გადაცემაში ინტერაქტივი შეაჩერეს, რადგან მიხვდნენ, რომ ხალხის დიდი ნაწილი ელექტრონული პირადობის მოწმობის წინააღმდეგია.

ბორჯღალოიანი პასპორტები რომ გაუქმდა, მაშინ ბერებისგან ათონის მთაზე ბევრი რამ გავიგე… არ გასულა ერთი თვეც, რომ აიდიბარათები და «ჩიპიანი» პირადობის მოწმობების შემოღება დაიწყეს. ჩემი ინფორმაცია და გულისტკივილი გავაცანი პატრიარქს, მინისტრებს, ვფიქრობ, ხალხი ამას ასე ადვილად არ დათმობს.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here