Home რუბრიკები საზოგადოება 29 სექტემბერს 3 სთ-ზე იუსტიციის სახლთან აქცია გაიმართება

29 სექტემბერს 3 სთ-ზე იუსტიციის სახლთან აქცია გაიმართება

626

«აიდიბარათები ჩამორჩენილი ქვეყნებისთვის არის გათვალისწინებული, თორემ წარმატებულ ქვეყნებს ჩვენ ვერ დავასწრებდით ამ ბარათების შემოღებას,» – განაცხადა,  «საქართველო და მსოფლიოსთან» საუბარში «მართლმადიდებელთა კრებულის» ხელმძღვანელმა ზაზა ნანობაშვილმა.

 

_ პირველ რიგში მინდა ვაუწყო საზოგადოებას, რომ 29 სექტემბერს 15:00 სთ-ზე თბილისის იუსტიციის სახლთან (მისამართი: სანაპიროს #2) მობრძანდით ყველა – ვინც მომხრე ხართ ალტერნატიული საბუთების, მიუხედავად იმისა, ID ბარათი აღებული გაქვთ თუ არა; ვინც ვერ იღებთ მონაწილეობას და პროტესტს უცხადებთ არჩევნებს; ვისაც ჯერ გაქვთ ძველი პირადობები, მაგრამ ხვალ იგივე ხვედრის გაზიარება გელით, სანამ კიდევ დროა შემოუერთდით ყველა – ეს სასიცოცხლო და სააღმსარებლო მნიშვნელობის ბრძოლაა! 

იცით, საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭო წლების მანძილზე იკვლევდა ელექტრონული მმართველობის საკითხს და შემდეგი შეფასება მისცა: უნიათო, ადამიანის ტოტალური კონტროლის საშუალებაა. დღეს, ევროპის დიდ ქვეყნებში _ საფრანგეთში, იტალიასა და დიდ ბრიტანეთში ჩვეულებრივ უჩიპო პირადობის მოწმობებს ხმარობენ, რადგან ეს პროგრესულ ტექნიკად არ ითვლება, პირიქით, ეს არის რეგრესული ტექნიკა. და ამის გასავრცელებლად აგროვებენ ჩამორჩენილ ქვეყნებს. დიახ, ჩამორჩენილი ქვეყნების ხარჯზე ხდება ამ აიდიბარათების გავრცელება, მის ალტერნატივასთან ერთად და ერთადერთი ქვეყნაა საქართველო, სადაც ალტერნატივასაც კი არ უშვებენ, მეტიც, კატეგორიულ უარს ამბობენ. სააკაშვილის მმართველობის დროს სახელმწიფოს ეკონომიკაზე, ადამიანის უფლებებზე, ქვეყნის გადარჩენასა და სამშობლოს გაერთიანებაზე არ უზრუნია, მხოლოდ ამ სისულელეებზე ზრუნავდა, იმაზე თუ როგორ დაჯახებოდა მართლმადიდებლობას, როგორ გადაეთელა სიწმინდეები და როგორ არ დაეჯერებინა პატრიარქისთვის.

_ სააკაშვილს რა მიზნებიც ჰქონდა ყველამ კარგად იცის, მაგრამ «ქართულ ოცნებაზე» რას იტყვით, იუსტიციის მინისტრი რატომ არ ითვალისწინებს თქვენს მოთხოვნას, რა არის მისი მოტივაცია?

_ ჩვენ, ქრისტიანებს, არ გვაქვს უფლება, ლაპარაკით დავუჯეროთ ადამიანებს. ამას სახარება გვასწავლის პირდაპირ _ ხე ნაყოფით სცანითო. ჩვენ ნაყოფით ვცნობთ და მე ნაყოფით ჯერჯერობით ვერაფერი ვცანი, ანუ ჩვეულებრივი იდეოლოგია და პროპაგანდა მიდის ამ აიდი-ბარათების… არადა, თვითმყოფადობა და ღირსება თუ არ გაგაჩნია, არავის არაფერში სჭირდები. დარწმუნებული ვარ, ბატონმა ბიძინამაც იცის ეს ყველაფერი. ეს არ არის საბავშვო საკითხები, ჩვენ რომელ თემებსაც შევეხეთ, გინდა ანჩისხატის დაბრუნება და გინდა ქართული სიწმინდეების პატივყოფა, გინდაც ამ აიდი-ბარათების თემა, სერიოზული, საკითხებია, რომლებზეც ერის თვითმყოფადობა დგას და ეს ძალიან კარგად ესმის აბსოლუტურად ყველას.

მესმის, რომ ზეწოლაა მათგან, ვისაც ამის გავრცელება უნდა, მაგრამ ამაზე არავინ ომობს და განგაშს არავინ ტეხს. ალტერნატივები დაუშვეს ქვეყნებმა და მსოფლიოს განგაში არ აუტეხავს. დევიდ ქემერონმა, რომ მოვიდა ხელისუფლებაში, ხალხს ახარა, ჩვენ ინგლისში არ გვინდა ეს აიდი-ბარათები, თუ უნდათ, ოკეანის გაღმა წაიღონ და იქ მოიხმარონო. ეს ვაჟკაცური ნაბიჯი იყო, მან ხალხს საარჩევნო დაპირება შეუსრულა. საქართველოს ხელისუფლებას კი აღარც ახსოვს, რას დაგვპირდა. სამწუხაროდ, შავი სამუშაო ჩვენ გაგვაკეთებინეს (ჩვენ მოვიყვანეთ ხელისუფლებაში), მართლმადიდებელმა ეკლესიამ გააკეთა ეს და, როცა საქმე საქმეზე მიდგა, ყველაფერი დაავიწყდათ.

წულუკიანი შეგვხვდა 10 იანვარს და 20 იანვარს სარეკლამო რგოლი დაამზადა. მე მინდოდა ისეთი მთავრობა, რომელიც მე გამომიყენებდა, მე დამხარჯავდა რაღაცით და არა ისეთი, რომელიც წინამორბედივით ტყუილით მოვიდოდა და არანაირ ყურადღებას არ გამოიჩენდა. აი, ეს, სამწუხაროდ, ცუდის მაჩვენებელია. სხვათა შორის, არც მიკვირს, პოლიტიკური ფიგურები დიდად არ შეცვლილან და ახლა, ივანიშვილი თუ წავიდა პოლიტიკიდან კიდევ, ვინ მოიყვანა ხელისუფლებაში და ვინ დატოვა, ეს, ასე ვთქვათ, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება; შეიძლება უფრო ცუდადაც შემოტრიალდეს საქმე. იმავე მართლმადიდებლურ საკითხებზე გეტყვით, წარმოიდგინეთ, იერუსალიმში ხატი შევაბრძანეთ და საბაჟომ ხატი განგვიბაჟა. არადა, ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ეს არ წარმოადგენდა ისტორიულ ფასეულობას, ისევ უნდა გამობრძანებულიყო და მხოლოდ რიტუალზე ფერიცვალებას თაბოროსისთვის იყო ჩასული. 

_ კონკრეტულად მაინც ვინ ებრძვის მართლმადიდებლობას რელიგიური ნიშნით?

_ ისევ ის ძალები, ოღონდ ნიღბები და პოლიტიკური ბრძოლის ხერხები შეიცვალა. დიახ, მართლმადიდებლობას მუდმივად  ებრძვიან მსოფლიო ანტიქრისტიანული ძალები.

_ ერთის მხრივ რომ მუსლიმანურ სამყაროს ვეომოთ, მეორე მხრივ _ მასონებს, ამის თავი და ძალა გვაქვს? თავდაცვაზე რომ გადავიდეთ, არ სჯობს?

_ არც ერთ ქვეყანას არ შესწევს ძალა,  სხვაზე ზემოქმედება მოახდინოს, თუ თავად არ მიეცი შენ ეს ძალა. რატომ იყო, რომ თუნდაც 90-იან წლებში და გინდაც უფრო ადრე ქართველის ხელით რომ იღებდნენ ამ ყველაფერს? ქვეყანაში, სადაც იპოვეს შიგნიდან ციხის გამტეხი, ყოველთვის უბედურება და რღვევა მოხდა. ვიმეორებ, ერს, რომელიც ერთიანია, მტკიცე სულითა და პატრიარქით, ძალიან ძნელია მოუგო ბრძოლა; მეტიც, შეუძლებელია ასეთი ქვეყნისთვის ბრძოლის მოგება და ამის მაგალითებიც არსებობს, მაგრამ ნახეთ, როგორ გვამტერებენ ერთმანეთს. რა გახდა, თუნდაც ეს აიდი-ბარათები, რატომ არ უნდა გინდოდეს ამის ალტერნატივა?! ხალხმა გაუქმება ითხოვა და შეუსრულეს ეს თხოვნა და ჩვენთან ალტერნატივასაც კი არ უშვებენ, გაუქმებაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ალტერნატივას დაუშვებენო, მაგრამ არ ვიცი, რამდენად სარწმუნო ინფორმაციაა, შეიძლება ეს წინასაარჩევნოდ იყოს გათვლილი და შემდეგ არც არაფერი შეიცვალოს.

_ უკან დახევას არ აპირებთ, 29-ში აქციას მართავთ

_ როგორ უნდა დაიხიოს ხალხმა უკან? ხალხს წლების მანძილზე არ აქვს ეს აიდი-ბარათები აღებული. და ასეთი ერთი ადამიანიც რომ იყოს, სახელმწიფოს არ აქვს უფლება, არც სამართლებრივად და არც მორალურად, ადამიანი საყოფაცხოვრებო, მთავარი საბუთის გარეშე ატაროს, განიცდიდეს ისეთ დისკრიმინაციას, რომელი დისკრიმინაციაც გულისხმობს ქვეყნის მიღმა დარჩენას მოქალაქეობრივი თვალსაზრისით, ანუ პენსია ვეღარ აიღოს, საავადმყოფოთი ვეღარ ისარგებლოს, ადამიანი კვდომას განიცდის და სახელმწიფო ამას გულგრილად უყურებს. საქართველოში ასეთი ათასობით ადამიანია. ასი ათასი ადამიანიდან 70 ათასმა გამოგვიგზავნა პასუხი, რომ მათ სხვა საბუთი არ აქვთ. ბუნებრივია, არჩევნებშიც ვერ მიიღებენ მონაწილეობას. და ხედავთ, უკვე საჩუქრად ურიგებენ ხალხს ამ აიდი-ბარათებს, უფასოდ არიგებენ და კარგი, რომ იყოს დაარიგებდნენ? კარგს რას დაარიგებდნენ, კარგი, რაც არის ყველაფერი სახლში მიაქვთ. ამიტომ მოვუწოდებ ყველას 29-ში მოვიდეს ჩვენს აქციაზე. მოდით, სანამ უარესი არ მომხდარა მივხედოთ ამ საკითხს და ჩვენ ვიცით, რომ უარესი მზადდება; იგეგმება მარჯვენა ხელსა და შუბლის არეში ამ ჩიპის ჩადგმა, რათა ადამიანი დამოკიდებული გახადონ მთლიანად ამ აიდი-ბარათზე. და ეს ფაქტებია. ბარებია უკვე ესპანეთში, სადაც მხოლოდ ასეთი ადამიანები შედიან. უკვე ოფიციალური პრეზენტაციები გაიმართა ამერიკაში, ჩაიდგა ხალხმა ეს ჩიპი. ასე რომ, ასეთი ფაქტები ხდება და ჩვენ ამაზე თვალის დახუჭვის უფლება არ გვაქვს. რომ იცოდეთ, კომერციული დაინტერესებაც დგას ამის უკან. მე ათონის მთაზე ამაზე უარესი მითხრეს

_ ვინ და რა გითხრათ, არ გვეტყვით?

_ ბიზნესმენები დგანან ამ ელექტრონული მმართველობის რიგებში დაფინანსებისა თუ სხვადასხვა კომერციული დაინტერესებით. გონს მოვეგოთ, თორემ ქვეყნის დაშლა-განადგურება გაგრძელდება. აგერ, აჭარაში თურქული ექსპანსია გრძელდება. სახელმწიფოში სახელმწიფო მმართველი არ უნდა ფიქრობდეს იმაზე, ვიღაცამ ვიღაცას პირადად აწყენინა თუ არა, არამედ უნდა ფიქრობდეს, ქვეყანას ვინ აწყენინა და როგორ შეიძლება ამ მდგომარეობიდან გამოვიდეს. ჩვენ რაღაც გზები უნდა გამოვნახოთ, რადგან არც თურქებს დავიწყებიათ აჭარა და არც სხვა მტრებს. უარესს გეტყვით, სხვადასხვა ლიტერატურა იქმნება (არ დავაკონკრეტებ), თითქოს საქართველოს ტერიტორია თავის დროზე მათი იყო, ამიტომ დღეს ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ ათჯერ მეტი სიბრძნე და წერტილი დავუსვათ ურთიერთდაპირისპირებას.

ესაუბრა

ქეთი ხომერიკი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here