Home რუბრიკები საზოგადოება «ნულოვანი ტოლერანტობა» და არაადამიანური მოპყრობა ევროკავშირის პირდაპირი რეკომენდაცია იყო

«ნულოვანი ტოლერანტობა» და არაადამიანური მოპყრობა ევროკავშირის პირდაპირი რეკომენდაცია იყო

პატრიარქის საშობაო ეპისტოლესთან დაკავშირებით «ულტრალიბერალ უფლებადამცველთა სამიტის» მიერ ატეხილ აჟიოტაჟისა და ეკლესიის წინააღმდეგ აგორებული ახალი კამპანიის შესახებ «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება «მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის» ხელმძღვანელი ავთანდილ უნგიაძე.

 

_  ბატონო ავთანდილ, პატრიარქის ეპისტოლე ეკლესიაზე «ლიბერალების» მორიგი შეტევის მიზეზი გახდა. ეს, ალბათ, გასაკვირი არავისთვის იყო, მაგრამ, როგორ ფიქრობთ, რეალურად რა ძალები დგანან ამ კამპანიის უკან?

_ პატრიარქის ეპისტოლეს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ ურთულეს დროში, როცა, ფაქტობრივად, დარტყმის ქვეშ დგას ერის თვითმყოფადობა, ტრადიციები და სულიერება, ეს იყო გამომაფხიზლებელი მიმართვა ხალხისადმი, რომელმაც უნდა გამოაღვიძოს საზოგადოება. მე ადრეც ვთქვი და კიდევ ვიმეორებ: რატომ გააღიზიანა ამ ეპისტოლემ ფსევდოლიბერალები? პასუხი ცალსახაა: იმიტომ, რომ მათ ძალიან კარგად იციან, რამდენად დიდია მისი უწმინდესობის გავლენა და ავტორიტეტი სრულიად ერისთვის. მათი მიზანია, ჩაკლან ეს ნდობა, ავტორიტეტი და სიყვარული.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, რა ძალები დგას ამის უკან, შემიძლია, პირდაპირ გითხრათ, რომ ესაა ევროკავშირი. სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური ელიტა, დაწყებული 90-იანი წლებიდან დღემდე, ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ საქართველოს ისტორიული არჩევანი არის დასავლური ფასეულობები. კი, ბატონო, დასავლური კულტურის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ რას გულისხმობს ის, ხომ უნდა ვიცოდეთ?! ზერელე და ბრმა მინდობამ, რომელიც რეალურ ცოდნაზე არ იქნება დამყარებული, ქვეყანა შეიძლება დაღუპოს. მით უფრო, დღეს ჩვენ ვხედავთ, რა სჭირს თვითონ ევროპას, რა უბედურება დაატეხა საკუთარ თავს და სანამდე მიიყვანა რიგი სახელმწიფოები იმ ფსევდოღირებულებების დაცვამ.

_ სულ რაღაც 15-20 წლის წინ საქართველოში, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სოდომგომორის ცოდვით შეპყრობილთა კრიტიკა ვინმეს აგრესიას გამოიწვევდა. როგორ ფიქრობთ, სანამდე შეიძლება მივიდეს ეს «პროგრესი», დავეწევით ევროპას?

_ ეს საფრთხე უკვე კარსაა მომდგარი და მე არ ვფიქრობ, რომ 20-30 წელი დასჭირდება აქ იმის ლეგალიზებას, რაც ახლა ევროპაში ხდება. მხედველობაში მაქვს პედოფილია, ინცესტი და ა. შ. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ამ მხრივ დღეს ევროპის კვალდაკვალ მივდივართ…

_ თუმცა ამასწინათ ფილიპ დიმიტროვმა განაცხადა, _ ევროკავშირში შესასვლელად ერთსქესიანი ქორწინებების დაკანონება აუცილებელი არ არისო.

_ ეს არის ფარსი და მტკნარი ტყუილი. კიდევ ვიმეორებ: ამ ყველაფრის უკან დგას ევროკავშირი. გაიხსენეთ, რა განცხადება გაავრცელა ამასწინათ უნგრეთის ხელისუფლებამ _ ევროკავშირმა ვერაგულად მოგვატყუაო, ანუ, ისინი უკვე მიხვდნენ, რა უბედურებაში გაჰყვეს თავი, როცა ამ ორგანიზაციაში შევიდნენ და ამიტომ მოლაპარაკებისთვის ელჩებს უგზავნიან რუსებს, რათა რამე უშველონ. ამდენად, როცა ვამბობთ, ჩვენი ისტორიული არჩევანი არის დასავლური ოჯახი და იქეთკენ უნდა ვისწრაფვოდეთო, შევხედოთ, რა მდგომარეობაში არიან იქ მყოფი სახელმწიფოები. არჩევანი ხომ რაციონალურ გათვლებს უნდა ეფუძნებოდეს. ჰოდა, ვისწავლოთ სხვის შეცდომებზე, თორემ საქართველოს ნამდვილად არ აქვს იმის ფუფუნება, ექსპერიმენტები ატაროს

_ თქვენ თქვით, რომ ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადება იმის თაობაზე, რომ ამ ორგანიზაციის წევრობა ჩვენს ეროვნულ ფასეულობებს საფრთხეს არ უქმნის, ფარსია. ვთქვათ, დავიჯერეთ ეს განცხადებები და შევედით, როგორ ფიქრობთ, მერე რა იქნება?

_ ამის ნათელი მაგალითია საბერძნეთი, _ რა იყო ის ევროკავშირში შესვლამდე და რა მიიღო შესვლის შემდეგ. მინდა გითხრათ, რომ თითქმის ყველა წამყვანი დარგი, იქნებოდა ეს გემთმშენებლობა, ტვირთგადაზიდვები თუ სხვა, რაზეც იდგა ამ ქვეყნის ეკონომიკა, მოკვდა; ხოლო რაც დარჩა, სოფლის მეურნეობის ზოგიერთი დარგი, _ ფორთოხალი, ზეთისხილი და ა.შ. ისიც დაღუპვის პირასაა. ანუ ფაქტობრივად გაანადგურა ევროკავშირმა საბერძნეთი ეკონომიკურად და სახელმწიფო დაიყვანა ნულზე. არაფერს ვამბობ იმ საშინელ კანონებზე, რომლებიც მიაღებინეს მათ უდიდესი ზეწოლის შედეგად.

_ საკუთარი წევრი სახელმწიფოს ეკონომიკური განადგურება რაში აძლევს ხელს ევროკავშირს?

_ საქმეც ესაა. შენ უნდა იყო მომხმარებელი და არა _ მწარმოებელი. თუ ეკონომიკურად არ იქნები ძლიერი, ვერ იქნები დამოუკიდებელი; და თუ ვერ იქნები დამოუკიდებელი, შენი პოლიტიკური წონაც შემცირდება. ასეთი სახელმწიფოს მართვა ბევრად იოლია. ასე რომ, მათი ჩანაფიქრი გასაგებია. ისე, გლობალურად რომ შევხედოთ, ევროკავშირი ამერიკის შეერთებული შტატების დანამატია, რომელსაც ის მართავს გერმანიის საშუალებით.

_ მართლმადიდებელი მრევლი რომ ფსევდოლიბერალურ ღირებულებებთან კომპრომისზე არ წავა, ეს, ალბათ, ყველასთვის დღესავით ნათელია. როგორ ფიქრობთ, რა ძალადობრივი ფორმები შეიძლება მიიღოს მომავალში «დემოკრატიული დასავლეთის» ზეწოლამ ჩვენს სულიერებაზე?

_ წინა ინტერვიუში, რომელიც თქვენს გაზეთში დაახლოებით ორი თვის წინ გამოქვეყნდა, ვისაუბრეთ იმაზე, რომ საქართველოში, ფაქტობრივად, მოხდა ხელისუფლების გადაბარება, თორემ იდეოლოგიური თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა. ეს ხელისუფლებაც ასრულებს იმავე დაკვეთას, რომელსაც «ნაცმოძრაობა» ასრულებდა, და მათი მთავარი ამოცანა, დანიშნულება არის წინამორბედის გეგმის ბოლომდე მიყვანა. ახლა თქვენ ზეწოლის ფორმებზე მკითხეთ და, ჩემი აზრით, პირველი, რაც განხორციელდება, იქნება საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთაც ისინი უწოდებენ ჰარმონიზაციას. ამის შედეგად შეიქმნება სერიოზული ბერკეტები და მერე უკვე შემოგვიტევენ კანონის ძალით. მაგალითად, ევროპის რიგ ქვეყნებში ჯერ კიდევ დიდი ხნის წინათ მოხდა ანტიჰომოსექსუალური პროპაგანდის კრიმინალიზაცია. და ეს, იცით, რას ნიშნავს? თუ ვინმე კრიტიკულ აზრს გამოთქვამს სექსუალური უმცირესობების მიმართ, მას სჯიან. მსგავსი ნიშნები ჯერჯერობით აქ არაა, მაგრამ ვფიქრობ, ეს სავსებით რეალურია. ამიტომ საზოგადოება მზად უნდა იყოს ნებისმიერი გამოცდისთვის, გამოწვევისთვის, რომლებიც ახლა შეიძლება მზადდებოდეს და წინ დაგვხვდეს სერიოზულ დაბრკოლებად.

_ თქვენ თქვით, რომ ევროკავშირი ქართულ ტრადიციებს საფრთხეს უქმნის. მაგრამ თვითონ ევროპაც ხომ მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული ოჯახია. საინტერესოა, იქ რა ბედი ეწია იმ ტრადიციებს?

_ ეს უკვე აღარაა ის ევროპა, ჭეშმარიტ ქრისტიანულ ღირებულებებზე რომ იდგა. გოეთემ ჯერ კიდევ როდის მიანიშნა ეშმაკისთვის სულის მიყიდვის საფრთხეზე, როდესაც «ფაუსტი» დაწერა. ნახეთ იმავე ბერძნებს რა უქნეს, რა წნეხში მოაქციეს სარწმუნოების გამო. ახლა, მაგალითად, საფრანგეთში იღებენ კანონს, რომლის თანახმადაც მათ _ ბერძნებს პატრიოტიზმის გამოხატვის უფლება არ აქვთ…

_ მიზეზი?

_ ამ პატრიოტიზმის გამოხატვამ, შესაძლოა, თურქი გაანაწყენოსო. ეს ხომ აბსურდია და მარაზმი? აწი ჩვენ შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა: თუკი საბერძნეთს არ იღებენ იმ ევროპულ ოჯახში თავისი ტრადიციებით, შენ, ვინც ბევრად უფრო სუსტი ხარ ეკონომიკურად და საერთოდ, ყველა თვალსაზრისით, მიგიღებენ?! მოგცემენ დამკვიდრებისა და განვითარების საშუალებას?! აი, ამ საკითხებზე თუ არ დავფიქრდით და ისე გადავდგით ნაბიჯები, ამას მოჰყვება კატასტროფული შედეგები. მერე თავში ხელის წაშენა და გულზე მჯიღისცემა ვერ გამოგვიყვანს მდგომარეობიდან.

_ თქვენი აზრით, საზოგადოებამ უარი უნდა თქვას ევროინტეგრაციაზე?

_ უპირველესად, ქართველმა ხალხმა უნდა გაიაზროს, რას ნიშნავს ეს ინტეგრაცია ჩვენთვის და რას მივიღებთ. ჩემი აზრით, ამას კარგი არაფერი მოჰყვება, ამიტომ ჩვენ არ გავჩუმდებით, ვამხელთ მათ, ვინც მომხრეა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების და ყველა მეთოდით, ყველა საშუალებით შევებრძოლებით ამ პროცესს. ვიმეორებ: ამ ორგანიზაციაში შესვლა საქართველოსთვის იქნება საბოლოოდ დასამარება და დაღუპვა ზნეობრივად. რაც შეეხება მატერიალურ კეთილდღეობას, ამ თვალსაზრისითაც მითებში იმყოფება ჩვენი საზოგადოება, იმიტომ, რომ არანაირი ეკონომიკური სამოთხე იქ არ არის; პირიქით, კრიზისია და ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, იტალიაში, უკვე დგას იქიდან გამოსვლის საკითხი.

_ დღესდღეობით ჩვენი საზოგადოება იმყოფება მძლავრი პროპაგანდის ზეწოლის ქვეშ, რომ რუსეთი არის მტერი და ევროპა მისგან დაცვის ერთადერთი გზაა. თქვენი აზრით, ასეთ პირობებში ხალხი შეძლებს სწორი გადაწყვეტილების მიღებას?

_ ქრისტიანული რელიგია, რომელმაც დღემდე მოიყვანა საქართველო, ნებისმიერ პროპაგანდაზე ძლიერია. მთავარია, თვითონ ხალხმა არ დაკარგოს ეს გზა და სწორი არჩევანის გაკეთება შევძლოთ.

აქვე, რადგან არჩევანი ვახსენე, გვაქვს დოკუმენტი, რომელიც ცხადყოფს, თუ რა რეკომენდაციებს აძლევდა ევროკავშირი წინა ხელისუფლებას. იმავე «ნულოვანი ტოლერანტობის» პოლიტიკაც, რომელსაც სააკაშვილი ატარებდა, ამ რეკომენდაციების შედეგი იყო. თავის დროზე ჩვენ ამას ყველაფერს დეტალურად გავაცნობთ ფართო საზოგადოებას და ყველა გაიგებს, «ნაცმოძრაობის» ძალადობრივი ხელისუფლება საიდან იღებდა მთავარ იდეურ საზრდოს. მერე ხალხმა თვითონ განსაჯოს, რომელი გზაა ჭეშმარიტი და რომელი _ დამღუპველი. ერის არჩევანს, მის ნებას წინ ვერაფერი დაუდგება!

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. შენ ხარ ცვეულებრივი ფაშისტი.. პროსტა გერმანელი ფაშისტების დონეს ვე ქაჩავ.. ევროპას გასაგებია რატომ აგინებთ.. ერთადერთი გადარჩენის გზას ხომ რუსეთში ხედავთ შენ და შენი პატრიარქი.. ამ დროს არც ერთს წარმოდგენა არ გაქვთ არც ქრისტიანობაზე და არც ევროპაზე .. მიდით და დააბოლეთ ხალხი..

  2. კომენტარების ავტორებს.თქვე ევროამერიკელო ტორპედოებო, ჰალსტუხები მოიმარაგეთ მაინც როცა რუსეთზე იწევთ. საით მიათრევთ ქვეყანას, არაფერი ქართული არ გაგაჩნიათ, სიძულვილის გარდა.

  3. არ გამაგონოთ ევროპაზე გლახა თვარა, გადეირია ლევანიე ანნაიე
    და ხალხი.

  4. ანანისტებო რა დაინახეთ ამ სტატიაში ცუდი?! ყველაფერი მართლად გადმოგცათ ამ სტატიამ,რაც ხდება ევროპაში და თქვენ რაღაცამ შეგაწუხათ არა! ქართველი ერის და მართლმადიდებლობის მტერი ვირთხები ხართ. პატრიარქის გინებით ერთ რამეს მიიღებთ, ვიცი რომ იცით რასაც მიიღებთ…!
    ქართველი ერი ელოდება თავის ჯერს (და ალბათ ძალიან ახლოსაა) როდის მიუზღავს ყველა მოღალატეს ყველაფრისათვის, რაც ამდენი ხნის მანძილზე ყიდეთ სამშობლო და ხალხი უკიდურეს გასაჭირში ჩაყარეთ. გადუმტკიცეთ კანონიერად აფხაზეთი და სამაჩაბლო სხვებს. თქვენი თამაში ძალიან საშიშია ჩვენი ქვეყნისათვის!ორმაგი თამაში ქვია მაგას…
    უფალი ფარავდეს სრულიად საქართველოს და მის ერს, ყველა მოღალატეს ყორღანაშვილის ბედი ელის!!!

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ცუგო Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here