Home რუბრიკები პოლიტიკა პარლამენტში ტროას ცხენით შეპარულები

პარლამენტში ტროას ცხენით შეპარულები

614

საქართველო პარადოქსების ქვეყანაა. პარადოქსების, რადგანაც 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ხალხი თეთრ რაშზე ამხედრებულ ოცნების პრინცს ელოდა, ხელში კი ტროას ცხენში ჩამალული მახინჯი გნომები შერჩა.

 

საპარლამენტო უმრავლესობის ერთერთი ლიდერის, დეპუტატ ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, «ნაციონალური მოძრაობა» ხელიდან უშვებს შანსს, რომ ყოფილიყო პოსტსახელისუფლო პარტია. განცხადება ამასთან დაკავშირებით ბერძენიშვილმა «პრაიმტაიმის» პრესკლუბში გააკეთა.

«ნაციონალური მოძრაობა» ხელიდან უშვებს იმ შანსს, ყოფილიყო სერიოზული პოსტსახელისუფლო პარტია _ პარტია ხელისუფლების შემდეგ, ჩვენ მას ვგულშემატკივრობდით. მაგრამ, სამწუხაროდ, რებრენდინგი, რომელიც უნდა მომხდარიყო «ნაციონალურ მოძრაობაში», ვერ მოხდა», _ აცხადებს ბერძენიშვილი.

პრინციპში, ყველამ კარგად ვიცით, თუ ვინც არიან მმართველი პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი, ე. წ. ინტელექტუალური ნაწილის, რესპუბლიკური პარტიის, წარმომადგენლები. ვიცით მათი იდეოლოგია, მსოფლმხედველობა. მათი დამოკიდებულება ეკლესიასთან, მართლმადიდებლობასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსთან. ვიცით მათი გამონათქვამები ილია ჭავჭავაძის შესახებ. ვიცით, თუ «ვისი გორისანი» არიან და «ვისი ძუძუ უწოვიათ».

რესპუბლიკელების «წყალობით», სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად, მივიღეთ ყბადაღებული კოაბიტაცია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, წინასაარჩევნო დაპირებიდან გამომდინარე, უკვე 114 დღეა, რაც დამთავრდა.

ბატონო ლევან, თუ შეიძლება ამგვიხსენით რას ნიშნავს ფრაზა «მას მიეცათ შანსი, ყოფილიყო სერიოზული პოსტსახელისუფლო პარტია».

პირველი და მთავარი, რაც გვაინტერესებს, არის ის, თუ ვინ მისცა მათ ეს შანსი?

საქართველოს მოსახლეობას 2012 წლის 1 ოქტომბერს მათთვის ეს «შანსი» არ მიუცია. პირიქით _ ხალხი ყოველდღე მოითხოვს მათ გასამართლებას, სამართლიანობის აღდგენას. 

რას ნიშნავს ფრაზა «ჩვენ ამას ვგულშემატკივრობდით»?

ვინ «ჩვენ»? ის ხალხი, ვინც მკვლელებს, რეკეტირებს, მოძალადეებს, ყოვლად გარყვნილ და გათახსირებულ უსქესო, ურწმუნო და უჯიშო არსებებს გულშემატკივრობს?

«მე ძალიან ხშირად მიწევს იმის თქმა, განსაკუთრებით აქეთ ყოფნისას, ევროპაში, ამერიკაში, რომ «ნაციონალური მოძრაობის», როგორც ყოფილი მმართველი პოლიტიკური ძალის, გადარჩენა თუ პოლიტიკურ სპექტრში დარჩენა, ეს არის ქართული დემოკრატიის ამოცანა» (დ. უსუფაშვილი, 2012 წლის 17 აპრილი, რადიო «თავისუფლების» პრაღის შტაბ-ბინა).

ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე მინდა ვიკითხო: არის თუ არა ეს ღალატი?

დიახ, არც მეტი და არც ნაკლები, ჩვეულებრივი ღალატი?

მისცემდა თუ არა საბურთალოს ამომრჩეველი დავით უსუფაშვილს ხმას, ეს განცხადება 2012 წლის 30 სექტემბერს რომ გაეკეთებინა?

საპრეზიდენტო არჩევნების წინ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა 2012 წლის 1 ოქტომბრის ეიფორიიდან და სხვადასხვა კვლევის მიხედვით, სულაც არ აპირებდა იმ შედეგის «დადებას», რომელიც თურმე «ქართული დემოკრატიის მთავარი ამოცანა» ყოფილა. ზუსტად არ ვიცი, რა საუბრები იყო რესპუბლიკური პარტიის კულუარებში, მაგრამ ლევან ბერძენიშვილის ნათქვამმა «ბურჯანაძეს ბაქრაძე მირჩევნია. ასეა იმიტომ, რომ ბაქრაძე რუსების პოლიტიკას არ ატარებს», ყველაფერს ნათელი მოჰფინა.

«ხელისუფლებამ და საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტონ, საქართველო უფრო მნიშვნელოვანია თუ მიხეილ სააკაშვილი».

ბატონო ლევან, თქვენი არ ვიცი, მაგრამ საზოგადოებამ, უკვე დიდი ხანია, გადაწყვიტა, თუ ვინ უფრო მნიშვნელოვანია. საზოგადოებამ ისიც დიდი ხანია გადაწყვიტა, ხართ თუ არა თქვენ ხელისუფლება და პირობას გაძლევთ, რომ ამის პასუხს ძალიან მალე მიიღებთ, რადგან რეპუბლიკური პარტიის «მეცადინეობის» შედეგად დღეს ასეთი სურათი გვაქვს:

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე _ «ნაცი»;

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე _ «ნაცი»;

სახელმწიფო აუდიტის (იგივე კონტროლის პალატა) თავმჯდომარე _ «ნაცი»;

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი _ «ნაცი»;

თბილისის მთავრობა _ «ნაცები»

საპარლამენტო ოპოზიცია _ «ნაცები»;

პარლამენტში «ოცნებაში» გადაბარგებული რამდენიმე «თვალსაჩინო» დეპუტატი _ «ნაცები»;

პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში _ ძალიან ბევრი «ნაცი» (ესენიც ყოფილები, ანუ როგორც «დაუვიწყარი» ხუხაშვილი იტყოდა, «რეჟიმის მსხვერპლნი»);

სამინისტროებში, სახელმწიფო დაწესებულებებში – «ნაცები»;

ტელევიზიებში მოკალათებული უამრავი «ნაცი» (იგივე უპრინციპო ჟურნალისტები)…

1%-იანი რეიტინგის მქონე პარტიის წევრი ლევან ბერძენიშვილი კი საქართველოს რეიტინგს სისხლის სამართლის დამნაშავის რეიტინგს ადარებს. ნამდვილად არ დავიწყებ მისთვის იმის სწავლებას, რომ სამშობლო მის ნებისმიერ ლიდერზე უფრო მაღლა დგას. არ დავიწყებ, რადგანაც ეს ჭეშმარიტება აქამდე თუ ვერ გაიგო და არ გაისისხლხორცა, აწი ვეღარასოდეს  გაიგებს.

«ჟიგულის» ტორპედოს ხელი რამდენიც უნდა ურტყა, ბენზინი არ მოიმატებს. რაც უნდა შევუძახოთ რესპუბლიკურ პარტიას, ისინი არ გამოსწორდებიან; არ გამოსწორდებიან, რადგან მათ საკმაოდ სერიოზული მენტალური გადახრა აქვთ.

ეს ხალხი ზუსტად ისე შეიპარა პარლამენტში, როგორც ბერძენი მეომრები _ ტროაში და, თუ ვინმეს აძლევს ხელს ცხენის როლში ყოფნა, ეს მათი პრობლემაა. მათი პრობლემაა, რადგან ხალხმა ყველაფერი კარგად იცის, ყველაფერს კარგად ხედავს და, თავის დროზე, პირველ პასუხს სწორედ მათ გასცემს.

გია გაბრიჭიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here