Home რუბრიკები პოლიტიკა ევროინტეგრაცია რუმინეთისა და ბულგარეთის მაგალითზე

ევროინტეგრაცია რუმინეთისა და ბულგარეთის მაგალითზე

664

რის ასოცირება და პარაფირება, რა ხელის მოწერა და სხვა ამგვარი ფორმალობები _ საქართველო თურმე, კარგა ხანია, ევროკავშირის წევრია _ 2007 წლიდან მაინც, როგორც რუმინეთი. ყველაფერი შედარებითია. კონკრეტული პარამეტრებით. შევადაროთ: რუმინეთი ევროკავშირის ყველაზე ღარიბი ქვეყნების სიაში მეორეა; ბუქარესტის საგარეო ვალი 35,7 მილიარდი ევროა; უმუშევრობამ 2013 წლისთვის 47 პროცენტს მიაღწია; რუმინეთი დღემდე შესული არ არის შენგენის ზონაში. შეადარეთ ეს მონაცემები ჩვენსას და თვალნათელი გახდება, რომ საქართველო არაფრით ჩამორჩება რუმინეთს, რომელიც 2007 წლიდან ევროკავშირის წევრია. რა თქმა უნდა, ჩვენი ეროვნული სპეციფიკით ცოტათი განვსხვავდებით. მაგალითად, საგარეო ვალი ნაკლები გვაქვს, სამაგიეროდ უმუშევართა რაოდენობით ვუსწრებთ.

 

რუმინეთში, როგორც ნატოს წევრ ქვეყანაში, 2014 წელს შეიქმნება აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების გადაზიდვათა სატრანსპორტო ცენტრი, რომელიც ბიშკეკის მანასის ბაზას ჩაანაცვლებს. საქართველოში მსგავს ბაზაზე ლაპარაკი არ არის, ჯერჯერობით მაინც, მაგრამ ვის როდის ჩაუკეტია თბილისის აეროპორტი ავღანეთის კურსით მიმავალი ამერიკის სამხედრო თვითმფრინავებისთვის?! გინდა ბაზა დაარქვი, გინდა შუალედური პუნქტი. სამაგიეროდ ვზრდით და ვამრავლებთ ავღანეთში მებრძოლი ჩვენი სამხედრო კონტიგენტის რაოდენობას.

რუმინელი ობივატელის თვალსაზრისით, ევროინტეგრაციის პროცესი ნირვანაში ჩაძირვის ან მიწიერ სამოთხეში ამაღლების მსგავსი რამ უნდა ყოფილიყო. უკანასკნელი 15 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ლოზუნგი: «ევროინტეგრაცია ყველაფერზე მაღლარეფორმების მთელი ტკივილი, ყველა ეკონომიკური პრობლემა, ყველა გაუმართაობა ითვლებოდა ან ევროპიზაციის მისაღწევად საჭირო მსხვერპლად, ან იმად, რომ ქვეყანამ სათანადო ძალისხმევა არ დახარჯა ევროინტეგრაციისთვის. ევროკავშირში გატარებული ხუთი წლის შემდეგ უკვე შეიძლება დასკვნების გამოტანა ნებისმიერი იდეოლოგიური ასპექტის გვერდის ავლითა და მხოლოდ ეკონომიკაზე კონცენტრირებით.

ვნახოთ, რის ანაბარა დარჩა რუმინელი ხალხი ევროინტეგრაციის შემდეგ (არადა, ეს პროცესი ხომ ჯერ კიდევ გრძელდება! «ევროინტეგრაციას აქვს დასაწყისი, ევროინტეგრაციას არ აქვს დასასრული!»).

2004 წელს ინდოელბრიტანელ მილიარდერს ლაკშმი მიტალს მოუნდა, რუმინეთის უმსხვილესი მეტალურგიული კომბინატი შიდეხ შეეძინა. ყველაზე მოკრძალებული შეფასებებით, ამ «კომუნისტური ეპოქის მასტოდონტის» რეალური ღირებულება იყო დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი. ლაკშმი მიტალმა არ მოინდომა ამხელა ფულის დაბანდება და პრობლემა ძალზე დახვეწილი მეთოდით გადაჭრა.

მისმა კუთვნილმა ერთერთმა კომპანიამ 4 მილიონი ფუნტი სტერლინგი შესწირა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის საარჩევნო ფონდს. ეფექტს დიდხანს არ დაუყოვნებია: ბრიტანეთის მაშინდელი პრემიერმინისტრი ტონი ბლერი დაინტერესდა რუმინეთში პრივატიზაციის საკითხებით და რუმინეთის ხელისუფლებას გაუგზავნა წერილი, რომელშიც აბსოლუტურად ღიად მიანიშნებდა ზემოხსენებული კომბინატის პრივატიზების შესახებ, რაც განსაკუთრებით სასურველი იქნებოდა რუმინეთის ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივის თვალსაზრისით. შედეგად, რუმინეთის უმსხვილესი მეტალურგიული კომბინატი 74 მილიონ დოლარად გაიყიდა.

იმავე 2004 წელს პრივატიზებულ იქნა სახელმწიფო ნავთობკომპანია Petrom. ლოზუნგი იგივე იყო: «ევროკავშირში შესასვლელი ბილეთისთვის უნდა გადავიხადოთ!» «პეტრომი» ავსტრიულმა კომპანია OMV-ამ შეიძინა. საინტერესო ფაქტი: ევროპელი ჩინოვნიკები, რომლებმაც წალეკეს ბუქარესტი, ნერგავენ პრინციპს, რომ ეკონომიკაში სახელმწიფოს ნებისმიერი ჩარევა ანტიევროპული ბოროტებაა, თუმცა საკუთარ თავთან მიმართებაში ამ პრინციპის გამოყენებას არ ჩქარობენ. OMV ფაქტობრივად არის ავსტრიული სახელმწიფო კომპანია, რომელიც რუმინულ ნავთობს «პრივატიზაციის გამჭვირვალე და საბაზრო მექანიზმების» წყალობით დაეპატრონა.

პრობლემა ისაა, რომ ავსტრიელების მიერ გადახდილი ფასი არ ფარავდა სადაზვერვო მონაცემებით დადგენილი ნავთობმარაგის ღირებულების 15%-საც კი, თანაც ტექნიკის, პერსონალისა და სხვა მსგავსი ხარჯების გაუთვალისწინებლად. უფრო მეტიც, ავსტრიელებმა საპრივატიზაციო კონტრაქტში შეიტანეს ფიქსირებული გადასახადი გრუნტით სარგებლობისთვის. თავად ავსტრიელები ირწმუნებიან, რომ ეს გადასახადი საბადოების მიხედვით მერყეობს 3,5%-დან 13%-მდე. ზუსტი ციფრები არავინ იცის, გარდა თავად ავსტრიელებისა და რუმინეთის ხელისუფლებისა: კონტრაქტის ზოგიერთი ნაწილი გასაიდუმლოებულია, ალბათ, იმიტომ, რომ მეტისმეტად არ გაანაწყენონ ელექტორატი.

რუმინული ნავთობის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია ნეოკოლონიალიზმის ნათელი მაგალითია. რუმინული ნავთობის ავსტრიელი მფლობელები ნიადაგით სარგებლობისთვის გადასახადს იხდიან, მაგრამ ეს გადასახადი მრავალჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე მისი შესატყვისი, მაგალითად, ტანზანიაში. პრივატიზაციის მომენტიდან მხოლოდ გრუნტებით სარგებლობისთვის დაბალი გადასახადის გამო ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით რუმინეთის ბიუჯეტმა 15,4 მილიარდი დოლარი დაკარგა, ეს კი ქვეყნის მთელი საერთო შიდა პროდუქტის დაახლოებით 10%-ია. მრავალი რუმინელი სპეციალისტი შურით შეჰყურებს რუსეთს, სადაც ვლადიმერ პუტინმა აღკვეთა ნავთობის ძარცვა და დააწესა გადასახადების ნორმალური დონე, მაშინ, როდესაც რუმინელებს მხოლოდ ისღა დარჩენიათ, შორიდან უყურონ, თუ როგორ მდიდრდებიან ავსტრიელები მათი ნავთობით.

რუმინეთის სახელმწიფო სატელეკომუნიკაციო კომპანია Romtelecomმიჰყიდეს ბერძნულ სახელმწიფო ტელეკომ ოპერატორ OTE- იმ ფასად, რომელმაც კავშირგაბმულობის სადენებში გამავალი სპილენძის ღირებულებაც ვერ დაფარა. ძალზე დაბალ ფასად და კვლავ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის აუცილებელი მსხვერპლის შესახებ ზემოხსენებული ლოზუნგების ფონზე გასხვისებული იქნა თითქმის მთელი საბანკო სექტორი, დარჩენილი მეტალურგია, ქიმიური მრეწველობა, სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწები, გამანაწილებელი ელექტროქსელები და ასე შემდეგ. სახელმწიფოს ხელში დარჩა მხოლოდ რამდენიმე ენერგეტიკული კომპანია, მაგრამ მალე ისინიც პრივატიზებულ იქნება, მანამდე კი სხვადასხვა ევროპულ კომპანიას დაბალ ფასად უზრუნველყოფენ ელექტროენერგიით.

შესაძლოა, ვინმემ იმაზე მიანიშნოს, რომ ევროკავშირი დაეხმარა რუმინეთს კუნძულ ზმეინის შელფთან დაკავშირებული ტერიტორიული დავის მოგებაში. მაგრამ საქმე ისაა, რომ რუმინეთი თითქმის არაფერს მიიღებს იქ აღმოჩენილი რესურსებიდან, რადგან ჯერ კიდევ 90-იან წლებში ხელმოწერილი შეთანხმებით, ამ რესურსებს ავსტრიელები და ამერიკელები მოიპოვებენ.

ევროკავშირისკენ მიმავალი გრძელი და რთული გზის ბოლოს შეიქმნა ასეთი სიტუაცია: თავად რუმინელები მხოლოდ მოიჯარეებად იქცნენ საკუთარ ქვეყანაში, რომელსაც ისინი უკვე აღარ ფლობენ. აღარც ბანკები, არც ნავთობი, არც მიწა მათ აღარ ეკუთვნის. ცხოვრების დონის გაუმჯობესების ილუზია არსებობდა მხოლოდ ევროპული იაფი კრედიტების და უძრავი ქონების სექტორის ბუმის ხარჯზე. სპეკულატიური ბუმი დასრულდა, ვალები დარჩა, ქვეყანა კი უკვე აღარც არსებობს.

უკრაინის ევროინტეგრაციის მომხრეები ქვეყანას ევროკავშირში გაწევრების შემთხვევაში ოქროს მთებს ჰპირდებიან. მაგრამ უკრაინის პრემიერმა აზაროვმა კარგი სურათი და მაგალითი მოგვცა იმისა, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში ეს «ოქროს მთები». მას არ დაუმალია, რომ ასოცირების პარაფირების სანაცვლოდ, ევროპა ერთ მილიარდ დოლარს სთავაზობდა უკრაინას, ისიც ხელფასისა და სხვა სახის სარგოს შემცირების სანაცვლოდ, მაშინ, როდესაც რეალურად ამ პარაფირებით კიევი ათეულობით მილიარდ დოლარს დაკარგავს, ხოლო ევროპის მიერ სამათხოვროდ გამოყოფილი მილიარდი  ევროპისავე ვალების მომსახურებას, ანუ პროცენტის გადახდას არ ეყოფა.

ოქროს მთებს გვპირდებიან საქართველოსაც, თან შენიშვნებსა და რეკომენდაციებს არ იშურებენ. რეკომენდატორთა შორის განსაკუთრებით აქტიურობს ევროკავშირის ელჩი ფილიპ დმიტროვი. ის წარმოშობით ბულგარელია და, თუ გავითვალისწინებთ, რაც ბულგარეთმა მიიღო ევროკავშირში გაწევრებით, არათუ რეკომენდაციებს უნდა გვაძლევდეს, არამედ უნდა მოგვიწოდებდეს, _ დაანებეთ ამ ფარსს თავიო, მაგრამ კაცია და გუნება, შუბლის ძარღვის სიმრთელეს ყველას ვერ მოსთხოვ. ხოლო იმის დასტურად, რომ დმიტროვი ის დიპლომატია, რომელსაც შუბლის ძარღვი გაწყვეტილი აქვს, მოდით, ერთად ვნახოთ, რა ხდება მის მშობლიურ ბულგარეთში, რომელიც მოგეხსენებათ ევროკავშირის წევრიც არის და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსშიც შედის. აი, რას წერს ბულგარეთის საზოგადო მოღვაწე დიმიტრი ზდრავკოვი გაზეთ «სლავიანსკო ედინსტვოში» იმის თაობაზე, თუ რა დღეში ჩავარდა ეს ქვეყანა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის წევრი გახდა.

«თქვენ გსურთ, იცოდეთ, როგორ იცხოვრებთ ევროკავშირის პირობებში? ჩამოდით ბულგარეთში, ოღონდ ნუ ივლით სანაპიროზე რესტორნიდან რესტორანში. ეს ნიღაბია. გაემგზავრეთ რამდენიმე კილომეტრით ქვეყნის სიღრმეში. თქვენ ნახავთ ქარხნების ნანგრევებს, თქვენ ნახავთ სიღატაკეს, რომელიც ირგვლივ სუფევს. თქვენ ნახავთ ევროკავშირის მიერ გასრესილ ეკონომიკას, შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც ამაოდ ცდილობენ სამუშაოს პოვნას».

არ გეცნოთ?

ჰოდა თქვით, ჩემო ბატონო, რით არ ვართ ევროკავშირში? უმუშევრებით, დანგრეულ-გაძარცვული ქარხნებით თუ სააკაშვილის ნაშენები ბათუმის სანაპირო ბულვარით?!

«უმუშევრობა, _ განაგრძობს დიმიტრი ზდრავკოვი, _ ხელისუფლების თავხედური პატაკის მიხედვით, 18 პროცენტის დონეზეა. უსინდისო სიცრუეა! სრული პასუხისმგებლობით გიცხადებთ: ორჯერ მეტია! მინიმუმ ყოველი მეოთხე შრომისუნარიანი ადამიანი ვერ პოულობს სამუშაოს».

მაშ, რით ირჩენენ თავს ბულგარელები? გაედინებიან საზღვარგარეთ.

რით არიან იქ დაკავებულნი?

«შავ მუშებად მუშაობენ, ჭურჭლის მრეცხავებად. გასტარბაიტერები

ნაცნობი სურათია? მაშ, რით არ ვართ ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყანა?

ვყოფილვართ, ძმაო, ჯერ კიდევ «სააკაშვილის ეპოქიდან» დაწყებული!

მაშ, რა პარაფირება და რის ხელმოწერა ვილნიუსის სამიტზე?

ან, თუნდაც, სიტყვის თავისუფლების საკითხი ავიღოთ: ბულგარეთში, ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, ახლა უკვირთ, რომ იქ დასავლური პროპაგანდაა მოდებული: «ყველაფერი, რაც რუსეთთანაა დაკავშირებული, ან მიჩუმათებულია, ან გაბინძურებულიღმერთმა არ ქნას, მაგრამ, თუ წამოგცდებათ სიტყვები _ რუსეთი, პუტინი, შეუკვეთეთ მგლის ბილეთი არსაით. იმავე წუთში მოგაკერებენ ჯაშუშის, ხელისშემწყობის და ყველა მიწიერი ცოდვის ჩამდენის იარლიყს».

ესეც ნაცნობია, მიშას რეჟიმის დროინდელია.

ასეთი პერსპექტივისთვის ღირდა ვითომ ევროკავშირში შესვლა?

კვლავ _ მადლობა ღმერთს, დღეს ვცდილობთ, გამოვიდეთ ამ ფობიიდან, მაგრამ მოგვცემს კი ევროკავშირი ასეთი პერსპექტივის განვითარების საშუალებას?

ბულგარეთის, ევროკავშირის წევრი ამ ქვეყნის მაგალითს თუ გავითვალისწინებთ, არა, არ მოგვცემს.

დიმიტრ ზდრავკოვს, ისევე, როგორც ყველა ჭეშმარიტ ბულგარელ პატრიოტს, აი, კიდევ რა აწუხებს:

«საღამოს შინ ბრუნდები, ჩართავ ტელევიზორს და უცქერ ერთმანეთის მსგავს იდიოტურ შოუებსა და უსასრულო, გამომათაყვანებელ თურქულ სერიალებს _ შესვენებით რეკლამებისთვის. მიდის ლამაზი ცხოვრების რეკლამა, მიდის რეკლამა ევროკავშირის _ ყველა ბედნიერია, ყველას სახეზე მხიარულება აწერია. მთავრდება რეკლამა _ მიმოიხედავ ირგვლივ და ხედავ, რომ არაფერი შეცვლილაბედნიერი ცხოვრება კი სადღაც შორსაა, ვერ მისწვდები».

ესეც ხომ გეცნოთ?

იდიოტური სერიალები, იდიოტური შოუები ევროკავშირის გარეშეც არ გვაკლია. სააკაშვილმა ვირტუალურ ბედნიერებას მიგვაჩვია! ვყოფილვართ ევროკავშირში და საითკენ ვიქაჩებით კიდევ?!

სოფელი? სოფლის მეურნეობა ბულგარეთში სრულიად განადგურებულია. «უნიჭო მთავრობამ დააგროვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტები. ამ უკანასკნელმა კი მოგვთხოვა თავისი ახალი ეკონომიკის უსიტყვოდ დაცვა. კი, უფლება მოგვცეს, მივსდიოთ მეცხოველეობას, მაგრამ დაგვიწესეს თავიანთი მიზერული საშემსყიდველო ფასები, რამაც სრულად გაგვაკოტრა. ქვეყანა მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული».

კი, მაგრამ ეს უბედურება ჩვენ ასოცირების პარაფირების საზეიმო ცერემონიამდეც გვჭირდა, ანუ ვყოფილვართ ამ საოცნებო ევროკავშირში და სხვას რას ვებღაუჭებით?!

ბულგარეთში, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, დემოგრაფიული სიტუაცია კატასტროფულია, განათლების სისტემა მოშლილია.

ლომაია-რანკოვიჩის ხროვამ საქართველოში ზუსტად ასეთი ვითარება დაგვიტოვა.

მაშასადამე, ვყოფილვართ, ჩემო კარგებო, ევროკავშირში და ვირის წიხლისგან კბილებჩამტვრეული მგლისა არ იყოს _ «მამაჩემი ხარაზი იყო, მე ნალბანდობას რა მრჯიდაო?!»

ორიოდ სიტყვა პრესის თავისუფლების შესახებაც. აქვს თითქოს ამის უფლება მედიას, მაგრამ მთავრობის კრიტიკა მხოლოდ «ლაითადაა» ნებადართული, ხოლო შედგების ლოდინი _ ამაო.

ევროკავშირის რაღა ამ ახალ წევრებს მივადექით, აი, სულ ახალი, ცინცხალი მაგალითი სიტყვის თავისუფლების კლონდაიკიდან: 28 ნოემბერს პრესაში გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ამერიკულმა ტელეკომპანია CNN-მა გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის _ ვიტალი ჩურკინის ინტერვიუდან ამოჭრა მთელი პასაჟი, რომელშიც დიპლომატი მოუწოდებდა, ანგარიში გაეწიათ სირიელი ხალხის ნებისთვის, რომლის უმეტესი ნაწილი მხარს უჭერს პრეზიდენტ ბაშარ ასადს. ასევე ამოჭრეს ჩურკინის კომენტარი სირიის ოპოზიციის მიერ წამოყენებული წინაპირობების მიუღებლობის შესახებ ჟენევაში მოლაპარაკების დასაწყებად, რომელიც 22 იანვრისთვისაა დანიშნული და კიდევ _ რამდენიმე შეფასება მხოლოდ იმიტომ, რომ მისი მოსაზრებები სირიის მიმართ აშშ-ის პოლიტიკას არ ეთანხმებოდა.

დაბოლოს, გამწარებული, იმედგაცრუებული, განწირული კაცის კივილივითაა:

«ჩვენ გვსურდა სხვა ცხოვრება, მაგრამ არა ასეთი. მწარედ მოგვატყუეს. შეგვათრიეს ამ ევროკავშირში ისე, რომ ხალხისთვის არაფერი უკითხავთვიმედოვნებდით, რომ ევროკავშირში შესვლით უკეთესად ვიცხოვრებდით. არა!.. ცხოვრება აუტანელი გახდა

აი, ასეთი პერსპექტივა გველოდება.

ამიტომ _ შენ დაუკა! გაშალეთ მკლავები და ჩამოუარეთ… შალახო, კინტოების ცეკვა _ კინტაური, რომელიც ასეთად რჩება სუხიშვილების მიერ მისი გაკეთილშობილების მიუხედავად.

შალახო გვაკლდა სრული ბედნიერებისთვის და ესეც ხონჩით მოგვართვეს ევროპული ვილნიუსის სამიტზე პარაფირების შეთანხმების გაფორმების საზეიმო ცერემონიის დროს. ან, იქნებ, რაღაც ყეენობაზე ვიყავით ჩასული ესტონეთის დედაქალაქში?!

რა იყო ეს _ ჩვენი აზიელობისთვისა და თავიანი ევროპული უპირატესობისთვის ხაზგასმა, თუ ელემენტარული უცოდინარობა? თუ ორივე ერთად?!

და ამათ უნდა გადაგვიწყვიტონ ბედი ქართლისა?!

არმაზ სანებლიძე

 

1 COMMENT

  1. ukacravd kartulad ver vcer, anbani ar makvs telefonze. samcuxaroa rom aseti shinaarsis statiebs mkitxveli ar hyavs, an aravis moscons. da isev da isev virtualur realobashi migvatreven,facebookze dadebuli, sakartvelos nairnairi suratebit, tan dajinebit itxoven gaziarebas, albat mopatijeebi arian visac ar unaxavs matze fikroben. realobas daubrunden da im mta goris ukan macxovrebel xalxze ifikron uketesi ikneba,

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here