Home რუბრიკები საზოგადოება მარათონი საქართველოს პრეზიდენტობისთვის დაიწყო

მარათონი საქართველოს პრეზიდენტობისთვის დაიწყო

საზოგადოების ფართო წარმომადგენლობისთვის და პირადად ჩემთვის დიდად მტკივნეულია, რომ ამ, ერისთვის დიდად მნიშვნელოვან «ჭიდილში» ერთობ ინერტულად არის ჩართული პრეზიდენტობის ყველაზე ღირსეული კანდიდატი, მოძრაობა «სამეგრელოს» თავმჯდომარე, ბატონი ალექსანდრე ჭაჭია. ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნების პერიოდში გამოვთქვამდით გულისტკივილს, უკმარისობის გრძნობას, რომ ბატონი ალექსანდრე არ მონაწილეობდა არჩევნებში.

 

მიმაჩნია, რომ, თუ გადარჩენა გვინდა, აუცილებელია, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს ბატონმა ალექსანდრე ჭაჭიამ. საზოგადოების გარკვეული ნაწილი საჭიროდ ვცნობთ მისი მხრიდან ენერგიულ მოქმედებას, როგორიცაა ხშირი, პირადი შეხვედრები ამომრჩევლებთან, ასევე, ინტენსიური გამოსვლები მასმედიით, ქვეყნის განვითარების პროგრამა-იდეოლოგიის მოსახლეობისთვის გაცნობის მიზნით… ბატონი ალექსანდრე ჭაჭია ხომ ღრმა ანალიტიკოსია, აკადემიკოსი, პოლიტოლოგი, ნამდვილი ერისკაცი; ერთადერთია, არა მარტო პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის, არამედ სრულიად საქართველოს პოლიტიკოსებს შორისაც, რომელსაც აქვს ქართული სახელმწიფოებრიობის მოწყობის მწყობრი, ჩამოყალიბებული იდეოლოგია. ბატონი ალექსანდრე ჭაჭია ერთადერთია, რომელსაც ხელეწიფება ურთიერთობების დალაგება როგორც აფხაზებთან, ოსებთან და რუსებთან, ასევე დასავლეთთანაც. მოკლედ, საქართველოს გამთლიანებისთვის პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა მისი პრეროგატივაა; ისიც უდავოდ გასათვალისწინებელია, რომ ბატონი ალექსანდრე  აფხაზეთის ძირძველი ქართული ოჯახიდანაა. პაპამისი ილია ჭავჭავაძისეული წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აფხაზეთის განყოფილების თავმჯდომარე ყოფილაბატონ ალექსანდრეს აქვს აფხაზების ნდობაც და პატივისცემაც

ისიც ვთქვათ, ღირს კი ამ «რბოლაში» ჩართვა, თუ პრეზიდენტი იქნება «ბუტაფორია» (როგორ პრეზიდენტად ყოფნასაც აპირებს ბატონი ივანიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატი მარგველაშვილი)? პრემიერის «ჯიბის» პრეზიდენტობისთვის ბრძოლა უაზრობაა!

ასეთ შემთხვევაში ქვეყნისთვის ხომ არ სჯობს, რომ პრემიერი და პრეზიდენტი ერთი იყოს?! ვის რაში სჭირდება პრემიერის აჩრდილი პრეზიდენტად?! ფასადების შეღებვით, ფერუმარილის წასმით სახეზე ჭუჭყიანებმა ვიაროთ?! დემოკრატობანა ვითამაშოთ?! არა და არა!

იყოს პრემიერიც და პრეზიდენტიც ერთი _ ბატონი ბიძინა ივანიშვილი… არადა, თუ მართლა დემოკრატია გვჭირდება და ქვეყნის სასარგებლოდ თუ გვინდა პრეზიდენტი, ის დამოუკიდებელი უნდა იყოს, იყოს სახელმწიფო დონეზე მოაზროვნე პიროვნება; სპეტაკი, გაუსვრელი წარსულით…

ამ ჭრილში განვიხილოთ ქალბატონ ნინო ბურჯანაძის პერსონა პრეზიდენტობის პოსტზე… ქალბატონი წარსულის ნაგვის: სააკაშვილ-ბურჯანაძე-ჟვანიას ტრიოს ღირსეული წარმომადგენელია; ამ ადამიანებმა ქვეყანა «ტალახში» ჩაფლეს. «ვაის» გაგვყარეს და «უიში» შეგვყარეს. ვითომ აწი გახდება ბურჯანაძე ანგელოზი?!

ისიც გვახსოვს და დღესაც მივტირით, უხსენებელ შევარდნაძესთან ერთად ბურჯანაძემ და სააკაშვილ-დავითაშვილის და მსგავსთა კოჰორტამ, როგორ ამოგვიძირკვეს მამის სახელი პირადობის მოწმობიდან და როგორ ამოგვიფხიკეს ეროვნებაც. არა, ამისთანა ადამიანების პრეზიდენტობას  უპრეზიდენტობა სჯობს.

საყოველთაოდ ცნობილია: აფხაზეთში უხუცესთა კავშირის ინსტიტუტი იმდენად ძლიერია, რომ ძალიან ადრეც, ჯერ კიდევ რევოლუციამდელი, მერე საბჭოთა, უახლოესი თუ ახლანდელი პერიოდის პოლიტიკური თუ სხვა საზოგადოებრივი, სამთავრობო და არასამთავრობო ხელმძღვანელი კადრების შერჩევაგანაწილება მათი გადაწყვეტილების გარეშე არასდროს ხდება. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, საქართველოს მთლიანობის აღდგენა მათთან უშუალო მოლაპარაკების გარეშე არ იქნება, მათი რჩევის გარეშე ეს არ მოხდებაის ხომ სამეგრელოს უხუცესთა კავშირი «სხუნუ» არ არის, რომლის გამგეობის წევრი გახლავართ, რომელსაც არავინ ჰკითხავს, «ბეკოს თხა ბალახს ჭამს თუ თივას ძოვსხოდა, აფხაზი უხუცესები, ვითომ დასხდებიან ქალბატონ ნინო ბურჯანაძესა და კიდევ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან, ან ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან, რომელსაც, ჩვენდა სავალალოდ, სტალინი და ჰიტლერი ერთმანეთისგან ვერ გაურჩევია, მოლაპარაკების მაგიდასთან?! ამ ქალბატონებთან აფხაზი უხუცესები ხელის ჩამორთმევასაც არ მოისურვებენ. კარგია თუ ცუდი, ჩვენი გასარჩევი არ არის, მაგრამ ქალებთან რაიმე სერიოზული, მითუმეტეს საქვეყნო საქმეზე საუბარი აფხაზეთის უხუცესებისგან გამორიცხულია.

არის მოსაზრება ბატონ ჯუმბერ პატიაშვილის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატურის შესახებ. ბატონ პატიაშვილს 1995 წელს უნდა ებრძოლა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ფეხზე დაეყენებინა, უნდა ჩაერთო არჩევნების ტოტალიტარული გაყალბების გამო. იქნებ გვშველებოდა კიდეც… ყოველ შემთხვევაში, კოდორი და ახალგორი არ დაგვეკარგა იქნებ…

ბატონი დავით ბაქრაძე გამოწრთობილი პოლიტიკოსია, ასი თავით მაღლა დგას «პლასტელინ» მარგველაშვილზე, მაგრამ «ნაცმოა», თან «დანაჩანგლის» რაინდიამით ყველაფერია ნათქვამი, თანაც «ერთ მდინარეში, მეორედ არ შედიან»… თანაც მეტნაკლებად ბინძური წარსულით. მისი პრეზიდენტობა ქვეყანას ვერაფერს არგებსპირიქით, პრემიერმა და პრეზიდენტმა შეიძლება ერთმანეთი «დაჭამონ» და ქვეყანა ზედ დააყოლონ.

და მაინც, უპირველესად, პრეზიდენტის სტატუსის მკვეთრად და მკაცრად დალეგიტიმირებაა გადამწყვეტი… შესაძლოა, ამიტომაც აყოვნებს ბატონი ალექსანდრე ჭაჭია?! და მაშინ ყველა ჩვენი საყვედური მოხსნილია… მაგრამ ეს შველის ჩვენს დანაწევრებულ სამკვიდროს? არამც და არამც!

აქვე საჭიროდ მიმაჩნია, გავიხსენოთ ახლო და შორეული წარსული:

მეგრელებს მთელი ისტორიის მანძილზე სულ სამჯერ ეჭირათ ქვეყნის მართველობის საჭე (იბერია, კოლხეთი-ლაზიკა-ეგრისი, ისინი ყველა ერთია, არ ითვლება. _ ა.თ.)… _ გვამცნობს ბატონი როლანდ ჯალაღანია.

გიორგი ჭყონდიდელს, პრემიერს, დავით აღმაშენებლის ტახტზე ასვლის პერიოდში, მისი მცირეწლოვანების გამო (15 წელი), პირადად მოუწია რეფორმების გატარება; მადაგახსნილი, უძღები ფეოდალების ალაგმვა; უნამუსო და მექრთამე მღვდელმსახურთა გაკრეჭვა; შედეგად, ქვეყანა გაერთიანდა და ფაქტობრივად და იურიდიულად საქართველო ახლო აღმოსავლეთის უძლიერეს ქვეყნად იქცა.

მეორეა ლავრენტი ბერია, რომელმაც აფხაზეთი და თბილისი გააქართველა (მიიღო თბილისი 17% ქართველებით, დატოვა _ 53% ქართველი მოსახლეობით). «გაუბედურებული საქართველო ჩაიბარა და რამდენიმე წელიწადში _ ცენტრად და მაღალგანვითარებულ სოფლის მეურნეობის მხარედ აქცია».

ზვიად გამსახურდიამ «წარმატებით დაიწყო საქართველოს დამოუკიდებლად ქცევისა და გაქართველების პროცესი», მაგრამ გარეშე მტრულმა ძალებმა და შიგნით შადიმანებმა არ დააცადეს.

უდავოა, მეოთხე ბატონი ალექსანდრე ჭაჭიაა, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან ტანდემშიერთობლივი, შეთანხმებული მოღვაწეობასაქმიანობის შედეგად შეძლებენ გაღატაკებული, დანაწევრებული საქართველოს გამთლიანებას, დიდი წინაპრების მონაგარი საქართველოს გადარჩენას! გვისმინოს ხალხმა და ღმერთმა!

«გადავრჩით ვითომ?!

თუ გადავრჩით,

შენს პირს შაქარი

ალეკო თოდუა,

«ფაზისის», «ქალდეს» და «აიას»

აკადემიების აკადემიკოსი

 

1 COMMENT

  1. ბატონი ალექსანდრე არის გულანთებული ქართველი, უჭკვიანესი და ღირსეული პიროვნება. ნამდვილად დიდათ წაადგებოდა საქართველოს ასეთი პიროვნების პრეზიდენტობა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here