Home რუბრიკები პოლიტიკა საუკუნის აფერა «ისტორიულ» სამიტზე

საუკუნის აფერა «ისტორიულ» სამიტზე

732

«პირველად იყო სიმღერა, სიმღერა მრავალხმიანი და  სიმღერისგან შეიქმნა» ზღაპარი საქართველონატოს პლატონურ სიყვარულზე და პლატონური სიყვარული, ხომ იცით, რასაც ნიშნავს ქართულ იუმორისტიკაში? ანუ შენ გიყვარს და უნამუსო პლატონა კი

 

ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის დროს, სულ რაღაც 2-3 საათით პირველად გვესტუმრა ნატოს მაშინდელი  გენ-მდივანი და მას შემდეგ, ვიდრე რასმუსენამდე, ლამის 20 წელიწადია, გვიმღერიან-გვიყვებიან ზღაპარს ნატო-საქართველოს პლატონურ სიყვარულზე, რომ ოღონდ დღეს არა, მაგრამ ხვალ, ხვალ თუ არა, ზეგ და ზეგაც თუ არა, მაზეგ «სტოპრო» მიგვიღებენ ნატოში. მთავარი ხომ ის იყო, რომ ნატოს კარი ღიაა და ამ ღია კარის შემყურეებმა ჯერ «მაპზე უკეთესი» მივიღეთ, შემდეგ «ასპირანტობას» მივაღწიეთ და ვინ იცის, მომავალში იქნებ «პროფესორობასაც» გამოვკრათ ხელი?!

ამ სიყვარულის სანაცვლოდ კი ქართველ საჯიშე ბიჭებს ავღანეთის სასაკლაოზე ერეკებოდნენ და დაიძრა კიდეც ყანდაჰარ-ჰელმანდიდან ქართული კუბოების ქარავანი თბილისისკენ!

 დღეს შინაურ ნატოელებსაც კი აღარ სჯერათ ნატოს ზღაპრისა! თუმცა როდის სჯეროდათ, როო? _ ყოველთვის ძალიან კარგად იცოდნენ და მითუმეტეს აგვისტოს ომის შემდეგ, რომ საქართველოსთვის ნატო ქიმერა, საუკუნის აფიერაა. უბრალოდ მიხვდნენ, რომ, მიუხედავად იმისა, საქართველოს მოსახლეობის 80% «უჭერს მხარს» ევროატლანტიკურ არჩევანს, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება იფეთქოს ამ 80%-მა და ნატოს ხსენებაზე თავპირი დაანგრიოს ქართველ ნატოელებს, რადგან ქართული საზოგადოება იმასაც მიხვდა, რომ არანაირი 80%, მითუმეტეს აგვისტოს ომში «გამარჯვების» შემდეგ, ბუნებაში არ შეიძლება არსებობდეს და ეს ზღაპარი მხოლოდ «ნაცებ-ქოცების» 2-3-პროცენტიანი რეიტინგის მქონე ელიტის ხელისუფლებაში დარჩენისთვის არის მოგონილი!

ამიტომ გახდა საჭირო რაიმე ახალი მითის შექმნა და აკი შექმნეს კიდეც «ნაცებ-ქოცების» მფარველებმა დასავლეთში, რაც სხვა არაფერია საქართველისთვის თუ არა კიდევ ერთხელ «მაპზე უკეთესი»…

ფინანსების, მუშახელის თავისუფალი მიმოქცევა, გადაადგილება, თავისუფალი ვაჭრობა და სავიზო რეჟიმის ნელნელა ლიბერალიზაციით ეტაპობრივი სვლა უვიზო რეჟიმისკენ ევროკავშირის ტერიტორიაზე _ აი, ის სიკეთეები, რომელთაც გვიქადის პარაფირების შემდეგ ხელმოწერა ერთი წლის მერე. კი, ბატონო, მაგრამ იმ 1000-გვერდიან დოკუმენტში, რომელზეც ხელისმოწერამ საქართველოს საგარეო მინისტრი სიხარულისგან აატირა, მხოლოდ ეს «ორი სიტყვა» წერია? მაშ, რატომ არავინ არაფერს გვეუბნება დოკუმენტის სრულ შინაარსზე?

ის 350 კანონი, რომელიც ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისობაში უნდა მოვიყვანოთ ვილნიუსში პარაფირებიდან უკვე დოკუმენტის ხელმოწერამდე, ანუ იმ სიკეთეების სანაცვლოდ, რომელსაც ეტაპობრივად გვპირდებიან, მყისიერად ხომ არ ითხოვენ ჩვენგან ისეთი «უმნიშვნელო» ვალდებულებების საკანონმდებლო გარანტიებს, როგორიც ათასობით ე. წ. თურქი მესხის ჩამოთესლებაა საქართველოში ან ლგბტ-პედერასტების უფლებების უმკაცრეს დაცვას ხომ არ გვთხოვენ ერთსქესიანი ქორწინებების დაკანონების ჩათვლით?

ანდა ვილნიუსის სამიტის დღეს შემთხვევით დაემთხვა სოფელ ჭელაში მინარეთის აღდგენა და ქრისტიანული საშობაო მარხვის დაწყების პირველ დღეს მინარეთიდან მოლა-მუეძინის ყივილი? ხომ არ იყო ეს წინასწარ განზრახული მკრეხელობა _ რესპუბლიკელების (რესპუბლიკელი საკრებულოს თავმჯდომარის ძალისხმევით მიიღეს მინარეთის ხელმეორედ მონტაჟის გადაწყვეტილება) გზავნილი ამერიკაში _ ხელი არ ჩაიქნიოთ ჩვენზე, ცოტაც გვაცალეთ და იავარვყოფთ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას, როგორც მტერს, ყოველი ლიბერასტულისასო! იქნებ შალახოს რიტმები იყო შემთხვევით აჟღერებული «ისტორიულ სამიტზე»?

 ჩვენი ბრალი არ არის _ რა მუსიკას დაუკრავდნენ, მასპინძელორგანიზატორი ქვეყნის კომპეტენცია იყო «შალახოკინტოურის» ჰანგებიო, თავი იმართლა ამ მართლა კინტომ _ კოკა ყანდიაშვილმა, რომელიც თურმე საქართველოს მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის შეფიც ყოფილა

ჰოდა, მით უარესი ჩვენი «მეგობარი» ლიტვისთვის _ თქვე კაი ხალხო, თვით ამერიკელებმაც კი, რომლებიც დღეს მსოფლიო ლგბტ-პედერასტების უპირველესი მფარველები არიან, გასული საუკუნის 70-იანებში კოსმოსში გენიალური ქართული «ჩაკრულო» გაუშვეს და თქვენ, ლიტველებს, რა გეტაკათ, რომ მოცემულ კონტექსტში რაღაც უსიამო ასოციაციების გამომწვევი «კინტოურის» მეტი ჩვენთვის ვერაფერი გაიმეტეთ?

არ ვიცი, არ ვიცი, მაგრამ ის კი მჯერა, რომ ამდენი შემთხვევითი დამთხვევის მხოლოდ დამთხვეულმა შეიძლება დაიჯეროს…

უკრაინამ ევროკავშირის «შნირობაზე» თქვა უარი _ აი, მოკლედ ის, თუ რა და რის გამო ხდება კიევის მაიდანზე. უფრო ვრცლად კი, ნატოსი არ იყოს, რომლის ყველა წევრი ალიანსში თანაბარუფლებიანი ვერ იქნება, სწორედაც არათანაბარი «წონისა» გამო (ანუ, ვთქვათ,  ხვალ რუსეთი «გაგიჟდა» და ბალტიის რომელიმე ქვეყანაში ტანკები შეიყვანა, მხოლოდ გიჟს თუ ჰგონია, რომ ავტომატურად ამოქმედდება ნატოს წესდების ის პარაგრაფი, რომელიც ღაღადებს, რომ ალიანსის რომელიმე წევრზე თავდასხმა მთელს ნატოზე თავდასხმას ნიშნავს და ნატოს «შნირი» ქვეყნის გამო მესამე მსოფლიო ომი დაიწყება), ევროკავშირშიც არიან განსაკუთრებითი უფლებების მქონე ჰეგემონი ეკონომიკური მონსტერბი: საფრანგეთ-გერმანია-ბრიტანეთი, შედარებით დაბალი რანგის იტალია, ესპანეთი, ჰოლანდია, ბელგია, მოკლედ ე.წ. ბებერი ევროპა და დანარჩენ, ყოფილ საბჭოთა ბლოკის ქვეყნებზე (ჩეხეთ-სლოვაკთზე, ბულგარეთ-რუმინეთზე, უნგრეთზე, ბალკანეთის თუ ბალტიის ქვეყნებზე) მხოლოდ მესამე რიგში თუ შეიძლება საუბარი. 

ე. წ. აღმოსავლეთი პარტნიორობის ქვეყნებს, რომელთა შორის უკრაინასთან ერთად საქართველო, მოლდოვა, აზერბაიჯანი და სომხეთი  განიხილებოდა, ნატოსი არ იყოს, მხოლოდ როდინობის კვირის შვიდშაბათს თუ «ეჯღანებათ» ევროკავშირის წევრობა!

«შნირი» ციხის ჟარგონზე დამლაგებელს, «პარტნოის», «პარაშის» გამტანს, პარიკმახერს, მრეცხავს, ერთი სიტყვით, «ბიტავოი აბსლუგას», მოსამსახურეს ნიშნავს და აღმოსავლეთ პარტნიორობის მაქსიმუმი სწორედ მდიდარი ევროპელებისთვის ხელის ბიჭობას, უკანალის წმენდას გულისხმობს ჩვენისთანა ქვეყნების მცხოვრებთათვის, რაზეც უარს, სხვათა შორის, არც ასოცირების პარაფირებამდე გვეუბნებოდნენ.

ამ ყველაფერთან ერთად, უკრაინის «რადამ» და პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა მისხალ-მისხალ აწონეს უკვე ასოცირებული წევრობის პლუს-მინუსები და დაინახეს, რომ ხორბლის გარდა (რომელიც ისედაც გააქვთ ევროპაში) კონკურენტუნარიანი საქონელი თითქმის არ აქვთ და ის თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივა ევროკავშირთან მხოლოდ ცალკარში თამაში იქნებოდა, ანუ ევროკავშირიდან უკრაინაში შემოვიდოდა მაღალი სტანდარტების და ასეთივე ფასების დაუბეგრავი საქონელი, რაც ადგილობრივი წარმოების თითქმის სრულ სიკვდილს ნიშნავს და ამის საპასუხოდ რუსეთთან შეღავათიანი პირობებით ვაჭრობის გაუქმება, ენერგომატარებლებზე ევროპული ფასის გადახდა იმავე რუსეთისთვის, უკრაინის სახელმწიფოს სრულ კოლაფსს ნიშნავს. ამიტომაც პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა ევროკავშირის «შნირობას» რუსეთთან თანაბარუფლებიანი პარტნიორობა არჩია!..

ეკონომიკაში დიდი ყარამანი არ ვარ, მაგრამ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების ანალიზისას მეც კი დავრწმუნდი, რომ რუსეთის «ზეწოლა» უკრაინაზე სხვა არაფერია, თუ არა იმავე რუსეთის ზრუნვა საკუთარი ეკონომიკური ინტერესებისთვის. რამე თუ უკრაინის მიერ ევროკავშირთან  ასოცირებული წევრობის რატიფიკაციის და ამავე დროს რუსეთის მიერ უკრაინასთან სავაჭრო შეღავათების სტატუსკვოს შენარჩუნების შემთხვევაში, ევროპა-უკრაინა-რუსეთის კორიდორის «სკვაზნიაკი», ამ უკანასკნელის ეკონომიკის სიკვდილს ვერა, მაგრამ მნიშვნელოვან ზარალს ნიშნავს. ამიტომ განაცხადა პუტინმა ვილნიუსის სამიტამდე ორიოდე დღით ადრე რომში ვიზიტისას _ რა, ჩემს ევროპელ მეგობრებს რომ თავი მოვაწონო, საკუთარი ქვეყნის ეკონომიკა უნდა ვაზარალო? და იქით დაადანაშაულა ევროკავშირი უკრაინაზე ზეწოლა-შანტაჟში…

ამავე დროს ვიქტორ იანუკოვიჩმა ისიც აღიარა, რომ ევროკავშირმა დიდიხნის წინ შეპირებული 640 მილიონი ევრო (რაც ზღვაში წვეთია, რადგან უკრაინის ეკონომიკის ევროსტანდარტებამდე მოდიფიკაციას თითქმის ამდენივე, ოღონდ მილიარდი სჭირდება, მაგრამ მაინც) არა და არ მომცა და ახლა, სამიტის წინ მსოფლიო სავალუტო ფონდთან გადამამისამართა და ამ უკანასკნელმა თანხის სანაცვლოდ ხელფასი-პენსიების გაყინვა და შიდა ბაზარზე მოსახლეობისთვის გაზის ტარიფის გაზრდა მომთხოვა, რასაც არასდროს გავუკეთებ საკუთარ ხალხსო!!!

სავალუტო ფონდის მოთხოვნები რომ შეესრულებინა უკრაინის პრეზიდენტს, დასავლეთისგან ორგანიზებულ-დაფინანსებულ  მიტინგებზე დღეს მდგომი გაბრიყვებული ხალხი, რომელთაც ჰგონიათ, რომ იანუკოვიჩმა ქაღალდის ნაგლეჯზე ხელის არმოწერით უკრაინელებს ევროპელობა და, შესაბამისად, კეთილდღეობა წაართვა, «გაევროპელების» შემთხვევაში უეჭველი ეკონომიკური გაჭირვების გამო, იგივე ხალხი ცოტა ხანში ისევ იანუკოვიჩს მოსთხოვდა პასუხს, რაც დასავლეთის ოცნებაა, რადგან იანუკოვიჩის გაპრეზიდენტებამ ჩაშალა უკრაინაში ნარინჯისფერი პროექტი მსოფლიო ნეოლიბერალებისა!

იმას, რომ დასავლეთი უკრაინაში დაწყებული არეულობების პასიური დამკვირვებელი კი არა, დაინტერესებული მხარეა, ისიც მოწმობს, რომ ევროპის მაღალჩინოსნები (კრეტინი ლეხ კაჩინსკი, ლატვიის პარლამენტის სპიკერი და სხვები) კიევის მიტინგებზე გამოჩნდნენ და პირდაპირ აგულიანებენ, აქეზებენ უკრაინელებს!

ამასობაში პრეზიდენტი პუტინი 2 დეკემბერს ერევანში ჩავიდა და დაუფარავად, ყოველგვარი დიპლომატიური მიეთმოეთის გარეშე განაცხადა, პრაქტიკულად, უკვე საბაჟო კავშირის წევრ სომხეთის პრეზიდენტთან საუბრისას, რომ რუსეთი ამიერკავკასიიდან არსად მიდის, უფრო მეტიც: საკუთარი პოზიციების განმტკიცებას აპირებს!

«მოგვარებულია» ბაქო, ერევანი და ვინ რჩება მესამე «მოსაგვარებელი» ამიერკავკასიაში? საქართველო! ჰოდა, მარტო საქართველო შეძლებს რუსეთის გეგმების, ამბიციების მოთოკვას სამხრეთ კავკასიაში? ან წარმოვიდგინოთ წარმოუდგენელი და დავუშვათ, რომ შეძლოს კიდეც _ რისთვის, რატომ, ევროკავშირის, ნატოს, გნებავთ, ამერიკის ან კიდევ უარესი, სამივეს ერთად «შნირობისთვის»?

რა ვიცი, ჩემი მოკლე ჭკუით, «შნირობას» ისევ ჯერ საბაჟო და შემდეგ ევრაზიული კავშირის თანაბარუფლებიანი, პარტნიორული წევრობა სჯობია, თანაც ოდესმე იქნებ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იმედით…

შენ რას იტყვი, მკითხველო?

დავით მხეიძე

 

1 COMMENT

  1. დიდი პატივისცემით! კარგი და გააზრებული სტატიაა, მოდით ერთხელ და სამუდამოდ მოვრჩეთ ნაცარქექიობას,ვითომ ჩვენ რაღაცა შეგვიძლია ვავნოთ რუსეთს ამერიკის და ევროკავშირის სასარგებლოდ,სასაცილო სიტუაციაა სატირალი რომ არ იყოს!ამერიკა, ევროკავშირი და რუსეთი მშვენივრად თანამშრომლობენ ერთმანეთში!მაგალითი:ეხლა აშშ ფბი ოპერ–მუშაკები მოსკოვში და სოჭში არიან,ასე რომ პუტინმა,თავის ინტერვიუში სოფო შევარდნაძესთან მიგვახვედრა ჯერ კიდევ არის შანსი ქვეყნის გამთლიანების, მაგრამ საქმეც მაგაშია ამ მთავრობას შესწევს ის გონიერება და შორს განჭვრეტა? რაც ამ უდიდესი პრობლემის მოგვარებას სჭირდება.მე მინდა ღარიბაშვილის მთავრობამ შეძლოს და გააკეთოს ის რაც ქვეყნის ინტერესებს ესაჭიროება და არა აშშ, ევროპას და სომხეთ–ისრაელს!მაგრამ ამ მთავრობამ არც ერთი რუსეთში მოღვაწე ქართველი მთავრობის შემადგენლობაში არ შეუშვა, არავინ არ მიუწვევიათ, განა არ არიან რუსეთში ქართველები დიდი განათლებით და გამოცდილებით? მარა ეს ხდება აშშ ხელით,არ მეხდეს არაფრის დიდებით საქართველო–რუსეთის დაახლოება.მაშინ რითი იქნებიან დაკავებული და როგორ იშოვიან დიდ გრანტებს ბოკერიები, და მისნაირები!მათთვის მთავარი პროცესია და არა შედეგი, იციან რომ შედეგი არ იქნება არანაირი, მაგრამ ამ პროცესში აქვთ თანამდებობები,მანქანები,ფულადი გასამრჯელო და ასე შემდეგ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here