Home რუბრიკები საზოგადოება რა მოხდა ჭაბუა ამირეჯიბის ორმოცზე- რისთვის დასჭირდა ივანიშვილს პატრიარქის გაკრიტიკება?

რა მოხდა ჭაბუა ამირეჯიბის ორმოცზე- რისთვის დასჭირდა ივანიშვილს პატრიარქის გაკრიტიკება?

2968

ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ არასამთავრობო ორგანიზაცია «მოქალაქის» პრეზენტაცია-პრესკონფერენციაზე საქართველოს პატრიარქის არცთუ სახარბიელოდ მოხსენიებამ ქართველ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება პოეტი ვაჟა ოთარაშვილი:  

_ ბატონო ვაჟა, ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ, ეკლესიაც საჭიროებს კრიტიკას და პატრიარქსაც შეიძლება შეეშალოსო, საზოგადოების დიდი გაღიზიანება გამოიწვია. თქვენი აზრით, რატომ თქვა ეს?

_ ბიძინა ივანიშვილისგან ეს სიტყვები პირველად არ მომისმენია. არ ვაპირებდი ამის გამხელას არც ერთი გაზეთისა და ტელევიზიისთვის, რადგან ეს ამბავი ჩვენი უდიდესი კლასიკოსი მწერლის, ჭაბუა ამირეჯიბის, ორმოცზე მოხდა, მაგრამ ახლა თავს ვეღარ ვიკავებ და თქვენი გაზეთის ფურცლებზე ვამბობ პირველად, რომ ეს სიტყვები ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ჭაბუას ორმოცზე განაცხადა. როდესაც ლაშა თაბუკაშვილმა პატრიარქი ადღეგრძელა და მზეგრძელობა უსურვა ქართულ ეკლესიას, სწორედ მაშინ თქვა ივანიშვილმა ის, რაც შემდეგ პრესკონფენციაზეც გაიმეორა.

_ კონკრეტულად რა თქვა?

_ რომ პატრიარქიც კაცია, უამრავი ნაკლი აქვს, რომ პატრიარქს ნუ ვაფეტიშებთ და ა. შ. როდესაც ეს ამბავი ოჯახში მოვყევი, არ დამიჯერეს.

_ სუფრის წევრებმა არ გააპროტესტეთ, ივანიშვილს არაფერი უთხარით?

_ მე პროტესტი გამოვხატე აღნიშნულთან დაკავშირებით… საზოგადოებაც გაოცებული, განაწყენებული და უაღრესად გულნატკენი დარჩა… მას შემდეგ ჩემთვის ბევრი რამ ცხადი გახდა… არავის აქვს ჩვენი უწმინდესის, 80 წელს გადაცილებული სპეტაკი, ბრძენი მოხუცის გაკრიტიკების უფლება. ჩვენს პატრიარქს აქვს უდიდესი ავტორიტეტი, იგი მთელი ქართველი ერის სულიერი მწყემსი და ჭეშმარიტი მოძღვარია. ბატონ ბიძინას ურჩევნია გამინისტრებული და გაპარლამენტარებული უგემოვნო პოლიტიკური გვამები გააკრიტიკოს, რომლებიც, წელიწად-ნახევარია, ხელისუფლებაში არიან და ქვეყნისთვის კარგი არაფერი გაუკეთებიათ.

_ მაინც რისთვის დასჭირდა ივანიშვილს პატრიარქის გაკრიტიკება?

_ სოროსელები, კმარელები, «თავისუფლების ინსტიტუტი», «რუსთავი 2»-ის მიერ «გაპიარებული» «ტელებიჭუნები» და, აგრეთვე, ამჟამინდელ პარლამენტში მოკალათებული პოლიტიკური გვამები მასონური ძალების დავალებას კარგად ვეღარ ასრულებენ, რადგან ქართველ ხალხში ავტორიტეტი აღარ აქვთ. გიგა ბოკერიას, ბერძენიშვილების, თუთბერიძეების, ბუღაძეების, კიკაბიძეებისა და კორძაიების პირით პატრიარქის გინება ქართველი ერისთვის მიუღებელი და ყავლგასულია. ამიტომ ამერიკიდან ეს დავალება სხვა, გაცილებით ძლიერ ფიგურას მისცეს, რომელსაც მათთან შედარებით მეტი ავტორიტეტი აქვს, გავიხსენოთ რაფიელ ერისთავის უკვდავი სიტყვები: «როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა». თავმდაბლობაა სიკეთის სათავე, ღმერთი ჩვენთვის, კაცთათვის, დამდაბლდა. ჩვენც დავმდაბლდეთ საქართველოსთვის, ჩვენი წინაპართა სისხლით მორწყული მამულისთვის. დავმდაბლდეთ ქართველობის გადასარჩენად…

სამშობლოს გადარჩენა კი პატრიარქის გინებით, ეკლესიის შეურაცხყოფით, სასულიერო პირთა გასამართლებით არ ხდება. ბატონ ბიძინა ივანიშვილს პატივისცემით ვურჩევ, კარგად გაეცნოს ჩვენი დიდი მეფის, დავით აღმაშენებლის, ცხოვრებას და წაიკითხოს «გალობანი სინანულისანი». როდესაც დიდი დავითი იწყებს თავისი ცოდვების ჩამოთვლას, ამბობს: «ესენი ვსცოდე სახარებასა, სჯულთა და მცნებათა შინა… ზარი მეფობისაი წარხდეს და დიდებაი დაშრტეს, შვებანი უქმ იქმნენ, ყვავილოვნებაი დაჭნეს, სხვამან მიიღოს სკიპტრაი, სხვასა შეუდგენ სპანი, მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო». ყველა სკამი და ჩინ-მედალი წარმავალია. ნაძირალა, ნაპრეზიდენტალი სააკაშვილიც იფიცებდა აღმაშენებლის საფლავზე, სამების ტაძარშიც ხშირად გვინახავს ამბიონზე ავარდნილი, მაგრამ… ეკლესიაში შესვლა, ეკლესიისთვის დახმარების გაწევა და აშენება არ ნიშნავს, რომ ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობ და ერის დამოძღვრის უფლება გაქვს! ვისაც სულიერი ცხოვრებისა არაფერი გაეგება, ის ამ სიტყვებსაც ვერ გაიგებს და ვისურვებდი, რომ საქართველოს ჰყავდეს ქრისტიანი, სულიერებით სავსე ხელისუფლება და არა სხვადასხვა პატრონის ანტიქართული, ანტიეროვნული მოძღვრებებით გაჟღენთილი!

ხშირად ვფიქრობ, რამ გამოიწვია ბიძინა ივანიშვილის გაღიზიანება პატრიარქისადმი, ალბათ, _ პატრიარქის საშობაო ეპისტოლემ. მოგეხსენებათ, პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს გამოქვეყნების შემდეგ, საპატრიარქოსთან მივარდა ურწმუნოთა ჯგუფი, რომლებსაც სული ეშმაკისთვის აქვთ მიყიდული. იუდას ვერცხლი ყოველთვის 30 როდია! ხან ასი დოლარია და ხანაც _ სამი მილიონი. დღეს ქართველი ერის ყოფნა-არ ყოფნაზეა საუბარი და, თუ არ გესმის, როდესაც პატრიარქი გვეუბნება, რომ სუროგატი დედების, ხელოვნურად განაყოფიერების, ქალის ქალთან და კაცის კაცთან ქორწინების გზა ღვთიური არ არის, ეს რა საკამათოა. შენ აირჩიე გზა ღვთისკენ ან ეშმაკისკენ. პატრიარქი ხომ არ გიკრძალავს ამას? ჩვენი სულიერი მამა უფლისკენ სავალ გზას გვიჩვენებს, ღვთიური კანონებით გვირჩევს ცხოვრებას. ვისაც არ მოსწონს ეს გზა, იცხოვროს ადამიანის მიერ შექმნილი არასწორი კანონებით, არაბუნებრივად, იქორწინონ მამაკაცებმა ერთმანეთზე, ასევე ქალებმაც; აღარ გამრავლდნენ ბუნებრივად, გაამრალონ სუროგატი დედები და მხოლოდ სინჯარაში მოხდეს განაყოფიერება. არ შემიძლია, არ ვახსენო, რომ სწორედ ივანიშვილის მოყვანილი პარლამენტარები გვიქადაგებენ საქართველოს რეგიონულ _ ტერიტორიულ მოწყობას, რეგიონული დაყოფის პრინციპს, რომელიც საქართველოს დაშლის დასაწყისი იქნება.

დაანგრიეს მწერალთა კავშირი, მოსპეს ენის პალატა და გაანადგურეს ყველაფერი, რაც ქართული სულიერების საძირკველს წარმოადგენდა. დარჩა მართლმადიდებელი ეკლესია და ქართული ოჯახი. დღეს იმასაც ამტკიცებენ, რომ ქართული ოჯახი არ არის აუცილებელი და მისაღებია, რომ კაცმა კაცი მოიყვანოს ცოლად და ქალი ქალზე გათხოვდეს. ვინც ამ სიბინძურის აგიტაციას ეწევით, თქვენს ოჯახში არ გამოილიოს ქალის ქალზე და კაცის კაცზე დაქორწინება! ოთხი შვილის მამა ვარ და ამისგან საქართველო ღმერთმა დაიფაროს. არც ასეთი ამერიკა მინდა და არც ასეთი ევროპა. თუ საქართველო არ იქნება ერთიანი და არ დაგვიბრუნდება აფხაზეთი და სამაჩაბლო, არც ნატო მინდა, არც ევროკავშირი და არც ევრაზიის კავშირი. ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე ბრძანებდა: «საქართველო ნეიტრალური სახელმწიფო უნდა იყოსო!». იქნებ გაგვეხსენებინა გამორჩეული ღვთისმოსავის ეს მოწოდებაც. მე ვარ ქართველი და საქართველოში საქართველოს ვეძებ. ჩვენ უდიდესი კულტურის მქონე ერი ვართ. გავიხსენოთ შალვა ნუცუბიძის გენიალური აღმოჩენა, რომელიც შემდეგ დიდმა ავსტრიელმა მეცნიერმა ერნესტ ჰონიგმანმაც დაადასტურა, რომ ევროპული რენესანსი სათავეს იღებს ივერიიდან, რომელიც ღვთისმშობლის წილხვედრია. ბატონო ბიძინა, ილია ჭავჭავაძის სიტყვებს უფრო ჩაუღრმავდით. ილია ამბობს, ქრისტიანობა და ქართველობა არა მხოლოდ აზიაში, არამედ მსოფლიოში სინონიმურ ტერმინებად ითვლებოდაო. ასე რომ, ქართველი ერი ვერსადროს შეეგუება ეკლესიისა და პატრიარქის კონტროლს. თითის ქნევას და ლანძღვა-გინებას. ყველას ცუდად წაუვიდა საქმე, ვინც ქართულ ეკლესიას დაუპირისპირდა. სხვათა შორის, 22 წლის ილია ჭავჭავაძეს უკვე შექმნილი ჰქონდა თავის უკვდავი ლექსი «მამაო ჩვენო…» რაც მის მაღალ ქრისტიანულ მრწამსზე მეტყველებს. ილიას თავისი ერის ბედი აწუხებდა უპირველესად და არა ავლა-დიდება…

დღეს, ბეჭდური მედიის გარდა, არ არსებობს, ქართული ორიენტაციის  საინფორმაციო საშუალება. საუბედუროდ, ჩვენი ტელევიზიები ტელემეძავებით არის სავსე, რომლებიც ეროვნულობას ებრძვიან და ხალხისთვის ტვინების გამორეცხვას ცდილობენ, ტელეზომბირების ამაზრზენი საშუალებებით მუშაობენ მოსახლების გამოთაყვანებაზე, სოდომ-გომორული ცოდვის შემოტანაზე, ყალბი ღირებულებების ე. წ. პიარზე…

_ ბიძინა ივანიშვილის პირველ წერილი, რომელიც 2011 წლის შემოდგომაზე გამოქვეყნდა, ეროვნული სულისკვეთებით იყო გაჟღენთილი, რასაც მის ბოლოდროინდელ განცხადებებზე ვერ ვიტყვით…

_ პიარკამპანიები, რომელთაც არჩევნების წინ ატარებენ პოლიტიკური ძალები, საქართველოს მტრების, ანუ, როგორც გოგლა ლეონიძე იტყოდა, ქართველთყლაპიების შტაბებშია დამუშავებული. იციან, რომ ქართველი კაცისთვის ძალიან სათუთი და ფაქიზია ეროვნულ სიმებზე შეხება, ამიტომაც წინასაარჩევნო პერიოდი ყოველთვის დატვირთულია ფარისევლური ეროვნული შტრიხებით. ფარისევლობა უმძიმესი ცოდვაა. ბიძინა ივანიშვილს პირველ ღია წერილში პატრიარქი და ეკლესია ასე რომ გაეკრიტიკებინა, ქართული მედიისთვის, რომელმაც მას შეუსრულებელი დაპირებები შეახსენა, თითი დაექნია და ჭკუა ესწავლებინა, მოიყვანდნენ ხელისუფლებაში?

მეც გავახსენებ მის დაპირებებს: საწვავი გაიაფდება, საწარმოები ამუშავდება, ხელფასები და პენსიები გაიზრდება, ქართველი გლეხის შრომას და მოწეულს ფასი დაედება, ჯანდაცვა იქნება უფასო, სამართლიანობა აღდგება, დამნაშავენი დაისჯებიან და ა. შ. ბატონო ბიძინა, იქნებ გადაიცვათ გლახუნას ფორმა და თქვენ მიერ მოწონებულ მინისტრებთან ერთად გახვიდეთ ხალხში! ქართველი ხალხი ღვთის ანაბარაა მიტოვებული და ახლა თითსაც უქნევთ, რომ ღვთის გზაზე არ იაროს?

ასე არ შეიძლება! საკითხავია, რა ასპექტში დაეტყო ქვეყანას წინსვლა? ბედნიერია გლეხობა, პედაგოგები, ექიმები, მეცნიერები და ა.შ.? რატომ არ აღადგინეს კვლევითი ინსტიტუტები, რომლებიც სააკაშვილმა ჩალის ფასად გაყიდა? რით ვერ მოახერხეთ დავით აღმაშენებლის ძეგლის დაბრუნება თავის ადგილზე? გვითხარით, რომელი პროფესიის ადამიანია ბედნიერი? _ არც ერთი! ბედნიერები არიან მხოლოდ თქვენი პარლამენტარები, მინისტრები 5 და 7-ათასლარიანი ხელფასებით, 27-ათასლარიანი ქეიფებით და ა. შ. გაიხსენეთ, თქვენი დეპუტატები და მთავრობის წევრები პარლამენტში შესვლამდე როგორ გამოიყურებოდნენ და ახლა როგორები არიან _ ღაბაბი და თავ-ყბა კადრში რომ აღარ ეტევათ! ალბათ, გინახავთ ნაგვის ყუთებთან მდგარი ხალხი ანდა ჩვენი ბანკებისგან გამწარებული უსახლკაროდ დარჩენილი ქართული ოჯახები; ქართველი ბაზრებიდან გამოძევებული გლეხობა და გენმოდიფიცირებული და შხამქიმიკატებით გაჯერებული უცხოური პროდუქტით გატენილი ბაზრები…

_ გამოსავალს თუ ხედავთ?

_ უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები რაც შეიძლება სწრაფად! უნდა დადგინდეს საარჩევნო სიები და კანონმდებლობა. ჩვენ ველოდით, რომ საქართველო ეროვნული და ჭეშმარიტად დემოკრატიული ღირებულების მქონე ქვეყანა გახდებოდა, მაგრამ «საოცნებო» ფაშიზმის კონტურები გამოიკვეთა. ხალხი შიმშილობს, ერი სულს ღაფავს, დემოგრაფიულ პრობლემებზე აღარაფერს ვამბობ. რუის-ურბნისის საეკლესიო კრება რომ ჩაატარო, დავით აღმაშენებლის დონის საერო და სასულიერო პირი უნდა იყო. მოსაძებნია გზა ერის და ბერის გასაერთიანებელი. ხალხმა უნდა აირჩიოს ისეთი მთავრობა, რომლის უპირველესი ნიშანი იქნება მართლმადიდებლური ცნობიერება. ასეთი ცნობიერებისა კი დღევანდელ ხელისუფლებაში არავინ მეგულება.

ქართველისთვის დემოკრატია მართლმადიდებლური აზროვნებაა.  ამიტომ საჭიროა, ქვეყანაში გაჩნდეს ახალი ძალა ეროვნულად მოაზროვნე ადამიანებისა, რომლებიც ქართულ ეკლესიასთან ერთად გადაარჩენენ საქართველოს. დღეს ერის ყოფნა-არ ყოფნაზეა საუბარი. ღმერთის იმედადღა ვართ დარჩენილნი. არადა, ნამდვილად მეგონა, რომ ბიძინა ივანიშვილის სახით ქვეყნის სათავეში მოდიოდა ეროვნული ცნობიერების პიროვნება, რომელმაც თავის დროზე ბევრი კარგი საქმე გაუკეთა საქართველოს; მეგონა, რომ ეროვნული ცნობიერების გადასარჩენად მოდიოდა, მაგრამ დღეს ამ ყველაფერში ეჭვი მეპარება.

დასკვნის სახით დავსძენ; რამდენჯერაც ქართველმა ხალხმა პატრიარქის მოწოდება არ შეისმინა, იმდენჯერ სავალალო შედეგებამდე მივედით. ჩემო ქართველებო, დავუგდოთ ყური ჩვენს სულიერ მწყემსს და ვიაროთ ერთად ღვთისკენ! მივენდოთ უფალს… და არა პოლიტიკოსთა მოწოდებებს. გავუფრთხილდეთ ქართულ ენას _ ქართული საგალობლებივით ღვთიურად ტკბილხმოვანს, ღვთიურად სრულყოფილს. «ყოველი საიდუმლო ამა ენასა შინა დამარხულ არს!», ნუ განვიკითხავთ ჩვენს პატრიარქს ამა ენითა…

ესაუბრა ნინო მაისურაძე

29 COMMENTS

  1. ღა კომენტარი უნდა დავტოვო როცა ივანიშვილი საუბედუროდ ცამდე მარტალია. პატრარქი ედუარდ სევაძაზეს ეაჰლა და დაბადების დგე მიულოცა. ვაი ასეთ პატრიარქს და ვაი საქარტველოს. არ დაგვიცკების 90 ცლები. ნაჰეტ უკრაინის პატრიარკის პოზცია და სეადარეტ ილია II. კაცმა ძმატა მკვლელობა საჯაროდ დაგმო და უკრაინის პრეზიდენტი ტიტკმის ანატემას გასაცა. ცვენმა პატრიარკმა კი მჰედრიონი დასასკრად გააგზავა სამეგრელოსი და აჰალიების ოჯაჰს საეკესიო ორდენი გადასცა. ამის სემდეგ რაზეა ლაპარაკი.

  2. სასაცილოა, როცა ვაჟა ოთარაშვილი გვმოძღვრავს, დავამთავრე ტექნიკური უნივერსიტეტი სადაც ბატონი ოთარაშვილი კითხულობდა ლექციებს, დაჟინებით ითხოვდა მისი არაფრისმთქმელი წიგნის ყიდვას სტუდენტებისგან. ხალხს არ ავიწყდება არაფერი, მათ შორის ოთარაშვილის მომხვეჭელობა, ივანიშვილის ქველმოქმედება, პატრიარქის ღვაწლი ქვეყნის წინაშე და სამწუხაროდ შეცდომებიც.

  3. ავტორი: ქართველი

    "შალვა ჯერ წერა ისწავლე შე უბედურო"

    ისე, ეს ინტერვიუ იქით იყოს და სულ წალიკ-წალიკად იცი, ვინაა უბედური და ვინ არა, ხომ?

  4. რაოოო?! მართლმადიდებლობა როდის აქეთ გახდა დემოკრატიის სინონიმი?! გააშორეთ ეს იდიოტი კაცი!!!!
    ბიძინამ მგონი ერთადერთი სიმართლე ეკლესიაზე და პარტიაქზე თქვა. არ შეიძლება ადამიანის გაკერპება, მასაც შეიძლება შეეშალოს და ეს დაზომბებული დურაკი საზოგადოება იქნებ რამემ გამოაფხიზლოს?!

  5. რა სასინელბაა ,რომ ერტი პატრიოტი კაცი არ გვკავს,ვისაც უკვარს სამსობლო,რამეს გააკეტებს ტავისი ერისტვის.ნახეტ სომხები, ბელორუსები.რამ გადარია ეს ხალხი რიტ ვეგარ დანაკრდნენ.ტუ გაკვტ ქონება არ გიკვარტ სამსობლო რა პრობლემაა ცადიტ ბატონო ევროპასი ამერიკასი და იცხოვრეტ იკ.დაქორცინდნენ ტკვენი სვილები ერტნაირი სკესის ადამიანებზე,დაგვანებეტ ტავი,ტკვენ ცვენ სხვაგვარად ვეგარ აგვრზდიტ ცვენ ვიცხოვრებტ ცვენს ქვეკანასი აზიურად, გმერტის კანონებიტ.მოგვცკტიტ ტავიდან არ გვინდა არც ტკვენი კველმოკმედება,არც ცკუის დარიგება და არ ტკვენი ასენებული ეკლესია.ამას გეუბნებიტ ტკვენ კველას ვიტომ ევროპელებო, ვიტომ ცკუიანებო,ვიტომ მზრუნველებო ქ ა რ ტ ვ ე ლე ბ ი !!!

  6. სამწუხაროდ, ილია მეორეს რომ უმძიმესი საეკლესიო და სახელმწიფო დანაშაულობები აქვს ჩადენილი(და იდენს დღესაც), ამას მთელი ქვეყანაც მალე გაიგებს…

  7. აბორტის აკრძალვას არავინ აღუშფოთებია, აღშფოთება ხელოვნური განაყოფიერების აკრძალვამ გამოიწვია.

    რადგან მედიცინა იმ დონემდე განვითარდა, რომ შესაძლებელი გახდა უშვილო წყვილების დახმარება, რატომ არ უნდა დაეხმარნონ?

    ისედაც აღარ დავრჩით ქართველები და ახლა, თუკი მორწმუნე წყვილები პატრიარქის რჩევას გაითვალისწინებენ და აღარ მიმართავენ ხელოვნურ განაყოფიერება, ასე გამრავლდება ერი?

    21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ მეცნიერების მიღწევები?

    რატომ უნდა იშვილო სულ სხვა გენეტიკის მქონე ბავშვი? ან კი როგორი ფსიქიკისა იქნება ის ბავშვი, რომლის დედაც იმის გამო, რომ ბავშვის დატოვებას აპირებს, მთელი ცხრა თვის განმავლობაში უმძიმესი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იმყოფებოდა? რატომ, თუკი შენი საკუთარი შეიძლება ჰყავდეს ხელოვნური განაყოფიერების შედეგად?

    ერის გამრავლებას რომ ეხება, მაინცდამაინც მაშინ უნდა ჩავრჩეთ წარღვნისდროინდელ ეპოქაში?

    წლების წინ პატრიარქმა შევარდნაძე მონათლა, გიორგი დაარქვა – ამის გაგება, როგორღაც შეიძლება, მაგრამ, ძალიან გთხოვთ, იქნებ ამიხსნათ, რა დამსახურებისათვის დაჰკიდა პატრიარქმა საკუთარი ხელით წმინდა გიორგის ორდენი როლანდ ახალაის, ორი სადისტი, მკვლელი შვილის აღმზრდელ მამას? რამე მოინანიეს როლანდ ახალაიამ და ან მისმა შვილებმა?

  8. მეც გვიან მივხვდი სამწუხაროდ. ივანიშვილი აშკარად უჭერს მხარს რესპებს და სხვა მასონურ ძალებს და ეროვნულ ძალებს უკეტებს იგნორირებას.

  9. თუ რამეში შეცდა პარტიარქი,ეს იმიტომ რომ სულიერი მამაა ჩვენი ქვეყნის და არა პოლიტიკოსი, იმედი მაქვს ეკლესია ბოლოს თავის სიტყვას იტყვის ქართველი ხალხის წინაშე.

  10. გახსოვთ თქვენ როდესაც კომუნისტური რეჟიმი დამყარდა საქართველოში მაშინ ამბროსი ხელაიას უთხრეს ან გააკეთებ იმას რასაც გატყვიდ ან შენი ბუნდღა აგარ იქნებაო.დაახლოებით ესე იყო.მან კი ასე უპასუხა… გული ჩემი საქართველოს ეკუთვნის სული გმერთს და ხორცს რაც გინდად ის უყავიდო.და რაც უქნეს მას ყველამ ვიციდ იმედია.როგორ ფიქრობთ როცა კომუნიზმის გაქანებული ათეისტური იდეოლოგია პიკს აღწევდა KGB -ესთამ თანამშრომლობის გარეშე ვის აცოცხლებდნენ ისენი და რა პატრიარქი რის პატრიარქი ხალხი აღდგომასაც კი კვრცხებს ვერ გებავდა შიშიდ და ეს ამ დროს სრულიად საქართველოს პატრიარქი გახდა ჰოო. ეს ხალხი რა გამოტვნინებულია.ნუ შეგჭამედ ამ კაციდ.ისტორია გამოიტანს სააშკარაოზე ყველაფერს თუმცა ამის გახმაურება ქვეყანას მაინც დააზარალებს.ასეა გამარჯვებულებს არ ასამართლებენ.არც ის მინდა გამოვრიცხო და ცალმხრივად მხოლოდ ვადანაშაულებდე ყველაფერი ხომ შედარებითია ალბად კარგიც უკეთებია მას ამ ქვეყნისთვის მაგრამ მასაც შეიძლება ეშლებოდეს ისიც ადამიანია და ნუ ვაკულტებთ რააა…

  11. Shecdoma kvelas sheidzleba mouvides,patriarksac da miliardersac da kuchit moazrovne xalxs ra unda mokitxo.ivanishvilma ikida kvela,mat shoris eklesiac,magram eklesia ver acekva tavis dakrulze da gadavida kritikaze.

  12. . . . ჟურნალისტებს, განსაკუთრებით რუსთავი 2-ის, ძაან უყვართ ნაგავში ქექვა, და მგონი ეს მავნე ჩვევა ხალხსაც გადმოედო. ქვეყანაში კარგი რაც გაკეთდა, კარგი რაც ხდება და ვინც გააკეთა, ამაზე საუბარი არ შეიძლება. არამედ რაც ცუდია ის უნდა ვქექოთ, და იმაზე ვისაუბროთ,(უფრო ზუსტათ ვჭამოთ ერთმანეთი) და თუ არაა, მაშინ ტყუილები დავიწყოთ< როგორც ამას ტელევიზიები აკეთებენ; რაც შეიძლება ნერვებს აგლიჯავენ ხალხს თავიანი ვითომ საინფორმაციოებით, . . . პატრიარქს რაც შეეხება, მას ქართველი ერი არ აკლუტებს, მას ქართველები პატივს სცემენ.

  13. ტაში დაუკარით ბიძინას და პატრიარქი ლანძღეთ აბა რა… უარესის ღირსია ასე ¨მოაზროვნე¨ ხალხი და ეს დღე არ დააგვიანებს!
    ღმერთმა შეუნდოს ყველას ვინც პატრიარქს ცუდად ახსენებს! საკუთარი შეცდომები გაანალიზეთ ჯერ და მერე იმ ადამიანის საქმეები არჩიეთ მოცლილებო საიტებზე მაკომპრომენტირებელი მასალების ძიებაში თითები რომ გაქვთ დაღლილი და ოჯახში და ქუჩაში სალაპარაკო თემად მხოლოდ ის გაგიხდიათ რაც ¨საინფორმაციო¨ წყაროებით გადაიცემა.
    თვალი გაახილეთ ხალხნო და ყველმ თქვენ-თქვენი საქმე აკეთეთ!!!

  14. ღმერთო, მოაქციე ყველა ქართველი სულიერად უფლისაკენ, რომ მართალი და ჭეშმარიტი აზრი მეფობდეს და ჩვენს უწმინდესსა და უნეტარესს ყველა სასოებით შეჰყურებდეს და გულის ყურით უსმენდეს,ისე, როგორც ამას უფალი მოითხოვს ჩვენგან. ჩვენი პატრიარქი ღვთის კაცია და მის არ მოსმენას არ გვაპატიებს უფალი ღმერთი! ღმერთო და დედაღვთისმშობელო,ჩვენო ქვეყნისა და ზეცის დედოფალო, თქვენ მოაქციეთ ყველა ქართველი და გადაარჩინეთ დედა საქართველო!ამინ!

  15. სამწუხაროა საზოგადო უმეცრების საჯაროდ გამოტანა და ქრისტეს ეკლესიასთან ვინმეს და რაიმეს გაიგივება,
    ეს მაშინ, როდესაც ყველანი არიან მსახურნი და მათი მსახურების ნაყოფნით ფასობს ხეც მრევლისა.
    ის გიგანტური სახსრები, რაც მოიხმარა მღვდელთმთავრობამ 80-იანებიდან დღემდის — სულიერი და ფიზიკური სიმდიდრენი მოუტანა ერს, თუ სიღატაკე ორივესი?
    ნაყოფნი თუ კეთილია —ხეც კეთილ არს და თუ უკეთურია — უკეთურ არს ხეც, რომელიც უნაყოფოზე შემზარავია.
    რეალობას შეხედეთ მიუკერძოებლად და იცანით მსახურნი ნაყოფნით — ერის სულიერ-ზნეობრივი დე ფაქტო ყოფით.

  16. სამწუხაროა საზოგადო უმეცრების საჯაროდ გამოტანა და ქრისტეს ეკლესიასთან ვინმეს და რაიმეს გაიგივება,
    ეს მაშინ, როდესაც ყველანი არიან მსახურნი და მათი მსახურების ნაყოფნით ფასობს ხეც მრევლისა.
    ის გიგანტური სახსრები, რაც მოიხმარა მღვდელთმთავრობამ 80-იანებიდან დღემდის — სულიერი და ფიზიკური სიმდიდრენი მოუტანა ერს, თუ სიღატაკე ორივესი?
    ნაყოფნი თუ კეთილია —ხეც კეთილ არს და თუ უკეთურია — უკეთურ არს ხეც, რომელიც უნაყოფოზე შემზარავია.
    რეალობას შეხედეთ მიუკერძოებლად და იცანით მსახურნი ნაყოფნით — ერის სულიერ-ზნეობრივი დე ფაქტო ყოფით.

  17. ეშმაკებით აივსო ეკლესია – გასაწმენდია და ახალი რუის -ურბნისია საჭირო. 80 გადასცილდა პატრიარქი, ვეღარ უმკლავდება ანაფორა ამოცმულ ეშმაკებს, სუკის აგენტებს. მათი მონაჩმახია ეს ამაზრზენი ეპისტოლე. სხვას რას ელოდებით ამ ანაფორაამოცმულ სუკის ერთუჯრედიან აგენტებისგან? მართალია ბიძინა. სამწუხარო რეალობაა. ეს სტატია ამის ნათელი მაგალითია…

  18. ბატონი ბიძინა მდიდარი კაცია, მაგრამ მას არ აქვს ყველაზე მთავარი,–..ე რ ი ს კ ა ც ი ს’’ სახელი., რაც ძალიან ძნელი მოსახვეჭელია. ეს მისი დიდი ოცნებაა.
    ბატონმა ბიძინამ, ყველასათვის ცნობილი ქველმოქმედების შედეგად შემოიკრიბა ქართული ინტელიგენციის, სპორტისა და კულტურის ცნობილი ადამიანები –ივანიშვილის სტიპენდიანტები.
    მან ეს ხალხიშეკრიბა დიდ საკონცერტო დარბაზში. და დაარსა კოალიცია ,, ქართული ოცნება’’. ოქტომბერში დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში გახდა პრემიერმინისტრი, ეს იყო მისი ოცნების ასრულების დასაწყისი–,,დიდ ქართველობაზe’’.
    არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მოქალაქე“ ბიძინას ოცნების ახდენის შემდგომი ეტაპია. სწორედ ამ ორგანიზაციის პრეზენტაციაზე გამოთკვა კრიტიკული აზრი საქართველოს პატრიარქის ილია მეორის შეცდომების შესახებ.
    ამის ახსნა ასეთია: ივანიშვილს ვერ აუტანია, რომ ილია მეორე ყველაზე პოპულარული ადამიანია დღევანდელ საქართველოში. ის ხომ ე რ ი ს კ ა ც ი ა. ის, ილია მეორის სახით ხედავს დიდ კონკურენტს. და ამიტომაც უტევს. ეს შეტევა მაგონებს ფინიას წკავ წკავს ბუმბერაზის წინააღმდეგ.

  19. ბატონი ბიძინა მდიდარი კაცია, მაგრამ მას არ აქვს ყველაზე მთავარი,–..ე რ ი ს კ ა ც ი ს’’ სახელი., რაც ძალიან ძნელი მოსახვეჭელია. ეს მისი დიდი ოცნებაა.
    ბატონმა ბიძინამ, ყველასათვის ცნობილი ქველმოქმედების შედეგად შემოიკრიბა ქართული ინტელიგენციის, სპორტისა და კულტურის ცნობილი ადამიანები –ივანიშვილის სტიპენდიანტები.
    მან ეს ხალხი შეკრიბა დიდ საკონცერტო დარბაზში. და დაარსა კოალიცია ,, ქართული ოცნება’’. ოქტომბერში დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში გახდა პრემიერმინისტრი, ეს იყო მისი ოცნების ასრულების დასაწყისი–,,დიდ ქართველობაზე’’.
    არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მოქალაქე“ ბიძინას ოცნების ახდენის შემდგომი ეტაპია. სწორედ ამ ორგანიზაციის პრეზენტაციაზე გამოთკვა კრიტიკული აზრი საქართველოს პატრიარქის ილია მეორის შეცდომების შესახებ.
    ამის ახსნა ასეთია: ივანიშვილს ვერ აუტანია, რომ ილია მეორე ყველაზე პოპულარული ადამიანია დღევანდელ საქართველოში. ის ხომ ე რ ი ს კ ა ც ი ა. ის, ილია მეორის სახით ხედავს დიდ კონკურენტს. და ამიტომაც უტევს. ეს შეტევა მაგონებს ფინიას წკავ წკავს ბუმბერაზის წინააღმდეგ.

  20. ყველა კომენტარს აკეთებს და პასუხს ცემს პატრიარქის გარდა, რატომ გონია ამ ხალხს რომ პატრიარქი, თუ ამის საჭიროებას დაინახავდა, ვერ შეძლებდა ამას, არ ვიცი. კარგით რა, აცადეთ პატრიარქს თვითონ გადაწყვიტოს ვის, რა, როგორ. პატრიარქის მოწინააღმდეგე მღვდლები და მრევლი რომ აქტიურობს ეს კიდე მეორე უბედურება.

  21. დადგა ბოლო ჟამი, როგორც უფალი ვერ იცნეს ისე ვეგარ ვცნობთ ჩვენ პატრიარქს. ჩვენი ნებით ვაკეთებთ ამას უფრო სწორათ გვაკეთებინებენ, მერე იტყვიან ჩვენ რაშუაშივართო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here