Home ახალი ამბები საქართველო 5 თვეში საქართველოში 400-ზე მეტი რუსული კომპანია დარეგისტრირდა – როგორია ინტერესი სხვა...

5 თვეში საქართველოში 400-ზე მეტი რუსული კომპანია დარეგისტრირდა – როგორია ინტერესი სხვა მეზობელი ქვეყნებიდან

104

ეზობელი ქვეყნებიდან კომპანიები საქართველოში გადმოდიან, რათა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ბენეფიტებით ისარგებლონ – ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ „ბიზნესპრესნიუსს“ მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მიხეილ ჭელიძემ განუცხადა.

ის რომ, საქართველოში ბიზნესს მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლები საკმაოდ აქტიურად იწყებენ, ამაზე სტატისტიკური მონაცემებიც მოწმობს. მხოლოდ 2022 წლის იანვარ-მაისში ქვეყანაში მეზობელი ქვეყნებიდან 800 ბიზნეს-სუბიექტი დარეგისტრირდა, საიდანაც ქართველ დამფუძნებელთან ერთობლივი იყო მხოლოდ 101.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ 5 თვეში ყველაზე მეტი ბიზნეს-სუბიექტი რუსეთიდან დარეგისტრირდა, მეორე ადგილზეა თურქეთი, შემდეგ აზერბაიჯანი და ბოლოს სომხეთი.

საქართველოში 2022 წელს რეგისტრირებულ ბიზნეს-სუბიექტთა რაოდენობა დამფუძნებელი ქვეყნების (საქართველოს მეზობელი) მიხედვით, მათ შორის, ადგილობრივ წარმომადგენელთან ერთად:

  • რუსეთი – 409 (მათ შორის, შერეული – 55 ერთეული)
  • თურქეთი – 281 (მათ შორის, შერეული – 34 ერთეული)
  • აზერბაიჯანი – 74 (მათ შორის, შერეული – 5 ერთეული)
  • სომხეთი – 36 (მათ შორის, შერეული – 7 ერთეული)

www.bpn.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here