Home რუბრიკები საზოგადოება ვიდრე არ გვიკივლია: YANKEE, GO HOME!

ვიდრე არ გვიკივლია: YANKEE, GO HOME!

678

პატარა ქვეყნის ხვედრი მძიმეა. ისტორიის დაუნდობელ ქარტეხილებში ის თავს ვერ გაიტანს, თუ რომელიმე ძლიერი ახლო ან შორეული მეგობარი არ ჰყავს, რომელიც გასაჭირში მხარში ამოუდგება და ვაგლახად არავის დააჩაგვრინებს.

 

მეგობრის პოვნა ადვილი არ არის. როგორც კერძო კაცმა, ისე ქვეყანამ ისეთი ვინმე უნდა მონახოს სამეგობროდ, რომელსაც საერთო ინტერესებითა და შეხედულებებით დაუკავშირდება. ამის გარეშე ორი კაცისა თუ ორი ქვეყნის ურთიერთობა ნაცნობობის საზღვრებს ვერ გასცდება, ხოლო თუ გასცდა, მაშინ ძლიერისა და სუსტის ბატონობა-მორჩილება იქნება მხოლოდ.

ამიტომ იყო, რომ საქართველოს ისტორიული ურთიერთობა ძლიერ მეზობლებთან _ სპარსეთთან და თურქეთთან მეგობრობად ვერ იქცა. საერთო ინტერესები და საერთო ღირებულებები არ ჰქონდათ და იმიტომ. სწორედ, საერთო ინტერესებისა და საერთო ღირებულებების ძიებამ მიიყვანა ქართველი მეფეები ახალ პოლიტიკურ ორიენტაციამდე, რომლითაც საქართველოს ბედ-იღბალი რუსეთის ისტორიულ ბედ-იღბალს დაუკავშირდა. ამ კავშირის შედეგია ის, რომ საქართველო ჯერ კიდევ მოიხსენიება დიდ საკაცობრიო ოჯახში.

ამ ორი ათეული წლის წინათ ისე მოხდა, რომ ის დიდი ოჯახი, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა, შინაური და გარეშე მტრების ერთიანი ძალისხმევით დაინგრა. ვისაც სხვაზე მეტი ჭკუა ჰქონდა, ნგრევას ასე თუ ისე თავი გაარიდა, ვისაც ჭკუა არ ეყო, ნანგრევებში მოჰყვა.

ნანგრევებში მოვყევით ჩვენც!

ნანგრევებში მოყოლილებს აუცილებლად სჭირდებათ დახმარება გარედან. უამისოდ თავს ვერ დააღწევენ ხიფათს. ასეთი დახმარება გვჭირდებოდა ჩვენც, მაგრამ მაშინ მეგობრების გამონახვის არც თავი გვქონდა და არც დრო. მავანნი მეგობრისა და დახმარების ხელს თვითონ გვიწვდიდნენ. ჩვენი ასარჩევი იყო, ვის ხელს ჩავებღაუჭებოდით.

ერთ-ერთმა პირველმა იმ ქვეყანამ გამოგვიწოდა დახმარების ხელი, რომელსაც ყველა ჩვენი უბედურება ბრალდებოდა (მკითხველმა იცის, ალბათ, რომ ჩვენი «მამაცური ბრძოლის» შედეგად დამწვარი ისტორიული პირველი საშუალო სკოლა ფერფლიდან აღადგინა მოსკოვის მერიამ), ამიტომ მისი მეგობრობა ცოცხალი თავით არ მივიღეთ. იყვნენ სხვებიც. ზოგი ცარიელ ხელს გვიწვდიდა, ზოგს მაჯა ჰქონდა მეტისმეტად სუსტი… სწორედ მაშინ გამოჩნდა ძლიერი ხელი _ აშშ, რასაც სიხარულით მოვეჭიდეთ…

ამერიკის შეერთებული შტატები, რომელსაც მთელი მსოფლიო, მარტივად, ამერიკას უწოდებს (თითქოს ამერიკის კონტინენტზე სხვა სახელმწიფოები არ არსებობდეს!), ჩვენში საოცნებო ქვეყნად მიაჩნდათ. საყოველთაო კეთილდღეობა, სრული პიროვნული თავისუფლება, ყველასთვის თანაბარი შანსი, კანონის უზენაესობა, ანუ საყოველთაო სამართლიანობა _ აი, ასე გვქონდა წარმოდგენილი ამერიკა. ერთი სიტყვით, ამერიკის შეერთებული შტატები დემოკრატიის ბურჯად და ფორპოსტად მიგვაჩნდა. ის კი აღარ გვახსენდებოდა, რომ «დემოკრატიის ეს ბურჯი» სულ რაღაც საუკუნე-ნახევრის წინათ მონათმფლობელური სახელმწიფო იყო და თომას ჯეფერსონი თუ ჯორჯ ვაშინგტონი მონათმფლობელური სახელმწიფოს ლეგიტიმური ხელმძღვანელები იყვნენ. ისიც «გადაგვავიწყდა», რომ რასისტული კანონები ჩვენს დღეებამდე არსებობდა აშშ-ში. სწორედ ამ კანონების წინააღმდეგ ბრძოლას არ შეეწირა 60-იან წლებში მარტინ ლუთერ კინგი?!

რას იზამ, ასეთი ყოფილა ადამიანის ბუნება. სიძლიერე და გარეგნული ბრწყინვალება მარტო ველურებს კი არ ახვევს თავბრუს და მარტო მათ თვალში კი არ იქცევა კერპად.

ჩვენი ცხოვრებით უკმაყოფილოებს თვალი სხვათა ცხოვრებისკენ გაგვირბოდა, განსაკუთრებით იქითკენ, სადაც სრული თავისუფლება გვეგულებოდა (რა იყო ეს «სრული თავისუფლება», ამას იშვიათად აცნობიერებდა ვინმე!). ჩვენთან ხომ ყველაფერი რეგლამენტირებული იყო, მათ შორის ჩაცმა-დახურვა და თმის ვარცხნილობაც კი. და საბჭოური პროპაგანდა რაც უფრო აქებდა საბჭოური ცხოვრების წესს და რაც უფრო ლანძღავდა კაპიტალისტურს (კონკრეტულად ამერიკულს!), მით უფრო მომხიბლავი ხდებოდა იგი ჩვენთვის.

ამერიკაში, ვისაც როგორ უნდა, ისე ცხოვრობს (კი, აბა!), როგორც მოეპრიანება, ისე იცმევს და იხურავს, თუ უნდა, სულაც ტიტლიკანა ივლისო, _ ამბობდნენ და ჩვენც შევნატროდით.

აი, ამერიკის გამოწვდილ ხელს ჩავებღაუჭეთ და თავი ბედნიერად ჩავთვალეთ, რადგან ღმერთმა ასეთი «მეგობარი» მოგვივლინა. ამერიკა აგვაღორძინებს და აგვაყვავებს, ჩვენ მისი კიდევ ერთ ჯორჯიის შტატად გადავიქცევითო, _ სიხარულით ჭყლოპინებდა დიდი თუ პატარა, განსაკუთრებით კი თინეიჯერები.

თინეიჯერები რატომ არ გაიხარებდნენ, რა! უთხრეს, ამერიკული ცხოვრების წესი უნდა გადმოვიღოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ გოგო-ბიჭებმა ერთად (ანუ წყვილ-წყვილად!) «იგორაონ» ბუჩქებშიო. ბიჭი ბიჭთან თუ «იგორავებს», არც ეს იუხერხულოთო.

ახალი კეთილისმყოფელის დახმარება ისეთი იყო, ნანგრევებში ულუკმაპუ-როდ ჩარჩენილს პირველ რიგში რომ სჭირდება: მოდიოდა და მოდიოდა ჰუმანი-ტარული ტვირთები _ მშრალი თუ წვნიანი კონსერვები; ნახმარი, მაგრამ ჩვენს ახლებს რომ სჯობდა, ისეთი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ცოტა სული მოვითქვით. თოკსაც რომ ჩამოგვიგდებდნენ და ნანგრევებიდან ამოგვიყვანდნენ, ხომ გავკეთდებით და ეგ არისო, _ ფიქრობდა ხალხი. თოკის ჩამოგდებას რატომღაც აგვიანებდნენ.

ჩემი თაობის ადამიანებმა, ერთი პირობა, კი ვიფიქრეთ, _ ნეტავი, ასე რამ შეაყვარა ჩვენი თავი ორი ოკეანის იქით მცხოვრებ ამ დალოცვილ კეთილისმყოფელსო. საკუთარი მეზობლები ვერ აუყვავებია და ჩვენს ასაყვავებლად რატომ ირჯება? _ ეს კითხვა გვიღრღნიდა გულს.

თანდათან მოეფინა ნათელი ყველაფერს: საერთო ინტერესები არ აღმოგვაჩნდა, არც  შეხედულებანი და მრწამსი!

ჩვენი ინტერესები ეროვნულ-სახელმწიფოებრიობას უკავშირდება. ჩვენ გვსურს ქართული ენის, ქართული კულტურისა და ეროვნული ტრადიციების შენარჩუნება და განვითარება მართლმადიდებლური რწმენის (გნებავთ, იდეოლოგიის!) საფუძველზე. ყოველივე ეს არა თუ არ ეწინააღმდეგება ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს, არამედ მის ორგანულ ნაწილს წარმოადგენს.

ჩვენს ახალ მზრუნველს სხვა ინტერესები ამოძრავებს: მის მიერ შემუშავებული ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარება, საკუთარი ცხოვრების წესის დამკვიდრება ყველგან და ყველაფერში, მსოფლიოს გადაქცევა ინგლისურენოვან სამყაროდ, ყველა ხალხის აზროვნების ერთ ჩარჩოში (ერთ თარგზე) მოქცევა, განათლებისა და ეკონომიკის სრული მონოპოლია.

ჩვენს ხალხს გულუბრყვილოდ სჯეროდა, რომ ამერიკას თანამედროვე მსოფლიოში მესიანური ფუნქცია ეკისრებოდა: უნდა ეხსნა მსოფლიოს ხალხები ტირანიისა და ჩაგვრისგან, ყველგან დაემყარებინა დემოკრატია და სამართ-ლიანობა. ახლა ბავშვებსაც კი აღარ სჯერად იმისა, რომ ავღანეთში, ერაყში, ლიბიაში, ეგვიპტეში თუ სირიაში სამართლიანობის დასამყარებლად, დემოკრატიის შუქურების გასაბრწყინებლად იბრძვიან ამერიკელები და მისი ნატოელი ოპრიჩნიკები.

შორს რად მივდივართ! პედერასტების აღლუმი რატომ ჩაშალეთ რუსთაველის გამზირზეო, ისე დაგვტუქსა ამერიკის ელჩმა, თითქოს მკაცრ ბიძას ხულიგნობაზე წაესწროს ძმისშვილისთვის.

2012 წელს და უფრო ადრეც, წინასაარჩევნო პერიოდში ისეთი უსინდისობა, ისეთი უკანონობა, ისეთი აშკარა ძალადობა ხდებოდა საქართველოში, ისეთ სიგიჟეებს სჩადიოდა «ნაცბანდა», რაც ჯანმრთელი გონებისთვის სრულიად წარმოუდგენელია და არც ანალოგი მოეძებნება აწმყოსა და წარსულში. ამ დროს ამერიკელი «დამრიგებლები» თავიანთ ელჩიან-ექსპერტებიანად ენაგადაყლაპულე-ბივით იდგნენ და არც არაფერი ესმოდათ და ვერც ვერაფერს ხედავდნენ.

მართლმადიდებლობაზე, ჩვენს ისტორიულ მრწამსზე, იეღოველთა აგრესიულ შეტევას რომ გადაეღობნენ და ის სატანის ნაშიერები ეკლესიიდან რომ დაიფრინეს, ამერიკის დეპარტამენტმა იკივლა: ე, მანდ ადამიანის უფლებებს ნუ არღვევთ თორემო… მერე დიდგორობის უდიდეს ეროვნულ დღესასწაულზე ხალხი რომ არ მიუშვეს, აქ «ნაცმოძრაობის» პარტიული კრება ტარდებაო, ხმა რატომ არ ამოიღო «დემოკრატიის ფორპოსტმა»? ქართველი ხალხის ისტორიული წარსულის პრივატიზაციას (პრიხვატიზაციას!) რომ ახდენდა «ნაცელიტა», ეს ნორმალურად მიაჩნდა და მიაჩნია ჰილარი კლინტონისა და ჯონ კერის მსოფლიო დიპლომატიის მონიტორინგის უწყებას?

ასე თუ არის, რა უნდა გვქონდეს მათთან საერთო?!

ხედავს ამას ხალხი და თანდათან უცივდება გული ოკიანისგაღმელ «მესიაზე», თანდათან უძლიერდება წარსულის ნოსტალგია. ეროვნული მოძრაობის აღმავლობისას იმაზე ვჩიოდით, რატომ არის ორენოვანი წარწერები ორგანიზაცია-დაწესებულებებისა თუ მაღაზიების აბრებზეო (სხვათა შორის, ყველგან ჯერ ქართული წარწერა იყო, შემდეგ რუსული!). ახლა მთელი რუსთაველი რომ გაიარო, ქართულ წარწერებს აქა-იქ თუ დაინახავ. ქართულს ბევრად სჭარბობს ინგლისური. ზოგან ინგლისურთან ერთად ქართული წარწერებიც არის, მაგრამ რად გინდა? აი, მაგალითად, სასტუმრო «რადისონის» (ყოფილი «ივერიის»!!!) კაფე-რესტორანს ქართული ასოებითაც აწერია მისი ინგლისური სახელწოდება «რადისონ ბლუ ივერია». გაიგე ახლა, რას გვეუბნება ეს წარწერა! როგორც ჩანს, მართლა ბლუები ვგონივართ. ასე ფიქრობს რიგითი ქართველი.

იმ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო ენა ქართულია, დღენიადაგ ჩასჩიჩინებენ მოზარდებს: წარმატებული ადამიანი ვერ იქნები, თუ ინგლისური ენა არ გეცოდინება სრულყოფილადო. რატომო, _ ფიქრობს ქართველი კაცი, _ მევენახე, მეცხვარე, მსახიობი, პოეტი, შოფერი, მემანქანე, მეჩაიე და ა. შ. რატომ ვერ იქნება წარმატებული ინგლისური ენის ცოდნის გარეშე? უცხოური ენის ცოდნა დიდი სიკეთეა, მაგრამ აზერბაიჯანელებით დასახლებულ რაიონში თუ ცხოვრობენ, ინგლისური კი არა, აზერბაიჯანული ენის ცოდნაა წარმატების აუცილებელი პირობა, ხოლო სტავროპულის მხარის სოფელ პლასტუნკელ ქართველებს ინგლისური ენის ცოდნა ბიბლიოთეკაში თუ გამოადგებათ ხანდახან, ხოლო რუსული ენის ცოდნას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

იციან ეს ჭკუათმყოფელმა ქართველებმა და იმასაც ხვდებიან, ვისი კარნახით ჩაგვჩიჩინებენ ჩვენი «განმანათლებლები» ზემოთ ნახსენებ «სიბრძნეს».

და მაინც, გასულ წელს წინასაარჩევნო პერიოდმა, განსაკუთრებით კი ამ ბოლო ხანებში ავადსახსენებლმა კოაბიტაციურმა მოთხოვნებმა სრულიად აშკარა გახადა ამერიკის ინტერესები ჩვენში. ხალხისთვის სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ამერიკის ადმინისტრაციას საქართველოში, დემოკრატიის კი არა, მისი ყურმოჭრილი და მისი ხელის შემყურე ყოფილი ხელისუფლების («ნაცბანდის»!) ბედი აწუხებს, მის რეაბილიტაციასა და ხელისუფლებაში «მეორედ მოსვლას» გეგმავს. თუმცა ახლა უკვე იმდენად შავია მათი პროტეჟე «ნაცბანდის» სახე, რომ მათი თეთრად აღიარება ვერანაირი დიპლომატიით ვეღარ შეიფუთება. თუმცა რა ვიცი, «ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებსო», ნათქვამია…

მე ვინ მიმიშვებს ამერიკის ელჩთან, თორემ ვეტყოდი: თქვენ კიდევ გაქვთ შანსი, შეინარჩუნოთ ამერიკისადმი ჩვენში ჯერ კიდევ არსებული სიმპათია, რათა მომავალში კეთილი ურთიერთობის შანსი არ დაკარგოთ. ქართველებს მცირეოდენი სიკეთე თუ გაუკეთე, მის თავმოყვარეობას ოდნავი ანგარიში თუ მაინც გაუწიე, გუშინდელ თავში ჩაბრაგუნებასაც დაგივიწყებს და იმასაც, ცრუ წაქეზებით მამლუქებად რომ მიგყავდა შენს ომში ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით. აი, ახლა სწორედ ის დროა, რომ დაგმოთ ჩვენი (უფრო კი, თქვენი!) «ნაცბანდის» ყოფილი ხელისუფლების მიერ ჩადენილი ზღვარგადასული უკანონობა და კრიმინალების დაპატიმრებას პოლიტიკური დევნა აღარ უწოდოთ. ჯერ კიდევ გაქვთ საამისო დრო და ძალა, ვიდრე არ ავსებულა ქართველთა მართლაც უძირო მოთმინების ფიალა და მთელ ერსა და ბერს ერთად არ უხუვლია: YANKEE, GO HOME!

ეს ლოზუნგი-მოწოდება თქვენთვის არც ახალია და არც უცხო, მაგრამ, არა მგონია, სასურველი იყოს.

ზურაბ ცუცქირიძე

 

1 COMMENT

  1. შეიძლება არც თვითონ მოსწონთ თავისი შნირები, მაგრამ ახალი კადრების მომზადება ბევრად შორი პერსპექტივაა და შედარებით ნეიტრალური კადრები საით წაიყვანენ ქვეყანას.. .არავითარი გარანტია! ამიტომ ვინც მაგათი დასაყრდენია ისევ იმათი მოყვანა უნდათ. სხვებს რომ რუსეთის აგენტობას აბრალებენ, ნაცრესპები ასპროცენტიანი ამერიკის აგენტები არიან!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here