Home რუბრიკები საზოგადოება 17 მაისის გაელვება

17 მაისის გაელვება

1098

გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო აქტიური ხდება 17 მაისის თემა. შარშანდელი 17 მაისი არა მხოლოდ ქართველებს, არამედ ევროპელებსაც ახსოვთ _ ლიბერალურმა ევროპამ რადიკალი ქართველები გვარიანად გააკრიტიკა. სხვათა შორის, ერთი წლის წინათ ქართველმა პოლიტიკოსებმა ევროპაამერიკას სულ ბოდიშები უხადეს, აქაოდა, ამ ერთხელ გვაპატიეთ და მომავალში ანალოგიური რამ აღარ განმეორდებაო. არადა, ფაქტია, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ისევ ვერ მოითმენს ლგბტ აქტივისტთა გამოსვლას, ნაირფერი დროშის ფრიალს და, სავარაუდოდ, ისევ იგივე მოხდება. ეს, სავარაუდოდ, თორემ შარშანდელი 17 მაისის შემდეგ ორივე მხარე უფრო მომზადებული რომ იქნება და ორივე მხრიდან უფრო მეტი აქტივისტი რომ გამოჩნდება რუსთაველზე, ადვილი მისახვედრია.

 

სხვათა შორის, თვითონ სახელი ლგბტ ყურს ცუდად ხვდება. მოგეხსენებათ, ეს აბრევიატურა ასე იშიფრება: ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი. ყველა სიტყვა უცხოურია და ეს მაშინ, როცა ქართულ ენას შესატყვისი აქვს _ მამათმავალი, ქალ-კაცა, მესაჯდომე… აბრევიატურაც აქედან ავაწყოთ, უფრო მარტივიც იქნება და ჟარგონების მასობრივ შემოდინებასაც ავცდებით.

მეორე მხრივ, ხელისუფლების, კონკრეტულად _ პარლამენტის სირაქლემის პოზაში ყოფნა ხეირს არ მოიტანს. 17 მაისი, გვინდა თუ არა, მაინც მოვა და დიდ ხმაურიან აყალმაყალს ვერ ავცდებით. ამიტომ ურიგო არ იქნება, თუ პარლამენტი მიიღებს კანონს, რომელიც ამ სიტუაციას მოაგვარებს და სამართალდამცავებსაც შესაძლებლობას მისცემს, საპატრულო მანქანებში ერი და ბერი კი არ ტენოს, არამედ ის, ვინც კანონს დაარღვევს. 17 მაისამდე დროც არის, რათა ლგბტ აქტივისტებს ქუჩაში გამოსვლა და საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალოს. იმას არ ვამბობთ, რომ ისინი სექტად გამოვაცხადოთ ან საზოგადოებისგან მოვკვეთოთ, მაგრამ ლგბტ-თა გაპიარებაც არ არის მოსაწონი. მითუმეტეს, იმ ადგილებში, სადაც ისინი აქციებს მართავენ, არაერთი საჯარო სკოლა თუ ბაღია და, როცა მოზარდები ლგბტ აქტივისტთა მიერ დიდი ასოებით და სასოებით დაწერილ პლაკატებს კითხულობენ, ძნელია აუხსნა, რატომ უნდა გიყვარდეს გეი ან რატომ უნდა გძულდეს, ან საერთოდ, რატომ კოცნის კაცი კაცს, ქალი _ ქალს და ვისი ასო ვის პლაკატზეა წაჯღაბნილი.

შესაბამისად, თუ იქნება კანონი, რომელიც ლგბტ ადამიანებს დაავალდებულებს, რომ თავიანთი ჭია (სხვა რამეც) საზოგადოების დანარჩენი ნაწილის პროვოცირების გარეშე გაახარონ, ბევრი პრობლემა მოიხსნება. არავის გაუჩნდება სურვილი, ტაბურეტს ფეხი მოაძროს და ვიღაცას თავში ან სხვაგან უბრახუნოს, აგინოს, ლანძღოს და მერე მთელმა ევროპამ ველურები გვეძახოს. იმ ევროპამ, ჩვენთან რომ ოქროს ხანა იდგა, ტომებად რომ ცხოვრობდა და ბედმა თუ უბედობამ ახლა ჩვენი ჭკუისა და ქცევის მასწავლებლად აქცია.

ისე არ გაგვიგოთ, თითქოს ლგბტ მომხრეთა თუ წევრთა დისკრიმინაცია გვსურდეს. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მორალი და მრწამსი არ არის მოწოდებული, რომ ასეთი რამ აიტანოს, მიიღოს, გაითავისოს. დემოკრატიას რომ გვიკიჟინებთ ამდენი ხნის განმავლობაში სწორედ უმრავლესობის ნების გამოხატულებაა დემოკრატია და გამოხატეთ, ბატონებო, უმრავლესობის ნება, აკრძალეთ, დაარეგულირეთ კანონით სოდომიის ტირაჟირება და აგერ, ფილიპ დიმიტროვმაც ხომ გვითხრა, ევროპასთან ინტეგრაციისთვის ლგბტ აქტივისტთა თავზე ხელის გადასმა აუცილებელი არ არისო.

ახლა, შესაძლოა, ვინმე შემოგვედავოს, პარლამენტს ამ თემისთვის არ სცალიაო, მაგრამ, როცა ბუსუსებიანი პრეზერვატივის თვისებებსა და რაობაზე მთელი კვირა იმსჯელეს და მისი მოხმარების ავკარგიანობა ლამის სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აიყვანეს, ლგბტ-ბის მიმართ ერთი რეგულაცია რა გახდა? ბოლოს და ბოლოს, საქონლის გზაზე მოძრაობის წესები მიიღეს და ერთხელ ამ საკითხზეც რომ იმსჯელონ, რა მოხდება? მითუმეტეს, რომ სერიოზული ეჭვი გვაქვს, ბუსუსებიანი პრეზერვატივის აკრძალვა ლგბტ აქტივს დიდად არ მოეწონებოდა, მაგრამ კი არ გაუპროტესტებიათ, მშვიდად მიიღეს, ანუ ესენი კანონმორჩილი ხალხია და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, იმ კანონებსაც შეასრულებენ. შეიკრიბებიან სადმე ერთად, უფრო ახლოსაც გაიცნობენ ერთმანეთს, უფრო მეტად იმეგობრებენ და ყველა კმაყოფილი იქნება. ჩვენც არ შევწუხდებით, ბავშვები არ გვკითხავენ, ეს ფერადი დროშა რას ნიშნავს და ერთი ბიძია მეორეს რატომ კოცნისო.

ამ ყველაფრის დაწერის მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ ჩვენი ინფორმაციით, 17 მაისისთვის ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ლეგიონერი აქტივისტების ჩამოყვანა იგეგმება, ანუ საქართველოში აღლუმზე გასავლელად ჰოლანდიელი, შვედი, ნორვეგიელი, გერმანელი და ფრანგი აქტივისტები ჩამოვლენ და, თუ მათ ვინმე შეეხება, ეს იქნება არა შიდა ქართული გარჩევა, არამედ ევროპელთა შეურაცხყოფაც (ფიზიკური). მერე ევროპა მხოლოდ კი არ აღშფოთდება და შეშფოთდება, არამედ ტაბურეტის ფეხითა და დროშის ტარით მიყენებულ იარებს სულ სათითაოდ დაითვლის (ან წინა ხელისუფლებას დაათვლევინებს) და სულ არ დაინტერესდება იმით, ტაბურეტის ფეხი თუ დროშის ტარი ვის თავში მოხვდა და ვის სხვაგან, ვის გაუტყდა და ვის _ პირიქით, ვის კოშმარად მოეჩვენა და ვის ექსტრიმადსხვათა შორის, სწორედ 17 მაისს ელოდება დიდი იმედებით წინა ხელისუფლება და ცოცხმომარჯვებული აპირებს გალაშქრებას იმ ადამიანებზე, რომლებიც ლგბტ აქტივისტებს ხელს შეუშლიან. ასეთები კი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იქნება.

ისიც ვიცით, რომ 17 მაისს ერთერთ კინოთეატრში ქართველ ლგბტზე გადაღებული ფილმის პრეზენტაცია იგეგმება, რომელშიც მთავარ როლებს ქართველი ლგბტ აქტივისტები ასრულებენ. ახლა ვერ გეტყვით, ამ ფილმის პრემიერაზე კინოთეატრის უკანა რიგებში მოსახვედრი ბილეთი რა ეღირება, მაგრამ იმის ვარაუდი კი შეიძლება, რომ ამ კინოთეატრის წინ სარეკლამო აფიშა რამდენიმე კვირას იფრიალებს და საზოგადოების უმრავლესობისთვის ეს იგივე იქნება, რაც კორიდაზე ხარის წინ აფრიალებული წითელი ნაჭერი.

ისე, პარლამენტართა საყურადღებოდ _ თუ კანონის მიღებას ევროპელების გამო ერიდებით, აგერ არჩევნები მოდის და რეფერენდუმიც ზედ მიაყოლეთ, არ გაინტერესებთ, თქვენი ამომრჩეველი რას იტყვის ამ კანონის შემოღებაზე? იქნებ არ სურს მოსახლეობას ამის აკრძალვა? ან პირიქით: იქნებ იმდენს სურს, რამდენი ხმაც არასდროს არავის მიუღია და ვინძლო ამ რეფერენდუმმა არჩევნებზე გულაცრუებული ამომრჩევლის რიგები დააყენოს საარჩევნო ყუთებთან.

დასასრულ _ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ამ ადამიანებს არაფერს  ვერჩით, არც ჰომოფობიური დამოკიდებულება გვაქვს, არ გვინდა, ვინმემ სცემოს, გვემოს და შეურაცხყოს ისინი, მაგრამ ვითხოვთ, რომ შემუშავდეს რეგულაცია, რომელიც სწორედ ამ ყველაფერს თავიდან აგვაცილებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, 17 მაისი მალე მოვა და რამდენი ტაბურეტის ფეხი გაიელვებს, ერთად დავთვალოთ

დავით მინდიაშვილი

 

1 COMMENT

  1. ბატონო დავით მინდიაშვილს_ პროპაგანდა თუ გაშინებთ რადგან თქვენ ძალიან არ გსურთ მის ქვეშ მოხვდეთ და ჰომოსექსუალისტად იქცეთ ეს უკვე ნიშნავს რომ ხართ ჰომოსექსუალისტი, მე არ მიშლის ხელს ჰომოსექსუალების არსებობა და მათი უფლებების დაცვას არც პროპაგანდათ ჩავთვლი, რადგან ეს პრობლემა არ მაქვს.

  2. შე საცოდავო უკანალის მიმცემი, რომ ხარ და ნორმა გგონია ამაზე დიდი სხვა რა პრობლემა უნდა გქონდეს?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here