Home რუბრიკები საზოგადოება ღია წერილი ლორან ლუის– ამბოხი ადამიანთა გამოთაყვანების წინააღმდეგ (ვიდეო)

ღია წერილი ლორან ლუის– ამბოხი ადამიანთა გამოთაყვანების წინააღმდეგ (ვიდეო)

1002

ღია წერილიმიმართვა ბელგიის პარლამენტის წევრს, ბატონ ლორან ლუის, მისი გახმაურებული გამოსვლის გამო ბელგიის პარლამენტში. 

ძვირფასო ბატონო ლორან ლუი!

 

თქვენი სენსაციური გამოსვლა ბელგიის პარლამენტში ქართულ მედიაშიც გახმაურდა.

თქვენ ბრძანეთ, რომ დასავლეთის ქვეყნებში მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით მიმდინარეობს მოსახლეობის გამოთაყვანება და რომ დასავლეთის ქვეყნების მთავრობები საკუთარ მოსახლეობას იდიოტად თვლიან. ზუსტად ასეა ჩვენთანაც, საქართველოში, აღმოსავლეთისა და დასავლეთის შუალედში.

თქვენ უარი თქვით და არ შეუერთდით თქვენივე ქვეყნის _ ბელგიის პარლამენტის რეზოლუციას, რომლითაც ბელგია ვალდებულებას იღებს, დაეხმაროს საფრანგეთს, რათა მან აფრიკის ერთ-ერთი პატარა ქვეყნის, მალის, ტერიტორიაზე ნეოკოლონიური ოპერაცია წარმატებით ჩაატაროს.

თქვენ ბრძანეთ, რომ ადამიანის უფლებათა და ღირსებათა დაცვის იდეა დღეს გამოყენებულია სამხედრო ოპერაციებისთვის და გამოყენებულია პლანეტის იმ ქვეყნებში, რომლებშიც ნეოკოლონისტ დამპყრობლებს ბუნებრივი რესურსების ხელში ჩაგდება სურთ. თქვენ ბრძანეთ, რომ ეს ხდება მალიშიც! ფაქტობრივად, თქვენ ფარდა ახადეთ ბელგიის მიპატიჟებას მალის ბუნებრივი რესურსების ძარცვაში და პირდაპირ განაცხადეთ, რომ ომის მიზანია ჩინეთის გამოძევება აფრიკიდან ამერიკისა და საფრანგეთის ერთობლივი სამხედრო ძალებით და მალის გაძარცვა ამერიკისა და საფრანგეთის მიერ! რომ მალიში ადამიანის უფლებები ირღვევა, რომ მალი ოქროს მსხვილი მწარმოებელია! გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ ისიც აღმოჩნდა, რომ მალიში ურანის მოპოვებას უაღრესად ხელსაყრელი უპირატესობა აქვს და იაფია!

ბატონო ლორან ლუი! თქვენი პროტესტით ბელგიის პარლამენტის რეზოლუციის მიმართ თქვენ წინ აღუდექით თქვენი ქვეყნის _ ბელგიის სახელმწიფოებრივ სიცრუეს, რომელსაც ბელგიის პარლამენტმა მხარი უნდა დაუჭიროს თქვენი ქვეყნის მოსახლეობის სახელით, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ წინ აღუდექით თქვენი მოსახლეობის გამოთაყვანებას თქვენივე ქვეყნის ხელისუფლების მიერ! ამავე დროს თქვენ წინ აღუდექით ადამიანის უფლებებით შეფუთულ მეკობრეობას, გამეფებულს მთელს დღევანდელ მსოფლიო პოლიტიკაში. თქვენ დღეს ბრძანდებით მაგალითი მსოფლიოს ყველა პარლამენტარისთვის! თქვენ დღეს ბრძანდებით მსოფლიოს სამაგალითოდ ღირსეული მოქალაქე! უფრო მეტიც: თქვენი ამბოხით თქვენ დაადასტურეთ, რომ ღმერთს არ მიუტოვებია კაცობრიობა პოლიტიკური ყაჩაღების ანაბარა, და დღეს თუ არა ხვალ, პატიოსნება და ადამიანისადმი ნამდვილი პატივისცემა გათოკავს ყაჩაღობას.

თქვენ ბრძანებთ, რომ «დასავლეთის ქვეყნები ყველა საშუალებას მიმართავენ, რათა თავიანთი სამხედრო ბაზებით დაფარონ ახალი დაპყრობილი ქვეყნები, ამასთანავე დაპყრობილი ქვეყნების ყველა ეკონომიკური შეკვეთა გადაეცემა დასავლეთის კომპანიებს. ყველაფერი სტრატეგიულადაა მოფიქრებულჩაფიქრებული

ერაყში ჩვენმა ამერიკელმა მოკავშირეებმა ხელში ჩაიგდეს ნავთობი, ავღანეთში საუბარია ნარკოტიკებსა და ოპიუმზე, ანუ ფულის სწრაფად გასაკეთებელ საშუალებებზე»…

თქვენ მართალი ბრძანდებით. ჩვენ, ხუთმილიონიანი პატარა ქვეყანა, საქართველო, ამერიკისა და ევროპის ახლად დაპყრობილ ქვეყნებს ვეკუთვნით. თქვენ ზუსტად გაუსვით ხაზი იმ ჩანაფიქრსაც, რომლითაც «დაპყრობილი ქვეყნების ყველა ეკონომიკური დაკვეთა გადაეცემა დასავლეთის კომპანიებს», იმისათვის, რომ ადგილობრივი ეკონომიკა სტაბილურად დარჩეს ჩაძირულ მდგომარეობაში. ჩვენ, ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთერთი უმდიდრესი რესპუბლიკის მცხოვრებნი, გვაქციეს გაღატაკებულ, ეკონომიკაჩამპალ ხალხად, რომელსაც საარსებო მინიმუმის მოთხოვნაში უნდა ამოჰხადონ სული. ეს ოფიციალური სტატისტიკაა.

სიცოცხლის უფლება ჩამორთმეულ ქვეყანას, მის ადამიანის უფლებებსა და ღირსებებს, მის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ორ მილიონამდე ადამიანი გაექცა თავისი მიწა-წყლიდან სიცოცხლის გადასარჩენად და ლუკმაპურის საშოვნელად. ჩვენ, ღვთითმომადლებული მიწათმოქმედების ქვეყანა, გვაქციეს ჯერ ნავთობით ევროპის მოსამარაგებელი ბაქოჯეიჰანის ნავთობსადენების გასაყვან ტერიტორიად, ხოლო შემდეგ _ ნატოს იარაღის საწყობად. მართალია, ოცი წელიწადია, ჩვენთან მიწათმოქმედება მიზანმიმართულად სახელმწიფოს მიერ ნადგურდება, მაგრამ სამაგიეროდ სამხედრო ინდუსტრია ყვავის, ხოლო ქართველი ჯარისკაცები დამშეული ოჯახებიდან «სამშობლოს დასაცავად» ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მომნიჭებელ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოს ეხმარებიან ერაყსა და ავღანეთში! ხომ ხედავთ, როგორი კეთილშობილი ხელისუფლება გვყავს?! იმისათვის, რომ ერაყსა და ავღანეთში და, ალბათ, ასევე სირიაში, ალჟირსა და ირანში ადამიანის უფლებები იყოს დაცული, საქართველოში ვაშენებთ სამხედრო ქალაქებს, სამხედრო აეროდრომებს, ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიებს ბაქტერიოლოგიური იარაღის დასამზადებლად და ღმერთმა იცის, კიდევ რას. ეს უძველესი ქრისტიანული ქვეყანა, განთქმული თავისი კაცთმოყვარეობით, გვაქციეს «სიკვდილის ფაბრიკების» ქვეყნად… ჩვენ არ ვიცით, ვინ აშენებს მათ. როგორც თქვენ სამართლიანად ბრძანეთ, «დაპყრობილი ქვეყნების ყველა ეკონომიკური დაკვეთა გადაეცემა დასავლეთის კომპანიებს»… ცნობილია, რომ 2003 წლის .. ვარდების რევოლუციის საზღაურად, მთელი ამ ბედნიერების მონიჭებისთვის, რევოლუციების სპეციალისტად თვითწოდებულმა მსოფლიო ქველმოქმედმა, ნმა ჯორჯ სოროსმა საქართველოს ხელისუფლებისგან, პირველ რიგში, ოქროს საბადოები მოითხოვა, ხოლო მეორე რიგში _ საქართველოს შავიზღვისპირეთი. ჩვენმა პარტნიორმა და მეგობარმა ქვეყნებმა ახლა ურანსაც მიაგნეს საქართველოში და მისი ათვისებაც წარმატებით შედგება.

 თქვენ ბრძანებთ, რომ «ტუნისი, ლიბია, ეგვიპტე, მალე კი სირიაა დასავლეთის სამიზნე, რათა ჩამოაგდოს ზომიერი ხელისუფლება და შეცვალოს ისლამისტებით. შემდეგ კი ისლამისტური რეჟიმები სწრაფად გახდებიან ყველასთვის პრობლემა და «საპატიო საბაბით», რომელსაც «ტერორიზმთან ბრძოლა» და «ისრაელის დაცვა» ჰქვია, დავესხმით მათ თავს… ნუთუ ჩვენ ჩავიდინეთ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი იმისთვის, რომ შემდეგ გაგვემართლებინა ჩვენი საომარი შეჭრები, უკანონო წამებები, დაპატიმრებები და უდანაშაულო მოსახლეობის მასობრივი ჟლეტა?!»

ბატონო ლორან ლუი! თქვენ დასვით მსოფლიო საზოგადოებრიობისთვის თავზარდამცემი კითხვა: ნუთუ ამერიკამ თავად მოუწყო თავისთავს 11 სექტემბრის ტერაქტი?, რომელიც, მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, სრულიად ლოგიკურია. ადამიანის წარმოსახვა უძლურია და ვეღარ აცნობიერებს ამხელა ცბიერებას პოლიტიკისას. კაცობრიობის წინაშე დგას გადაუდებელი ამოცანა: გამოიყვანოს მსოფლიო ამ სატანური ხარხარის განზომილებიდან, ამხილოს და აკრძალოს სპეკულაცია ჰუმანისტური იდეებით და გადაიყვანოს მსოფლიო ნორმალურ ადამიანურ აზროვნებაზე. მაგრამ ვინ უნდა გააკეთოს ეს? სად არის შესაძლებელი ინტეგრაცია კაცობრიობის მორალური ენერგიის? გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მივიდა იქამდე, რომ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს უნიკალურ შანსს აძლევს, უშუალო მონაწილეობა მიიღოს გლობალური განვითარების ახალი წესრიგის შემუშავებაში. მაგრამ ერთი რამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს გაერომ, რომ ის ადამიანები, რომლებიც გამოთაყვანებას არ ექვემდებარებიან, საკუთარ ქვეყნებში, განსაკუთრებით პატარა და უჩინარ ქვეყნებში, ის ადამიანები, რომელთაც ძალი შესწევთ, ახალი წესრიგის შემუშავებაში თავიანთი წვლილი შეიტანონ, მონიტორინგზე არიან აყვანილნი და სრულიად დაუცველნი ფარული პოლიტიკური თავდასხმებისგან. ეს თავდასხმები, პროვოკაციები თუ შანტაჟები ხშირად ფიზიკურ მკვლელობაზე უარესია…

ძვირფასო ბატონო ლორან ლუი! გმადლობთ თქვენი გაბედულებისა და ახალი, მართალი მსოფლიოს მხარდაჭერისთვის!

დენიზა სუმბაძე,

ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმასწავლებელთა საზოგადოებრივი გაერთიანების _ «თბილისის უნივერსიტეტის ასამბლეის» პრეზიდენტი

 

1 COMMENT

  1. პირველ რიგში ბოდიშს ვუხდი ყველა პროფესორ მასწავლებელს,მერე ყველა მკითხველს,იმაზე რომ ბოლომდე ტექსტი არ წავიკითხე,აქ თვალნათლივ ჩანს კომუნისტური წყობის პროფესურის გავლენა,სადაც სოციალიზმი უმაღლეს წერტილად მიაჩნიათ.ხოლო დასავლური ღირებულებები ნოლად.ბევრჯერ მითქვამს და ერთს გავიმეორებ,ნოემ 40 წელიწადი ზუსტად ამიატვის ატარა ერი უდაბნოში რომ,მონობაში გაზრდილი ყველა ადამიანი უფალთან წასულიყო/////მცხვენია ჩვენი პროფესურა დასავლეტს რომ აკრიტიკებს და ღიად თუ შეფარვით (ერთ მორწმუნე ერს უჭერს მხარს)

  2. მეც გიერთდებით, ქალბატონო დენიზა. დროა ადამიანებმა (თუ ასეთები კიდევ შემოვრჩით ამ ბიორობოტებს შორის) ხმა ავიმაღლოთ და ვუთხრათ არა მათ, ვინც ცდილობს ჩვენს გამოთაყვანებას და შავ მონებად გადაქცევას.

  3. ჭეშმარიტად პატრიოტული და პროფესიულ დონეზე დაწერილი ძლიერი მამხილებელი წერილია! ბრავო!!!

  4. "…… ჩვენ, ხუთმილიონიანი პატარა ქვეყანა, საქართველო, ამერიკისა და ევროპის ახლად დაპყრობილ ქვეყნებს ვეკუთვნით."
    ღიმილის მომგვრელი ჭეშმარიტებაა, რომელიც დასავლეთისგან გამოკვებილ მეწვრილმანეთ, დიდ თაღლითებსა, ან გულუბრყვილო ბრიყვებს არ სჯერავთ.
    ნაციონალები,თავისუფალი დემოკრატები და რესპები სწორედ რომ ამ ქვეყნების მიერ დაშტამპული ჭანჭიკები არიან საქართველოში. ვერ გაექცევიან ერთმანეთს, რადგან მათ საყელურებზე მიბმული თოკები ერთ ხელს უჭირავს. ისინი ჩვენი ქვეყნისა და ერის დამოუკიდებლობის, თვითმყოფადობის, რწმენისა და კულტურის ძალაუნებური მტრები არიან.

  5. ქალბატონო დენიზა, მხოლოდ ის ხალხი არ დაგეთანხმებათ რომელთა გამოთაყვანება უკვე წარმატებით დამთავრდა და გამომთაყვანებლები რომლებიც ამ საქმით თავის მდგომარეობას იუმჯობესებენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here