Home სხვადასხვა დაიჯესტი 5 ყველაზე შემაძრწუნებელი ხოცვა-ჟლეტა აშშ-ის სკოლებში

5 ყველაზე შემაძრწუნებელი ხოცვა-ჟლეტა აშშ-ის სკოლებში

2411
ნიკოლას კრუზი

14 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ პარკლენდის (ფლორიდის შტატი) საშუალო სკოლა Marjory Stoneman Dougkgasში ამ სკოლის ყოფილმა მოსწავლემ, 19 წლის ნიკოლას კრუზმა ნახევრადავტომატური შაშხანა A-15-დან სროლა ატეხა. დაიღუპა 17 (ბავშვები და ზრდასრულები) და დაიჭრა 15 ადამიანი. ბოროტმოქმედი პოლიციამ დააკავა.

პარკლენდის ტრაგედიას მყისვე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი:

“ჩემი ლოცვა და თანაგრძნობა მიმართულია ფლორიდაში მომხდარი საზარელი სროლებისგან დაზარალებული ოჯახებისკენ. ამერიკულ სკოლაში არც ერთი ბავშვი, მასწავლებელი თუ სხვა თავს საფრთხეში არ უნდა გრძნობდეს”, _ დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

სამწუხაროდ, ტრამპის სიტყვების მიუხედავად, აშშ-ის სკოლებში მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც, დიდი ხანია, თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ. ამერიკული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის პირველი 45 დღის განმავლობაში ამერიკის სკოლებში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის 18 შემთხვევა აღირიცხა.

აი აშშ-ის სკოლებში მომხდარი ყველაზე მასობრივი მკვლელობების ჩამონათვალი:

ენდრიუ ფილიპ კიჰო
ენდრიუ ფილიპ კიჰო

* 1927 წელი, მიჩიგანი, 44 ადამიანის მკვლელობა

აშშ-ის ისტორიაში მსხვერპლის რაოდენობის მიხედვით ყველაზე მასობრივი მკვლელობა სკოლაში 1927 წლის 18 მაისს მიჩიგანის შტატის ქალაქ ბეტში მოხდა. 55 წლის ენდრიუ ფილიპ კიჰომ ჯერ კლინიკიდან შინ დაბრუნებული თავისი ცოლი ელენი მოკლა თავში მძიმე საგნის ჩარტყმით, შემდეგ გადაწვა ფერმა, რომელშიც ცხოვრობდნენ; შემდეგ წავიდა და ბეტის სკოლის შენობის ჩრდილოეთი ნაწილი ააფეთქა. დაიღუპა 37 ადამიანი: 35 ბავშვი და 2 ზრდასრული. ნახევარი საათის შემდეგ მკვლელი კვლავ მივიდა სკოლასთან და იარაღიდან სკოლის შენობაში დამონტაჟებულ ასაფეთქებელ მოწყობილობას გაუხსნა ცეცხლი. აფეთქების შედეგად თვითონაც გამოესალმა სიცოცხლეს და 2 ადამიანი. მოგვიანებით ჭრილობებისგან კიდევ სამი ადამიანი მოკვდა. სულ კი დაიღუპა 44 და დაიჭრა 58 ადამიანი.

ადამ პიტერ ლენზა
ადამ პიტერ ლენზა

* 2012 წელი, დაწყებითი სკოლასენდი ჰუკი”, 26 ადამიანის მკვლელობა

2012 წლის 14 დეკემბერს, 20 წლის ადამ პიტერ ლენზამ ჯერ დედა მოკლა, შემდეგ ავტომობილში ჩაჯდა და გაემგზავრა ქალაქ ნიუტონის (კონეკტიკუტის შტატი) დაწყებით სკოლა “სენდი ჰუკში”. შაშხანითა და 3 პისტოლეტით შეიარაღებულმა ლენზამ სკოლაში შესვლისთანავე გახსნა ცეცხლი. დაიღუპა 26 ადამიანი, მათ შორის, 6-7 წლის 12 გოგონა და 8 ბიჭი, აგრეთვე, ზრდასრულები და სკოლის დირექტორი, დაიჭრა _ 2. ლენზამ თავი მოიკლა.

სკოლა "კოლუმბიანა"
სკოლა “კოლუმბიანა”

* 1999 წელი, სკოლაკოლუმბაინი”, 13 ადამიანის მკვლელობა

1999 წლის 20 აპრილს ჯეფერსონის ოლქის (კოლორადოს შტატი) სკოლა “კოლუმბაინში” 17-18 წლის მოსწავლეებმა _ ერიკ ჰარისმა და დილან კლებოლდმა _ ცეცხლი გაუხსნეს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. მძიმედ დაიჭრა 37 ადამიანი, მათგან 13 დაიღუპა. ჰარისმა და კლებოლდმა თავი მოიკლეს.

კრისტოფერ შონ ჰარპერ-მერსერი
კრისტოფერ შონ ჰარპერ-მერსერი

* 2015 წელი, ქალაქი როზბერგი, 9 ადამიანის მკვლელობა

2015 წლის 1 ოქტომბერს ორეგონის შტატის ქალაქ როზბერგში მოსწავლეთა საშინელი მასობრივი მკვლელობა მოხდა. 26 წლის კრისტოფერ შონ ჰარპერ-მერსერმა კოლეჯ ამპკვას კამპუსის (სტუდენტების საერთო საცხოვრებელი) ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 9 ადამიანი მოკლა, 9 დაჭრა და შემდეგ თავი მოიკლა. ეს მეორე ასეთი ინციდენტი იყო როზბერგში. პირველი მოხდა 2006 წლის 23 თებერვალს: 14 წლის მოსწავლემ ვინსენტ უეინ ლეუდორომ, რომელსაც კლასელები გამუდმებით დასცინოდნენ, პისტოლეტიდან გასროლით მძიმედ დაჭრა 16 წლის ჯოზეფ მონტი. აღსანიშნავია, რომ ამერიკულ კოლეჯში სისხლიანი კალოს დამტრიალებელი ჰარპერ-მერსერი, რომელსაც 18 წლის შესრულების შემდეგ მამა აღარ უნახავს, აშშ-ის არმიაში მსახურობდა. ახალგაზრდა მამაკაცი დედასთან ერთად ცხოვრობდა სახლში, სადაც 14 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი ინახებოდა (დედას იარაღის შეძენა-შენახვის უფლება ჰქონდა). ჰარპერ-მერსერი ანტირელიგიურ და რასისტულ იდეებს იზიარებდა.

* * *

დემოკრატიის ციტადელად წოდებულ ამერიკაში მასობრივი მკვლელობები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. სწორედ “ჩვეულებრივი მოვლენა” უწოდა მოსწავლეების მასობრივ მკვლელობას პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, რომელმაც თავისი პრეზიდენტობის პერიოდში აშშ-ის კონგრესს 15-ჯერ (!) სთხოვა (და არა _ მოსთხოვა) მოქალაქეებისთვის იარაღის თავისუფალი გაყიდვის შეზღუდვა. აშშ-ის პრეზიდენტს კარგად ესმოდა, რომ იარაღის მწარმოებლებს ვერ აიძულებდა, შეეწყვიტათ გაყიდვა პროდუქციისა, რომელზეც დიდი მოთხოვნაა ამერიკაში. იარაღის ლობისთან დაპირისპირება ნიშნავს დაპირისპირებას სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან, რომელიც უოლ სტრიტთან ერთად ამერიკული სისტემის ბურჯია.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯონ კენედი პირველი იყო, ვინც დაუპირისპირდა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს და მის საქმიანობაში გარკვევა მოისურვა, მაგრამ რით დასრულდა ეს, ყველასთვის ცნობილია.…

ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც თვლის, რომ პლანეტაზე წესრიგის დამყარება მხოლოდ მას შეუძლია, მსოფლიოს ლიდერად იქცა ქვეყნის შიგნით ჩადენილი მასობრივი მკვლელობების მხრივ, თუმცა პირველობას არც მსოფლიოს ქვეყნებში მოსახლეობის მასობრივად განადგურების მხრივ თმობს (ვიეტნამი, კამბოჯა, სერბეთი, ლაოსი, ერაყი, ლიბია, სირია და ..). აშშზე, სადაც დედამიწის მოსახლეობის 5 პროცენტი ცხოვრობს, ამერიკელი ექსპერტების მონაცემებით, 1966 წლიდან დღემდე მსოფლიოში ჩადენილი მასობრივი მკვლელობების 31% მოდის. ამ მხრივ დანარჩენი ქვეყნები (ფილიპინები, იემენი, საფრანგეთი), რომლებშიც შედარებით დიდია მასობრივი მკვლელობების რაოდენობა, ახლოსაც ვერ მივლენდემოკრატიის მამამთავარსახელმწიფოსთან. აღსანიშნავია, რომ აშშში მცხოვრებთა სახელზე, 2015 წლის მონაცემებით, რეგისტრირებულია 270 მლნ ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი(?!) _ 100 კაცზე თითქმის 90 ერთეული.

ამასთანავე, აშშ-ში მასობრივ მკვლელებს შორის ბევრია მოსწავლე, სტუდენტი, რიგითი ჯარისკაცი, რომლებსაც მკვლელობის ჩადენა სკოლებსა და ოფისებში სწადიათ. უბედურება არის ის, რომ ეს მკვლელები სამაგალითოდ იქცნენ ლუზერებისთვის (წარუმატებელი ადამიანები) არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ გერმანიაში, ფინეთში, კანადაში, ნორვეგიაში (ბრეივიკი).

მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here