Home რუბრიკები პოლიტიკა ვისი მითითებით მზადდება სააკაშვილის ხელშეუხებლობის კანონპროექტი

ვისი მითითებით მზადდება სააკაშვილის ხელშეუხებლობის კანონპროექტი

696

«ნაცმოძრაობასა» და «ოცნების», უფრო ზუსტად კი რესპუბლიკელების, ლიდერს _ დავით უსუფაშვილს შორის დაწყებულმა კოაბიტაციამ საქართველოს მოსახლეობას რწმენა, იმედი, ოცნება და ივანიშვილისადმი ნდობა გაუნელა. სკეპტიკოსებს ეს ამბავი არ აკვირვებთ, რადგან კოალიციაში შემავალი რიგი პარტიებისგან დიდსა და საგმირო საქმეებს ისედაც არ მოელოდნენ, მაგრამ

კოაბიტაციამ და დამნაშავეებთან თანაცხოვრების უდიდესმა სურვილმა, რომელსაც რესპუბლიკელები იჩენენ, კერძოდ კი პარლამენტის თავმჯდომარე, თავისი გააკეთა _ ივანიშვილის ხალხს ნაკლებად სჯერა. რაც შეეხება სააკაშვილს, ურეკში ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ უსუფაშვილის მითითებით მზადდება კანონპროექტი ვადის გასვლის შემდეგ პრეზიდენტის ხელშეუხებლობის შესახებ და ამ კანონს პარლამენტი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე მიიღებს.

სააკაშვილის, როგორც «უხერხული მოწმის,» ხელშეუხებლობის გარანტიას ამერიკელები მოითხოვენ, რათა დაჭერის შიშით ამ უკანასკნელმა ვაშინგტონისთვის იმაზე გაცილებით საზიანო საიდუმლოებებიც არ დაფქვას, ვიდრე ამასწინათ განაცხადა _ 26 მაისის დარბევას მერაბიშვილის კაბინეტიდან  FBI აკვირდებოდა, და დასკვნაც დადო, რომ პოლიციის ქმედება კანონიერი იყოო. სათქმელი და გასამხელი კი სააკაშვილს, თუნდაც აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ბევრი აქვს.

 ჩვენი არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, პარლამენტის თავმჯდომარესთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, თუმცა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დავით უსუფაშვილი, მართალია, ენთუზიაზმის გარეშე, მაგრამ უარყოფს სააკაშვილისთვის მსგავსი გარანტიების მიცემას…

რამდენად სამართლიანია სააკაშვილისთვის ხელშეუხებლობის გარანტიის მიცემა და მოითმენს თუ არა საზოგადოება მასთან «ოცნების» ამგვარ გარიგებას? – ამ შეკითხვით «საქართველო და მსოფლიომ» რამდენიმე რესპონდენტს მიმართა.

სოსო ცისკარიშვილი, დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის ხელმძღვანელი:

 _ თუ ბატონი უსუფაშვილი ამას აპირებს, რა არგუმენტები აქვს საამისოდ? პირადად მე არგუმენტები არ მეყოფოდა, ხალხისთვის ასეთი კანონპროექტი რომ შემეთავაზებინა. მოგეხსენებათ, ყველა ქვეყნის კონსტიტუცია გარკვეულ სიმშვიდეს უქმნის პრეზიდენტს, მაგრამ ადამიანი სამუდამოდ რომ გათავისუფლდეს მიუღებელი ქმედების პასუხისმგებლობისგან, არა მგონია, ეწერებოდეს მართლმსაჯულების კლასიკურ მოდელში. არაერთი პრეზიდენტი გვინახავს, რომლებიც წლების გასვლის შემდეგაც აღმოჩენილა განსასჯელის სკამზე, რადგან არსებობს სახელმწიფოებრივი დანაშაულები, რომლებზეც არ შეიძლება გავრცელდეს ხელშეუხებლობა.

სოსო ცინცაძე, პოლიტოლოგო:

_ რატომ ხელშეუხებელი, რა, რომის იმპერატორია? საერთოდ, ხელშეუხებლობის გარანტია შეუძლებელია ვინმეს ჰქონდეს, ალბათ, იქნება დათქმა, რომლითაც მაღალი იმუნიტეტი ექნება, მაგრამ ეს ძალიან მეეჭვება.

არ გამიკვირდება, თუ კანონის მიმართ ასეთი, ერთნაირად დადებითი შეხედულება ექნებათ ამერიკასა და ევროპას. «ოცნების» წევრების კულუარულ საუბრებში მომისმენია, _ სააკაშვილი ვერ ასცდება სასამართლოსო. ეს საელჩოების ყურამდე მიდის და ამიტომ არაფერია გამორიცხული. დღევანდელ ვითარებაში ამერიკის ელჩის რჩევა რჩევაზე გაცილებით მეტია და არ გამიკვირდება, რომ ასეთი მოთხოვნა მართლაც იყოს. თუმცა ჩემთვის წარმოუდგენელია, საერთოდ ხელშეუხებელი იყოს პრეზიდენტი. პრეზიდენტს ნერვებმა რომ უმტყუნოს და კაცი მოკლას, უნდა შერჩეს? თუმცა კიდევ ვიმეორებ, რომ არ გამიკვირდება ასეთი კანონპროექტის გამოჩენა, რადგან ამერიკა შურისძიების მომენტებს ხედავს.

ვახტანგ მაისაია, ყოფილი პოლიტპატიმარი:

_ მოულოდნელია ასეთი ინფორმაცია, არ მინდა დავიჯერო, რომ ასეთი კანონპროექტი შესაძლებელია მომზადდეს. პრეზიდენტს კონსტიტუციით ისედაც აქვს პრივილეგიები და დამატებითი, კიდევ რაიმე სახის გარანტიების მიცემა პოლიტიკური კორუფციის ნიშანია. ამის ხელშეწყობა არ შეიძლება. სააკაშვილისთვის ხელშეუხებლობის გარანტიების მიცემა სახელმწიფო დონის დანაშაულია. სააკაშვილის დანაშაული ყველამ იცის, თუნდაც ზურაბ ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით მას ვერ უშველის ვერანაირი დამცავი მექანიზმი.

არ მინდა ვიფიქრო, რომ უსუფაშვილი აგრძელებს «ნაცმოძრაობის» მემკვიდრეობას. მიხეილ სააკაშვილს იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი საკუთარი ერის წინაშე, რომ მისი პატიება წარმოუდგენელია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საამისოდ მარტო აგვისტოს ომია საკმარისი. ხალხი ამას ვერ შეეგუება. ეს იგივეა, რომ გიმლერთან საპროცესო შეთანხმება გააფორმო.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

 

1 COMMENT

  1. ოღონდაც, ნუ წაიღეთ ტვინი და ნუ ოცნებობთ სააკაშვილის ციხეში ჩასმით. შევარდნაძემ მთელი მოსახლეობა გაძარცვა და ის თავისუფლად რომ არის ის მოგწონთ და მიშამ მართალია ბევრი მაგრამ მაინც აქვს ამაგი ამ ქვეყანაზე და იმსახურებს რომ ხელშეუხებელი იყოს!

  2. იუსუპოვი ივანიშვილს არაფრად აგდებს და თავის თანამებრძოლ ნაცებს შველის.ყოჩაღ.

  3. იუსუპოვი ივანიშვილს არაფრად აგდებს და თავის თანამებრძოლ ნაცებს შველის.ყოჩაღ.

  4. რას სპეკულირებთ სულელური თემებით. უსუფაშვილის ნახევარი პატრიოტები იყავით და საქართველოსაც ეშველებოდა და ჩვენ ყველაც დავისვენებდით თქვენისთანა პოლიტიკანებისგან.

  5. მე
    შენი დედას…. შე პიტალო – გვეკაიფები თუ თვალში ნაცარს გვაყრი? შE მართლა დედამოხნულო – ვინ არის პატრიოტი ეს ნათათრალი უსუპოვი? და მაგი სულგაყიდულის ნახევარ პატრიოტობას გვთხოვ შენიდედიკოს და თელ ოჯახს რომ ჩაეხუტა იანიჩარების პოლკი?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here