Home რუბრიკები ისტორია როგორ მოვიპაროთ ისტორია

როგორ მოვიპაროთ ისტორია

690

ერაყიდან აშშისა და მის მოკავშირეების ჯარების გამოყვანა 10 წლის წინათ დაიწყო. საერთაშორისო გამოძიების სტრინგერის ბიურომ გამოაქვეყნა მასალები, რომლებიც მოწმობს, რომ ერაყის ოკუპაციის ერთერთი მიზანი ამ ქვეყნის მუზეუმების გაძარცვა იყო. ზარალი, რომელიც ერაყის კულტურულ ფასეულობებს მიადგა, აუწერელია. შუმერისა და ბაბილონის ცივილიზაციების ათასწლოვანი კულტურული ძეგლები ან დაზიანებულია, ან ქვეყნიდან არის გატანილი.

 

ექსპერტთა ვარაუდით, 2003-2004 წლებში ერაყიდან 130 ათასამდე კულტურულისტორიული ფასეულობა გაიტანეს.

 _ ერაყის არქეოლოგიური არტეფაქტების დიდი ნაწილი აშშ-ია, თუმცა ვაშინგტონი უარსაა მათ დაბრუნებაზე, _ აღშფოთებით ამბობს ერაყის ტურიზმისა და სიძველეთა დაცვის მინისტრი ლივა ალ სუმაისიმი.

ამერიკული სამხედრო ბაზა Camp Alha  ერაყის ოკუპაციის პირველ დღეებში ბაბილონის არქეოლოგიური გათხრების ტერიტორიაზე იყო განლაგებული. ამერიკელი ჯარისკაცები პირდაპირ ისტორიული ძეგლებიდან ჩიჩქნიდნენ ნაბუქოდონოსორის ბეჭედიდან ქვებს და სუვენირებად მიჰქონდათ, _ განაცხადა სამუზეუმო კომპლექსის მცველმა მუქსინ მუჰამედმა. ამ სპონტანური ძარცვის გარდა, იყო დაგეგმილი ძარცვაც. 2003 წელს, ერაყის ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ, აშშის არმიამ არასანქცირებულად დაიწყო ქვეყნიდან სიძველეების გატანა, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო კონვენციებსა და შეთანხმებებს სამხედრო და საოკუპაციო ვითარებაში ისტორიული ფასეულობების დაცვისა და შენახვის შესახებ

არ გაუმართლა ბაღდადის ნაციონალურ მუზეუმსაც _ 15 ათასი ექსპონატიდან იქ მხოლოდ 4 ათასიღა დარჩა. ზარალი, რომელიც ამ მუზეუმის საცავს მიადგა, დღემდე არ არის შეფასებული.

ერაყის კუთვნილი 10 ათასამდე უნიკალური ექსპონატი ინახება აშშში, კორნელის უნივერსიტეტში, რომლის ხელმძღვანელობაც უარს ამბობს ამ ექსპონატების კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნებაზე.

სხვათა შორის, სხვა ხალხების კულტურისადმი «ფრთხილი» დამოკიდებულების უფრო ახალი მაგალითების მოყვანაც შეიძლება. ლიბიის ნაციონალური ბანკიდან მოიპარეს «ბენღაზის საგანძური», რომელიც ელინიზმის ეპოქას მიეკუთვნება _ გაქრა ალექსანდრე მაკედონელისდროინდელი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს 7,7 ათასი მონეტა.

 მოპარულია უძველესი სტატუეტები, სპილოს ძვლისგან დამზადებული საგნები, სამაჯურები, მედალიონები, საყურეები, ბეჭდები და ძვირფასი ქვები.  ლიბიაში დასავლეთის ჯარები ფორმალურად არ ყოფილან, მაგრამ  «ბენღაზის საგანძურის» ერთ-ერთი მონეტა აშშ-ში გამოჩნდა და 440 ათას დოლარად არის შეფასებული.

დასასრულ _ ავღანეთი. იქ შეჭრის შემდეგ არა მხოლოდ ნარკოტიკების, არამედ ნაციონალური რელიკვიების ტრაფიკიც გაძლიერდა.

მჟამად სამხედრო დარტყმის საფრთხე ემუქრება სირიას. ქვეყნის დედაქალაქი _ დამასკო _ ერთერთი უძველესია პლანეტაზე. ვარაუდობენ, რომ ის 6 ათასი წლის წინათ დაარსდა. და იქაც ბევრი რამ არის ისეთი, რისგანაც სარგებლის მიღება შეიძლება.

ფასდაუდებელი ალმასი

ისეთი ომები, როგორებიც ერაყსა და ავღანეთში მიმდინარეობდა, რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკური ამოცანების გადასაწყვეტად არის მიმართული, თუმცა ნაციონალური საგანძურის მითვისებასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. აშშ ძალიან ახალგაზრდა სახელმწიფოა. რა მოსატანია მისი არსებობის 238 წელი ახლო აღმოსავლეთის 50-საუკუნოვან ისტორიასთან?! რას ასწავლის სტეროიდებით გაჟღენთილი მოზარდი ცხოვრებით დაბრძენებულ მოხუცს?!

ამერიკის შეერთებულ შტატებს არ ჰყოფნის «სოლიდურობა». აქედან გამომდინარე, საჭიროა ისტორიის კორექტირება. მოკლევადიან პერსპექტივაში ეს თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ამერიკელთა მომავალმა თაობამ შეიძლება დაიჯეროს, რომ აზიელთა ურდოებს ცივილიზაცია «პოლიტკორექტულმა აფროამერიკელებმა» შეუქმნეს. აი, მტკიცებულებაც _ შეხედეთ, მეტროპოლიტენმუზეუმის ვიტრინებში გამოფენილია ფასდაუდებელი რელიკვიები, რომლებიც, ბარბაროსებისგან განსხვავებით, ჩვენ შევუნარჩუნეთ კაცობრიობას!

აი, მტკიცებულებაც: ახლახან ინდოეთმა სარჩელი აღძრა დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ _ ითხოვს ალმას კოხნორის დაბრუნებას, რომელიც ბრიტანეთის დედოფლის _ ელისაბედ მეორის გვირგვინს ამშვენებს. ეს უმშვენიერესი ალმასი ინგლისელებმა ინდოელ მაჰარაჯას წაართვეს ოქროს ტახტთან ერთად.

ბრიტანულმა პრესამ იმწამსვე ატეხა ხმაური:

_ როგორ ბედავენ დაუბანელი ინდუსები ჩვენი ღირსების შელახვას  და იმის გაფიქრებასაც კი, რომ ბრიტანეთის მონარქი მოპარულ ბრილიანტს ატარებს?

გამოკითხვის შედეგების თანახმად, ინგლისელთა უმრავლესობა თვლის, რომ ალმასი კოხ-ი-ნორი მათი ქვეყნის საკუთრებაა უხსოვარი დროიდან, სიმართლე კი მხოლოდ 11 პროცენტმა იცის. არადა, ინგლისის ხელისუფლებას ეს ალმასი არც ისე დიდი ხნის წინათ, XIX საუკუნეში, ჩაუვარდა ხელთ.

ასეა _ ისტორიას გამარჯვებულები წერენ.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here