Home რუბრიკები სამართალი გეიპროპაგანდას აყოლილი პროკურატურა პედოფილიას ლობირებს

გეიპროპაგანდას აყოლილი პროკურატურა პედოფილიას ლობირებს

595

17 მაისის გეიაღლუმის შემდეგ საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც გული შესტკივა მომავალ თაობაზე, საკუთარი თუ სხვისი შვილების ბედზე, შეშფოთებულია და მხოლოდ ამ საშინელებაზე საუბრობს. როგორ გაბედეს? ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან? ვინ დააფინანსა და რა ორგანიზაციები არიან მამაკაცთა არასრულფასოვნების მომხრე?

ზოგი ამბობდა, _ «ნაციონალებიო», მაგრამ გასაკვირია, რადგან ახალი ხელისუფლების პირობებში მოხდა მათთვის ნებართვის გაცემა, რომ თბილისის ცენტრში, თანაც იმ დღეს, როდესაც სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა, გეიაღლუმი ჩატარებულიყო. აღვირახსნილთა ამ გამოსვლას რაც მოჰყვა, ყველამ კარგად ვიცით, ამ თემას აღარ დავუბრუნდებით. ისიც კარგად ვიცით, წინა ხელისუფლება ახალგაზრდებს როგორ «აქათმებდა», მაგრამ გასაკვირი ის არის, ეროვნულობაზე პრეტენზიის მქონე მთავრობის პირობებში რაც ხდება.

მას შემდეგ, რაც ნატოს გენერალური მდივანი რასმუსენი საქართველოში აღშფოთებული ჩამოვიდა, თითი გვიქნია: როგორ თუ თქვენ «საწყალი ცისფერები» დაჩაგრეთო, ახალი ხელისუფლება მთლად გადაირია, იმ დონეზე, რომ პატარა ბიჭების გაუპატიურების გამო დამნაშავეებს აღარ სჯიან, მათ საპროცესო გარიგებით ათავისუფლებენ და უფრო მეტიც, ბავშვებს აბრალებენ, წინააღმდეგობას არ უწევდნენო. საინტერესო ის არის, 9-10 წლის ბავშვმა წინააღმდეგობა როგორ და რა ფორმით უნდა გაუწის ზრდასრულ და ჯანღონით სავსე მამაკაცს.

გურჯაანში სასამართლო დარბაზიდანვე საპროცესო გარიგებით გაათავისუფლეს 46 წლის მამაკაცი, რომელმაც 10 წლის ვაჟი გააუპატიურა, რასაც სამართალდამცავი ორგანოებიდან, კერძოდ კი პროკურატურიდან, არავინ გამოხმაურებია. არადა, ერთი ამბავი ატყდა _ კბილაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი სასწრაფოდ დააყენეთ, ბედუკაძესთან საპროცესო გარიგება როგორ დადოო? მაშინ ყველა გადაეფარა კბილაშვილს, მაგრამ, დღეს რომ ხმას არ იღებს და არ კითხულობს, რა მოტივი ჰქონდა პროკურორ თინათინ ზუბაშვილს საიმისოდ, რომ ასეთი სასტიკი დანაშაულის ჩამდენი გარეთ გამოეშვა, ეს უკვე პროკურორის დანაშაულია. ხელისუფლება აშკარად იცავს პედერასტებს და ამას აღარც მალავს. ბაზარში მშიერმა მოზარდმა საზამთრო რომ მოიპაროს, ის უფრო მძიმე სასჯელით ისჯება, ვიდრე კაცი, რომელიც ამ ბავშვს გააუპატიურებს.

ამ საკითხთან და საეჭვო საპროცესო გარიგებასთან დაკავშირებით, შევეცადეთ, ჯერ გურჯაანში თავად გადაწყვეტილების მიმღებ პროკურორს დავკავშირებოდით და მისგან მოგვესმინა ახსნა-განმარტება, თუ რატომ არ დაისაჯა დამნაშავე კანონის მთელი ძალით, შემდეგ კი უფლებადამცველებს დავუკავშირდით და მათი აზრიც მოვისმინეთ.

თინათინ ზუბაშვილი, გურჯაანის რაიონის პროკურორი:

_ ასეთი ბევრი შემთხვევა იყო, გამახსენეთ, რომელზე ამბობთ?

_ აი ის, 10 წლის ბიჭის გაუპატიურების გამო საპროცესო შეთანხმება რომ გაუფორმდა და წელიწადნახევრიანი სასჯელით რომ შემოიფარგლეთ

_ კი, მოგახსენებთ. მუხლი ასეთი დანაშაულისთვის სამი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ ადამიანს წელიწადი და ექვსი თვე განესაზღვრა, საპროცესო გარიგება კი დაზარელებულის ინტერესებიდან გამომდინარე გაუფორმდა, რადგან დამატებითი ფსიქოლოგიური ზემოქმედება არ მოეხდინა.

_ რამდენადაც ვიცი, თქვენმა გადაწყვეტილებამ უფლებადამცველები შეაშფოთა, თქვენ არავინ დაგკავშირებიათ?

_ მე არავინ დამკავშირებია, გადაწყვეტილებაზე კი ვერაფერს ვიტყვი, ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და მორჩა.

_ რამდენადაც ვიცით, დამნაშავე ამნისტიით სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა ციხიდან. რა ბრალდებით იჯდა?

_ ქურდობის მუხლით.

_ ეს სასამართლომ არ გაითვალისწინა?

_ საქმე ისაა, რაკი ამნისტიით ადამიანი გაათავისუფლეს, ე. ი. ყველაფერი მოეხსნა. შესაბამისად, ჩვენ ამ საქმეზე როგორ გავითვალიწინებდით მის წინა დანაშაულს?

_ გინდათ, თქვათ, რომ, საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე გადაწყვეტილების მიღებისას მისი წინა პატიმრობა არ გაითვალიწინეთ?

 _ ეს არაფერ შუაშია, დამნაშავე სახელმწიფომ გაათავისუფლა და წინა სასჯელი ახლა გათვალისწინებული არ იქნებოდა. ასეთია კანონი. ადამიანი გაათავისუფლეს და ჩვენ ხელახლა ხომ არ დავსჯიდით?! ვერ გავიგე… მისი ყოფილი პატიმრობა, რომელიც სხვა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის გამო მიესაჯა, ამ კვალიფიკაციისთვის დამამძიმებელი გარემოება ნამდვილად არ იყო. იმავე ქურდობის მუხლით რომ ჩაედინა ახალი დანაშაული, ბრალი დაუმძიმდებოდა, თუმცა ესეც გასარკვევი საკითხია, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ამ საქმესთან ეს პრობლემებს არ ქმნიდა.

გაზეთი «საქართველო და მსოფლიო» საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსს _ ხათუნა პაიჭაძესაც დაუკავშირდა, მან კი ლევან ღვედაშვილის ტელეფონის ნომერი მოგვცა და გვითხრა, რომ განცხადება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სწორედ მან გააკეთა. რატომღაც ვიფიქრეთ, რომ ეს ადამიანი მთავარი პროკურატურის თანამშრომელი აღმოჩნდებოდა, მაგრამ ისიც გურჯაანის რაიონის პროკურორი ყოფილა.

ლევან ღვედაშვილი, გურჯაანის რაიონის პროკურორი:

_ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ სასჯელი სამართლიანი იყო. სასჯელი ასეთ დროს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნული მუხლი სასჯელის ფარგლებში მიესაჯა დამნაშავეს.

_ დამნაშავე ამნისტირებული იყო?

_ დიახ, დამნაშავე ამნისტიით არის გათავისუფლებული, ოღონდ ზუსტად არ მახსოვს, რა დანაშაულზე იყო მსჯავრდებული.

გელა ნიკოლეიშვილი, ადვოკატი:

_ საქმის ვითარებას არ ვიცნობ, მაგრამ გეტყვით, რომ, ალბათ, დანაშაული არ დადასტურდა. სხვა შემთხევაში, ყოვლად წარმოუდგენელია, რომ, თუ გაუპატიურების ფაქტი დადასტურებულია, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, ეს იყო გაუპატიურება თუ სხვა რამ. არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირი კანონით ისჯება. ასეთი საპროცესო შეთანხმებები დაუშვებელია, არსებობს საზოგადოებრივი მორალი, ტრადიციული მიდგომები, ვერ წარმომიდგენია, თავად პროკურატურამ რატომ ჩაიდინა ასეთი რამ.

_ ბატონო გელა, «ცისფერებს» ხელს ხომ არ აფარებენ?

_ ეს არ არის «ცისფერობა», ამას პედოფილია ჰქვია. ასეთი რამ ყველა ქვეყანაში დასჯადია. კოდექსში პირდაპირ არის მუხლი ასეთი დანაშაულისთვის. პედოფილის გათავისუფლება ყოველგვარ ლოგიკას ეწინააღმდეგება.

ირმა ჭკადუა, ადვოკატი:

_ საქმეს კარგად არ ვიცნობ, არ ვიცი, ეს ადამიანი ადრე ნასამართლევია თუ არა მსგავს საქმეზე. თუ ეს მუხლი 138-ია, ეს არის სექსუალური ძალმომრეობითი მოქმედება. მამათმავლობა, ლესბოსელობა ან სხვაგვარი კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით, ძალადობით, მუქარითა და დაზარალებულის უმწეობით გამოყენებული, ისჯება 4-დან 6-წლამდე. ასეთი დაბალი სასჯელი, რაზეც თქვენ საუბრობთ, არსად გამიგია.

_ ქალბატონო ირმა, თუ შეიძლებოდა ასეთ საქმეზე საპროცესო გარიგების გაკეთება?

_ გაუკეთეს საპროცესო გარიგება?! ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, არასრულწლოვანის სასამართლო პროცესებზე სიარულს მოერიდნენ.

_ თავად პროკურორებიც ასე ამბობენ, რომ ბავშვზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოხდენას მოვერიდეთო.

_ ბავშვის მდგომარეობას ასეთ დროს განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება, იმავე თემაზე ბავშვთან გამუდმებული საუბარი ფსიქოლოგებისგან არარეკომენდებულია.

_ პირადად თქვენი პოზიცია როგორია ასეთ საქმესთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში, თქვენ რომ იყოთ დაზარალებულის ადვოკატი?

_ ჩემი პოზიცია ცალსახად არის ის, რომ ასეთი დანაშაული სასტიკად უნდა იყოს დასჯილი, სასტიკად!

გასაკვირია, რომ ქვეყანაში მსგავს, საშინელ დანაშაულზე ასეთი მცირე სასჯელია განსაზღვრული. შესაძლებელია, ახალი ხელისუფლება ცვლილებებს კანონში ასეთ საქმეებზე სამომავლოდ გეგმავს, მაგრამ დღეს სახეზეა ფაქტი და აშკარაა, რომ მასზე არც პრემიერმინისტრს და არც მთავარ პროკურორს განცხადება არ გაუკეთებიათ. ამნისტიით გათავისუფლებული პატიმრების მიერ ჩადენილმა მსგავსმა დანაშაულებმა კი საგანგაშო ნიშნულს მიაღწია.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here