Home რუბრიკები საზოგადოება ქართველი ძიუდოისტი აიძულეს, საქართველოს მოქალაქეობაზე ეთქვა უარი

ქართველი ძიუდოისტი აიძულეს, საქართველოს მოქალაქეობაზე ეთქვა უარი

 ძიუდოისტმა ბეთქილ შუკვანმა 2012 წლის ოლიმპიადა სპორტის იმჟამინდელი მესვეურებისადმი პროტესტის ნიშნად დატოვა. მან ჯერ კიდევ ლონდონში ყოფნისას განაცხადა, რომ არაჯანსაღმა ქართულმა პოლიტიკამ სპორტშიც შეაღწია და ამის ერთერთი მსხვერპლი თვითონაც არის. შუკვანმა ზემოქმედებასა და უყურადღებობაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა იმჟამინდელი მინისტრი ლადო ვარძელაშვილი და ტყვიის სროლის ფედერაციის პრეზიდენტი გია უდესიანი დაადანაშაულა, რის გამოც ოლიმპიურ თამაშებს გამოეთიშა.

 

იმხანად «ქართული ოცნების» წარმომადგენლებმა მომხდარი  დაუკავშირეს იმას, რომ ბეთქილ შუკვანი, ოქროს მედლის მოპოვების შემთხვევაში, გამარჯვებას «ქართულ ოცნებას» მიუძღვნიდა. საქართველოს ოლიმპიური ნაკრები სამშობლოში ბეთქილ შუკვანის გარეშე დაბრუნდა _ ძიუდოისტი მათ არ ჩამოჰყოლია. იგი მოგვიანებით მეგობრებს დახმარებით დაბრუნდა თბილისში და, უსაფრთხოების მიზნით, ბიძინა ივანიშვილის სახლში რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდა. დღეს კი ყველაფერი სხვაგვარადაა _ ბეთქილი ახალ მთავრობაზეც განაწყენებულია, საქართველოს ძიუდოს ფედერაციაზე რომ არაფერი ვთქვათ. შედეგად, 24 წლის ძიუდოისტმა საქართველოს დატოვება გადაწყვიტა. არადა, ჩვენი ქვეყანა გაივსო ჩინელებით, თურქებით, ნიგერიელებითა და სხვა უცხოტომელებით, ქართველებს კი სამშობლოდან გადახვეწას აიძულებენ

ბეთქილ შუკვანმა, რომელსაც იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში დავუკავშირდით, «საქართველო და მსოფლიოს» შეკითხვებს უპასუხა:

_ საქართველოს ნაკრები დავტოვე, რადგან ბევრი რამ დამაბრალეს და ძალიან დიდი პრობლემები შემიქმნეს. ამიტომაც ამიერიდან სხვა ქვეყნის სახელით ვიასპარეზებ. ამჟამად ტოკიოში შეკრებაზე ვიმყოფები. დისკვალიფიკაციის ვადაც დაახლოებით ორ თვეში გამდის და, როგორც კი პირველ შეჯიბრებაზე ვიჭიდავებ, გპირდებით,  ექსკლუზიურ ინტერვიუს პირველს თქვენ მოგცემთ.

_ მაინც რა დაგაბრალეს?

_ როგორც კი შეჯიბრებაზე გავალ, გპირდებით, არა მხოლოდ ძიუდოს ფედერაციაზე, არამედ ამჟამინდელ მთავრობაზეც გესაუბრებით. ამჯერად კი საუბრისგან თავს შევიკავებ.

_ იაპონიიდან საქართველოში ჩამოხვალთ?

_ საქართველოში, ალბათ, კარგა ხანს არ ჩამოვალ. რადგან უკვე აზერბაიჯანის მოქალაქის პასპორტი ავიღე, იაპონიიდან პირდაპირ იქ ჩავალ.

_ ბეთქილ, საქართველოს სახელით აღარ იასპარეზებთ?

_ არა, რადგან საქართველოს პასპორტი აღარ მაქვს, თანაც უკვე აზერბაიჯანის ძიუდოს ნაკრების წევრი ვარ.

საქართველოს სახელით ასპარეზობას არასდროს ვაპირებ.

_ სააკაშვილის ხელისუფლებაზე განაწყნებელი რომ იყავით, ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ რა გაწყენინათ?

_ ესენი სააკაშვილის ხელისუფლებაზე უარესები არიან.

_ ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილის სახლში 6 თვის განმავლობაში ცხოვრობდით. ბატონი ბიძინა არაფერში დაგეხმარათ?

_ ყველაზე დიდი აფერისტი სწორედ ეგ არის. გპირდები, როცა საქართველოში ჩამოვალ, ყველაფერზე ვისაუბრებ.

_ აკი საქართველოში აღარ აპირებთ ჩამოსვლას?

_ მარტში სპორტის სასახლეში იმართება ტურნირი, რომელშიც აუცილებლად ვიასპარეზებ.

_ აზერბაიჯანის სახელით?

_ ბედის ირონიაა, მაგრამ ასეა. არადა, უამრავი ქვეყნიდან მქონდა შემოთავაზება, მათი სახელით მეასპარეზა, მაგრამ აზერბაიჯანი ვარჩიე, რადგან გაცილებით კარგ პირობებს დამპირდნენ, თანაც ჩემი ავსტრიელი მწვრთნელი აზერბაიჯანის ძიუდოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად გადავიდა.

 ბეთქილ შუკვანის განცხადებაზე კომენტარისთვის და იმის გასარკვევადრა მიზეზით დატოვა სპორტსმენმა საქართველოს ძიუდოს ნაკრები, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის სპორტულ დირექტორს _ ზურაბ უსუფაშვილს დავუკავშირდით:

_ შუკვანმა საქართველოს ძიუდოს ნაკრები შარშან გაზაფხულზე თავისი სურვილით დატოვა.

_ იგი ამბობს, რომ ძიუდოს ფედერაციამ რაღაცები დააბრალა

_ თვითონ თქვა, რომ რამე დავაბრალეთ? ეს ძალიან დიდი სისულელეა, მსგავსი არაფერი ყოფილა და ჩვენთვისაც არაფერი უთქვამს.

_ შუკვანმა განაცხადა, რომ ამიერიდან არა საქართელოს, არამედ აზერბაიჯანის სახელით იასპარეზებს

_ ის აზერბაიჯანის სახელით ვერ იასპარაზებს, რადგან ძიუდოს ფედერაციას ამის ნებართვა არ მიუცია, თუმცა შუკვანს ამის სურვილი ჰქონდა.  რა, იასპარეზა უკვე რომელიმე ქვეყნის სახელით?

_ ამჟამად შეკრებაზე ტოკიოში იმყოფება. როგორც გვითხრა, ორ თვეში დისკვალიფიკაციის ვადა ეწურება და შემდეგ იასპარეზებს აზერბაიჯანის სახელით.

_ ჩვენ არანაირი სურვილი არ გვაქვს, ადამიანთა უფლებები და სურვილები შევზღუდოთ. ვისაც სად მოესურვება, იქ წავა და იასპარეზებს, მაგრამ ოფიციალურად ძიუდოს ფედერაციას ამის უფლება შუკვანისთვის არ მიუცია. ის შეიძლება ელოდება ამას, მაგრამ ჯერჯერობით ასე არ არის.

_ რატომ არის შუკვანი დისკვალიფიცირებული?

_ რამდენადაც ვიცი, მისთვის დისკვალიფიკაცია არავის მიუცია.

ესაუბრა ნინო მაისურაძე

 

1 COMMENT

  1. ეეხ… უჭკუო ხალხს ნუ უთმობთ ყურადღებას ჟურნალისტებო!
    ადამიანს რომელსაც სამშობლო და ხელისუფლება ვერ გაურჩევია ის წასასვლელი კი არა გასაგდებია! წავიდეს და იჭიდაოს სადაც უნდა მაგრამ მოღალატე და მითუმეტეს სამშობლოს მოღალატე არავის სჭირდება, აი ეგ იარლიყი კი მის შთამომავლობასაც ექნება მიკრული

  2. ძაან მიხარია, რომ ერთი არაკაცით ნაკლები იქნება საქართველოში, მალე აზერბაიჯანელებიც მოისვრიან და სადმე ტყეში მგელიც არ შეჭამს იმდენად არაკაცია. დავცინოთ ერთად ამ არაკაცს, გამომრჩენს და უგულოს, სადაც წავა არაკაცის სახელი არ ასცდება.

  3. აი ნამდვილი ვაჟკაცი ეგ ყოფილა, არ შეეგუა ამ არაკაცების ნაძირლობას და მიაფურთხა სულში, ძალიან კარგი! წარმატებებს ვუსურვებ !

  4. და როგორც ეს ოლიმპიადაზე მოიქცა იმის მერე ამისგან ვინმე ნორმალურ და კაცურ საქციელს ელოდა? არადა რამდენმა დაიჯერა მაშინ რომ მოკვლას უპირებდნენ და მაგიტომ გადახტა ფანჯრიდან და გაიქცა.. საქართველოს კიდევ დიდხანს არაფერი ეშველება :))

  5. ესეც თქვენი ნაქები შუკვანი. მატყუარა და უსინდისო ადამიანი. ქვეყნის და კუთხის გამყიდველი. ალბათ მიხვდება ვინც ვარ და მინდა ვუთხრა რამდენად მართალი კაცია იმ სიმართლით იაროს. ღმერთი მაღალია და სამართლიანი. საქართველოს მართლა არაფერი ეშველება სანამ ასეთ მოღალატეებს არ გაარჩევს ერთგულებისგან.

  6. nu eris mogalate kvelgan eris mogalatea, is gind sportshi ikos da gindac politikashi tundac sazogadoebriv seqtorshi, amdenad zustad erti-ertshi gamkidveli da mogalatea, problemebi davit cirekidzesac sheeqmna magram ase arakacurad da unamusod ar moqceula, am adamanis sulshi zis es boroteba da amas ver ushvelis ver azerbaijani da verc veranairi kvekana, am adamianma sulic da sarcmunoebac gakida, qristiani adamiani ase rom moiqceva, rjulis shecvlazec aritkvis vars cotas tu gaumazaven azerbaijanelebi, ase rom istoria meordeba da cocxali da tanamedrove mogalate saxeze gvkavs, neta es erti ikos da amis garda sxva aravin, magram ramdenadac samcuxaro arunda ikves asetebi 100 da 1000 obitaaa dgesdgeobit saqartveloshi.

  7. ეჰ, ბეთქილ, ბეთქილ, რა ხვითო და შემარცხვენელიც იყავი, კი ვიცოდი, მაგრამ…

  8. ალბათ მილიონები არ მისცა ხელისუფლებამ. მინიმუმ უმადურობის გრძნობა არ უნდა გქონდეს ბიძინა ივანიშვილთან, როცა მის სახლში ცხოვრობდი თვეები. ან თუ წახვედი, ევროპულ მაინც ქვეყანაში წადი, სალაპარაკოდ მაინც რომ ღირდეს. წასვლა ერთია და ქვეყანაზე, მოქალაქეობაზე უარის თქმა მეორე. იმედია მალე ქრისტიანობის არაჭეშმარიტებაზე და მუსულმანობის სიკეთეზე არ მოვისმენთ თქვენგან ,,ლექციას"

  9. ფაქტიურად არაფერი არ თქმულა არცერთი მხრიდან და მთელი ეს რახარუხი რისთვისაა ატეხილი?

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: მაგდა Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here