Home რუბრიკები საზოგადოება უწმინდესის გინებას არავის შევარჩენთ!

უწმინდესის გინებას არავის შევარჩენთ!

666

9 იანვარს ორგანიზაცია «სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის» და «თავისუფლების  ინსტიტუტის», აგრეთვე, არასამთავრობო ორგანიზაცია «იდენტობის» წევრები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. «სახალხო დარბაზის» წევრები საპატრიარქოსთან შეიკრიბნენ და, პატრიარქისთვის შობა-ახალი წლის მილოცვის მიზნით, კონცერტი გამართეს, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები პატრიარქის ეპისტოლეში სუროგაციის შესახებ გამოთქმული თვალსაზრისის გასაპროტესტებლად მივიდნენ. ინციდენტის შემდეგ «სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის» წევრები სამართალდამცავებმა დააკავეს და წვრილმანი ხულიგნობის მუხლით გაასამართლეს. თორნიკე და ევგენი ქავთარაძეები და სანდრო ზაუტაშვილი ასლარიანი ჯარიმის შემდეგ გაათავისუფლეს, ვეფხია ღვალაძე კი სიტყვიერი გაფრთხილებით გამოუშვეს. 9 იანვრის ინციდენტზე «სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის» წარმომადგენლები გვესაუბრებიან.

გოდერძი ოთარაშვილი, «სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის» თავმჯდომარე:

_ უწმინდესის მიერ ბრწყინვალე საშობაო ეპისტოპლეს წაკითხვის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ საპატრიარქოსთან ჩვენი ორგანიზაციის ახალგაზრდულ-ფოლკლორულ ჯგუფებს პატარა კონცერტი გაემართათ და უწმინდესისა და წმინდა სინოდისთვის შობის დღესასწაული ასე მიგველოცა. მართლაც, შევიკრიბეთ საპატრიარქოსთან. ახალგაზრდები გალობდნენ, ხალხურ საკრავებზე უკრავდნენ, როდესაც მოულოდნელად მოცვივდნენ ლგბტ-ს წარმომომადგენლები, ანტიქართველები და დაიწყეს ჩვენი პროვოცირება. გვესროდნენ გამომწვევ რეპლიკებს, აუგად მოიხსენიებდნენ პატრიარქს… ამ პროვოკაციას ჩვენი ორგანიზაციის რამდენიმე ახალგაზრდა წევრი წამოეგო და მოხდა შეხლა-შემოხლა.

უწმინდესის გინებას არავის შევარჩენთ, რადგან ჩვენი პატრიარქის გინება მხოლოდ ილია მეორის გინებას არ ნიშნავს. უწმინდესი ჩვენი ღირსების, სარწმუნოებისა და ქართველობის სინონიმია. როდესაც პატრიარქზე აუგს ამბობენ, ეს ქართველი ერის შეურაცხყოფაა. იმ პროვოკატორი ლიბერალებისა თუ ანტიქართველების გინება ჩვენი სარწმუნოების შეურაცხყოფად მივიღეთ და ამიტომ მოხდა ჩვენ შორის შეხლა-შემოხლა. დიახ, ისინი სატანისტები არიან და ჩვენი პროვოცირება მოახერხეს, თუმცა არაფერს ვნანობთ. თუმცა, იმას ვნანობთ, რომ მუშტი უფრო ძლიერად არ მოვდეთ და ბოლომდე არ გადავუარეთ. ამის გაკეთება შეგვეძლო, მაგრამ თავი მხოლოდ იმიტომ შევიკავეთ, რომ საპატრიარქოს წინ ვიდექთით. ისევ ჩვენს ერსა და უწმინდესს ვეცით პატივი. რაც მთავარია, უფლის დახმარებით სატანისტებს ანტიმართლმადიდებლური აქცია ჩავუშალეთ. დიახ, ანტიმართლმადიდებლური აქცია ვერ ჩაატარეს და ვეღარც ჩაატარებენ, რადგან სიცოცხლეს არ დავიშურებთ ჩვენი სარწმუნოებისა და სამშობლოს დასაცავად.

ქართველები ვართ და ჩვენი უზენაესი კანონი უფალი და სამშობლოა. სხვა კანონი ჩვენთვის არ არსებობს. კონსტიტუციის მიხედვით, ქართველი ერი უუფლებო არსებები, მონები ვართ, რასაც არასდოს შევეგუებით, რადგან კონსტიტუცია ქართველი ერის საკეთილდღეოდ უნდა იყოს დაწერილი და არა _ საწინააღმდეგოდ. როგორ შეიძლება, ჩვენს ქვეყანაში ვიღაც ურჯულოებმა თავიანთი აზრი ასეთი ბინძური ფორმებით გამოხატონ და ჩვენ ხმა არ ამოვიღოთ?! როგორც ჩანს, ამ უღმერთოებმა არ იციან, რომ მართლმადიდებლობა ყველასა და ყველაფრისთვის თავის დახრას არ ნიშნავს. მართლმადიდებლობა მებრძოლი სარწმუნოებაა და, ეს ბრძოლა ხმლით წარიმართება თუ სიტყვით, მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ სწორედ რწმენამ გადაგვარჩინა. მართლმადიდებლობა გაიგივებულია ჩვენს ღირსებასა და ქართველობასთან, რომელსაც ნინია კაკაბაძისგან, სოროსებისა და მათნაირებისგან ყოველთვის დავიცავთ.

_ რას აპირებთ?

_ სარჩელს ვამზადებთ «თავისუფლების ინსტიტუტის», მათი მომხრეების, აგრეთვე, ნინია კაკაბაძის წინააღმდეგ, რომელმაც მოაწყო პროვოკაცია და გამოიწვია ინციდენტი. ამით გავაფრთხილებთ იმ უღმერთოთა ორგანიზაციებს, რომლებსაც, ამდენი ხანია, ვუთმენთ, რომ აღარ მოვითმენთ და მათ წინააღმდეგ მთელ ერს გამოვიყვანთ! «თავისუფლების ინსტიტუტს» ჭკუას ვასწავლით და მერე თუნდაც მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან მოგვიყვანონ თავიანთი კუდიანი დამფინანსებლები, ვნახავთ, რას გახდებიან! ქართველი მართლმადიდებლის მუშტი ნაცრად აქცევს ნებისმიერ უღმერთოს. ძალიან ცუდად გვეხუმრებიან ე. წ. დემოკრატები. ისინი პასუხს აგებენ ღვთისა და ქართველი ხალხის წინაშე. სამწუხაროდ, ამ ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ სატანური დაჯგუფება «ნაცმოძრაობა» აღარ არის ხელისუფლებაში, საპარლამენტო უმრავლესობაში ჰყავთ მხარდამჭერები. გარდა ამისა, ფინანსდებიან უცხოეთიდან, იღებენ გრანტებს და, რასაც ავალებენ, თვალდახუჭული ასრულებენ.

არადა, ნინიებსა და მისნაირებს სულაც არ აინტერესებთ პატრიარქის გინება. ისინი ამ ყველაფერს მხოლოდ ფულის გამო აკეთებენ. ეს ადამიანები უღმერთოთა მონები არიან. და თუ ჩვენი კანონმდებლობა ამათ არ გაასამართლებს, ალბანეთიდან ჩამოვიყვანთ მოსამართლეებს და შარიათის კანონით გავასამართლებინებთ.

 

თინათინ დოგრაშვილი, «სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის» სამსახურის ხელმძღვანელი:

_ როდესაც საპატრიარქოსთან  პროვოკატორები მოცვივდნენ, ერთ-ერთმა ქალმა მომახალა: თქვენს პატრიარქს ექსპლუატაციის ვადა გაუვიდაო. ამ შეურაცხყოფის მოსმენას მერჩია, ვინმეს სახეში სილა გაეწნა. «თავისუფლების ინსტიტუტი», მათგან მართული «იდენტობა» და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები თავიანთი ქმედებებით წლების განმავლობაში სრულიად საქართველოს შეურაცხგვყოფდნენ. მათ მიერ მოწყობილი პროვოკაციის გამო ჩვენი ორგანიზაციის წევრებს წვრილმან ხულიგნობაში დასდეს ბრალი და დააჯარიმეს, უღმერთო პროვოკატორები კანონის უზენაესობას პატივს რომ არ სცემენ, ეს არ არის დანაშაული?! სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად და არსებული კანონით, პატრიარქი არის ხელშეუხებელი და არავის აქვს პატრიარქის შეურაცხყოფის უფლება. არადა, როგორც კი უწმინდესი დაასრულებს ქადაგებას, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები მაშინვე თავს ესხმიან როგორც საპატრიარქოს, ასევე მართლმადიდებელ მრევლს. დიახ, ეს ადამიანები პატრიარქს ქადაგებას უკრძალავენ.

ამიხსენით, პატრიარქზე თავდასხმა კანონიერია? კანონი, «სახალხო დარბაზმა» კი არა, «თავისუფლების ინსტიტუტმა», «იდენტობამ», ნინია კაკაბაძემ და მსგავსმა პროვოკატორებმა დაარღვიეს. ჩვენ კი კანონსა და ერის ღირსებას ვიცავდით. დიახ, ჩვენი პატრიარქი ერის ღირსება, სინდისი, ნამუსი და სიყვარულია და, რა დოზითაც შეურაცხყვეს, იმ დოზით გვქონდა რეაქცია. ძალადობისა და დაპირისპირების მომხრენი ნამდვილად არ ვართ, მაგრამ ეს არსებები შვილებს ზნეობრივად და მორალურად რომ გვირყვნიან, ამას არ ვაპატიებთ. ეს ადამიანები იმიტომ გავიდნენ თავს, რომ მათ ძლიერი მფარველები ჰყავთ როგორც ხელისუფლებაში, ისე საზღვარგარეთ თავიანთი უცხოელი ლობისტებითა და უზარმაზარი გრანტებით.

ასევე, შევიტანთ სარჩელს და მოვითხოვთ, პასუხი გაგვცენ, თუ ვინ და რა მიზნით აფინანსებენ უღმერთოთა არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ყველაზე ცუდი ისაა, რომ მათი მფარველი «ნაციონალური მოძრაობა» ჩამოშორდა ხელისუფლებას, თუმცა დღევანდელ ხელისუფლებაში უხვად ჰყავთ მფარველები, მათ შორის რესპუბლიკური პარტია, რომელიც მხარს უჭერს ათასგვარ სისაძაგლეს, ერთსქესიანთა ქორწინებით დაწყებული. გარდა ამისა, დღეს მთავრობაში უხვად არიან «თავისუფლების ინსტიტუტის» ყოფილი წევრები. ამის ერთ-ერთი «თვალსაჩინო» მაგალითი თამარ კორძაიაა. სამწუხაროდ, დღევანდელ მთავრობაში ერთი მუჭა ეროვნული ძალაა, რომელსაც უმრავლესობის წევრებივე უპირისპირდებიან, მაგრამ ეს ყველაფერი დროებითია, ვერ მოგვერევიან, რადგან ჩვენი ორგანიზაციის დევიზია «ერი და ბერი _ საქართველოს სადარაჯოზე!». დიახ, დროა, ერი და ბერი გავერთიანდეთ და ერთ მუჭა ეროვნულ ძალას, რომელიც დღეს არის მთავრობაში, გვერდით დავუდგეთ.

საზოგადოება აქტიურად უნდა იყოს ჩართული ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესში. ასევე ვამზადებთ ორ სარჩელს ნინია კაკაბაძისა და უცნობი ქალის წინააღმდეგ, რომლებმაც იმ დაპირისპირებისას განაცხადა, რომ პატრიარქი სიძულვილსა და ძალადობას ქადაგებსო. ამ სიტყვებისთვის, პატრიარქის შეურაცხყოფისა და მომავალი თაობის შეცდომაში შეყვანისთვის კანონის წინაშე ისინი პასუხს აგებენ. დამნაშავენი სწორედ ესენი იყვნენ და არა ჩვენი ორგანიზაციის წევრი ბიჭები, რომლებიც ას-ასი ლარით დააჯარიმეს. როდესაც შეურაცხყოფაზე არ რეაგირებ, ეს ნიშნავს, რომ ღირსება დაკარგული გაქვს, ხოლო ღირსებადაკარგული ადამიანი პიროვნება აღარ არის. თუ ადამიანისთვის ყველაფერი სულერთია, ეს იმას ნიშნავს, რომ სრულფასოვანი პიროვნება არ არის. ჩვენს ორგანიზაციაში კი სრულფასოვანი, ღირსეული და შემდგარი პიროვნებები მუშაობენ, რომლებიც ნინიებს თავს არ დაუხრიან.

 

სანდრო ზაუტაშვილი, «სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის» წევრი:

_ საპატრიარქოსთან 15 წუთის დაწყებული იყო კონცერტი, როდესაც უცხო პიროვნებები მოცვივდნენ და პატრიარქის შეურაცხმყოფელი პლაკატები ააფრიალეს. ჩვენ კი ირონიულად გვესროდნენ ფრაზებს, თქვენ არ ხართ მართლმადიდებლები და პატრიარქს ვადა გაუვიდაო. აი, აქედან დაიწყო ჩვენი დაპირისპირება.

_ ამ დაპირისპირების შემდეგ თქვენ დაგაკავეს…

_ მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ხელი არ დამირტყამს, წვრილმანი ხულიგნობის მუხლი წამიყენეს და ადმინისტრაციული ჯარიმის სახით ასი ლარის გადახდა დამაკისრეს. ამას ყურადღებას არ ვაქცევ, რადგან ყოველთვის დავიცავ საქართველოს სიწმინდეს _ კათოლიკოს-პატრიარქს.

 

სერგი ბერიაშვილი, «სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის» ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი:

_ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის ახალგაზრდა წევრები, რომლებიც საპატრიარქოსთან მოგვიცვივდნენ, კარგად იყვნენ ნავარჯიშები პროვოკაციის მოსაწყობად. სამწუხაროდ, მასმედიის საშუალებების დიდი ნაწილი ასეთ ადამიანებს რეკლამას უკეთებენ. ისინი თითქოს იჩაგრებიან და უმცირესობაში არიან. ტელევიზიების უმრავლესობამ ისე წარმოაჩინა მომხდარი, თითქოს ისინი იდგნენ მშვიდობიანად და ჩვენ მივუცვივდით. რეალურად რაც მოხდა, არავის უთქვამს, არც ის კადრები უჩვენებიათ, რომლებშიც ეს ადამიანები უცენზურო სიტყვებით უწმინდესის დისკრედიტაციას ცდილობდნენ. «სახალხო დარბაზის» წევრები პირობას ვდებთ ქვეყნისა და ერის წინაშე, რომ ამის საშუალებას არავის მივცემთ. არ ვართ მუშტი-კრივის მომხრენი, მაგრამ ასეთი ხალხი მუშტის ღირსი ნამდვილად არის. «იდენტობის» მსგავს არასამთავრობო ორგანიზაციებს მოვუწოდებ, რომ დროზე მოეგონ გონს. ეს მათთვის იქნება კარგი.

ესაუბრა ნინო მაისურაძე

1 COMMENT

  1. "არადა, ნინიებსა და მისნაირებს სულაც არ აინტერესებთ პატრიარქის გინება. ისინი ამ ყველაფერს მხოლოდ ფულის გამო აკეთებენ. ეს ადამიანები უღმერთოთა მონები არიან. და თუ ჩვენი კანონმდებლობა ამათ არ გაასამართლებს, ალბანეთიდან ჩამოვიყვანთ მოსამართლეებს და შარიათის კანონით გავასამართლებინებთ"
    …………………???
    აბა ამის მთქმელს რა უნდო უწოდოს კაცმა??? ღმერთმა სწორედ იმიტომ დაუშვა თქვენს თავზე ლგბტ-ს წარმომომადგენლები რომ არ გაგაჩნიათ არც ჭეშმარიტი რწმენა და არც განათლება და ვერ შეგიცნიათ თქვე უბედურებო რომ მატლი ჩნდება იქ სადაც ლპობის პროცესი იწყება და მათ რატომ აბრალებთ თქვენ სულიერ სიბნელეს??? და მატლებს რამდენიც არ უნდა ებრძოლოთ, ასეთ სულერი სიბნელის პროცესში ვერც თავს უშველით და ვერც მატლებისგან გათავისუფლდებით და ასეთი აზროვნებით და რწმენით რომ იცავთ პატრიარქს (ან თქვენი დასაცავი რა უნდა ჭირდეს პატრიარქს თუ ის ღმერთის სიტყვას ემსახურება?) ასეთი აზროვნებით პატრიაქის დაცვა მხლოდ იმას ადასტურებს რომ მან ვერ მოგანიჭათ ქრისტეს რწმენა არამედ მხოლოდ საკუთარი თავის მონამორჩილება!!!და აი სწორედ აქედან გამომდიარე უნდა დაიწყოთ დასკვნების გამოტანა!!!

  2. მოუწოდებ ყველა მართლმადიდებელს სატანისტების წინააღმდეგ აქტიური ბრძოლისაკენ! ესენი ფულზე გაყიდიან ყველას და ყველაფერს და დროა სამუდამოდ აღვკვეთოთ მათი თარეში!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here