Home რუბრიკები საზოგადოება დასავლური კაპიტალი კაცობრიობის წინააღმდეგ!

დასავლური კაპიტალი კაცობრიობის წინააღმდეგ!

1033

უფრო ზუსტი იქნებოდა, გვეთქვა _ კაცობრიობის და, მათ შორის, საქართველოს წინააღმდეგ. მაგრამ, მოგეხსენებათ, «ჯერ თავო და თავოო…» ლაპარაკია დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობის შემცირებაზე _ ევგენიკის ახალ ნაირსახეობაზე, რომელსაც კეთილშობილ განზრახვათა «ოქროსკანტიანი ლანგრით» გვაწვდიან (ოსტაპ ბენდერის საყვარელი გამოთქმა) ბილ გეიტსის მსგავსი ამერიკელი სუპერმილიარდერები, რაც სინამდვილეში ნაცისტების ბოდვითი იდეის _ ჰიტლერულ გერმანიაში «რასობრივი სიწმინდისთვის» მოსახლეობის იძულებითი სტერილიზაციის ელემენტარული პლაგიატია. და კიდევ _ ფაშისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში ადამიანებზე სამედიცინო ექსპერიმენტების განხორციელების მსოფლიო მასშტაბით განვრცობილი კაცთმოძულეობა.

 

ჯერ «ოქროსკანტიანი ლანგრის» შესახებ: Microsoft-ის დამფუძნებელი და მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, რომელსაც ფილანტროპის სახელი აქვს გაგდებული, თავის მილიარდებს ხარჯავს დაავადებათა და სურსათის უკმარისობის პრობლემების გადასაწყვეტად აფრიკაში.

კეთილშობილი ფილანტროპია, მოწყალე და გამცემი სიკეთისა.

მაგრამ სწორედ ამ «კეთილშობილებამ» კალიფორნიაში ახლახან გამართულ კონფერენციაზე მოიხსნა ნიღაბი და დაგვანახა თავისი ქველმოქმედების ჭეშმარიტი მიზანი. სიტყვის წარმოთქმის დაახლოებით მეოთხე წუთზე გეიტსმა განაცხადა: «მსოფლიოში დღეს 6,8 მილიარდი ადამიანია. ეს რიცხვი დაახლოებით 9 მილიარდამდე გაიზრდება. თუ განვახორციელებთ დიდ სამუშაოს ახალი ვაქცინების დასამზადებლად, ჯანმრთელობის დასაცავად, რეპროდუქციული ჯანმრთელობის დარგში, შევამცირებთ მას, შესაძლოა, 10 ან 15 პროცენტით».

მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ამ გზით მისი რაოდენობის 10-15 პროცენტით შემცირების ალოგიკურობა, რამდენადაც დაუჯერებლად შეიძლება მოგეჩვენოთ, იმდენჯერ და უფრო მეტადაც ახლოა ჭეშმარიტებასთან. ბილ გეიტსმა იცის, რასაც და როგორც ლაპარაკობს, როცა ვაქცინაციაზე ამბობს სიტყვას. ჯერ კიდევ 2010 წლის იანვარში დავოსის მსოფლიო ელიტურ ეკონომიკურ ფორუმზე გეიტსმა გამოაცხადა, რომ მომდევნო წელიწადში მისი ფონდი 10 მილიარდ დოლარს (დაახლოებით 7.5 მილიარდ ევროს) გამოჰყოფდა ახალი ვაქცინების დასამზადებლად და განვითარებულ ქვეყნებში გასაგზავნად.

რომელ ვაქცინებზეა ლაპარაკი?

ამ პრობლემით დაინტერესებულ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ვაქცინაციის მიზანი ადამიანების ჯანმრთელობის დასუსტებაა, რაც მათ ორგანიზმს დაავადებათა მიმართ წინააღმდეგობის გაწევის უნარს უქვეითებს და ლეტალური შედეგით მთავრდება.

ახლა გთხოვთ, გაიხსენოთ ერთი მოვლენა, რომელმაც კატასტროფამდე მიიყვანა თუნდაც საქართველოს მეცხოველეობის ერთი დარგი.

ღორის გრიპის _ HLN-ის გლობალური პანდემიის გამო ატეხილი სრულიად უსაფუძვლო და ზედმეტი პანიკის შემდეგ მრეწველობაგანვითარებულ ქვეყნებში შეუმოწმებელი ვაქცინის ასობით მილიონის ღირებულების დოზა დაილექა. გადაწყდა ამ ნარჩენისგან გათავისუფლება მსოფლიო ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციისთვის მისი გადაცემის გზით. საფრანგეთმა 94 მილიონი დოზიდან 91 მილიონი გადასცა, რაც სარკოზის მთავრობამ თავის დროზე ფარმაცევტული გიგანტებისგან შეიძინა; დიდმა ბრიტანეთმა 60 მილიონიდან _ 55. იგივე ისტორია განმეორდა გერმანიასა და ნორვეგიაში.

დოქტორმა თომას ჯეფერსონმა, რომის Cochran Researcgh Ceter-იდან აღნიშნა: «რატომ არიგებენ ვაქცინებს განვითარებად ქვეყნებში? პანდემია გაუქმდა მსოფლიოს უმეტეს ნაწილში. ღარიბი ქვეყნების მოსახლეობას უმეტესი საშიშროება ემუქრება გულისა და გულსისხლძარღვოვან დაავადებათა გამო, ვირუსი კი სიის მხოლოდ ქვედა ნაწილში ფიგურირებს. რა სამედიცინო მიზეზი დაედო საფუძვლად 180 მილიონი დოზის უსასყიდლოდ გაცემას

ნიშანდობლივია, რომ «ღორის ჭირი» ყველაზე ზომიერი გრიპი იყო «დამწერლობითი ისტორიის» მანძილზე. ვაქცინების ფარმაცევტული მწარმოებლები არაფერს ამბობენ უზარმაზარ უარყოფით მხარეზე, რომელსაც ვაქცინაცია ბავშვების ჯანმრთელობაზე ახდენს. იგი მიზეზი ხდება აუტიზმისა და მრავალრიცხოვანი ნერვული დეფორმაციის. ამ დაავადებათა მიზეზი ტოქსიკური ადიუვანტები და კონსერვანტებია, რომლებიც ვაქცინების უმრავლესობაშია გამოყენებული. ბევრი ვაქცინა, განსაკუთრებით, კომბინირებული, რომლებიც გაიაფებულია მესამე მსოფლიოში გასაყიდად, შეიცავს .. ტიმეროსალს, ამ უკანასკნელში კი 50 პროცენტამდე კონსერვანტად გამოყენებულია ვერცხლისწყალი.

1999 წლის ივლისში ვაქცინაციის საკითხების ამერიკის ეროვნულმა საინფორმაციო ცენტრმა თავის პრესრელიზში განაცხადა, რომ ვერცხლისწყლის კუმულაციურმა ეფექტმა შეიძლება ტვინის დაზიანება გამოიწვიოს. პედიატრიის ამერიკის აკადემიამ და დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრმა გაავრცელეს რეკომენდაცია ვაქცინიდან ტიმერსოლის ამოღების შესახებ, თანაც _ რაც შეიძლება მალე.

ევგენიკის ახალი ფორმები?

გეიტსის ინტერესი ფერადკანიანი მოსახლეობისა და სხვა უმცირესობათა შემცირების შესახებ, სამწუხაროდ, ახალი არ არის.

ფაშისტებზე უკვე ვთქვით.

1920 წელს როკფელერის ფონდი აფინანსებდა გერმანიაში წარმოებულ ცდებს ევგენიკის დარგში, კერძოდ, კაიზერვილჰელმის სახელობის ინსტიტუტებში ბერლინსა და მიუნჰენში. იგივე გრძელდებოდა მესამე რაიხის პერიოდშიც. სწორედ ჯონ როკფელერ III, რომელიც მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე ევგენიკის მომხრე იყო გადასახდელებისგან გათავისუფლებული თავისი ფონდის სახსრებს მოსახლეობის შემცირების ახალი მალთუსიანური მოძრაობისკენ წარმართავდა ნიუ იორკში განთავსებული თავისი კერძო საბჭოს მეშვეობით. ეს 1950 წლიდან ხდებოდა.

ბილ გეიტსის კარგი მეგობარი დევიდ როკფელერი და მისი როკფელერის ფონდი მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად 1972 წლიდან ჩართული იყო სხვა «ახალი ვაქცინის» გაუმჯობესების დიდ პროექტში. ამ პროექტის შედეგად 1990 წლის დასაწყისიდან შესაძლებელი გახდა საცდელ ზღვის გოჭებად ადამიანების გამოყენება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია კურირებდა ტეტანუსის საწინააღმდეგო მასობრივ კამპანიებს ნიკარაგუასა, მექსიკასა და ფილიპინებზე.

კათოლიკურ ორგანიზაცია Comite Pro de Mexico-ს ეჭვი შეეპარა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროგრამის მოტივებში და გადაწყვიტა, შეემოწმებინა ვაქცინის მრავალი ამპულა. აღმოჩნდა, რომ ვაქცინის შემადგენლობაში შედიოდა ადამიანის ქორიონიტული გონადოპრინი, ანუ ხგჩ. ეს ფრიად საიდუმლო კომპონენტი, რომელიც გათვალისწინებული იყო ჟანგიანი რკინით მიყენებული ჭრილობით ან მიწაში არსებული ზოგიერთი ბაქტერიებით მოწამვლისგან ადამიანის დასაცავად.

ხგჩ ბუნებრივი ჰორმონია, რომელიც ორსულობის მოშლის საწინააღმდეგოდ გამოიყენება. მაგრამ ტეტანუსის გამომწვევის ხგჩსთან შეთავსება იწვევს ანტისხეულაკების შეთავსებას, რაც ნაყოფის დაღუპვის წინაპირობაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს იყო აბორტის ფარული ფორმა. მსგავსი დასკვნები ხგჩ ჰორმონებიანი ვაქცინების შესახებ ფილიპინებიდან და ნიკარაგუადანაც იყო მიღებული.

არანაკლებ საშიშია გენური მოდიფიკაციის «თანმხლები» ქიმიური ჰერბიციდები, როგორიცაა Roundup «Noncanto”, რომელსაც უფრო ფართოდ გამოიყენებენ მსოფლიოში. იგი შეიცავს უაღრესად ტოქსიკურ გლიფოსანტურ ნაერთებს. დამოუკიდებელი მკვლევარების მიერ ჩატარებულმა ტესტირებამ გამოავლინა ტოქსიკური  კონცენტრაციის ისეთი ოდენობა, რომელიც ადამიანისა და ცხოველისთვის უსაფრთხოების დონეს აჭარბებს.

აშშ-ის მთავრობის ერთი ძველი პროექტით გამოიყენეს სიმინდის გენმოდიფიცირებული ჯიში, რომელიც მექსიკასა და სხვა ლათინოამერიკულ ქვეყანაში კვების ძირითადი პროდუქტია. ამ ჯიშის ტესტირება აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და კალიფორნიის ბიოტექნოლოგიური კომპანიის _ «ეპიციტის» დაფინანსებით განხორციელდა, «ეპიციტის» პრეზიდენტმა მიტჩ ჰაინმა წარმატებული მუშაობის ერთ-ერთ შედეგად მიიჩნია, რომ მათ ჰქონდათ სათბური სიმინდის ისეთი ჯიშით, «რომელიც სპერმის საწინააღმდეგო ანტისხეულაკებს წარმოქმნის».

სპერმის საწინააღმდეგო სხეულაკები, რომლებიც ადამიანის სხეულში საკვებთან ერთად მოხვდება, შეიძლება ითქვას, დემოგრაფიული განვითარების წასალეკად მიმართული ცუნამის ტალღაა.

ასეთი სიმინდის საქართველოში გავრცელებას ხომ არ გვაძალებდა სააკაშვილის რეჟიმი? კიდევ კარგი, არც ხალხმა, არც ჩვენმა ბუნებრივმა პირობებმა არ იგუა იგი და ჩაეშალათ ქართველების ამოსაწყვეტად შემუშავებული კაცთმოძულეობის გეგმა.

ჰეინი ამტკიცებდა, ისეთი ღონისძიებებით, როგორებიც ესესაა ვახსენეთ, გადაწყდება მსოფლიოს «ჭარბმოსახლეობის» პრობლემა. ამგვარი სიმინდით ღარიბი ქვეყნების გამოკვების მორალური და ეთიკური ასპექტი ზემოთ დასახელებულ მოღვაწეს არ აღელვებს.

ამორალური სააკაშვილი კი ასეთ დანაშაულს მოსახლეობაზე თავგადადებულ ზრუნვად გვასაღებდა.

მკვლელი «მამა-მარჩენალი».

გენმოდიფიცირებული სიმინდის ღარიბი ქვეყნებისთვის მიწოდება ბილ გეიტსისა და როკფელერის ფონდების დაფინანსებით ხორციელდებოდა. გავრცელებული ცნობის მიხედვით, 2009 წლის 5 მაისს როკფელერის უნივერსიტეტის რექტორის _ სერ პოლ ნურსის სახლში გაიმართა შეხვედრა ამერიკის ზოგიერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის მონაწილეობით. მათ შორის იმყოფებოდა ინვესტორების გურუ უორენ ბაფეტი, რომელმაც 2006 წელს გადაწყვიტა თავისი 30-მილიარდიანი ფონდის  გეიტსის ფონდთან გაერთიანება, მსოფლიოში უდიდესი კერძო ფონდის შესაქმნელად 60 მილიონი დოლარის მოცულობით.

შეხვედრის მასპინძელი ბანკირი დევიდ როკფელერი იყო. ექსკლუზიურ შეთანხმებებს ხელი მოაწერეს გეიტსმა, როკფელერმა და ბაფეტმა. დაირქვეს სახელი «კარგი კლუბი». შეხვედრას ესწრებოდა მედიამეფე ტედ ტერნერი, მილიარდერი, CNN-ის დამფუძნებელი, რომელმაც ჯერ კიდევ 1996 წელს საბუნებისმეტყველო ჟურნალ Audubon განუცხადა, რომ პლანეტის მოსახლეობის 95 პროცენტით შემცირება 225 მილიონამდე «იდეალური» იქნებოდა.

«კარგი კლუბის» პირველ სხდომაზე მიწვეულთა ჩამონათვალი შეიძლება მაინც ჩაითვალოს «მსოფლიო მთავრობის» მიახლოებით ანალოგად. სხდომას ესწრებოდნენ: ელი ბროდი, რომელმაც თავისი მილიარდები უძრავ ქონებაზე გააკეთა, ნიუ იორკის მილიარდერი მერი მაიკლ ბლუმბერგი, მილიარდერი უოლსტრიტიდან და საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხების საბჭოს თავმჯდომარე პიტერ პეტერსონი. ამათ გარდა, ჯულდიან რობერტსონი, რომელმაც მილიარდები ხეჯ-ფონდში დააგროვა, მუშაობდა სოროსთან და უტევდა ტაილანდის, ინდონეზიის, სამხრეთ კორეისა და აზიის ეკონომიკური ვეფხვების ვალუტებს, რამაც საბოლოო ჯამში დააჩქარა აზიის კრიზისი 1997-1998 წლებში. «კარგი კლუბის» პირველ სესიაზე იყვნენ პატი სტოუნსაიფერი, გეიტსების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი და ჯონ მორგრიჯი Cisco Sistems-იდან. ამ ჯგუფში წარმოდგენილია კომბინირებულ სისტემა 125 მილიარდი დოლარის მოცულობით.

გავრცელებული ცნობის თანახმად (რამაც, როგორც ჩანს, ერთ-ერთი მონაწილის მეშვეობით გაჟონა), შეხვედრა ორგანიზებული იყო გლობალური ეკონომიკური ვარდნისა და მრავალრიცხოვანი სამედიცინო და ეკოლოგიური კრიზისების პასუხად. მაგრამ პლუტოკრატების «კარგი კლუბის» საიდუმლო შეხვედრის ცენტრალური თემა იყო პრიორიტეტული საკითხი, რომელიც ბილ გეიტსმა დააყენა, კერძოდ კი, შობადობისა და მოსახლეობის გლობალურ შემცირებაზე მათ მიერვე დაწესებული კონტროლის ეფექტიანობის გაზრდა. მოლაპარაკების მსვლელობისას, როგორც იტყობინებიან, მიაღწიეს კონსესუსს, დაუბრუნდნენ სტრატეგიას, რომლის მიხედვით, მოსახლეობის ზრდის საკითხი გადაწყდება როგორც პოტენციური კატასტროფული ეკოლოგიური, სოციალური და საწარმოო საშიშროება.

გეიტსისა და ბაფეტის, ისევე, როგორც ტერნერის ევგენიკის გლობალური პროგრამა განიხილება, როგორც მოსახლეობის შემცირების დაფინანსების წყარო.

ეს არის მოსახლეობის იძულებითი სტერილიზაცია ვაქცინაციისა და სხვა სამკურნალო საშუალებებით, რომლებიც ქალებს უსპობს მშობიარობის უნარს, უნაყოფოს ხდის მათ. გეიტსის ფონდი, რომელშიც ბაფეტმა თავისი ქონების დიდი ნაწილი ჩადო ორი წლის წინ, მხარს უჭერს აფრიკაში გენმოდიფიცირებული თესლის გაგზავნას კოფი ანანის «მეორე მწვანე რევოლუციის» საფარქვეშ. ამ «რევოლუციას» აფრიკის მოსახლეობა დღემდე დიდ წინააღმდეგობას უწევს. მედექსპერტები აღნიშნავენ, რომ გეიტსის განზრახვა მართლაც რომ იყოს აფრიკელების გაჯანსაღებასა და კეთილდღეობაზე ზრუნვა, მაშინ იმავე ასობით მილიონი დოლარი, რომლის ინვესტირებაც მან განახორციელა შეუმოწმებელი და არასაიმედო ვაქცინების დასამზადებლად, გაცილებით ეფექტიანი შედეგის მომტანი იქნებოდა მინიმალური სანიტარული ღონისძიებების _ წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების შექმნის შემთხვევაში. ეს ღონისძიებები რევოლუციური გადატრიალება იქნებოდა შავი კონტინენტის ჯანმრთელობის დაცვის დარგში.

გეიტსის კომენტარები TED 2010 წლის კონფერენციაზე მთელ მსოფლიოში მოსახლეობის შესამცირებლად საჭირო ახალი ვაქცინების ფლობის შესახებ შემთხვევითი, უნებური წამოცდომა არ არის. ვისაც ამაში ეჭვი შეეპარება, შეუძლია იხილოს 2009 წლის იმავე კონფერენციაზე გეიტსის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია. მაშინ მან თითქმის სიტყვა-სიტყვით გაიმეორა თეზისი პლანეტის მოსახლეობის შემცირების შესახებ.

«კარგი კლუბის» ძლიერი და გავლენიანი წევრებისთვის ადამიანები არიან გარემოს დაბინძურების მხოლოდ ერთერთი ფორმა, ისეთი, როგორც ნახშირწყალბადის გაზის გამონაბოლქვი.

Svobodaslova.in.ua

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here