Home რუბრიკები პოლიტიკა რომელი მაღალჩინოსანი აპირებს «ქართული ოცნების» ხმაურით დატოვებას?

რომელი მაღალჩინოსანი აპირებს «ქართული ოცნების» ხმაურით დატოვებას?

619

«ქართული ოცნება» ყველაფერს აკეთებს, რათა ცივი ნიავი არ მიაკაროს იმ ადამიანებს, რომლებსაც ცოტა ხნის წინ თავად უწოდებდა მწამებლებს, მკვლელებს, ქურდებს, მოძალადეებსმოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებში შეიძლება კიდევ ერთი კურიოზი მოხდეს: «ქართულმა ოცნებამ» გააყალბოს არჩევნები ოპონენტის სასარგებლოდ

 

მსგავსი გარიგებებითა და ხალხის მოტყუებით «ქართული ოცნების» ზოგიერთი ხელმძღვანელი და მათთან დაახლოებული ის პირებიც კი არიან გაკვირვებულნი, რომელთაც სააკაშვილის ხელისუფლებისგან ჩამოსაშორებლად «ნაციონალებთან» ბრძოლისას ათასნაირი დევნა, შევიწროება და რეპრესია გადაიტანეს, შედეგად კი «ოცნებით» გაძლიერებული «ნაციონალების» მმართველობა მიიღეს. «საქართველო და მსოფლიოს» «ქართული ოცნების» ყოფილი წევრი გიორგი ბერეჟიანი დაუკავშირდა, რომელიც ამხელს «ქართული ოცნების» ერთ ფრთასა და «ნაცებს» შორის არსებულ გარიგებას.

_ ერთი თვის წინ შემთხვევით შევხვდი ჩემს მეგობარს, «ქართული ოცნების» ბობოლა წევრს (სამწუხაროდ, მის სახელსა და გვარს ამ ეტაპზე ვერ დავასახელებ, ხვდებით ალბათ რატომაც). ჰოდა, ვუთხარი ჩემს «მეოცნებე» მეგობარს, რატომ გვთვლის ცხვრებად «ოცნება» «ნაცების» მსგავსად-მეთქი. ვუთხარი ასევე, რომ მე ვიყავი დამკვირვებელი საპრეზიდენტო არჩევნებზე და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ არჩევნებზე მუშაობდა ავადსახსენებელი სომხური კარუსელი. «ოცნებამ» «ნაცმოძრაობას» მისცა უფლება, ხმების 20% მიეთვისებინა. ჩნდება კითხვა, საიდან ის 22% ბაქრაძის მხარდამჭერებისა, რომელიც იმ უბანზე დაფიქსირდა, სადაც მე ვაკვირდებოდი? ის, რომ ყალბი პირადობები მთელ საქართველოში დარიგდა, საყოველთაოდ ცნობილია.

_ თქვენ დააფიქსირეთ თქვენს უბანზე კარუსელში მონაწილე ამომრჩეველი?

_ დიახ, ორ ამომრჩეველს აღმოვუჩინე ფრჩხილის ქვეშ მარკირების სითხე. ეტყობა, კარგად ვერ დაიბანეს ხელი. აღმოჩნდა, რომ «ნაციონალების» მიერ მიღებული კანონით, ყალბი პირადობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს ყველგან, გარდა საარჩევნო უბნისა, ანუ არანაირ რისკთან არ არის დაკავშირებული კარუსელში მონაწილეობა. მეტიც, არამარტო იმაზეა ლაპარაკი, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობა არ მოჰყვება, არამედ გაუგებარია, რა ბედი ეწევა იმ ხმას, რომელიც მიცემულ იქნა ყალბი პირადობის მოწმობით. არჩევნებზე შეგიძლიათ გამოიყენოთ ყალბი პირადობის მოწმობა, ხოლო თუ იმავე მოწმობით წახვედით და ბანკიდან 500 ლარი ისესხეთ, ამას შეიძლება ხანგრძლივი პატიმრობა მოჰყვეს, ანუ დღეს დაკანონებული გვაქვს არჩევნების გაყალბებაც და კარუსელიც.

სიები გაბერილია. 25-30% უპრობლემოდ შეიძლება გაყალბდეს, თანაც ისე, რომ კანონით ამ სიყალბის დამტკიცება შეუძლებელია და რომც დაამტკიცო, მაინც არაფერი მოჰყვება ამ დამტკიცებას, არავინ გამოასწორებს ამ გაყალბების შედეგებს, მით უმეტეს ახალ არჩევნებს არავინ დანიშნავს.

უკვე დავრწმუნდი, რომ თამაშია, რაც პარლამენტში ხდება. «ოცნებისა» და «ნაციონალების» ინტერესები ბოლომდე თანხვედრილია, ორივემ იცის, რომ ნორმალური საარჩევნო გარემო მათ მანდატებს დააკარგვინებს. «ოცნება» გარანტიაა «ნაცებისთვის» არჩევნებში საჭირო ხმების მოსაგროვებლად, «ნაცუმცირესობა» კი «ოცნებას» რეიტინგს უნარჩუნებს. «ოცნება» გვაშინებს, თუ ჩვენ არ მოგვცემთ ხმას, დაბრუნდებიან «ნაცები», როგორც მეორე და ყველაზე რეიტინგული ძალა პოლიტიკურ სივრცეშიო, თან თავი ისე უჭირავს «ოცნებას», თითქოს «ნაცები» უშლიან ხელს იმ დაპირებების შესრულებაში, რომლებიც წინასაარჩევნოდ მისცეს ხალხს. «ნაცებსაც» მოსწონთ ამ როლის თამაში. ეს ერთადერთია, რაც საშუალებას აძლევთ, იტივტივონ. სად თავდებიან «ნაცები» და სად იწყება «ოცნება», უკვე ძნელი გასარკვევია. ჩემს «მეოცნებე» მეგობარს ვუთხარი ეს ყველაფერი. იგი, როგორც ნამუსიანი ადამიანი, თავდახრილი იდგა. ბოლომდე მივაწექი: რა გჭირთ, რას გიშვებათ ეს სკამები, დაგავიწყდათ ორი წლის წინ რისთვის ვიბრძოდით-მეთქი?

ნუ ფიქრობ, რომ ბრმა ვარ, ვერაფერს ვხედავ და არ განვიცდიო, _ მიპასუხა. ღარიბაშვილს პირდაპირ გამოვუცხადე, რომ უნდა დაიშალოს კოალიცია, «ოცნება» უნდა გამოეყოს იმ პარტიებს, რომელთა რეიტინგი, რეალურად, არ აძლევთ მათ უფლებას, დეპუტატების მანდატები ეჭიროთ ხელში და წურბელებივით იჯდნენ ხალხის კისერზეო. ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, რომელშიც ჩვენ დამოუკიდებლად მივიღებთ მონაწილეობას. ბუნებრივია, სამართლიანი საარჩევნო გარემოა საჭირო, დაზუსტებული სიებითა და დაკანონებული კარუსელის გარეშეო. თუ ეს არ მოხდება, მეც დავტოვებ პარტიასო, ასე მითხრა. ირაკლი ღარიბაშვილს  უთქვამს, ორი თვე მაცალე, ამ პრობლემების მოგვარებაზე მეც ინტენსიურად ვმუშაობო. ვაცლი, მაგრამ, თუ დავინახე, რომ არაფერი იცვლება, წამოვალ და შენთან ერთად ვიბრძოლებ იმ მარაზმის წინააღმდეგ, რომელსაც კოალიციის დღევანდელი ქმედებები ჰქვიაო, _ მითხრა მან. თურმე ძალიან საინტერესო მოსაზრებებს სთავაზობენ კოალიციის ბოსები. 

შეკითხვაზე, თუ რატომ არ სწორდება საარჩევნო გარემო, პირად საუბარში ასე პასუხობენ – ინტერესების თანხვედრაა «ნაციონალებს», რესპუბლიკელებსა და სხვა დაბალრეიტინგიან პარტიებს შორისო. «ნაციონალების» მსგავსად დაბალი რეიტინგი აქვთ რესპუბლიკელებს – 2-დან 3 პროცენტამდე. მოკლედ, რესპუბლიკელები «ნაცებთან» არიან შეხმატკბილებულნი და სასტიკი წინააღმდეგნი არიან საარჩევნო კანონში რაიმეს შეცვლის, ვიდეოთვალის დაყენების და ა.შ.

იმის წარმოდგენაც კი ზარავს, თუ როგორ დასხდებიან მაჭავარიანი, გოგორიშვილი და სხვა გაყალბების სპეციალისტები ადგილობრივ არჩევნებზე რესპუბლიკელებთან ერთად და გადაუწყვეტენ უკვე მერამდენედ ქართველ ერს მის მაგივრად არჩევანს ისევე, როგორც საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში ქნეს, პირველზე გაიყვანენ «ოცნების» კანდიდატს და მეორეზე _ «ნაცებისას».

ესაუბრა

ქეთი ხომერიკი

 

1 COMMENT

  1. ნაც-ოცნება ორთავა გველვეშაპი არამარტო უნდა გავაძევოთ ქვეყნიდან არამედ ანათემასაც უნდა გადავცეთ!

  2. მე ვარ მართლმადიდებელი და მაშასადამე ქართველი

    მართლმადიდებელი კი არა ყლე ხარ შენ, ვიღაცა დედამოდღნული სომხის ხაჩიკა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here