Home რუბრიკები საზოგადოება C ჰეპატიტი – გადაუჭრელი პრობლემა მსოფლიოში

C ჰეპატიტი – გადაუჭრელი პრობლემა მსოფლიოში

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, დედამიწის მოსახლეობის  6-7%- აქვს ვირუსული C ჰეპატიტი. მათივე კვლევებით დადგენილია 2013 წლისთვის ამ რიცხვის გასამმაგება, რაც დაკავშირებულია მისი საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის სიძნელესთან, რადგანაც ამ ვირუსს ახასიათებს მაღალი მუტანტური ცვალებადობა და უნარი «გაეპაროს იმუნურ ზედამხედველებს».

 

პრობლემა მძიმდება იმითაც, რომ ამ ვირუსით დაინფიცირებულთა უმრავლესობაში დაავადება დიდი ხნის განმავლობაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ სწორედ ეს ლატენტური მიმდინარეობა გვაფიქრებინებს, რომ C ჰეპატიტით დაავადებულთა გამოვლენილი რაოდენობა გაცილებით ნაკლებია მოსახლეობაზე ინფიცირებულთა ჭეშმარიტ მავენებელზე. C ჰეპატიტის ვირუსის გენომი შეიცავს რნმის ერთმაგ ძაფს, რომელიც აკოდირებს სტრუქტურული და არასტრუქტურული ცილების უჯრედშიდა სინთეზს, ამიტომ C ჰეპატიტის რნმის გენომური ვირუსით დაინფიცირება წარმოადგენს დაავადებისა და სიკვდილიანობის ერთერთ მთავარ მიზეზს მთელ მსოფლიოში, რაც იწვევს ღვიძლის დაზიანების სპექტრის გაფართოებას უსიმპტომო მატარებლობიდან დაავადების ტერმინალურ სტადიამდეC ჰეპატიტის ვირუსის ხანგრძლივი პერსისტირების დროს ვითარდება ღვიძლის ქრონიკული დისფუნქცია, რაც შემდგომში იწვევს, როგორც ღვიძლის ცოროზს, ასევე ჰეპატოცელულარულ კიბოსკიდევ ერთ საგულისხმო ფაქტს მოვუხმობთ, ვიდრე ძირითად თემაზე გადავიდოდეთ, ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ერთ დღეში ვირუსული C ჰეპატიტით მსოფლიოში კვდება უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე ერთ წელიწადში შიდსითსაკითხთან დაკავშირებით ვესაუბრებით საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორს, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორს, მცენარეთა ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელს, ინტერკონტინენტალური სამედიცინო და სოციალური აკადემიის წევრკორესპონდენტს, ბატონ გიორგი ალექსიძეს.

_ ბატონო გია, რატომ გახდა C ჰეპატიტი მსოფლიო პრობლემა იმ დროს, როდესაც გენური ინჟინერიით მიღებულმა წამლებმა საკმაოდ სერიოზული შედეგები მოუტანა მედიცინას. რას იტყოდით ამ დაავადებასა და მის პრობლემებზე?

 _ ვირუსი მართლაც უნიკალური მოვლენაა, რომელიც საუკუნეების მანძილზე შეიძლება ერთ ადგილზე იყოს და გამრავლდეს მაშინ, როცა მას შესაფერისი გარემო პირობები შეექმნება. მისი ერთადერთი ფუნქცია არის გამრავლება, მეტაბოლიზმი მას არ ახასიათებს. პირადად მე, როგორც მეცნიერს, მიმაჩნია, რომ გენური ინჟინერიით შექმნილი წამლები მას ბოლომდე ვერ შველის, დროებით _ შეიძლება იმიტომ, რომ ღმერთმა ადამიანის ორგანიზმი იმდენად სრულყოფილი შექმნა, რომ მასში ასეთი დოზით Cარევა, ვფიქრობ, არ შეიძლება.

 ღვიძლში მოხვედრილი C ჰეპატიტის ვირუსი გეომეტრიული პროგრესიით მრავლდება, 300-ს რომ მიაღწევს, ის უჯრედი სკდება და ახალ 300 უჯრედში შედის. მისი მკურნალობისთვის ერთადერთი და მთავარია, რომ ეს ვირუსი არ გამრავლდეს. თავად ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ანტივირუსული ნივთიერება არის ინტერფერონი, რომელიც მას ებრძვის, რეპლიკაციას, ანუ გამრავლებას აჩერებს. როდესაც ადამიანის ორგანიზმს ამის უნარი არ შესწევს, მეცნიერები იყენებენ გენური ინჟინერიით მიღებულ ინტერფერონს.

რა არის ინტერფერონი?

ინტერფერონი ბუნებრივი ცილაა და, როდესაც ადამიანის ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ეს ნივთიერება არასაკმარისია, ის წამლის სახით შეიყვენება ორგანიზმში, კანქვეშა ინიექციის სახით, რადგანაც სხვა ფორმით მიღებისას ის იშლება. არსებობს ინტერფერონის ორი ფორმა – ჩვეულებრივი, ანუ სტანდარტული და პეგილირებული ინტერფერონი, რომელიც მოდიფიცირებულია ისე, რომ ხანგრძლივდება ვირუსის საწინააღმდეგოდ მოქმედების დრო. პეგილირებული ინტერფერონი რჩება ორგანიზმში იმ კონცენტრაციით, რომელიც წყვეტს ვირუსის გამრავლებას.

 პეგილირებული ინტერფერონით მკურნალობა შეიძლება უფრო ეფექტური იყოს იმ პაციენტებშიც კი, რომლებშიც ჩვეულებრივი ინტერფერონით მკურნალობა უეფექტოა.

 კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ვირუსის განდევნა მხოლოდ ინტერფერონითაა შესაძლებელი, მაგრამ უკეთესი შედეგები იქნა მიღებული, როდესაც მასთან ერთად გამოიყენეს პრეპარატი _ რიბავირინი _ ტაბლეტის ან კაფსულის სახით. ამდენად, კომბინირებული თერაპია ამ პრეპარატებით ყველაზე ეფექტური საშუალებაა დღეს მსოფლიოში, რომელიც დღეს საქართველოშიც არსებობს. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ასეთი მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან C ჰეპატიტის გარდა ზოგჯერ პაციენტებს აქვთ სხვა თანმხლები დაავადებები! ასევე, მკურნალობა გავლენას ახდენს ნაყოფზე, ამიტომ ის არ ინიშნება ორსულებში.

_ ბატონო გია, თქვენ ბრძანდებით ერთერთი ბუნებრივი, მცენარეული პრეპარატის _ გაჰეპატონინის ავტორი, რას წარმოადგენს იგი და რამდენად შედეგიანია მკურნალობისას, მით უმეტეს მაშინ, როცა მას უკვე იყენებენ ევროპისა და ამერიკის წარმატებული ქვეყნები?

_ გა-ჰეპატონინი წარმოადგენს პეპდიტების კომპლექსს, რომელიც მიღებულია ეკოლოგიურად სუფთა ბუნებრივი მცენარეული ნედლეულისგან. ის არის ქრომატოგრაფიულად გაწმენდილი და ბიოქიმიურად კარგად შესწავლილი პეპტიდების სტანდარტიზებული კომბინაცია.

მცენარეული პეპტიდები წარმოადგენს პრინციპულად ახალ კლასს სამკურნალო საშუალებებისას (ამ მიმართულებით მხოლოდ მე ვმუშაობ), რომელთაც ახლო მომავალში შეიძლება ჩაანაცვლოს ტრადიციული სამკურნალო პრეპარატები. შედეგებიდან გამომდინარე, უკვე აღიარებენ, რომ მცენარეული პეპტიდები აღმოCნდა ყველაზე უსაფრთხო და გაცილებით მაღალეფექტური საშუალებები, ვიდრე დღემდე არსებული ქიმიოთერაპიული პრეპარატები.

მიუხედავად იმისა, რომ ამ პრეპარატს გავლილი აქვს წინაკლინიკური და კლინიკური ცდები საერთაშორისო სტანდარტებით და ის აქტიურად გამოიყენება მრავალ ქვეყანაში, სამწუხაროდ, ინფორმაცია ამის შესახებ ნაკლებია საქართველოში (ცხადია, ეს ბოლო წლების უმძიმესმა პოლიტიკურმა სიტუაციამ განაპირობა), საგულისხმოა ის ფაქტი, რომ გა-ჰეპატონინს უკუჩვენება არ გააჩნია. ის არ იწვევს მორფოლოგიურ და ჰისტოსტრუქტურულ ცვლილებებს ორგანიზმის გარე და შიდა ორგანოებში. მისი მკურნალობის შედეგად 70 პროცენტში ვირუსის რაოდენობრივი და თვისობრივი მაჩვენებლები ნეგატიურია! საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ამ პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია კომბინაციაში ანტივირუსულ პრეპარატებთან ერთად, სტანდარტული ანტივირუსული თერაპიის ეფექტურობის გაზრდისა და მისგან გამოწვეული გვერდითი მოვლენების აცილების მიზნით.

გა-ჰეპატონინის მიღება იწვევს ორგანიზმში ენდოგენური ინტერფერონის გამომუშავებას, რომელიც, როგორც წესი, C ვირუსის მოქმედების შედეგად დათრგუნულია. ასევე, მას გააჩნია აპოპტოზის პროცესის ინტუქციის უნარი და, ანტივირუსული მოქმედების გარდა, ანტიოქრიდანტური და დამცველობითი თვისებები ღვიძლის უჯრედებთან მოქმედებაში.

 ერთსაც დავამატებ: გა-ჰეპატონინით მკურნალობის ფასი, ტრადიციული ანტივირუსული პრეპარატებისგან განსხვავებით, 4ჯერ ნაკლებია.

ის უსაფრთხო და მაღალეფექტურია. სწორედ ამ თვისებების გამო დიდია ჰეპატოლოგების ინტერესი უცხოეთში, რაც განაპირობებს მის წარმატებით გამოყენებას.

_ ბატონო გია, როდესაც ადამიანს C ჰეპატიტი აქვს, მის ორგანიზმში საერთოდ არ ხდება ინტერფერონის გამომუშავება?

_ ამ დაავადების დროს C ვირუსი აჩერებს იმ რგოლს და ინტერფერონის გამომუშავება თითქმის ნულის ტოლია.

გაჰეპატონინი აღადგენს მის გამომუშავებას.

_ გარედან შეყვანილი სტანდარტული ინტერფერონი ვერ ახდენს საკმარის გავლენას?

_ მე, როგორც მეცნიერი, პატივს ვცემ ნებისმიერ ნოვატორულ სიახლეს, თანაც ისეთს, რომელსაც წამყვანი მეცნიერული კლინიკები თუ სამეცნიერო ცენტრები შეიმუშავებენ. თუმცა მე ჩემი აზრი მაქვს. ვფიქრობ, გარედან შეყვანილი ინტერფერონი რეკომბინატიულია, ძნელია იმის განსაზღვრა, თუ რა დოზით სჭირდება ორგანიზმს ინტერფერონი, ეს დღემდე დაუდგენელია, იმიტომ, რომ ის ორგანიზმის თვისებაა.

_ ცნობილია, რომ ამ დაავადებას პაციენტთა 20% თვითგანკურნებით ებრძვის და ამარცხებს. რომელ კატეგორიას განეკუთნებიან ასეთი ადამიანები?

_ ეს ის ხალხია, რომელსაც ძლიერი იმუნიტეტი აქვს და C ჰეპატიტის ვირუსი ვერ ერევა. ასეთ შემთხვევაში, მთლიანი ელიმინაცია, ანუ ვირუსის მთლიანი განადგურება ხდება.

_ ვირუსის დაძინება, ანუ ხანგრძლივი რემისია რას წარმოადგენს ამ დაავადების დროს?

_ ამ დროს რეპლიკაციის შეწყვეტა ხდება და არ აძლევს პრეპარატი საშუალებას, რომ ის კვლავ გამრავლდეს.

_ ბატონო გია, მთელ მსოფლიოში თქვენს გარდა, არის მეცნიერი, რომელიც მცენარეულ პეპტიდებზე მუშაობს და პრეპარატებს ქმნის?

_ მიუხედავად მეცნიერული მიღწევების კომპიუტერით გაცნობის ფართო შესაძლებობებისა, ასეთი მეცნიერს დღემდე ვერ მივაკვლიე, ცხოველური პეპტიდები შესწავლილია _ ეს არის ბიოლოგიურად აქტიური ნაერთები, ამაზე რუსეთი მუშაობდა წლების განმავლობაში გასაიდუმლოებულად და მას ერქვა «ტაინაია არუჟია სსრკ».

_ მცენარეულ პეპტიდებს ცხოველურ პეპტიდებთან შედარებით რა უპირატესობა აქვს?

_ ჯერ ერთი, ბევრად იაფია; მეორეც _ უსაფრთხოა, ასევე, ქრისტიანული მორალიდან გამომდინარე, უფრო მისაღებია, რადგან ორგანიზმში არ შედის მიზანმიმართულად რომელიმე ცხოველის გენური ინჟინერიით მიღებული ნივთიერება!

ესაუბრა

ეთერ კასრელიშვილი

 

P.S. დღეს მსოფლიოში მრავალი ბიოლოგიური უჯრედისია შექმნილი, ყველას თავთავისი ადგილი აქვს თანამედროვე მედიცინაში. გარკვეულწილად მისაღებია ისინი, რომლებიც მეცნიერულ კვლევებში შედეგებს იძლევა. რომელს მიიღებს პიროვნება, ეს მისი და მისი მკურნალი ექიმის გადასაწყვეტია. წერილის მიზანი არაა რომელიმე პრეპარატის რეკლამირება, უბრალოდ, პრობლემა, რომელიც C ჰეპატიტის შემთხვევაში დგას მსოფლიოში, საგანგაშოა და დამაფიქრებელი თუნდაც იმ ფაქტის გამო, რომ ამ დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობა წინ უსწრებს კიბოთი და შიდსით სიკვდილიანობის შემთხვევებს! ასევე, დღემდე ვერ განისაზღვრა ამ პრობლემით დაავადებულთა საერთო რაოდენობა – სავარაუდოდ, მსოფლიოში 200 მილიონია, საქართველოში კი _ მოსახლეობის 6-7%.

დაინფიცირების ძირითადი გზა ინფიცირებულ სისხლთან ნებისმიერი სახის კონტაქტია.

C ჰეპატიტის მკურნალობისას და მისი დამთავრებიდან 6 თვის განმავლობაში მსოფლიო სტანდარტის მიხედვით აუცილებელია ეფექტური კონტრაცეპტივის გამოყენება, რათა თავიდან იქნას აცილებული ნაყოფზე უარყოფითი ეფექტი.

ერთ სამწუხარო ფაქტსაც დავამატებ: საქართველოში დაახლოებით 200 000 ადამიანია C ჰეპატიტით ინფიცირებული და, მიუხედავად ასეთი დიდი რაოდენობისა, სახელმწიფო C ჰეპატიტის არც დიაგნოსტიკას და არც მკურნალობას დღემდე არ აფინანსებს.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here