Home რუბრიკები საზოგადოება ალექსანდრე აბდალაძე: რა მნიშვნელობა აქვს, გაუბედურებულ საქართველოს სააკაშვილი დაამხობს თუ ივანიშვილი?!

ალექსანდრე აბდალაძე: რა მნიშვნელობა აქვს, გაუბედურებულ საქართველოს სააკაშვილი დაამხობს თუ ივანიშვილი?!

გასულ კვირას კათოლიკოსპატრიარქის მიერ თვითმმართველობის ახალ კოდექსთან დაკავშირებით გაკეთებულ გამომაფხიზლებელ განცხადებას ჩვენებური «მეგალიბერასტების» მწვავე რეაქცია მოჰყვა. ეს, ალბათ, ბუნებრივიც იყო და არავის გაჰკვირვებია, მაგრამ პრობლემა მარტო ლიბერასტების ყაყანი როდია, უწმინდესის გამოსვლიდან სულ რამდენიმე საათში განცხადება საქართველოს სომხურმა სათვისტომომაც გაავრცელა. მათი თქმით, თურმე ეკლესია ქვეყანას ბნელი 90-იანი წლებისკენ მიაქანებს, ხოლო თვით პატრიარქი კი სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს ქმნის… «საქართველო და მსოფლიო» არმენოლოგ ალექსანდრე აბდალაძეს შეხვდა და «ნეოდაშნაკების» მიერ გავრცელებულ განცხადებაზე აზრის გამოთქმა სთხოვა.

 

_ ბატონო ალექსანდრე, როგორ ფიქრობთ, რატომ გააღიზიანა საქართველოს სომეხთა სათვისტომო პატრიარქის განცხადებამ, რომელიც თვითმმართველობის ახალ კოდექსთან დაკავშირებულ საფრთხეებს ეხებოდა?

_ სამწუხაროდ, დღეს საქართველო და ქართველი ერი უფსკრულის პირას დგას, ამიტომ ყველა ნაღდი ქართველის უპირველესი ამოცანა უნდა იყოს ქვეყნის გადარჩენა. რაც შეეხება კონკრეტულად ამ სათვისტომოს, ჩვენდა საუბედუროდ, ეს ორგანიზაცია საქართველოს რაც შეიძლება დასუსტებისკენ ისწრაფვის. ამას ისინი არც მალავენ და საერთოდ, სომხების ასეთი მიდგომა, ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, არახალია. სხვათა შორის, არსებობს იაკობ მანსვეტაშვილის ერთი საგულისხმო ცნობა, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ თურმე ილია ჭავჭავაძე გაშმაგებული, გაალმასებული წერდა «ქვათა ღაღადს». რამ გააშმაგა, რამ გააალმასა ილია ჭავჭავაძე? იმან, რომ სომხურმა წრეებმა მოინდომეს, ქართველებისთვის წაერთმიათ ჩვენი მრავალტანჯული დედაქალაქი; თუმცა ცხადია, მათი საბოლოო ამოცანა მარტო ამით არ შემოიფარგლებოდა და გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის ყველა კუთხეში აპირებდნენ გაბატონებას…

_ როგორ ფიქრობთ, ვინ დგას იმ ორგანიზაციების უკან, რომლებიც, ფაქტობრივად, განუხრელად აგრძელებენ დაშნაკების რეაქციულ კურსს?

_ პირველ რიგში, მინდა, გამოვეხმაურო კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებას, რომელიც მან თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით გააკეთა. ჩემი აზრით, ილია მეორემ  დროული შეფასება მისცა იმ საფრთხეებს, რომელიც ქვეყანას ემუქრება. ახლა თქვენს შეკითხვას რაც შეეხება, ამ «ნეოდაშნაკური» ორგანიზაციისა თუ ორგანიზაციების უკან დგას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული სომხური დიასპორები. მოგეხსენებათ, მათ დიდი გავლენა აქვთ  ევროპის რიგ მოწინავე სახელმწიფოებში და ასევე შეერთებულ შტატებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არც ერთ მსგავს ორგანიზაციას, იქნება ეს თბილისში, ჯავახეთში თუ სადმე სხვაგან, მინიმუმ დაფინანსების კუთხით პრობლემა არ ექნება.

_ . . გინდათ, თქვათ, რომ საქართველოში მოქმედ სომხურ წრეებს უცხოეთიდან აფინანსებენ?

_ სომხურ დიასპორებზე რომ გითხარით, რამდენადაც ვიცი, მათგან თანხების მობილიზებას ახდენს ეჩმიაძინი. შემდეგ ამ ეჩმიაძინის სალაროდან ნაწილდება ეს თანხები და მთელ მსოფლიოში, სადაც კი რამე სომხურ წამოწყებას ჩაეყრება საფუძველი, ხდება ფინანსური ნაკადის გადასროლა. აი, ზუსტად ამ სქემით და პრინციპით ფინანსდებიან საქართველოშიც სომხური წრეები, თუმცა იქ შეიძლება სხვა ძალებიც იდგეს მათ უკან…

_ რომელ ძალებს გულისხმობთ? რამდენად უშვებთ იმას, რომ ნაწილობრივ შესაძლოა, ოფიციალური ერევანიც უმაგრებდეს მათ ზურგს?

_ ასე აშკარად და დაუფარავად სახელისუფლო ძალები ვერ ჩაერთვებიან ამ პროცესში, მაგრამ ზოგადად ცნობილია, რამდენად მჭიდრო კავშირი აქვს სომხეთის დღევანდელ ხელისუფლებას ეკლესიასთან. ისინი, ფაქტობრივად, ერთმანეთთან სრული თანხმობით მოქმედებენ. ასე რომ, რა თქმა უნდა, დასაშვებია, ოფიციალური ერევანი ფარულად მხარს უჭერდეს და აფინანსებდეს კიდეც აქ არსებულ სომხურ ნაციონალურ ორგანიზაციებს.

_ იმავე ვაჰაგან ჩახალიანის გათავისუფლებაც სომხეთის პატრიარქმა სთხოვა ივანიშვილს.

_ ეს ჩახალიანი არის ტიპიური სეპარატისტი, რომელიც ნელ-ნელა ძირს უთხრის საქართველოს. ეგ და ძმანი მისნი გარეთ კი არ უნდა იყვნენ დღეს და მოთხოვნებს კი არ უნდა უყენებდნენ სახელმწიფოს, არამედ ციხეში უნდა ისხდნენ ან საერთოდ უნდა გააძევონ საქართველოდან.

_ მიუხედავად ყველაფრისა, ახალმა ხელისუფლებამ მას პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა.

_ ამაზე, არც კი ვიცი, რა ვთქვა. უბრალოდ, ივანიშვილიც არის ეროვნული კაცი. გაიხსენეთ, რას წერს ილია ჭავჭავაძე თავის ცნობილ გამოცანებში ლორის მელიქოვზე, რომელიც თბილისელი სომეხი იყო და მეფის რუსეთში ძალიან დაწინაურდა: «ბაზრის ბიჭად გაჩენილა, ახლა ქვეყნის მმართველია»… იგივე შეიძლება მივუსადაგოთ ივანიშვილსაც: ბაზრის ბიჭად გაჩენილა, საქართველოს ხელმწიფეა.

_ რამდენიმე დღის წინ დასახელდა შვიდი ქალაქი, რომლებიც, ახალი კოდექსის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის სტატუსს მიიღებენ. ამ შვიდ ქალაქში ახალციხეც მოხვდა. როგორ ფიქრობთ, რამდენად არის ეს ჩვენთვის საფრთხისშემცველი?

_ ჯერ ერთი დარწმუნებული ვარ, ახლა ჯავახეთის სომხობაც წამოაყენებს პრეტენზიას, ჩვენ რატომ არ გვაძლევთ თვითმმართველობის უფლებასო, მაგრამ დავანებოთ ამასაც თავი, როდესაც ხელისუფლება ასეთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს და იღებს კანონპროექტს, რომელიც შეიძლება გარკვეულწილად საზიანოც აღმოჩნდეს სახელმწიფოსთვის, საზოგადოებამ არ უნდა იცოდეს, რა ცვლილებაზეა საუბარი?! ახლა აქეთ რომ გვამუნათებენ, წაკითხული არ გაქვთ და შეფასებებს რატომ აკეთებთო, ვისი ბრალია, რომ წაკითხული არ გვაქვს?! ჩაგვაყენა ვინმემ საქმის კურსში, გვკითხეს რამე?! დაჯდა ეს 86 კაცი, რომელსაც უმრავლესობა ჰქვია და რაზე იმსჯელეს, რა საკითხები განიხილეს და რაზე შეთანხმდნენ, კაცმა არ იცის! აი, ესაა ამათი დემოკრატია.

_ რა ფორმით შეიძლებოდა, ხელისუფლებას მოეტანა ეს კანონპროექტი საზოგადოებამდე, რომ გამაღიზიანებელი არ ყოფილიყო?

_ ნებისმიერ შემთხვევაში, როცა რაღაცას მალავ ან ირიბად ცდილობ, ფართო მასებმა არ გაიგონ, ის ეჭვს იწვევს. ამიტომ, თუკი რეალურად საშიში არაფერია ამ კოდექსში, ხელისუფლებას იმთავითვე უნდა ჰქონოდა ნება, რომ ხალხს გაეგო, რა წერია მასში, რას გულისხმობს იგი და რას მოგვცემს. ახლა, რადგან საფრთხეებზე მკითხეთ, ორიოდე სიტყვით ახალციხეზეც ვისაუბრებ, თქვენ იცით, რომ იქ სომხების ჩამოსახლება მოხდა მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში, კერძოდ 1830 წელს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, რეგიონში მაინც შემორჩნენ მაჰმადიანი ქართველები 1944 წლამდე. 44-ში კი უკვე სულ სხვა მიმართულებით პოლიტიკური პროცესები განვითარდა და ისინი გაასახლეს. ანუ რატომ ვყვები ამას: მე არ ვარ არც სტალინის, არც ბერიას მეხოტბე, მაგრამ იმ 1944 წელს სწორედ სტალინმა და ბერიამ გააკეთეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე. არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: იმ დროს საბჭოთა კავშირის სათავეში ქართველი რომ არ ყოფილიყო, გასახლებული მაჰმადიანი ქართველების ნაცვლად ჩამოგისახლებდნენ სომხებს. მერე აქ რა მოხდებოდა, კაცმა არ იცის, დღეს შეიძლება ახალციხე და მთლიანად სამცხე-ჯავახეთის მხარე არც ყოფილიყო საქართველოს შემადგენლობაში…

_ პირადად ბერიას დამსახურება რა იყო ამ ყველაფერში?

_ ბერია, როგორც ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა მაშინდელ ხელისუფლებაში, ცხადია, აქტიურად მონაწილეობდა ყველა გადაწყვეტილების მიღებასა და განხორციელებაში. სხვათა შორის, არსებობს ასეთი ცნობაც, რომ მან 30-იან წლებში საკუთარი ხელით მოკლა სომხეთის ცეკას პირველი მდივანი ხანჯიანი. რატომ, იცით? იმიტომ, რომ ის ითხოვდა, სომხეთს გადასცემოდა ჯავახეთი. კიდევ ვიმეორებ: მე არ ვარ სტალინისა და ბერიას მეხოტბე, მაგრამ,  რაც მათ გააკეთეს XX საუკუნის 30-40-იან წლებში ჯავახეთის მხარეში, საქართველოს უდიდესი განსაცდელი, გასომხების საფრთხე ააცილა თავიდან რომელიც დღეს, შესაძლოა, განსაკუთრებული სიმწვავით მდგარიყო.

_ დავუბრუნდეთ ისევ სომეხთა სათვისტომოს განცხადებას. ფაქტია, რომ ეს ორგანიზაცია დეტრუქციულ ქმედებებს არ ეშვება, მაგრამ მთავარი მაინც სულ სხვა რამეა, _ მათ ფაქტობრივად პასუხს არავინ სცემს, არავინ უთითებს, რომ მსგავსი ნაბიჯები ჩვენი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

_ პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ხელისუფლების სისუსტე და უსუსურობა. სომხურ სათვისტომოს საქართველოში ხმა არ ამოეღება…

_ და რა შეიძლება გააკეთოს ხელისუფლებამ?

_ დასაწყისშიც ვთქვი, რომ ხელისუფლება უნდა ემსახურებოდეს ხალხს. ეს არის აქსიომა და ამაზე არ შეიძლება კამათი. ახლა კონკრეტულ ნაბიჯებზე თუ მეკითხებით, სახელდობრ რა უნდა გააკეთონ, მე ამ ინსტრუქციას ვერ მივცემ ხელმძღვანელობას, მაგრამ ერთი კი ფაქტია: თუ შენი ერის ინტერესები დაუცველია, ესე იგი მას ვერ ემსახურები რიგიანად. შესაბამისად, ან რამე უნდა შეცვალო, ან უნდა დაიწყო ფიქრი იმაზე, როგორ წახვიდე ლამაზად.

_ სომეხთა სათვისტომოს განცხადებაზე არც საზოგადოებას ჰქონია რეაქცია.

_ საზოგადოებას იდეოლოგია სჭირდება და ეროვნული სულისკვეთების გაღვივება, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, არც ერთ ხელისუფლებას ამის ნება არ აღმოაჩნდა ზვიადის შემდეგ. ჯერ იყო, შევარდნაძემ ჩაკლა ეს მუხტი, მერე _ სააკაშვილმა, იმავე ტერ-სააკიანცმა და ახლა ივანიშვილმა დააგვირგვინა, რომელსაც მე ივანიკას ვეძახი. არსებობს ასეთი გამოთქმა: «გინდა, მგელს შევუჭამივარ და გინდა, მგლისფერ ძაღლს», რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, ამ გაუბედურებულ საქართველოს საბოლოოდ ვინ დაამხობს: სააკაშვილი _ ტერსააკიანცი თუ ივანიშვილი _ ივანიკა?!

_ ის, რასაც თქვენ ეროვნული სულისკვეთების გაღვივებას ეძახით, დემოკრატიულმა დასავლეთმა, შესაძლოა, ანტილიბერალურ პოლიტიკად ჩაუთვალოს ხელისუფლებას. როგორ ფიქრობთ, ეს არ აფერხებს «ქართულ ოცნებას»?

_ ცხადია, ჩვენისთანა მცირერიცხოვან სახელმწიფოზე გარეძალებს ყოველთვის ექნებათ გავლენა, მაგრამ პოლიტიკა შეიძლება სხვადასხვა სახით გატარდეს. ვფიქრობ, შედარებით ქვედა დონეებზე ამის შესაძლებლობა არსებობს, თუმცა ხელისუფლებას არ აქვს მთავარი _ ნება და სურვილი. არც ეს მარგველაშვილია ეროვნული კაცი და არც ირაკლი ღარიბაშვილის საუბარში ჩანს მსგავსი მუხტი; ასე რომ, არ ვიცი, რა პერსპექტივა აქვს საქართველოს და რას უნდა ველოდოთ ამ მხრივ უახლოეს მომავალში.

_ დემოგრაფიული თვალსაზრისით, ახალი ხელისუფლების მიდგომა, ალბათ, მეტნაკლებად წინგადადგმული ნაბიჯია. ესენი სავიზო და საიმიგრაციო პოლიტიკის გადახედვაზე მაინც საუბრობენ.

_ ეს უფრო ადრეც უნდა ყოფილიყო დაყენებული მთავარ საკითხად და მეტიც, ბიძინა ივანიშვილს თავის წინასაარჩევნო პროგრამაშიც უნდა შეეტანა. ისე, ნათქვამია: სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო, მაგრამ მარტო სავიზო და საიმიგრაციო პოლიტიკის გადახედვა არ კმარა, თუ ხელისუფლება საკუთარი ხალხის ინტერესებს იცავს, მაშინ ყველაფერზე უნდა ჰქონდეს ადეკვატური რეაქცია, რაც ამ ინტერესებს ეწინააღმდეგება. დასასრულს, ისევ სომეხთა სათვისტომოზე ვიტყვი. საერთოდ, მათი ყოფნა ასე დიდი რაოდენობით საქართველოში და მით უფრო ის პრეტენზიები, რომლებსაც აყენებენ, აბსოლუტურად უკანონოა. მათ არ გააჩნიათ ამის არანაირი ისტორიული საფუძვლები და სახელმწიფომ უნდა აგრძნობინოს ამ ძალებს, რომ არ დაუშვებს არანაირ დესტრუქციულ ქმედებას. თუ ეს პოზიცია არ იქნება მკაფიოდ დაფიქსირებული, ბუნებრივია, საფრთხე მუდმივად იარსებებს. ყოველთვის გამოჩნდებიან ვიღაც სათვისტომოები, კავშირები და გაერთიანებები, რომლებიც ახალ-ახალ სეპარატისტულ მოთხოვნებს წამოაყენებენ…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. რატომ ამბობთ სიცრუეს?
    ჩახალიანი პოლიტპატიმრების სიით არაა გამოშვებული. ჩაიხედეთ და ნახავთ!
    და, ბოლო-ბოლო რა გახდა, სანამ რამეს დაბეჭდავთ თუ რესპოდენტს შეეკითხებით, მანამ გადაამოწმოთ ინფორმაცია, არ შეიძლება?

  2. და კიდევ – დემოგრაფიული თვალსაზრისით, სულ არაფერი არაა შეცვლილი. პირიქით – უარესობაა. ამიხსენით რა, ახალ მიდგომებში რას ხედავთ, ლაქლაქს? აბა, მეტი არაფერია შეცვლილი. ახლა იმასაც გეტყვით, რატომაა უარესობა – მრავალშვილიანებს სოციალური სამსახური მაგრად პრესავს – დახმარებებს უხსნიან. სამაგიეროდ ამას არ აკეთებენ სხვა ეროვნების მრავალშვილიანებთან მიმართებაში!
    გადაქექეთ ეს პრობლემა და ნახავთ!

  3. მე როგორც ქართველს, ჩემი ქვეყანა უნდა მადარდებდეს და არა დემო(ნ)კრატების უსაგნო განცხადებები სხვადასხვა ჯურის გადაგვარებულ–გარყვნილების სოროსის დაქირავებული,სულგაყიდული არასამთავრობოების ყიყინი. საერთოდ ამ არასამთავრობოების საქმიანობით რატომ არავინ არ ინტერესდება.ვინ აფინანსებთ,რა თანხებს იღებენ გრანტების სახით, რომ იმ ფულის გულისთვის უცხო ქვეყნების დაქირავებულ ჯაშუშებად იქცნენ.არასამთავრობოები ქვეყნის მოღალატეები და ქვეყანაში არეულობების მოწყობის ინიციატორები არიან.ნორმალური მთავრობა სანამ არ გვეყოლება,მათ ანტისახელმწიფოებრივ,ჯაშუშურ საქმიანობას არავინ სეისწავლის და არ მისცემს მათ პასუხისგებაში საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ჯაშუსური საქმიუანობის წარმოებისთვის.

  4. რა შუაშია აქ ჩახალიანი, რა მაგაზე მეტად თქვენი ყურადღება ამ სტატიაში ვერანაირ პრობლემაზე ვერ გაჩერდა?!

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ელო Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here