Home რუბრიკები პოლიტიკა ამერიკელი ანალიტიკოსი აშშ-ის ხელისუფლების მოქმედებით შოკირებულია

ამერიკელი ანალიტიკოსი აშშ-ის ხელისუფლების მოქმედებით შოკირებულია

521

უკრაინის დედაქალაქში მიმდინარე მოვლენებმა საღად მოაზროვნე ამერიკელები აღაშფოთა. მათი გაღიზიანება კიევში განვითარებულ პროცესებში აშშ-ის ხელისუფლების აქტიურმა ჩარევამ გამოიწვია.

 

პოლიტიკის ანალიტიკოსმა და მწერალმა, პრეზიდენტ რეიგანის ყოფილმა სპეციალურმა მრჩეველმა, ლიბერტარიანული კვლევითი ცენტრის – კატონის ინსტიტუტის (Cato institute) ყოფილმა თანამშრომელმა დუგლას  (დუგ) ბანდოუმ ჟურნალ „ფორბსში“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით „უკრაინაში ნარინჯისფერი რევოლუცია ბრუნდება? აშშ ამ ბრძოლაზე მაღლა უნდა დადგეს“ ამ სტატიაში ამერიკელმა ანალიტიკოსმა ყველაფერი თქვა, რასაც აშშ-ის ამჟამინდელ პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციაზე ფიქრობს.

„ე.წ. ნარინჯისფერი რევოლუციიდან 9 წლის შემდეგ, რომელიც არჩევნების გაყალბების გამო დაიწყო, უკრაინის პრეზიდენტის – ვიქტორ იანუკოვიჩის მომხრეები იმედოვნებენ, რომ ასეთივე სცენარს გაიმეორებენ, თუმცა, ამჯერად მთავარი საკითხი: ვისთან გააფორმებს  კიევი ეკონომიკურ კავშირს – ევროპასთან თუ რუსეთთან, აშშ-ს  არ ეხება, ამიტომ ობამას ადმინსტრაციამ თავი უნდა შეიკავოს კიევში განვითარებულ პროცესებში ჩარევისგან…

უსაფრთხოების თვალზაზრისით, უკრაინაში რუსეთის მოქმედება საფრთხეს არ უქმნის აშშ-ს, ამერიკის მოქმედებაზე კი ამას ვერ იტყვი – ნატოს ექსპანსია რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან შეუძლებელია, რუსეთისთვის შემაშფოთებელ პროცესად არ განიხილო, ეს ისეთივე მოვლენაა „ვარშავის ხელშეკრულების“ წევრი ქვეყნები მექსიკამდე რომ გაფართოვდნენ. არათუ დღე, საათიც კი ისე არ გავა, რომ ვაშინგტონი სხვა ქვეყნის ხელისუფლების მოსყიდვას ან შეშინებას არ შეეცადონ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი განუწყვეტლივ მოგზაურობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ჭკუას არიგებს ხალხებს, როგორ უნდა მოიქცნენ.

„ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ამერიკა იქცა სახლემწიფოდ, რომელიც დასახული მიზნების მისაღწევად რეგულარულად იყენებდა სამხედრო ძალას. ვაშინგტონს, როგორც ჩანს, ვერ წარმოუდგენია ერთი პრობლემაც კი, რომელიც ამერიკის ჩაურევლად შეიძლება გადაწყდეს, მაგრამ უკრაინის სტატუსი სწორედ ასეთ საკითხებს განეკუთვნება.

დასავლეთის ფარისევლობისგან სუნთქვა მეკვრის“, – წერს დუგ ბანდოუ.

ამერიკელი ანალიტიკოსის სტატია ჩვენთვის, ქართველებისთვის, იმ თვალსაზრისით არის საყურადღებო, რომ 10 წლის წინათ საქართველოშიც მოხდა ე.წ. ვარდების რევოლუცია, რომელმაც ქვეყანას უამრავი უბედურება მოუტანა და პროცესების მსგავსი სცენარით განვითარება აღარ უნდა დავუშვათ.

1 COMMENT

  1. ამერიკა აუცილებლად უნდა ერეოდეს მსოფლიოში არსებულ ცხელ წერტილებში. მაგ. სირიაში 100 ათასი კაცია დაღუპული. ამერიკა რომ ჩარეულიყო მსხვერპლი არ იქნებოდა!

  2. ეგ ვითომდა ოპოზიცია სწორედაც ამერიკული კადრებია,მეტი რაღა უნდა ჩაერიოს,როცა მსოფლიოს მასშტაბით ყველა ქვეყანაში მეხუთე კოლონას და საკუთარი ქვეყნის დამანგრეველებს ქმნის და ყველაფერს აკეთებს რომ მათ ხელში ჩააგდოს ქვეყანა

  3. ზაზული შვილიკო, ზუსტად ამერიკა რომ ჩაერია იმიტომ დაიღუპა 100 000 კაცი და კიდევ მეტი დაიღუპება! ვერა ხედავთ მეგობარო საფრთხე საიდან მოედინება! გისურვებ აზრი და სიბრძნე მოგმატებოდეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here